-->

საუბრები ოფის 365 და თიმსზე





დათოს ბლოგი ცდილობს მოსწავლეებს და პედაგოგებს შეუმსუბუქოს კორონავირუსით შექმნილი დისკომფორტი. ეს პოსტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის თავისებურებები. კარგი იქნება თუ ამ პოსტის მოკლე ბმულს  bit.ly/o365-teams გუზიარებთ თქვენს კოლეგებს და მეგობრებს

სხვადასხვა ჯგუფებში რეგულარულად გაიმართება ვებინარები თემაზე:

ოფის 365 და დათოს ბლოგი

ნახეთ ჯგუფების დანიშნულებები, მოკლე ბმულები და აღწერები

პედაგოგების ჯგუფი     bit.ly/o365t   XX  20:00  
ამ ჯგუფში პედაგოგებისთვის ტარდება ვებინარები მაიკროსოფტის, გუგლის  პროდუქტებზე, ზოგადად ტექნოლოგიების დანერგვაზე სასწავლო პროცესში

ხობის ჯგუფი   bit.ly/khobiteam20  XX  18:00 (პედაგოგები)
ეს ჯგუფი მხოლოდ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მხარდაჭერისთვისაა შექმნილი

ციფრული ელჩები    bit.ly/studteams    29 მარტი 20:00
ამ ჯგუფში მოსწავლეები თავიან სკოლებს და მოსწავლებს ეხმარებიან ონლაინ სწავლების დანერგვაში.

პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეების ჯგუფი bit.ly/codingge
ამ ჯგუფში გაერთიანდენიან მხოლოდ პროგრამირების შესწავლით დაინტერებული მოსწავლეები

შესაძლებელია რამდენიმე ჯგუფში გაერთიანება (ოღონდ მოსწავლეების ჯგუფში მხოლოდ მოსწავლები არიან, ხოლო მასწავლებლების ჯგუფში მხოლოდ მასწავლებლები)

ღონისძიებების ფეისბუკჯგუფი


(აუცილებლად გთხოვთ შემოსვლისას მიკროფონები გამორთოთ)
თუ ვებინარზე თქვენი გამოცდილების გაზიარება გინდათ, მოგვწერეთ, თუ დახმარება შეგიძლიათ ორგანიზებაში, ესეც მოგვწერეთ


ვიდეო ვებინარში შესვლა



ვებინარში ჩასართავად დაგჭირდებათ

  • ტექნიკური უზრუნველყოფა
    • ინტერნეტი
    • კომპიუტერი ან მობილური
    • ყურსასმენი
    • მიკროფონი
    • (სასურველია ვებკამერა)
  • პროგრამული უზრუნველყოფა
    • OS ვინდოზა, მაკი,  ან ანდროიდი, თუნდაც ლინუქსი
    • სასურველია თიმსის აპლიკაცია
    • სასურველია მაიკროსოფტის ანგარიში, მაგრამ სტუმრებს გუგლიდანაც ვეპატიჟებით. (რუსულ მეილებზე ბოდიში). 

სასარგებლო ბმულები:

ოფის 365ის მხარდაჭერის ფეისბუკ ჯგუფი

იუთუბ არხი


მონაწილეებს მეგობრების დამატებაც  შეგეძლებათ. (პირად შეტყობინებაში მოიწერეთ თქვენი მეილები, კომენტარებში არ დატოვოთ)


ჯანმრთელობას გისურვებთ  :)

19 კომენტარი :

მაინტერესებს ყველაფერი ბატონი თიმსის შესახებ. შაბათს რომელ საათზე. ონლაინ გაკვეთილი იქნება ?

მაინცდამაინც მისტერი რატომაა, იქნებ მისის?

თქვენი პოსტები ყოველთვის მახარებს...

აქ მისტერ თიმსზე ვისაუბრებთ, კიდევ სხვა დღეებში მისის თამროსაც გაგაცნობთ, კიდე ცოლის დაქალებს

თქვენი ვიდეობი ყოველთვის ნაყოფიერია ! მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენზე ! ... კიდევ ინდივიდუალურადაც არ ტოვებთ უპასუხოდ არავის !

მჯერა, საინტერესო იქნება ეგ ვებინარი. დიდი სიხარულით შემოგიერთდებით.

იცით რა მაინტერესებს?გაქართულება თუ შეიძლება.?ან ან თუ შეიძლება როგორ გადავიყვანო ქართულზე.წინასწარ დიდი მადლობა.

გამოგიგზავნეთ მოთხოვნა ვებინარზე მონაწილეობისთვის და რატო ვერ შემოვდივარ?

ძაან საინტერს ინფორმაციაა.მადლობა

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით