-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ხელმოწერა გაქართულების პეტიციაზე

 


(თუ პოსტის წაკითხვის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ  გაქართულებასთან დაკავშირებით გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა)


გაქართულება ჩემთვის კვლავ პრიორიტეტია. ვფიქრობ რომ სასწავლო სივრცეში გამოყენებული პროგრამული პაკეტების გაქართულების გარეშე სრულყოფილი საგანმანათლებლო პროცესი ვერ იქნება. თუმცა პროგრამული პაკეტების გაქართულება ზოგადად გაქართულების პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია

ზოგადად კი ჩემთვის გაქართულება ნიშნავს ქართული ინტერფეისის მხარდაჭერას: 

  • ოპერაციული სისტემებში
  • პროგრამულ პაკეტებში
    • საოფისე
    • გრაფიკული
    • მულტიმედია
    • ბრაუზერებში
  • ვებ გვერდებზე და სერვისებში (მაგ. ამაზონი) 
აგეთვე:
  • რეგიონალური პარამეტრების მხარდაჭერას (საზომი ერთეულები, ქალაღდის ზომა, თარიღის ფორმატი, კვირის პირველი დღე... წინადადების პირველის სიმბოლო არ მთავრულდება...)    
  • საგადასახდო და სარეკლამო სისტემებში ქვეყნის მხარდაჭერას (PayPal, AdWord, AdSense
  • რუკებში და სარეგისტრაციო ფორმებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას 
  • ხმოვანი მართვის, აკრეფის, ძებნის მხარდაჭერას
  • მართლწერის სერვისების გაუმჯობესებას  

ასევე კლავიატურის ერგონომიული დრაივერის შექმნას ისე რომ Shift კლავიშის დახმარებით არ გვიხდებოდეს იმ ხუთი სიმბოლოს აკრეფა ანდაც სიმბოლოთა თანმიმდევრობა გათვლილი იყოს სწრაფად აკრეფაზე. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს რომ არ გვაქვს მთავრული სიმბოლოების აკრეფის საშუალება. 

გაქართულება ხელს შეუწყობს ასახსნელი მასალის უკეთ გაგებას, პედაგოგებისთვის ტექნოლოგიების გამოყენებაში მოიხსნება ენის ბარიერი, პედაგოგები ან მოსწავლეები არასწორად წარმოთქმული სიტყვების გამო ბულინგის მსხვერპლი არ გახდებიან

გაქართულების შედეგად დაიხვეწება და განვითარდება, გამდიდრდება ტექნიკური ენა. 


თუ თქვენ ხართ სკოლის პედაგოგი ან მოსწავლე ან მშობელი გთხოვთ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ და მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში გაქართულებასთან დაკავშირებით, (დასაწყისშიც იგივე ბმული დევს) რომელიც დაგვეხმარება საკითხის უკეთ დანახვაში. 

თუ თქვენ თანახმა ხართ პროგრამული პაკეტები მეტი დოზით გაქართულდეს, მაშინ შეგიძლიათ  ხელი მოაწეროთ პეტიციას


გთხოვთ გამოკითხვის ბმული გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს და მეგობრებს

ასევ თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს

ვინდოუს 10-ის გაქართულება



გუგლის პროდუქტების გაქართულება

ოფის 2016-ის (და არამარტო) გაქართულება

ოფის 2019 ის 64 ბიტინი ვერსიის გაქართულების პაკეტი

ოფის 2019 ის 32 ბიტინი ვერსიის გაქართულების პაკეტი

პოსტები დათოს ბლოგზე გაქართულების შესახებ

კომენტარებში კი გავიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, სურვილები, დასვით კითხვები და ვეცდები გიპასუხოთ.











დღეს წრუწუნას იუბილეა

რამდენიმე წამის წინ თქვენ თაგვის მარცხენა კლავიშზე მარტივად დააწკაუპენეთ და ახლა ამ ტექსტს კითხულობთ. სწორედაც პირველი თაგვის დაბადებას ეხება ეს პოსტი: 1968 წლის 9 დეკემბერს ვინმე დუგლას ენგელბარტმა (ინგლ. Douglas Carl Engelbart) სტენფორდის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გამოფენაზე The Mother of All Demos წარმოადგინა "X-Y პოზიციის ინდიკატორი დისპლეი სისტემებისთვის". სწორედ ასეთი დასახელებით 1967 წელს დუგლასმა განაცხადი შეიტანა ხის კორპუსში მოთავსებული ორი მეტალის ბორბლიანი მოწყობილობის დაპატენტებაზე. ეს მოწყობილობა დუგლასმა ბილ ინგლიშთან ერთად შეიმუშავა რამდენიმე წლით ადრე. აღნიშნულ მოწყობილობაზე პატენტი ნომრით 3541541 1970 წელს გაიცა. მოგვიანებით ენგელბარტმა განაცხადა, რომ ამ მოწყობილობას "თაგვი" იმიტომ შეარქვეს, რომ სადენი, რომელიც მისი უკანა მხრიდან გამოდიოდა, კუდს ჰგავდა.




სუ, სუ პირველი თაგუნა. (1968 წ.) ნატურალური ისტორიისა და მეცნიერების მუზეუმი. ალბუკერკი. ჯიმ სტეინჰარტის  ფოტო © 2012  

პირველი კომპიუტერი, რომლის შემადგენლობაშიც თაგვი შედიოდა იყო Xerox 8010 Star Information System, რომელიც 1981 წელს გამოჩნდა. კომპანია Xerox-ის მღრღნელი 400 ამერიკული დოლარი ღირდა, რაც დღევანდელი ფასებით 1000$-ია. 1983 წელს Apple-მა გამოუშვა საკუთარი ერთღილაკიანი თაგვი კომპიუტერისთვის Lisa. ამ ვარიანტში თაგვის ღირებულება $25-მდე შემცირდა. თაგვები პოპულარულები Apple Macintosh და მოგვიანებით  IBM PC-ის ოს Windows სისტემებში გამოყენების გამო გახდნენ. დღეს თაგვი პერსონალური კომპიუტერის  ოთხიდან ერთ-ერთი აუცილებლი მოწყობილობაა.

სურათები:


დუგლას ენგელბარტი


















ინტელის და ეპლის ძმობას შავმა კატამ გადაუარა?


წელს 2020 წელია (და ამით ამ პოსტს სხვა წლებში რომ წიკითხავენ ყველაფერი იქნება ნათქვამი)

დღე — ვარესი: შავი პარასკევი. და კიდევ უფრო შავი სიახლე — 2020 წლის 17 ნოემბერს ეპლმა თავის მაკბუკ აირში თავისივე პროცესორი M1 გამოიყენა. მე მაკის დიდი ფანატი არ ვარ. (ჯობსი კია კუმირი, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა), ხოდა მთლად აზრზეც არ ვარ საბოლოოდ რა ხდება, ნუთუ ეფლის და მაკის მეგობრობა დასრულდა? ძალიან გამიტყდა, ეს აემდეს შემდეგ ინტელისთვის მიყენებული მეორე ძლიერი დარტყმა იქნება. ამერიკულ ბიზნესში მსგავსი სირთულეების მხოლოდ კონკურენციას ამძაფრებს და საბოლოო მომხრებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებას უზრუნველყოფს, მაგრამ მე ქართული ჯიგრული ერთგულების ამბავში მაინც ჩემი პირველი სიყვარულის — ინტელის მოსიყვარულე მინდა დავრჩე. თუმცა სულაც არ ვარ წინააღმდეგი თუ ვაშლი უფრო გემრიელი იქნება.

დეტალები ამ ვიდეოში ნახეთ





დისტანციური სწავლება (რეგულარული შეხვედრები)

 




მარტის პოსტი ვისაც ახსოვს (თუ არ გახსოვთ წაიკითხეთ) გპირდებოდით, რომ დათოს ბლოგი რეგულარულად ჩაატარებდა შეხვედრებს საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ინოვაციური  ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. შემდეგ საზახულო შესვენება გამოვაცხადეთ და ახალ კვლავ დროა განვაახლოთ შეხვედრების ეს ფორმატი. ამრიგად  

ყოველ შაბთს,  19:00 საათზე 

თიმსის ჯგუფში „საუბრები ოფის 365ზე და თიმსზე“ 

ჩანიშნულია ვებინარი თემაზე 

დისტანციური სწავლების 

შესახებ


სადაც გაგაცნობთ ონლაინ სწავლებაში გამოყენებულ ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მეთოდოლოგიას.  

ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ შემოუერთდეთ ჯგუფს „საუბრები ოფის 365ზე და თიმსზე“  ამ ბმულის დახმარებით ან ჯგუფის კოდით   3a260wx, ხოლო შემდეგ იპოვეთ კალენდარში ჩანიშნული  ან ჯგუფში დაწყებული შეხვედრა.


გთხოვთ მაქსიმალურა გააზიაროთ პოსტი 

ასევე შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებთან გააზიაროთ სხვა ჯგუფებიც

ციფრული ელჩები    bit.ly/studteams   

ამ ჯგუფში მოსწავლეები თავიან სკოლებს და მოსწავლებს ეხმარებიან ონლაინ სწავლების დანერგვაში.

პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეების ჯგუფი bit.ly/codingge
ამ ჯგუფში გაერთიანდენიან მხოლოდ პროგრამირების შესწავლით დაინტერებული მოსწავლეები

დისტანციური სწავლება


მარტის პოსტი ვისაც ახსოვს (თუ არ გახსოვთ წაიკითხეთ) გპირდებოდით, რომ რეგულარულად დათოს ბლოგი რეგულარულად ჩაატარებდა შეხვედრებს საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ინოვაციური  ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. შემდეგ საზახულო შესვენება გამოვაცხადეთ და ახალ კვლავ დროა განვაახლოთ შეხვედრების ეს ფორმატი. ამრიგად  

14 ნოემბერს  19:00 საათზე 

თიმსის ჯგუფში „საუბრები ოფის 365ზე და თიმსზე“ 

ჩანიშნულია ვებინარი თემაზე 

ინტერაქცია დისტანციური 

სწავლების დროს 


სადაც შემოგთავაზებთ ონლაინ სწავლებისთვის დამახასიათებელი შენელებული კომუნიკაციის გაუმჯობესების გზებზე. კერძოდ კი ვისაუბრებ თეთრ და ვარისფერ დაფაზე. ასევე მსგავს ინსტრუმენტებზე.  

ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ შემოუერთდეთ ჯგუფს „საუბრები ოფის 365ზე და თიმსზე“  ამ ბმულის დახმარებით ან ჯგუფის კოდით   3a260wx, ხოლო შემდეგ იპოვეთ კალენდარში ჩანიშნული  ან ჯგუფში დაწყებული შეხვედრა.


გთხოვთ მაქსიმალურა გააზიაროთ პოსტი 

ასევე შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებთან გააზიაროთ სხვა ჯგუფებიც

ციფრული ელჩები    bit.ly/studteams   

ამ ჯგუფში მოსწავლეები თავიან სკოლებს და მოსწავლებს ეხმარებიან ონლაინ სწავლების დანერგვაში.

პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეების ჯგუფი bit.ly/codingge
ამ ჯგუფში გაერთიანდენიან მხოლოდ პროგრამირების შესწავლით დაინტერებული მოსწავლეები

დღეს გუგლი 20 წლის გახდა


 
იყო და არა იყო რა... გუგლზე უკეთესი რა იქნებოდა, ხოდა 1998 წლის 27 სექტემბერი იყო, როცა სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა Ph.D სტუდენტმა  ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინტერნეტ სამყაროს გუგლი წარმოუდინეს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ გუგლი ოფიციურად 1998 წლის 4 სექტემბერს უკვე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ უკვე ათეული წლებია, კომპანია თავის დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს... დღეს გუგლი 20 წლის გახდა. გარდა იმისა, რომ გუგლი შეუცვლელია, როგორც საძიებო სისტემა, მე ძალიან მართობს გუგლის სააღდგომო კვერცხები,   ზევით კი დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი დუდლი შეგიძლიათ ნახოთ... შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ ქუჩის დათვალიერების რეჟიმში ესტუმროთ იმ ფარეხის, სადაც პირველი ოფისი იყო განთავსებული.  (აბა ველოსიპედს თუ იპოვით... ან კოლხურ სუროს)

ფარეხი მენლო პარკშია განთავსებული და სიუზან ვოიციკს ეკუთვნის. ის სპეცაიალურად იმ მგომარეობაში მოიყვანეს, როგორც იყო 1998 წელს. აქ 90იანი წლების უამრევი გაჯეტია თავმოყრილი  (ამერიკისთვის დამახასიათებელი, კერასინკას ნუ ეძებთ ;) აუცილებლად გახსენით საიდუმო კარი და გუგლის სამახსოვრო ნივთები დაათვალიერეთ.

ამავე დღესთან დაკავშირებით გუგლმა მობილურ აპლიკაციებში განაახლა სურათების საძიებო სისტემა, რაზეც დეტალურად სხვა პოსტში მოგიყვებით...   

დღევანდელ დღეს ეხება აგრეთვე ყველაზე უფრო ცნობილი 20 დუდლი, რომელსაც თავის ბლოგზე მოუყარა თავი


ასევე მინდა ნახოთ გუგლისთვის დამახასიათებელ სტილში შექმნილი ინტერაქტიული ხელსაწყო, რომლის დახმარებით შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ წლების მანძილზე საძიებო ტრენდების ცვლილების ტენდენციებს.

ეს ისტორია

დღეს კი ინტერნეტი ძალიან ბევრი მომხმარებლისთვის გუგლის ბურთებიდან იწყება, ინტერნეტ დეველოპერებიც ყველაფერს გუგლზე ჭრიან და კერავენ, მარკეტოლოგებიც გუგლს უგდებენ ყურს. რატომ?

იმირომტომ, დღეს  გუგლი ეძებს 150ზე მეტ ენაზე და 190ზე მეტ ქვეყანაში....   თუმცა

ჯობია დღეს ალტერნატიული გუგლი შემოგთავაზოთ




ყველა (5) სერია  (ვიდეო. ინგლ.)

წყაროები
გუგლის ისტორია
გუგლი ვიკიზე 


ასევე თქვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს

გუგლში ძიების სინტაქსი


მოკლედ საღამოს გელოდებით წვეულებაზე 

ცარცი VS კომპიუტერი

მოგესალმებით. მე დღეს კვლავ არ ვიქნები ფამილარული...

თქვენ გუშინ გაკვეთილი ჩაატარეთ.

ერთი, ორი, სამი, ზოგმაც ექვსი...

მოდით სანამ პოსტის კითხვას შეუდგებოდეთ, კომენტარებში დაწერეთ, 2 მიზეზი, რატომ მოიყვანეთ თქვენი მოსწავლეები პირველ გაკვეთილზე და წამოაგდეთ თბილი ლოგინებიდან? ....

თუკი თქვენს თავს ხედავ სკოლაში 5 წლის შემდეგ...მიეცით ხალხს განათლება, იმისთვის რომ საზოგადოება იყოს განათლებული, რადგან განათლებული საზოგადეობა ვერ იქნება ნახირი, რომლისთვის ყველაფერი მისაღებია, ხოლო თქვენ არ იქნებით მენახირე, ეს ისე, ზოგადად...


2006 წელს როცა ტრენერის რანგში სკოლაში შევედი თაგვის მარცხენა და მარჯვენა კლავიშის ინსტრუქციის შესაბამისად „დაწკაპებაზე“ განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი — მა'ლადეც და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

დღეს ვეუბნები:
— თუკი ზამთრის მორიგ სუსხიან დილას აღმოაჩენთ, რომ საკლასო ოთახი ცარიელია, ე.ი. თქვენი გუშინდელი პრეზენტაცია არაეფექტური იყო. მეც დაგეთანხმებით, რომ თქვენ დიდი ჯაფა გაწიეთ, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია თქვენთვის. ნეტავ სად არიან ახლა თქვენი მოსწავლეები? გაიკითხეთ. იქნებ კომპიუტერებთან სადმე თბილად მოკალათებულები  მყუდროდ სასიამოვნო მუსიკის ფონზე მსოფლიოში ყველაზე უკეთესი — ჰარვარდის უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილ კურსს ონლაინში ისმენენ? ,


სურათზე: CS50 კურსის ლექცია 

და თუ ამ კითხვაზე დადებით პასუხს მიიღებთ, ეს იქნება ნიშანი, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მატარებელმა უკვე ჩაგიწუილათ...

დიახ, ეს რეალობაა. და ეს არაა ვირტუალური (ან არის ვირტუალური) რეალობა. როგორც გინდათ ისე დაარქვით, ფაქტია რომ დღეს თქვენს მოსწავლეებს საშუალება აქვთ უფასოდ გაიარონ ჰარვარდის უნივერსიტეტის საბაზო ონლაინ კურსი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ყველაზე რეიტინგული CS50. ამ დონის განათლების მისაღებად სულაც არაა აუცილებელი ისეთ დაწესებულებაში იარო, სადაც ერთი მხრივ ფორმით სიარულს გაიძულებენ და თმის სიგრძეს გიმოწმებენ, ხოლო მეორე მხრივ ცარციან ხელს, ვერსად დაიბან. ასეთ თემებზე მეც კი მქონდა პრეტენზია ჭაბუკობის წლებში, ერთ, ჩვეულებრივ, სხვებისგან არაფრითგამორჩეულ სოფლელ ბიჭს, და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მორიდებული ვიყავი, პროტესტს არათუ გამოვთქვამდი, არამედ გამოვხატავდი კიდეც (როგორ? – გაკვეთილს არ ვესწრებოდი). დღეს ბუკების თაობა მაშინდელ დათოზე ბევრად თამამია. თუ მე არანაირი ალტერნატივა არ გამაჩნდა, მათ შეუძლიათ ჰარვარდის კურსს მოუსმინონ შორტებში და კედებში მათთვის გაცილებით კომფორტულ გარემოში, ვიდრე რომელიმე ქართულ სკოლაში, ან უნივერსიტეტში....


დააკვირდით დეტალებს სურათზე...


როგორ ფიქრობთ, ჩეთაობა „პარტაზე“ ხელებს დააწყობს და სულგანაბული მოგისმენთ ამ ალტერნატივის მერე?


მე რომ გითხრათ, დიახ, დამიჯერებთ?

მოკლედ რამდენიმე სიტყვით ამ კურსზე:

ეს კურსი იმდენად კარგია, რომ იელის უნივერსიტეტმა თავის კურსზე უარი თქვა და Harvard CS50ზე გადავიდა.

მთლიანი კურსი მისაწვდომია ინტერნეტ მისამართზე cs50.harvard.edu. ამ გვერდზე გარდა ლექციის ვიდეოჩანაწერისა, განთავსებულია ყველა რესურსი: ჩანიშვნები, ამოცანის დასმა-გადაწყვეტა, ტრანსლაციისას გამოყენებული ყველა სლაიდი და რა თქმა უნდა სოურს კოდები. (სხვათაშორის პირველი კვირის ლექციის სოურს კოდები მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაჩხაპნ საიტზეა განთავსებული. სხვები კი ჩვეულებრივი C ლისტინგებია.) რაც ერთი შეხედვით ვნახე ესაა. ხო კიდევ, სულ ამ წუთას რაც ვნახე: ხარისხი რომ შეიგრძნოთ, გადახედეთ როგორ არის გაკეთებული სტაფ-ის გვერდი. სწორედ ამ გვერდმა შემაცვლევინა თავდაპირველი განზრახვა —  მხოლოდ სურათის და ბმულის დადება და შემდეგ Tatia Johnson-ისთვის გაზიარება — შემეცვალა ამ პოსტით.

ამ გვერდზე არის:
  • დისკუსიის გვერდი
  • ხშირად დასმული კითხვები
  • რაღაც უუუუზარმაზარი (ერთი შეხედვით ასე ჩანს) ფინალური პროექტი;
  • ლექციები (უკვე დავწერე)
  • ტესტები
  • ცნობარები (ძირითად С ბიბლიოთეკების აღწერა)
  • ლექციების ცხრილი
  • და ჰოი საოცრებავ, ხომ გითხარით გვერდზე ყველაფერიაო, შეცდომაც კი არის :) , Seminars ბმული ასეთ სურათს იძლევა


ამ გვერდის შემყურე, ჰარვარდს, მე კიდევ უფრო ვაფასებ...

გავაგრძელებ:  (ცოტა დარჩა)
  • თანამშრომლები; (ამ გვერდზეც გირჩიეთ, აუცილებლად ნახეთ-თქო)
  • შესწავლა(ო)
  • და ისევ შეცდომის გვერდი (ეს უკვე არ მომწონს)  
  • და ბოლოს სილაბუსი
იგივე კურსი ჩაწერილია რამდენიმე სერვისზეც. მაგალითად:  edXyoutube, iTunes cs50.tv საიტზე კი შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ფორმატში.

ესეც ერთი ვიდეო



უნდა ავღნიშნო, რომ სტუდენტებს კოდების გატესტვა სპეციალიზირებულ ღრუბლოვან CS50 IDE (ასე ქვია:) გარემოში შეუძლიათ. ესეც საკმაოდ დიდი პლიუსია ამ კურსისთვის. თუმცა არიქადა დიდი სიახლე არაა.

და ბოლოს ორიოდე სიტყვით კურსის ლექტორებზე, პროფესორი დევიდ მალან
დასახელებულია ყველაზე ცნობილ მსოფლიო კომპიუტერულ პედაგოგად. (რეკლამაში ასევე მოიხსენიება მარკ ცუკერბერგი და სტივ ბალმერი, მაგრამ მე ეს ორი უკანასკნელი საიტზე ვერ ვნახე). როგორც კი გავიგებ რამე სიახლეს დავწერ...


გისურვებთ წარმატებებს და ველი თქვენს გამოხმაურებას კომენტარებში!

ხელოვნება (დიზაინი, მუსიკა)





 


ამჟამად მინდა წარმოგიდინოთ არაჩვეულებრივი რამ ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალი: აბსტრაქცია: დიზაინის ხელოვნება  (აქ ორი სეზონია, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე) ხოლო ზედა ბმულზე ნეტფლიქსის იუთუბ არხიდან ერტერთი ფილმია წარმოდგენილი. აიჩიერთ რომელიც გინდათ. ასევე გთხოვთ გამომეხმაუროთ და თქვენთვის საინტერესო რესურსები გამიზიაროთ კომენტარებში 

2022 წელს ვებ დევლოპერად გახდომის საგზაო რუკა

მოდით აბა ჯერ ამ სურათს დააკვირდით, ხომ არ გეცნობათ?



ან ეს


ახლა კი საქმეზე გადავიდეთ: ვნახოთ,  როგორ გამოიყურება 2022 წლის ვებ დეველოპინგის საგზაო რუკა




ეს რუკა შედგენილია GitHub მომხმარებლის  Kamranahmedse მიერ. ის ვებ დეველოპერად გახდომის სამი გზის ვიზუალიზაციას ახდენს. მიუხედავად იმის, რომ ავტორის მოსაზრებას მე არ ვეთანხმები, მაინც ვთვლი, რომ ამ პოსტის წაკითხვა მნიშვნელოვანია. ეს პოსტი ჩიტის გაფრენიდან შეგახედებთ იმ თანამედროვე  ინსტრუმენტებზე, რომელსაც დღეს იყენებენ ვებ დეველოპერები.

შეხედეთ   (მაღალი ხარისხისთვის, ჩამოტვირთეთ და გაადიდეთ, ან დააჭირეთ სურათს ) Front-end (ინტერფეისი) დეველოპერთა ინსტრუმენტებს








ეს back-end დეველოპმენტია







ეს კი devOps (development + operations) ინსტრუმენტებია, რომელსაც ავტორი განიხილავს როგორც მხარდაჭერის ინსტრუმენეტების დამატებით რესურსებს








თუ თქვენ გამოუცდელი დამწყები ხართ, ნუ შეგეშინდებათ ამ ყველაფერის. გუგლი, freecodecamp და twiton.ge  ამ ინსტრუმენტებიდან ბევრს გასწავლით უფასოდ. მე გირჩევთ გამოიყენოთ ინტერნეტის უფასო რესურსები, მაგრამ თუ თქვენ საიმედო პარტნიორი გჭირდებათ, მაშინ twiton.ge თქვენს გვერდით არის



წყარო

დამატებითი მასალები:


2EVERYTHING you need to learn Web Dev or keep your skills current in 2020! This curated list covers beginning web development all the way through advanced development.
View this roadmap here: https://coggle.it/diagram/XfeRbWj7xy3... 1:06 basic frontend 3:50 recommended deployment platforms 5:15 no matter what route you take next 7:27 advanced frontend 18:40 backend 25:27 devops If you take my recommendation, you'll take this track: - learn basic frontend - learn command line, SSH, and GitHub - learn Parcel, SASS, React, and Webpack - move to fullstack/backend and learn node.js, postgres, redis, go - move to devops and learn docker, terraform, circleCI, digitalocean, aws That right there, folks, gives you an AMAZING skillset! Hopefully you find this web development tutorial, web dev roadmap, whatever you want to call it extremely helpful in learning web development in 2020. I know these little pieces of web dev information surrounding javascript, databases, etc all took years to stumble across for me personally.











2020 წლის ისტ გამოცდის სწორი პასუხები





მოგესალმებით, ყველას გისურვებთ წარმატებას მიმდინარე გამოიცდებზე. ეს არის 2020 წლის ისტ გამოცდაზე გამოყენებული ტესტის სწორი პასუხების ცხრილი. სიხარულით მინდა ავღნიშნო, რომ დათოს ტრენინგებზე ტესტში გამოყენებული თემები ამოწურული იყო სრულად, თავის საავტორო უფლებებით და ფერების სქემებით. კვლავ გელოდებით შემოდგომის ჯგუფებში. ეს არის წინასწარი რეგისტრაციის ბმული შემოდგომის ტრენინგზე  



ჩვენი ბრაუზერები

გახსოვთ ის (სექსისტური) პოსტი, ბრაუზერები როგორც ქალიშვილები ვიქტორია პაჩუტას ფოტოთი? ხოდა დღეს ვეცდები ბრაუზერების თაიმლაინის ვიდეო შემოგთავაზოთ 






ამავე თამაზე შეგიძლიათ ნახოთ



გუგულის 49 კვერცხი

ხოდა ენგრე, გასკდით გულზე

 
აი მარათონში როა, ჯერ წინ ხარ, მერე გაგისწრებენ და მერე ჩემპიონი რომ ხარ, დაახლოებით ისეა ჩემი გუგლის ამბავი. მაიკროსფტი სად იყო მაშინ, როცა გუგულის საკლასო ოთახი არსებობდა, (რაღაც ორი წლის მერე მოინდომა მაიკროფტმა Classroom შექმნა მარა აბა რომელმა მაიკროსფტის ინოვაციურმა ექსპერტმა იცის, ეგ რა ხილია? ). OK. როგორც არის...  ჩემი სადარდებელია ახალა მაიკროსფტის ხახაში შარშან გადასული გითჰაბია, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა. ამასობაში კი გუგული G Suite საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის ვერსიაში ახალ სერვისებს გვთვაზობს და მე დღეს ვეცდები ზოგიერთ მათგანზე მოგიყვეთ:

ყველა ეს განახლება ეხება გუგლ მითს და მასწავლებლების მიერ ბოლო თვეებში გამოთქმული სურვილების რეალიზაციას წარმოადგენს. მაშ ასე, წლის ბოლომდე მითს დაემატება:

  • მოდერაციის ახალი საშუალებები
    • ყველა მონაწილის ხმის ერთდროული გამორთვა
    • ხელის აწევის ფუნქცია. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელი იქნება შეხვედრაზე ვთქვათ, კითხვის დასმა.
    • მასწავლებელს შეეძლება შეხვედრის დასრულება ყველა მონაწილისთვის, ისე რომ მონაწილეებმა კვლავ ვერ შეძლონ შეხვედრაზე დაბრუნება.
    • ანონიმური მსმენელები დაუშვებელია (თუმცა სკოლას შეეძლება ასეთი მსნელის დაშვების ფუნქციის გააქტიურება)
  •  ინტეგრირებული თეთრი დაფა
  • ფონის შეცვლა
  • 7X7 ზე ვიდეოკამერები, ანუ შესაძლებელი იქნება 49 მონაწილის კამერის ერთდროული ყურება 

  • მონაწილეების აღრიცხვა
  • კლასის შიგნით ოთახები
  • გამოკითხვა


გუგლის დღევანდელი სტატისტიკით გუგლ მითში ყოველ დღე ტარდება 1300 წლის სწავლების ექვივალენტი გაკვეთილები. 
დღეშიო. (!) 
1300 წელიო (!)


ამ და სხვა მიზების გამო კვლავ მგონია რომ მაიკროსფტზე გადასვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო სამინისტროს მხრიდან, რადგან კორპორტიულ დონეზე რა ფუნქციონალიც მაიკროსფტს აქვს, ყველაფერი აქვს გუგლსაც, თუმცა,

1) მაიკროსოფტის
  • ბრაუზერი
  • საძიებო სისტემა
  • რუკები
არ ვარგა.

2) მაკროსფტის ვიდეოსტრიმინგი (და სხვა სერვისებიც) დიდ რესურსებს მოითხოვს ცუდი ოპტიმიზაციის გამო. 720 (HD) პიქსელი შეუკუმშავი არხის გადაცემა ხდება, როცა გუგლს 8K-ს გატარებაც შეუძლია

3) მაიკროსოფტს
  • ვიდეოსაცავი
  • ბლოგი
არ აქვს 

(საძიებო სისტემაც არ აქვს (ზევით დავწერე არ ვარგათო, მაგრამ არ ვარგა კი არაა, „არ აქვს“ უფრო რეალურად აღწერს მდგომარეობას :)

4) მაიკროსოფტამდე ყველა მასწავლებელს ჰქონდა გუგლის ანგარიში და ამ ანგარიშთან (ინტერფეისთან) მუშაობის გამოცდილება. ყველა მოსწავლეს, რომლესაც აგრეთვე აქვს ანდროიდის სისტემის ანგარიში, აგრეთვე აქვს გუგლის ანგარიში

5) გუგლს აქვს ქართული ენის მხარდაჭერა.

რომ შევაჯამოთ, იგივე რესურსი რომ დახარჯულიყო, გუგლის რესურსების პოპულარიზაციაში, შეგედები ახლა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

კიდევ ერთი მიზაეზი, გუგლი უფასოა და მაიკროსოფტის სერვსები ფასიანია. ანუ მოსწავლეებს ნაკლებად მოუწევთ მაიკროსფტის გარემოში მუშაობა სკოლის შემდეგ

დეცენტრალიზაციის მხრივაც გუგლი გაცილებით უკეთესი (უფასო) ალტერნატივაა სკოლის დონეზე. ხოლო რაიონის, ან ქვეყნის დონზე მაიკროსოფტზე იაფია.

უფრო მეტი ნახეთ აქ

გამოგვეხმაურეთ, კომენტარებში, როგორია თქვენი გამოცდილება მაიკროსფტის თიმსში, ზუმში, ან სულაც ფეისბუკის მესენჯერში. კიდევ რა ფუნქციის დამატებას ისურვებდით მითში?  



გუგლ მითინგი სკოლაში უფასოდ



უკვე მერამდენედ ვაცხადებ, ჩემი საყვარელი გუგული კვლავ მოწოდების სიამაღლეზეა და დაუღალავად ცდილობს ჩემი შრომა მაქსიმალურად ადვილი გახადოს. 29 აპრილს გუგულმა ბლოგზე განაცხადა რომ გუგლ მითინგის პრემიუმ ვერსია უფასო გახდა ყველა მომხმარებლითვის.  მე ამ პოსტში მხოლოდ სკოლების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, ხოლო დაინტერესების შეთხვევაში გამართვაშიც დაგეხმარებით. გუგლი ინტერნეტ ტექნოლოგიებში რომ ლიდერია, ამას მტკიცება არ სჭირდება. შეხვედრის დაწყება სულაც ერთი წკაპითაა შესაძლებელი. 



ახლა ჩამოვთვლი რამდენიმე უპირატესობას თუ რატომ უნდა აირჩიოთ Google Meet:
  • გუგლის პროდუქტებს სკოლები დიდი ხანია ვიყენებთ (უხსოვარი 2006 წლიდან), 
  • ქართულია. იმ დონის ქართულია, რომ შეგიძლიათ ტექსტის ასაკრეფად მოკარნახეც გამოიყენოთ. ეს პოსტი 2017 წლისაა, დღეისთვის კი, კიდევ უამრავი რამ დაემატა გუგლის ქართულ ხმოვან შეტყობინებს. მაგალითად გუგლის დოკუმენეტებში შეგიძლიათ კარნახით აკროფოთ ან ტელეფონში სმს მაგივრად შეტყობინება შეგიძლიათ უკარნახოთ... (სცადეთ, მოგეწონებთ)
  • თქვენი მოწვევის გარეშე ვერავინაც ვერ შემოვა
  • არ გჭირდებათა არავითარი დამატებითი პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და ჩამჭრელ ტექნიკურ კითხვებზე პასუხის გაცემა. მართლა ერთი წკაპით იწყებთ შეხვედრას
  • არ ჭედავს. ხარისხი ხომ ძალიან კარგია და ნამდვილად არ ჭედავს. რატომ? იმიტომ რომ გუგლის არცერთი პროდუქტი არ ჭედავს  :)
  • იმიტომ რომ აქვე ხელის ერთ გაწვდენაშია ისეთი პროდუქტები, რომლის მსგავსი მაიკროფტს არც დაესიზმრება: მაგალითად გუგლის რუკები, იუთუბი თავისი ანალიტიკით, დრაივი, შეფასების მძლავრი სისტემა, ფოსტა  ბლოგი  (სხვათაშორის ახლახანს გააქართულა და გააახლა...) გუგლის კლასრუმი
  • არ გჭირდებათ ძვირადღირებული ტექნიკური მომსახურება სერვისის გამართულ მუშაობაზე. (ყველაფერი თავსითავად საათივით მუშაობს.)  
  • და ეს ყველაფერი უფასოა. სრულიად უფასო. (სახელმწიფოს მიერ მაიკროსოფტში გადახდილი მილიონებისგან განსხვავებით)

 კაიიიი, კაი, მეტს არ გავაგრძელებ, უბრალოდ იმას ავღნიშნავ, ოღჩ რამდენი რესურსი დაგროვილა ამ მხარეს  :) მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ვთქვა:

ამ სივრცეში ერთდროულად 16 მონაწილე შეგიძლიათ ნახოთ (აქ 9 ჩანს მაგრამ 16 შეიძლება)




google meet აქამდეც წარმატებით გამოიყენებოდა განათლებაში უსაფრთხო ვირტუალური კლასების მოსაწყობად, პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებელი შეხვედრების გასამართად, მშობლებთან კავშირისთვის, დისტანციური რეპეტიტორობისთვის ან თუნდაც ვიდეო კონფერენციების გასამართად. გუგლის საკლასო ოთახში გასეირნება ამ ბმულიდან არის შესაძლებელი

გუგლ მითი საინტერესოა კერძო სკოლებისთვის, რადგანაც მათ არ აქვთ წვდომა მაიკროსოფტის ანალოგიურ პროდუქტთან. უფრო კონკრეტული რომ ვიყო, დიახ მაიკროსოფტის სერვისის გამართვაც არის შესაძლებელი, მაგრამ, მაიკროფტის სერვერის მართვა გაცილებით მნიშვნელოვან ტექნიკურს ძალისხმევას საჭირობს. უმეტეს სიტუციაში სპეციალური ტექნიკური პერსონალის დაქირავებაც შეიძლება დაგჭირდეთ. კი არადა დაგჭირდებათ, რადგან მაიკროფტს ზოგჯერ თვითონ აქვს ტექნიკური ხარვეზები. (პრინციპში ეს პოსტი მაიკროსოფტს ისედაც არ ეხება)

მოკლედ კი იმის თქმა მინდა რომ კერძო სკოლები გუგლ მითს მაიკროსფტთან შედარებით მარტივად გამართავენ, ასევე არ გაუჭირდებათ დანერგვა...

როგორც ცნობილია Meet არის G Suite For Education კომპლექტის ნაწილი, რომელიც COVID-19-მდეც უფასო იყო საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის. ის ემსახურება 120 მილიონზე მეტ მოსწავლეს და მასწავლებელს მთელს მსოფლიოში. თუ თქვენი საგანმანათლებლო ორგანიზაცია იყენებს G Suite for Education, თქვენს ადმინისტრატორს შეუძლია დამატებითი ხარჯების გარეშე გაააქტიუროს Meet, მაგრამ თუ თქვენი სკოლა არ იყენებს G Suite for Education, თქვენ შეგიძლიათ ამ ბმულზე დარეგისტრირდეთ, ხოლო იმისთვის რომ დისტანციური სწავლების რესურსებზე გქონდეთ წვდომა, ეწვიეთ გვერდს სახლიდან სწავლება. 

„Meet და G Suite  გავხადეთ რა უფასოდ ყველასთვის, იმედი გვაქვს უსაფრთხოდ უფრო მარტივად შეძლებთ კავშირზე ყოფნას ახლა და მომავალშიც “  – ნათქვამია გუგლის  პოსტში.   


და ბოლოს, თუ მოგეწონათ ეს პოსტი აუცილებლად კომენტარებში გამომეხმაურეთ, დაწერეთ 
რა დაგაკლდათ, 
რას დაამატებდით, 
რაში არ მეთანხმებით, 
რას მირჩევთ

თუ ბევრი გამოხმაურება იქნება, გპირდებით, კიდევ უამრავ საინტერესო პოსტს და ვიდეოს შემოგთაზებთ





ოციოცი წლის პროგრამირების ტოპ რეიტინგები



ბიჭიაააა, ბიჭიიიიიი!

ჭკუაზე არ ვარ. 2018 წლიდან ყოველდღე ამ ვიდეოს ვწეეეეერ, ვწერრრ და ვერ ჩავწერე. ხოდა ახლა აჰა, ბოლო-ბოლო მართლაც ბიჭია. უკვე ჩემი ხმა სიზმარშიც კი ჩამესმის (ნუ, თუ დავიძინებ  ;)

მართლაც პირველი ცდა იყო და ძალიან ბევრი ინფოს შედარება და დალაგება მომიხდა. შედეგი ეს გამოვიდა. გთხოვთ შემიფასოთ და აუცილებლად გამომეხმაუროთ,. თუ თქვენთვის ეს ინფორმაცია ოდნავ მაინც საინტერესოა, ან რაიმე სასარგებლო იპოვეთ, არ დაგეზაროთ და გამიზიარეთ შთაბეჭდილებები. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშუალებას მომცემს კიდევ მოვამზადო მსგავსი შინაარსის ვიდეოები.

თუ ეს ვიდეო 1000 მოწონებას მოაგროვებს, გპირდებით რომ, ძალიან, მართლაც ძალიან  კარგი შინაარსის კიდევ ერთ ვიდეოს ჩავწერ 




თქვანი გოლუაფირო
დათო მალანია  :) 

გაიცანით მრ. თიმსი

ამ პოსტში მხოლოდ თიმსზე ვისაუბრებ



ვინ არის მისი აღმატებულება ბატონი თიმსი

მას აქვს
ჯგუფის შექმნის ფუნქცია ვთქვათ მეხუთე კლასი
ქვეჯგუფის შექმნა ვთქვათ საგანი ქართული, ანუ ჯგუფი სპაიდერები)
ვებინარის მიმდინარეობისას ჯგუფის მართვა, ეკრანის, პრეზენტაციის გაზიარება, ფონის გაბლარვა,
აუდიო და ვიდეოს მართვა
აქვს კლასნოუთის ინტეგრაცია რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ კლასები და კლასში დაამატოთ მასწავლებლები, მოსწავლეებს ერთი კლიკით (ჰა კაი, ორი იყოს) დაურიგოთ საკლასო და საშინაო დავალება, ერთობლივად ამუშაოთ კოალაბორაციულ სივრცეში, გააზიაროთ რესურსები
აქვს სწრაფი შეტყობინება (ჩატი) ძალიან ძლიერი ინსტრუმენტებით. მატ შორის: სოციალური ქსელის ინსტრუმენტებით (სმაილიკი, ლაიკი, გიფი, ანიმაცია, ...) ფაილის მიბმა, ტექსტის გაფორმების ინსტრუმენტები. თითქმის მთელი ტექსტური რედაქტორია ჩაშენებული)
ამ ჩატს emebed (ჩაშენები) ფუნქცია აქვს
აქვს შეფასების ინსტრუმენტი როგორც ტესტირებით ასევე შეფასების რუბრიკის შექმნით პროგრესის მონიტორინგის ჩათვლით
აქვს კალენდარი წინასწარი შეტყობინების ფუნქციით დროის მენეჯმენტისთვის. (ლაივის ჩართვა, დაგეგმილი შეხვედრა, ვებინარი...)
აქვს ფაილების (რესურსების) საცავი
აქვს სხვადასხვა ტიპის ფაილების მხარდაჭერა მათ შორის მაიკროსოფტ ოფის 365 და დესკტოპ ვერსიის მხარდაჭერა
აქვს თეთრი დაფა კოალაბორაციული მუშაობის მხარდაჭერით
აქვს გამოკითხვის (ხმის მიცემის) ლაივ ფუნქცია
შესაძლებელია ჩანაწერის გაკეთება
შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ინსტრუმენტები, ვთქვათ
ზუმი, იუთუბი, ან ტრელო მაინდმოდო,
თანაც ეს თითოეული ცალც-ცალკე საკმაოდ რთული და ძლიერი ინსტრუმენტებია
აქვს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაღაცას ვერ აკეთებთ, შეგიძლია ფირმის წარმომადგენელს მიმართო და გაასწორებენ
სახელმწიფო უზრუნველყოფს თიმსის მხარდაჭერას (ანუ შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ ინტერნეტის ხარჯი შემცირდეს ან სულაც უფასო იყოს)
მოკლედ, კაი ტიპია, რა :)

მალე თიმსს ფონური ხმის ჩახშობის და  ხელის აწევის ფუნქცია დაემატება,


მინუსები:
ჩქარი ინტერნეტი სჭირდება
ყველა მსმენელის ვიდეო არ ჩანს (შეიძლება ბავშვი არც გისმენდეს) თვალების კონტაქტი გამორიცხეთ  :)  არ აქვს ეკრანის გადართვის შემთხვეაში შეტყობინება (აქვს ზუმს, მაგრამ ეს ვერაფერი ბედენაა, თუ მსმენელს არ უნდა მოსმენა, ე.ი. შენ ვერ აინტერესებ, და გზებს ყოველტვის მონახავს, ხომ ვერ ეტყვი ხელები მაგიდაზე დააწყვეო.





პ.ს. რომ ქვია ის: ბატონი თომაც შეიძლება ან თამრო. მოკლედ ნათლიის პოზიცია ვაკანტურია და კომენტარებში დამიწერეთ, ვინ ზიდავთ ამ მძიმე ტვირთს

კომენტარებში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, გამოცდილება, პროტესტი, თანადგომა, მხარდაჭერა, ან უბრალოდ დაალაიქეთ

თიმსში შემოსვლამდე კვლავ გადაათვცალიერეთ ეს პოსტი,  რადგან აქვე დავდებ ტიმსში შემოსვლის ინსტრუქციებს

ეს კი ოფის 365 ის ანგარიშის გააქტიურების ვიდეოინსტრუქციააა








ეს კი დავიწყებული პაროლის აღდგენა









ასევე თქვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს პოსტი საუბრები ოფის 365ზე


რჩევები მასწავლებლებს და მშობლებს




ჯანმრთელობას გისურვებთ

გთავაზობთ მაია მენაბდის მიერ ფეისბუკზე გაზიარებულ რეკომენდაციებს

ჩემი მოკრძალებული აზრით,
ამ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენ, მასწავლებლებს, გვევალება:
• არ მოვინდომოთ, იმდენივე საათი ჩავუტაროთ ბავშვებს, რამდენსაც სკოლაში ვუტარებდით;
• არ დავგეგმოთ სახელმძღვანელოს ამოწურვა, მხოლოდ საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხები ამოვკრიფოთ;
• მოვიფიქროთ სახალისო, საინტერესო, აუცილებელი უნარების განმავითარებელი დავალებები;
• არ ვაიძულოთ ბავშვები, ყოველ დღე ისხდნენ 3 და 4 ონლაინგაკვეთილზე გადაბმულად;
• მოვახერხოთ, თითოეული გაკვეთილი დაწყებითი და საბაზო საფეხურისთვის არ აღემატებოდეს 30 წუთს.
• არ გვქონდეს მოლოდინი, რომ ონლაინგაკვეთილებზე სრული დასწრება გვექნება ( ვერდასწრების უამრავი მიზეზი შეიძლება, არსებობდეს);
• არავითარ შემთხვევაში არ ვიყოთ კატეგორიულები დავალებების ჩაბარების დროს;
• დავალების შესასრულებლად უნდა მივცეთ 2-3 დღე მაინც და გავითვალისწინოთ სხვა კოლეგების დავალებებიც;
• დავალება შევაფასოთ კომენტარებით და არა ნიშნებით;
• არ ვიკეკლუცოთ ჩვენი ჩატარებული ონლაინგაკვეთილებით;
• რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთ საყოველთაოდ დაძაბულ სიტუაციაში, ჩვენ, პირველ რიგში, მათი ცხოვრების „გაშინაარსიანება“ მოგვეთხოვება და არა მათი ვალდებულებების მარწუხებში მოქცევა.
და ჩვენ, მშობლებს, გვევალება:
• გადავმალოთ ჩვენი ნევროზები, შიშები და დაძაბულობა შვილებისგან შორს;
• დავეხმაროთ მათ, ერთმანეთს შეუნაცვლონ სხვადასხვა აქტივობა: ხატვა, კითხვა, ფილმების ყურება, თამაში, მეცადინეობა ...
• ვისარგებლოთ უჩვეულო შესაძლებლობით, დიდი დრო გავატაროთ მათთან;
• მაქსიმალურად დავეხმაროთ ბავშვებს, ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევას, მაგრამ არ მოვთხოვოთ მათ, თავები ურტყან დავალებებს;
• არ მოვთხოვოთ მასწავლებლებს, ატარონ ყოველ დღე, საათიანი გაკვეთილები და არ ვაკრიტიკოთ ისინი გამუდმებით - მათთვისაც ურთულესია ამ სიტუაციაში მუშაობა;
• და რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებისთვის უფრო დიდი სტრესია დახურულ კარს მიღმა ცხოვრება, ვიდრე ჩვენთვის.
აი, ჩვენ, მასწავლებელ- მშობლები, რა წყალში გადავცვივდეთ, ეგ აღარ ვიცი 
პ.ს. ეს გამომრჩა - შაბათ-კვირა ისევ დასვენების დღეებია😉


წაიკითხეთ დამატებითი მასალებიც
სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციები ფეისბუკში ფოტომასალის გამოქვეყნებსათან დაკავშირებით


სკოლის ვალდებულები

სამინისტროს რეკომენდაციები

ნაწყვეტი: მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლება განხორციელდეს არა სოციალური ქსელების, არამედ ისეთი საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო არხების გამოყენებით, რომლებითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი მოსწავლეების უსაფრთხოება
პერსონალური ინფორმაცია

რეკომენდაციები სკოლებს




გასული წლების ისტ გამოცდის პრობლემები




ჯანმრთელობას გისურვებთ კოლეგებო

ისტ გამოცდაზე რეგისტრაცია გამოცხადებულია და გაგრძელდება 30 აპრილამდე.

მანამდე კი მინდა ეს კითხვარი გაგიზიაროთ, სადაც მინდა მაქსიმალურად ზუტად აღწეროთ ყველა ის პრობლემა, რაც შეგექმნათ ისტ გამოცდაზე 2015 წლიდან 2019 წლამდე, რათა ნაეკს კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენი პრობლემების გათვალისწინება

მაქსიმალურად გაუზაირეთ თქვენს მეგობრებს, (მოკლე ბმული bit.ly/naecict20) ვისაც პრობლემა შეექმნა გამცდაზე, გთხოვთ იყოთ გულწრფელები და თამამები, ვინაიდან ამ კითხვარის მიზანია საგამოცდო გარემოს გაუმჯობესება. თქვენი მონაცემების იდენტიფიცირება არ ხდება, ხოლო კონფიდენციალობა დაცული იქნება. ასვე განსაკუთრებულ შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ ფეიბუკის პირად შეტყობინებაშიც.

გისურვებთ წარმატებას

ეს კი ფორმაა






















თხა და გიგო (ზღაპარი)

თხა და გიგო. სლაიდები (ავტ. ნათია ცინცაძე)




იაკობ გოგებაშვილი. „თხა და გიგო“ ზღაპარი

იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა, მოდი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითო.

გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და სოფლის მოედანზე გავიდა.

ჩამოჯდა ხის სკამზე და მუხლებზე წიგნი დაიდო, ვითომ, შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო.

წიგნი უკუღმა ედო და შიგ ტყუილად იცქირებოდა.

მალე ძილი მოერია და ასკილივით თავის ქნევა დაიწყო. ამ დროს მეზობლის ეზოდან წვერის ცანცარითა და ფეხების ბაკუნით თხა გამოვიდა.

გიგო რომ თავს აქნევდა, თხას ეგონა, საჭიდაოდ მიწვევსო. გამოექანა, რქებით დაეჯახა და ყირამალა გადაატრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო.

დასასრული 

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით