-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ტრენინგი ვებ საიტის შექმნა {front end}

 

გთხოვთ ეს ინფორმაცია გააცნოთ მე-7 მე-12 კლასის მოსწავლეებს


📢 მათ, ვისაც ადრეული ასაკიდან უნდა კომპიუტერული ტექნოლოგიების დაუფლება  ინოვაციური განათლების აკადემია (iea.ge) გთვაზობთ უნიკალურ შანსს: 2019 წლის იანვარში სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას

ვებ საიტების შექმნის 

ტრენინგზე 🎅🏂🎿❄️ ზამთრის ბანაკში;
🌍 შეხვედრები ჩატარდება დასავლეთ საქართველოს მხოლოდ მითითებულ ქალაქებში

🕗  რეგისტრაცია მთავრდება 2018 წლის 27 დეკემბერს 24:00;
📚 მონაწილეები ტრენინგზე მიიღებენ სპეციალურად ამ კურსისთვის შექმნილ სატრენინგო მასალას (ტექსტი, ვიდეობს, ქვიზებს)

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
💡 მარტივი ვებ საიტის შექმნა HTML-ის გამოყენებით
💡 დიზაინის მორგება CSS-ის სტილებით
💡 სხვადასხვა მოწყობილობაზე საიტის მორგება (responcive)
💡 JavaScript-ის საწყისები
💡 ვებ სერვერის გამართვა და გვერდის ადმინისტრირება
💡 დომენის რეგისტრაცია

გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
ერთადერთი ტრენინგი  საქართველოში, რომლის სილაბუსი გაწერილია პროექტული სწავლების და RAFT მეთოდოლოგიით. კურსი განკუთვნილია სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის რომელტაც ამ საქმეში გამოცილება არ აქვთ

კურსის ბოლოს თითოეული მონაწილე დაამზადებს მარტივ ვებსაიტს და განათავსებს ინტერნეტში

💲 კურსის ღირებულება შეადგენს 100₾. გადახდა შესაძლებელია 💳 ინტერნეტით

💻  ინოვაციური განათლების აკადემია პროფესიონალების 👨‍👩‍👧‍👦   გუნდია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს ტრენინგებს განათლებაში ინოვაციური 💻  ტექნოლოგიების გამოყენების თემებზე.

  📢🔖🌍📚



ევროპის ისტორია 10 წუთში




ამ ვიდეოში ნაჩვენებია მთელი ევროპის სახელმწიფოების საზღვრები და მოსახლეობა   ძვ.წ. 400 წლიდან. მოსახლეობაში ვასალი სახელმწიფოების მოსახლეობა არ ითვლება. აღსანიშნავია რომ თავიდანვე ჩანს კოლხეთის სამეგო, ჩვ.წ 144 წლიდნ კი საქართველოს სამეოს მოსახლეობა 0,1 მილიონი წერია. ძვ.წ 70 წლიდან პონტოს სამეფო 0,3 მილიონი მოსახლით და შემდეგ ლაზიკა. დააკვირდით, რა მყარად დგას ეს სამეფო მთელი საუკუნეების განმავლობაში მრავალმილიონიანი რომის იმერიით გარშემორტყმული  




ნახეთ აგრეთვე მსოფლიოს რუკა და მოსახლეობა წლების მიხედვით

მიულოცეთ თაგუნას დაბუდაბი

რამდენიმე წამის წინ თქვენ თაგვის მარცხენა კლავიშზე მარტივად დააწკაუპენეთ და ახლა ამ ტექსტს კითხულობთ. სწორედაც პირველი თაგვის დაბადებას ეხება ეს პოსტი: 1968 წლის 9 დეკემბერს ვინმე დუგლას ენგელბარტმა (ინგლ. Douglas Carl Engelbart) სტენფორდის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გამოფენაზე The Mother of All Demos წარმოადგინა "X-Y პოზიციის ინდიკატორი დისპლეი სისტემებისთვის". სწორედ ასეთი დასახელებით 1967 წელს დუგლასმა განაცხადი შეიტანა ხის კორპუსში მოთავსებული ორი მეტალის ბორბლიანი მოწყობილობის დაპატენტებაზე. ეს მოწყობილობა დუგლასმა ბილ ინგლიშთან ერთად შეიმუშავა რამდენიმე წლით ადრე. აღნიშნულ მოწყობილობაზე პატენტი ნომრით 3541541 1970 წელს გაიცა. მოგვიანებით ენგელბარტმა განაცხადა, რომ ამ მოწყობილობას "თაგვი" იმიტომ შეარქვეს, რომ სადენი, რომელიც მისი უკანა მხრიდან გამოდიოდა, კუდს ჰგავდა.

პირველი კომპიუტერი, რომლის შემადგენლობაშიც თაგვი შედიოდა იყო Xerox 8010 Star Information System, რომელიც 1981 წელს გამოჩნდა. კომპანია Xerox-ის მღრღნელი 400 ამერიკული დოლარი ღირდა, რაც დღევანდელი ფასებით 1000$-ია. 1983 წელს Apple-მა გამოუშვა საკუთარი ერთღილაკიანი თაგვი კომპიუტერისთვის Lisa. ამ ვარიანტში თაგვის ღირებულება $25-მდე შემცირდა. თაგვები პოპულარულები Apple Macintosh და მოგვიანებით  IBM PC-ის ოს Windows სისტემებში გამოყენების გამო გახდნენ. დღეს თაგვი პერსონალური კომპიუტერის  ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი მოწყობილობაა.

სურათები:









ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი




ათასწლეულის გამოწვევის ფოდი - საქართველოს ორგანიზებით, უკვე მეხუთედ, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

20 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართა, სადაც წინა წლების ფინალისტების ინოვაციური პროექტების  გამოფენაც მოეწყო.

,,კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება, რადგანაც ფონდისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით პრიორიტეტულია,“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით,  კონკურსის მთავარი მიზანია, ახალგაზრდები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი დაინტერესების გზით,  21-ე საუკუნის ნაწილად აქციოს.

კონკურსის გამოცხადების ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის და საქართველოს მთავრობების, საქართველოს განათლების სფეროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანანმანათლებლო და დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

ნინო ხუნძაყიშვილმა, რომლის პროექტიც ,,რობოტი ლაბორანტი“ 2017-2018 წლის კონკურსის გამარჯვებულია,  აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობამ მის გუნდს დიდი გამოცდილება მისცა, NASA-ში წასვლა კი მისი ახდენილი ოცნებაა.

ჯამში, კონკურსში მონაწილება აქვს მიღებული 300-მდე გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს საქართველოდან. ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართ. კონკურსი ხელს უწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. წელს, კონკურსის პარტნიორია თიბისი.

მონაწილეობის მისაღებად შევსებული აპლიკაცია MS Word ფორმატში უნდა გადმოგზავნოთ ელ ფოსტაზე: mia@mcageorgia.ge
 
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 დეკემბერი, 2018.




წყარო:


გვერდი ფეისბუკზე

იმედის სიუჟეტი

ვიდეო








ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსი „გაცოცხლებული სურათები“.




განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს -  „გაცოცხლებული სურათები“. 
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან ანიმაციური ვიდეორგოლები, რომლებშიც ნიკო ფიროსმანის ნახატებს გააცოცხლებენ. გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებითა და სხვა ტიპის საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა განვითარება.
კონკურსის პირობები:
  • კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი კატეგორია - VII-IX კლასის მოსწავლეები და მეორე კატეგორია - X-XII კლასის მოსწავლეები;
  • მოსწავლემ უნდა შექმნას ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის ნახატებს;
  • ანიმაციური ვიდეორგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული თუ სხვა ტიპის უკვე არსებული რესურსი, ასევე მოსწავლეების მიერ თავად შექმნილი ნახატები;
  • მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ფიროსმანის ბიოგრაფიის ისტორიები და მათ მიხედვით შეიმუშაონ ანიმაციური ვიდეორგოლის სიუჟეტი;
  • ვიდეორგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​„გაცოცხლებული სურათები“

ვიდეორგოლი რესურსცენტრში უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 17 დეკემბრისა

წარმატებას გისურვებთ!


იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით