-->

6 კრედიტქულა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 იანვრის №48 ბრძანებით დამტკიცებული „განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამაში მონაწილე მასწავლებელთათვის საპილოტე რეჟიმში კრედიტის მინიჭების წესი მასწავლებელთა სქემაში აისახა.
წესი გულისხმობს, რომ 2018-2019 სასწავლო წელსა და 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 იანვრის №48 ბრძანებით დამტკიცებული „განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამაში (შემდგომში – ქვეპროგრამა) მონაწილე სქემაში ჩართულ მასწავლებლებს ქვეპროგრამაში მონაწილეობისთვის მიენიჭებათ 6 კრედიტქულა.
ქვეპროგრამის მონაწილე:
ა) პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ექნებათ გავლილი გაკვეთილზე დაკვირვება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან გაკვეთილის/გაკვეთილების ჩატარების ვალდებულებისგან;
ბ) უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ექნებათ გავლილი გარე დაკვირვება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან გარე დაკვირვების განხორციელების ვალდებულებისგან;
გ) უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ჩაუტარებიათ სამოდელო გაკვეთილი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან სამოდელო გაკვეთილის/გაკვეთილების ჩატარების ვალდებულებისგან;
დ) წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ჩაუტარებიათ სამოდელო გაკვეთილი/გაკვეთილები, მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად გათავისუფლდებიან სამოდელო გაკვეთილის ჩატარებისგან;

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით