-->

რეგისტრაცია ტრენინგზე „ინტელექტუალური საკუთრება ახალგაზრდებისთვის და მასწავლებლებისთვის“



საქპატენტი მონაწილეობას იღებს გაეროს სპეციალიზებული უწყების, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო/WIPO) პროექტში „ინტელექტუალური საკუთრება ახალგაზრდებისთვის და მასწავლებლებისთვის“ (IP4YOUTH&TEACHERS)).

პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მოტივირებულ და დაინტერესებულ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, უსასყიდლოდ გადამზადდნენ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში და გაეცნონ გამომგონებლობის სწავლების მეთოდებს, რის საფუძველზეც მათ შეეძლებათ, წაახალისონ მოსწავლეები საგამომგონებლო საქმიანობაში და სწორი მიმართულება მისცენ ღირებული გამოგონებებისა და ინოვაციური პროექტების შექმნის პროცესში.
პროექტში ჩართვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგეს WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების ზოგადი კურსის გავლა (DL101GE), რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.

ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ DL101GE ამ ეტაპზე განკუთვნილია პედაგოგებისთვის, რომლებიც მაღალ კლასებში ასწავლიან სხვადასხვა საგანს, რაც უკავშირდება ინოვაციასა და გამომგონებლობას. აღნიშნული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გადამზადებულ პედაგოგებს ჩაუტარდებათ ტრენინგები გამომგონებლობის სწავლებაში. მათი მონაწილეობით შემუშავდება სპეციალური სასწავლო რესურსები და გაკვეთილის გეგმები. ასევე, ქართულად ითარგმნება WIPO-ს მიერ „ინტელექტუალური საკუთრება ახალგაზრდებისთვის და მასწავლებლებისთვის“ (IP4YOUTH&TEACHERS) პროექტის ფარგლებში სკოლებისათვის შექმნილი სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს მოკლე ანიმაციურ ფილმებს სავარჯიშოებით და სხვა სასწავლო რესურსებს, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვის. IP4YOUTH&TEACHERS სასწავლო რესურსები ხელმისაწვდომია WIPO-ს აკადემიის პლატფორმაზე https://welc.wipo.int/ipedu/main.
DL101-GE კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია ა.წ. 19 სექტემბრიდან - 4 ოქტომბრამდე, ხოლო კურსი ჩატარდება 8 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის ჩათვლით. კურსის მსვლელობისას, მასწავლებლებს მენტორობას გაუწევენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებლებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემული შესაბამისი სერთიფიკატები.

თუ თქვენ თვლით, რომ ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ DL101GE უშუალოდ უკავშირდება თქვენს პედაგოგიურ საქმიანობას და გსურთ, მომავალში თქვენს მოსწავლეებთან განიხილოთ გამომგონებლობასა და ინოვაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხი და ამ კურსის დასრულების შემდეგ ასევე ჩაერთოთ შემდგომ ტრენინგებში გამომგონებლობის სწავლების შესახებ, გთხოვთ, ამჟამად, ა.წ. 4 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდით ზემოაღნიშნულ კურსზე. კურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/ ; კურსზე რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდზე მითითებული ბმული https://welc.wipo.int/authpage/signin.xhtml…. ამ წერილზე თანდართულია ისმო-ს აკადემიის დისტანციურ სწავლებაზე რეგისტრაციის სახელმძღვანელო.
ხოლო თუ თქვენი მიზანია პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, შეგიძლიათ, კურსზე დარეგისტრირდეთ 2019 წლის 15 იანვრიდან.

რეგისტრაციის დადასტურების შემთხვევაში, კურსზე წვდომა შესაძლებელი იქნება ზემოთ მითითებული თარიღიდან, 8 ოქტომბრიდან ისმო-ს მომხმარებელთა ცენტრის წვდომის კოდების (WIPO User Center access codes) გამოყენებით. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: DL101GE@sakpatenti.org.ge და აუცილებლად დაგიკავშირდებით.
საუკეთესო სურვილებით,
DL101GE კურსის ადმინისტრატორი
ისმო-ს აკადემია
კურსის ელექტრონული ფოსტის მისამართი: DL101GE@sakpatenti.org.ge
კურსის ვებ-გვერდი: https://welc.wipo.int


0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით