-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

დღეს გუგლი 20 წლის გახდა


 
იყო და არა იყო რა... გუგლზე უკეთესი რა იქნებოდა, ხოდა 1998 წლის 27 სექტემბერი იყო, როცა სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა Ph.D სტუდენტმა  ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინტერნეტ სამყაროს გუგლი წარმოუდინეს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ გუგლი ოფიციურად 1998 წლის 4 სექტემბერს უკვე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ უკვე ათეული წლებია, კომპანია თავის დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს... დღეს გუგლი 20 წლის გახდა. გარდა იმისა, რომ გუგლი შეუცვლელია, როგორც საძიებო სისტემა, მე ძალიან მართობს გუგლის სააღდგომო კვერცხები,   ზევით კი დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი დუდლი შეგიძლიათ ნახოთ... შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ ქუჩის დათვალიერების რეჟიმში ესტუმროთ იმ ფარეხის, სადაც პირველი ოფისი იყო განთავსებული.  (აბა ველოსიპედს თუ იპოვით... ან კოლხურ სუროს)

ფარეხი მენლო პარკშია განთავსებული და სიუზან ვოიციკს ეკუთვნის. ის სპეცაიალურად იმ მგომარეობაში მოიყვანეს, როგორც იყო 1998 წელს. აქ 90იანი წლების უამრევი გაჯეტია თავმოყრილი  (ამერიკისთვის დამახასიათებელი, კერასინკას ნუ ეძებთ ;) აუცილებლად გახსენით საიდუმო კარი და გუგლის სამახსოვრო ნივთები დაათვალიერეთ.

ამავე დღესთან დაკავშირებით გუგლმა მობილურ აპლიკაციებში განაახლა სურათების საძიებო სისტემა, რაზეც დეტალურად სხვა პოსტში მოგიყვებით...   

დღევანდელ დღეს ეხება აგრეთვე ყველაზე უფრო ცნობილი 20 დუდლი, რომელსაც თავის ბლოგზე მოუყარა თავი


ასევე მინდა ნახოთ გუგლისთვის დამახასიათებელ სტილში შექმნილი ინტერაქტიული ხელსაწყო, რომლის დახმარებით შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ წლების მანძილზე საძიებო ტრენდების ცვლილების ტენდენციებს.

ეს ისტორია

დღეს კი ინტერნეტი ძალიან ბევრი მომხმარებლისთვის გუგლის ბურთებიდან იწყება, ინტერნეტ დეველოპერებიც ყველაფერს გუგლზე ჭრიან და კერავენ, მარკეტოლოგებიც გუგლს უგდებენ ყურს. რატომ?

იმირომტომ, დღეს  გუგლი ეძებს 150ზე მეტ ენაზე და 190ზე მეტ ქვეყანაში....   თუმცა

ჯობია დღეს ალტერნატიული გუგლი შემოგთავაზოთ




ყველა (5) სერია  (ვიდეო. ინგლ.)

წყაროები
გუგლის ისტორია
გუგლი ვიკიზე 


ასევე თქვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს

გუგლში ძიების სინტაქსი


მოკლედ საღამოს გელოდებით წვეულებაზე 

ედომოდოს ტრენინგები შემოდგომა 2018



მასწავლებელთა სახლი აცხადებს ტრენინგს Edmodo — ვირტულაური საკლასო ოთახი (ნახეთ პროგრამა). ტრენინგი განკუთვნილია საჯარო სკოლის და კერძო სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის.

ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან საგანმანათლებლო სოციალური ქსელის Edmodo-ს გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში. ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რეგისტრაცია ვირტუალურ საკლასო ოთახში edmodo.com; 
  • ჯგუფების შექმნა და მათი მართვა; 
  • დავალებების და სხვა ინფორმაციის გაგზავნა ჯგუფებში; 
  • ტესტების შექმნა, რედაქტირება, გაგზავნა, 
  • შეფასება; ედმოდოს ბიბლიოთეკა; 
  • Edmodo-ს გამოყენება პროფესიული განვითარებისთვის; 
  • Edmodo planner - ედმოდო მგეგმავი და ედმოდოს სხვა სერვისები; 
  • ედმოდოს პარამეტრების მომართვა, 
  • რეკომენდაციები ედმოდოში ეფექტური მუშაობისთვის. 
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საკონტაქტო საათია. (ორი დღე, დღეში 4 საათი) ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებლებს მიენიჭებათ 0,5 კრედიტქულა.



 ტრენინგზე რეგისტრაციიისთვის დააჭირეთ ბმულს   ტრენინგზე რეგისტრაცია დამთავრდება პარასკევს 20 სექტემებერს. 

გაითვალისწინეთ: (პრობლემები რეგისტრაციის დროს)

  • ტრენინგზე რომ დარეგისტრირდეთ, ჯერ მასწავლებელთა სახლის საიტზე უნდა იყოთ რეგისტრირებული. 
  • გთხოვთ არ დარეგისტრირდეთ სკოლის ფოსტით. (დაიმახსოვრეთ რეგისტრაციის მონაცემები)
  • თუ თქვენ უკვე რეგისტრირებული ხართ მასწავლებლის სახლის საიტზე (სხვა ტრენინგებზე დარეგისტრირდით), მაშინ პირველ ეტაპზე დააჭირეთ ავტორიზაციას) 
  • საიტზე რეგისტრაციის ან ავტორიზაციის შემდეგ დარეგიტრირდით უშუალოდ ტრენინგზე.
  • სხვა პედაგოგი რომ დაარეგისტრიროთ, საიტიდან უნდა გმოხვიდეთ  მარჯვენა მხარეს არსებული გასვლის ღილაკით


გისურვებთ წარმატებას!

წელს სკოლაში შეიარაღებული წასვლა ახია


ეს პირველი ვინჩესტერის სურათია. მისი მოცულობა 5 მეგაბაიტია. (არ მეშლება)
 

ვიდეოზე თქვენ ხედავთ IBM 305 RAMAC ის  ვინჩესტერს მუშა მდომარეობაში  :), ეს იყო პირველი კომერციული კომპიუტერი, რომელსაც ცალკე ვინჩესტერი გააჩნდა. ამ კომპიუტერის შესახებ საჯარო განცხადება 1956 წლის 14 სექტემბერს გაკეთდა. ვინჩესტერის მოცულობა 5 მეგაბაიტი იყო (დიახ, ზომის ერთეული სწორად წაიკითხეთ).  ამ ვინცესტერის ზომები სწორად რომ აღიქვათ, კიდევ ერთ სურათს წარმოგიდგენთ, თუმცა უკანა ფონზე ბავშვიც დარბის :)  კიდევ ერთი ვიდეო

ამ პლასტინის დიამეტრი 610 მმ-ია

თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ამ მოწყობილობას ვინჩესტერი არ ერქვა. 

IBM-ში ერთ-ერთ პროექტის ხელმძღვანელად მუშაობდა ვინმე კენეტ ხოტონი (ინგ. Kenneth E. Haughton). ამ პროექტის შედეგად 1973 წლის 13 სექტემბერს IBM წარმოადგინა მაგნიტურ დისკზე დამგროვებელი პირველი მოწყობილობის პრეზენტაცია. ის გამოიყენებოდა IBM System/370ზე. მისი დისკის მოდელი იყო IBM 3340. მოდელი იმით იყო აღსანიშნავი, რომ წამკითხველი თავაკები და თვით მაგნიტური დისკის პლასტინები ერთ ჰერმეტულ კორპუსში იყო მოთავსებული. 


ეს რის პირველი ვინჩესტერი IBM3340. მასტერი და სლეივი :) 30-30 მეგაბაიტი. სერიულ ვერსიაში ცოტა მეტი 35-35მბ იყო. რატომ გეცინებათ?
 
მოწყობილობის შემუშავებისას ინჟინრები მის აღსანიშნავად «30-30» დასახელებას იყენებდნენ. ეს დასახელება აღნიშნავდა თითოეულში 30მბ-იან ორ მოდულს (მაქსიმალური ანაწყობი). დასახელება კი ამერიკის ვესტერნულ საზოგადოების აზროვნებაში ჩაჭედილი იყო, როგორც პოპულარული სანადირო შაშხანა «Winchester Model 1894», რომელიც იყენებდა შაშხანის მასრას «30 WCF». 



არსებობს ვერსიაც, რომ დასახელება წამოვიდა მხოლოდ მასრის დასახელებიდან, რომელსაც ასევე უშვებდა Winchester Repeating Arms Company. ევროპაში და ამერიკაში ამ დასახელებას უკვე ნაკლებად იყენებენ, მაგრამ ქართულში ის ჯერაც შენარჩუნებულია და ნახევრადოფიციალური სტატუსიც კი აქვს. კომპიუტერულ სლენგში კი შეკვეცილი ვერსია «ვინტი» გამოიყენება.


კარგი იქნება თუ გაიაზრებთ როგორია დრევანდელი ვინჩესტერის, ფლეშ მახსოვრობების იზიკური ზომები, ტევადობა, ინფორმაციის კითხვის სისწრაფე და ფასი :)

კომენტერაებში დაწერეთ, თქვენ რა ფირმის და მოცულობის ვინჩესტერი გაქვთ. ჩემი ფავორიტი 500 მეგაბაიტიანი ბარაკუდაა. ისე კი ინტელ 750 სერიის U.2 სტანდარტის რომელიმე მოდელი დამხატავდა....


კუბიკები ქრომის განახლებულ ვერსიაში


შესწორება 12.09.2018 შეგიძლიათ ეს სტატია უკვე არ წაიკითხოთ. გუგლმა დააბრუნა შეტანილი ცვლილებები. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი... 


დღეს (05.09.2018) გუგლმა ქრომი განაახლა, რამაც ქართული საიტების უმეტესობას კუბიკებად გამოაყარა. (ვინც ვერ ჩაწვდა: გუგლმა ქრომში Unicode 11.0 ში შეტანილი ცვლილებები ასახა. ანუ ჩართო მთავრული სიმბოლოების (CSS სტილის Uppercase)  გამოტანის მხარდაჭერა. შედეგად ვინაიდან სილვაინ და სეგოე შრიფტებში შესაბამის კოდებზე სიმბოლოები არ ზის, იქ სადაც მთავრული სიმბოლოებია გამოტანილი,  ტექსტის ადგილას კუბიკები გაჩნდა. ნახეთ სურათი. ზოგიერტი მომხმარებელი ასევე აღნიშნავდა წერილის შემდეგ პირველი სიმბოლოს გაქრობას.

იგივე პრობლემა 2016 წელშიც გაჩნდა. იხილეთ პოსტი დათოს ბლოგზე.  მაშინ მიზეზი Segoe UI შრიფტის გამოჩენა იყო.

ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია შრიფტის BPG 2017 DejaVu Sans დაინსტალირებით windows/fonst საქაღალდეში, ხოლო შემდეგ ბრაუზერში Settings->Customize Fonts->Standards Fonts ველში  BPG 2017 DejaVu Sans ფონტის შერჩევით.

უფრო დეტალურად:

1:) ჩამოტვირთეთ შრიფტი BPG 2017 DejaVu Sans ;  (ბრაუზერის მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ქვევით მიმართულ ისარს. იმედია გუგლ ქრომს კვლავ იყენებთ)


2) დააჭირეთ ჩამოტვირთულ ფაილს (ბრაუზერის ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში).



3) მიღებულ გამოსახულებაში დააჭირეთ Install ღილაკს




4) დახურეთ გუგლ ქრომი
5) გამოიძახეთ გუგლ ქრომი
6) მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ქრომის მართვის ღილაკს:


მიღებულ გამოსახულებაში კი დააჭირეთ Setting ღილაკს.


7) დააჭირეთ Customize fonts


8)  Standard font-ად შრიფტების ჩამონათვალში Times New Roman ნაცვლად აირჩიეთ  BPG 2017 DejaVu Sans.




9) ვფიქრობ ბრაუზერის გადატვირთვა არ დაგჭირდებათ, თუმცა აუცილებლობის შემთხვეაში, შეგიძლიათ მოსინჯოთ ეს ვარიანტიც.

შედეგად კუბიკების მაგივრად მთავრულ ასოებს მიიღებთ. ხოლო ნუსხური სიმბოლოები ჩვეულებრივად გამოჩნდება, (დააკვირდით საიტის მენიუს, და ქვემენიუს)




ჩასწორება 1)  რაც შეეხება ქრომის მობილურ ვერსიას, საიტები სადაც ეს პრობლემა ფიქსირდებოდა, მობილურის (ან მობილურში დესკტოპ ვერსიაზე) კვლავ ვერ წაიკითხება ქართული მთავრული სიმბოლოები. ამიტომ დავაკოპირებ ფეისბუკზე ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარს:

გიო წიკლაური სამწუხაროდ ტელეფონებისთვის გადაწყვეტილება ამწუთას არ მაქვს. (ვიტყვი სიმართლეს, ძალიან შორს ვარ ანდროიდისგან)

ალბათ თვითონ გუგლმა უნდა გაასწოროს ეგ პრობლემა ანდროიდზე. 

ანუ ბრაუზერი არის განახლებული და მორგებული უნიკოდის სტანდარტზე, მაგრამ ოპერაციული სისტემა ჯერჯერობით უნიკოდის სტანდარტთან არ არის თავსებადი.

ანდროისდის (მაკის) ახალი ვერსიები რა თქმა უნდა თავსებადები იქნებიან სტანდარტის განახლებასთან, მაგრამ ეს განახლება მხოლოდ ახალ დევაისებში იქნება ხელმისაწვდომი. 

ძველი მოდელების მფლობელებს, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ გუგლის კეთილ ნებას, რომელიც რაიმე პააატარა განახლებას გამოუშვებს. 

კიდევ ერთი გზა არის, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი და განაახლებს ანდოიდის სიტემურ ფონტს  

ახლა კი მცირე რჩევა საიტის მფლობელებისთვის.
სანამ შემდეგ რჩევას წაიკითხავდეთ: (საიტზე მთავრული სიმბოლოების აკრძალვა არარის კარგი გამოსავალი. ყველა ახალი საიტი მინიმუმ მენიუში და მნიშვნელოვანი კომპონენტების გამოსაყოფად აქტიურად გამოიყენებს მთავრულ სიმბოლოებს. 

განახლებების საშუალებით ოპერაციული სისტემებიც წამოეწევიან მიმდინარე ტრენდს. 

შესაბამისად თქვენი საიტი აღმოჩნდება მოძველებური და ისევ იძულებული გახდებით შეიტანოთ შეწორებები. 

ალბათ უკეთესი იქნება თქვენს მომხმარებელბს შესთავაზოთ პრობლემის გადაწყვეტის გზები


მაგრამ თუ ამწუთისთვის გინდათ გადაწყვეტილება:

როგორც ცნობილია, ვთქვათ პარაგრაფის სიმბოლოთა გამთავრულებისთვის CSS სტილში შეგიძლიათ გამოიყენოთ კოდი

p {
    text-transform: uppercase;
   }


სწორედ ეს სტილი უნდა ამოიღოთ, რათა მომხმარებლებს პრობლემა არ შეექმნათ. (მე არ ვაპირებ ამოღებას)

ასევე მთელ საიტში სიმბოლოთა გამთავრულების გასაუქმებლად შესაძლებელია გამოიყენოთ კოდი

teqsti.ka {
                text-transform:none !important;
              }

თუმცა ეს ისეთი მარტივი პროცესია, ვფიქრობ თავს უჩემოდაც გაართმევთ

და ბოლოს არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ გუგლში ბოლოსდაბოლოს მომხმარებელს საშუალება მისცეს თვითონ შეარჩიოს ტაბები, (სულ 10 კაკალი), დაარედაქტიროს არსებული, ასევე გუგლი გთავაზობთ საძიებო გვერდის ფონის შეცვლას, სურათების შეგიძლიათ  გუგლის შემოთავაზებებიდან აიჩიოთ, ან თქვენი კოლექციიდან ატვირთოთ.

აი ჩემი ქრომი დღეს



ვფიქრობ საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეებია

კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრები, პრობლემები და შთაბეჭდილებები.

ჩასწორება N2)   ვებში და სხვადასხვა ჯგუფებში კოდერებისთვის იწერება გადაწყვეტილება რაც ზემოთ დავწერე, მაგრამ ვფიქრობ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. უნიკოდში ქართული მთავრული სიმბოლოების დამატების მთელი მუღამი იმაშია რომ (ვთქვათ) დიზაინში შეგიძლია მთავრული სიმბოლოების გამოყენება.

სიმართლე გითხრათ მე ვფიქრობ, რომ ქართულს არ უხდება გამთავრულება, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში (ვთქვათ მენიუ) ვიზუალურად უფრო კითხვადია თხელი მთავრული სიმბოლოები.

რამდენიმე ხანში მაიკროსფტიც გაითვალისიწინებს იუნიკოდის მოთხოვნებს, და კოდერებს კვლავ მოუწევთ ცვლილებების შეტანა. უფრო სწორედ სავარაუდოდ არც შეიტანენ ამ ცვლილებებს და ისევე დატოვებენ.

ეს ყველაფერი 2000 წელს მახსნებს, როცა ვებში ქართული ტექსტისთვის სხვადასხვა ხიმანდრობები იყო საჭირო.

საბედნიეროდ ის დრო წავიდა.

ახლა გუგლთან, მაიკროფთან, მოზილასთან, ფეისბუკთან, კომუნიკაცია გაცილებით ადვილია (ბოლობოლო თვითონ სისტემებს აქვთ ამის ინსტრუმენტები)

მაგრამ კომუნიკაცია კვლავ სუსტია.

ასევე ცუდია რომ სახელმწიფოს ამ კუთხით არავითარი ხედვა არ აქვს

კიდევ ერთი პრობლემა. ქართული საიტის ავტორებმა შეიძლება შეიძლება ჩაასწორონ კოდები, დიზაინერებს შეიძლება უთხრან, რომ მთავრულ სიმბოლოებს ნუ გამოიყენებენ, (ან კიდევ სხვა გადაწყვეტილება მოძებნონ მთავრული მენიუს შესაქმნელად) , მაგრამ ეს ვერ გადაწყვეტს სხვა მწარმოებლების მიერ შექმნილ საიტებზე მთავრული სიმბოლოების გამოყენების პრობლემას.  (ვთქვათ იუთუბის მობილურ აპლიკაციაში განახლების შემდეგ კუბიკებია ერთი თვეა). შეიძლება ფეისბუკზეც იგივე პრობლემა გამოჩნდეს.  (ქვედა სურათზე ჩანს ფეისბუკი განახლების და შრიფტის დაყენების შემდეგ) შრიფტიო რომ არ ჩემესწორებინა, მარჯვენა მხარეს არსებული მთავრული სიმბოლოები ავადსახსენებელ კუბიკებად გამოჩნდებოდა).




ამიტომ ვთვლი, რომ კოდერებმა, ცვლილებები შეიტანონ იმის გათვალისწინებით, რომ უნიკოდში უკვე არის მთავრული სიმბოლოები,  ხოლო პრობლემები დროებითია.


კიდევ მნიშვნელოვანი შესწორება ამავე თემაზე

უკვე დაგჭირდებათ კლავიატურის დრაივერი მთავრული სიმბოლოების ასაკრეფად. ესეც დრაივერის ბმული ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილის ბლოგიდან. пфшЕშრიფტებიც ბატონი ბესარიონის შექმნილია. დიდი მადლობა მას ამ შრომისთვის.




გთხოვთ, გამომეხმაუროთ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით და გამოთქვათ თქვენი აზრი

როგორ მუშაობს კომპიუტერი






წყარო

ამ ვიდეოს აქვს ქართული სუბტიტრები


Translator: Anamaria Sukhitashvili Reviewer: Levan Lashauri
00:15 გახსოვთ, როცა პირველად გაიაზრეთ,
00:17 რომ თქვენი კომპიუტერი უფრო მეტი იყო,
00:18 ვიდრე მონიტორი და კლავიატურა?
00:20 რომ მაუსის დაწკაპუნებასა და ვიდეოს ჩართვას შორის,
00:23 იყო რაღაც, რაც ხვდებოდა თქვენს განზრახვას,
00:25 ესმოდა ის,
00:26 და ნამდვილს ხდიდა?
00:28 რა არის ეს რაღაც?
00:30 გრემლინებია?
00:32 მოდი წარმოვიდგინოთ, რომ შეგვიძლია
00:33 ელექტრონის ზომის გავხდეთ
00:35 და მაუსის ღილაკში ჩავძვრეთ.
00:37 თუ თქვენ მაუსს დაშლით დაინახავთ,
00:39 რომ ის, სინამდვილეში ძალიან მარტივი მექანიზმია.
00:42 ორი ღილაკი აქვს
00:43 და სისტემა, რომელიც აფიქსირებს მოძრაობასა და მანძილს.
00:46 შეიძლება ოპტიკური მაუსი გაქვთ,
00:48 რომელიც სინათლითა და სენსორებით ახორციელებს გაზომვებს,
00:50 მაგრამ უფრო ძველი ვერსიები ამას რეზინის ბურთულით
00:53 და პლასტმასის ბორბლებით ახერხებდნენ.
00:55 იგივე კონცეფციაა.
00:56 როცა მაუსის ღილაკს აწკაპუნებთ,
00:57 მაუსი კომპიუტერს უგზავნის ინფორმაციას
00:59 თავისი ადგილსამყოფელის შესახებ.
01:01 როცა თქვენი მაუსის დაწკაპუნება მივა კომპიუტერთან,
01:04 მას შეტანა-გამოტანის საბაზისო სისტემა ხვდება.
01:06 ეს ქვესისტემა მოქმედებს, როგორც კომპიუტერის თვალები და ყურები,
01:10 პირი და ხელები.
01:11 ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, კომპიუტერს საშუალებას აძლევს,
01:14 რომ გარემოსთან ურთიერთობა მოახერხოს.
01:16 ის ასევე მოქმედებს, როგორც ბუფერი
01:18 იმისათვის, რომ დაიცვას CPU ზედმეტი გადატვირთულობისგან.
01:21 ასეთ შემთხვევაში, შეტანა-გამოტანის ქვესისტემა წყვეტს,
01:24 რომ თქვენი მაუსის დაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია,
01:26 ამიტომ CPU-სთვის აგენერირებს წყვეტას.
01:28 "ჰეი, CPU, დაწკაპუნება მივიღე".
01:31 CPU, ანუ ცენტრალური პროცესორი,
01:34 არის კომპიუტერის ტვინი.
01:36 ისევე როგორც თქვენი ტვინი არ იკავებს მთელს თქვენს სხეულს,
01:39 CPU-ც არ იკავებს მთელს კომპიუტერს,
01:41 მაგრამ შოუს მთავარი გმირი მაინც ისაა.
01:44 CPU-ს მთელი საქმე ისაა,
01:46 რომ მეხსიერებიდან ინსტრუქციები მიიღოს
01:48 და შეასრულოს ისინი.
01:50 როცა თქვენ კრეფთ, კრეფთ, კრეფთ,
01:52 შეიძლება ძალიანაც ჩქარა,
01:53 მაგალითად 60 სიტყვას წუთში,
01:55 CPU - იღებს და ასრულებს
01:57 მილიარდობით ინსტრუქციას წამში.
01:59 დიახ, მილიარდობით - ყოველ წამს:
02:02 ინსტრუქციას, რომ გაამოძრაოს თქვენი მაუსი ეკრანზე;
02:05 რომ საათის ვიჯეტი ამუშაოს ეკრანზე;
02:07 უკრას თქვენი ინტერნეტ-რადიო;
02:08 მართოს ის ფაილები მყარ დისკზე, რომლებსაც თქვენ არედაქტირებთ
02:11 და კიდევ ბევრად მეტი და მეტი!
02:13 თქვენი კომპიუტერის CPU ერთი დიდი მულტიტასკერია!
02:16 "მაგრამ ო, ღმერთო ჩემო,
02:17 ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მაუსის დაწკაპუნება გვიახლოვდება!
02:20 მოდით ყველაფერი დავივიწყოთ და მას მივხედოთ!"
02:23 ყველაფრისთვის, რასაც CPU აკეთებს, არსებობს პროგრამები.
02:25 მაუსისთვის სპეციალური პროგრამაა,
02:28 ცალკეა საათის ვიჯეტისთვის,
02:29 ინტერნეტ რადიოსთვის
02:30 და წერილებისთვის, რომლებიც კლავიატურაზე იკრიფება.
02:33 თითოეული პროგრამა თავდაპირველად ადამიანმა დაწერა
02:35 ადამინასთვის გასაგებ, პროგრამირების ენაზე,
02:37 როგორიცაა ჯავა,
02:38 C++,
02:39 ან პითონი.
02:41 მაგრამ ადამიანების მიერ შექმნილი პროგრამები დიდ ადგილს იკავებენ
02:44 და შეიცავენ ბევრ, კომპიუტერისათვის უსარგებლო ინფორმაციას,
02:47 ამიტომ ისინი კომპილირდებიან, პატარავდებიან
02:49 და კომპიუტერის მეხსიერებაში, ერთეულოვან და ნულოვან ბიტებად ინახებიან.
02:52 CPU იაზრებს, რომ მას ინსტრუქციები სჭირდება,
02:55 რომ მიხედოს ამ მაუსის დაწკაპუნებას.
02:57 ასეთ დროს, ის მოძებნის მაუსის პროგრამის მისამართს,
03:00 გაუგზავნის მოთხოვნას მეხსიერების ქვესისტემას,
03:02 რომ მან იქ შენახული ინსტრუქციები მოაწოდოს.
03:05 მაუსის დრაივერის თითოეული ასეთი ინსტრუქცია,
03:07 ზედმიწევნით ამოიღება და სრულდება.
03:09 და ეს ჯერ კიდევ არ არის ისტორიის დასასრული!
03:12 CPU ახლა იგებს, რომ როცა მაუსი დააწკაპუნეს,
03:14 კურსორი მონიტორზე გამოსახულ ღილაკის ფოტოზე იყო გაჩერებული,
03:18 ამიტომ CPU მეხსიერებას, მონიტორის პროგრამას სთხოვს,
03:21 რომ გაიგოს რა ღილაკია ეს.
03:23 შემდეგ CPU-მ მეხსიერებას
03:25 ღილაკის პროგრამა უნდა სთხოვოს,
03:27 რაც ნიშნავს, რომ CPU-ს
03:28 ისევ მონიტორის პროგრამა სჭირდება
03:30 იმისათვის, რომ ამ ღილაკთან დაკავშირებული ვიდეო ჩართოს,
03:33 და ვიდეოც ეშვება.
03:34 მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი პროგრამაა ჩართული იქამდე,
03:37 სანამ დაინახავთ, რომ ის ერთი წერტილი,
03:39 რომელსაც დააჭირეთ, განათდა.
03:41 ესე იგი, ისეთი მარტივი დავალება, როგორიც მაუსის დაწკაპუნებაა,
03:44 კომპიუტერის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტის მონახულებას ნიშნავს:
03:48 პერიფერიების,
03:49 შეტანა-გამოტანის საბაზისო სისტემის
03:51 და CPU-ს,
03:52 პროგრამების,
03:53 და მეხსიერების,
03:54 და არც ერთი გრემლინის!

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით