-->

კონკურსი ქართული ენის მასწავლებლებისთვის



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ატარებს კონკურსს:
  • ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი;
  • ქართული როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობისათვის შევსებულ აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა.

რეგისტრაციის ვადა: 11 თებერვალი 2019 – 24 თებერვალი 2019

კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია და კანდიდატად საკუთარ თავს წარადგენს პედაგოგი (იხ. დანართი 1.)

კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ქართული ენისა და ლიტერატურისა და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა, რაც გამოვლინდება წერილობით და ზეპირად (ვიდეოჩანაწერით) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით, ასევე მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით, დახვეწილი ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურით;

შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება, რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალების (საკუთარი შემოქმედება, წერილები, კრებულები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი), ლიტერატურის წრისა თუ კლუბის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციით;

მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა, რაც დადასტურდება მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესების ამსახველი მასალებით (მაგ., მოსწავლეების მხრიდან აკადემიური მოსწრების, შეფასების, დასწრების/ქცევის გაუმჯობესება; მათი სწრაფვა მიაღწიონ მეტს წიგნიერების მიმართულებით და მოახდინონ თავიანთი შემოქმედებითი თუ კვლევითი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია);

სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება, რაც დადასტურდება იმით, რომ მასწავლებელი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას იყენებს და ნერგავს ორიგინალურ, ინტერაქტიულ და მრავალფეროვან მიდგომებს. ეს დადებითად ისახება სასწავლო პროცესზე, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და, აქედან გამომდინარე, აუმჯობესებს სწავლის შედეგებს (მაგ,. საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სწავლების არასტანდარტული, ინოვაციური მეთოდების გამოყენება);

ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა სწავლება. მოსწავლეების აღჭურვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით, რაც გამოიხატება განსახვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილებისა და კულტურის ადამიანებთან ურთიერთობით (მაგ. ღირებულებითი განათლების ინტეგრირება სასწავლო პროცესში), მსოფლიო ლიტერატურისა და მისი ფასეულობების კონტექსტში ქართული ლიტერატურის ადგილის გააზრებით;

საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა. მასწავლებლის როლი და მონაწილეობა სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაცია და აღიარება თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ (მაგ., მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სკოლისა და თემისათვის გაწეული ღვაწლი, დამსახურება, მისი როლი არა მარტო მოსწავლეების, არამედ ადგილობრივი საზოგადოების წიგნიერების ამაღლებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში);

პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება, რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე
(მაგ,. ერთვება პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში, იკვლევს პედაგოგიურ პრაქტიკას, მხარს უჭერს დამწყებ და მომავალ მასწავლებლებს კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით, ეწევა პროფესიის პოპულარიზაციისადმი მიმართული სხვა სახის საქმიანობას).

რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

საკონკურსო ვიდეოები ( მაქსიმუმ 5წთ ხანგრძლივობის) გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე

შეაფასეთ:

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით