-->

პირველი ვებსაიტი უკვე 27 წლისაა

http://info.cern.ch/  (ეს პოსტი 2011 წელს გამოქვეყნებული მქონდა) 


დეტალურად ვების დაბადება


დრო სწრაფად გადის. მსოფლიოში პირველი საიტი 27 წლისაა (ის შეიქმნა 6 აგვისტოს). სწორედ info.cern.ch-ის მაგალითზე ახსნა მისმა შემქმნელმა ტიმ ბერნერს-ლიმ, თუ როგორ შეუძლია იმუშაოს და გამოიყურებოდეს HTML. მაგრამ არ იჩქაროთ მოცემულ ბმულზე გადასვლა და საიტის თქვენი თვალით ნახვა. პირველი საიტის შემადგენლობა შეიცვალა, ის ახლა თითქმის თანამედროვედ გამოიყურება. თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ის 21 წლის წინ, მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს.
შეგიძლიათ შეადაროთ რა იყო და როგორია ის ახლა. 1991 წლის 6 აგვისტო  სამუდამოდ შევიდა ტექნოლოგიის და მთელი ცივილიზაციის ისტორიაში. სწორედ მაშინ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ვებ-გვერდი HTML-ზე CERN-ში, კომპიუტერზე NeXT. ჩვენს ეპოქას ხშირად ეძახან „ინფორმაციულს“, ამას უნდა ვუმადლოდეთ, მეცნიერებს, მკვლევარებს და ინჟინრებს, მათ შორის ტიმ ბერნერს-ლის.
საიტის პირველად ბმულზე შესაძლოა მოვიძიოთ იმ დროის საინტერესო დოკუმენტაცია, ასევე იმ ადამიანების სია ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. აუცილებლად ნახეთ პირველი ვებ საიტის ჩატვირთვის სიმულაცია. გასაგებია, რომ ტექნოლოგიები წინ მიიწევს, თუმცა მაინც საინტერესოა იმის ნახვა თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
 მასში განთავსებული იყო ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიის შესახებ World Wide Web (WWW) (მსოფლიოს ფართო ქსელი). ინფორმაციის გადაცემა დაფუძნებული იყო HTTP პროტოკოლზე, ხოლო საიტი შექმნილი იყო ვებ მარკირების HTML ენაზე. საიტზე ასევე განხილული იყო ვებ სერვერის და ვებ ბრაუზერის მუშაობის პრინციპები. საიტი ასევე გახდა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ კატალოგი, რადგან მოგვიანებით ბერნერს ლიმ მასზე განათავსა სხვა საიტის მისამართები.



ყველაფერი რაც საჭირო იყო პირველი საიტის ასამუშავებლად ბერნერს ლიმ გაცილებით ადრე 1990 წელს შექმნა. ამ დროს შეიქმნა პირველი ვებბრაუზერი




 და პირველი ვებსერვერი რომელიც დაფუძნებული იყო NeXTcube ბაზაზე




ასევე თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს
პირველი 10 დოტ კომი
ისტორია
1995 წლამდე ვებ გვერდიების სია

.

3 კომენტარი :

ვებგვერდების მეშვეობით საზოგადოება ვითარდება რაც ძალიან მოსაწონია.

ვებგვერდები კარგი საშულებაა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სწრაფად გასაგებად.

ვებგვერდების საშუალებით სწრაფად და იოლად იგებ ინფორმაციას და ზოგავ დროს.



გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით