-->

თხა და გიგო (ზღაპარი)

თხა და გიგო. სლაიდები (ავტ. ნათია ცინცაძე)




იაკობ გოგებაშვილი. „თხა და გიგო“ ზღაპარი

იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა, მოდი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითო.

გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და სოფლის მოედანზე გავიდა.

ჩამოჯდა ხის სკამზე და მუხლებზე წიგნი დაიდო, ვითომ, შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო.

წიგნი უკუღმა ედო და შიგ ტყუილად იცქირებოდა.

მალე ძილი მოერია და ასკილივით თავის ქნევა დაიწყო. ამ დროს მეზობლის ეზოდან წვერის ცანცარითა და ფეხების ბაკუნით თხა გამოვიდა.

გიგო რომ თავს აქნევდა, თხას ეგონა, საჭიდაოდ მიწვევსო. გამოექანა, რქებით დაეჯახა და ყირამალა გადაატრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო.

დასასრული 

14 კომენტარი :

😅😂😅😂😂🤣😂😅😂🤣😂😅😂😂😂😂😅😂😂😅😅😂😂

არა მგონია რომ გიგოს, დარჩა კბილები ჭიდაობის შემგეგ

და კითხვა მაქ თხა დადიოდა ბოქზე?

მიხარია რომ კარგად ერთობით, ისე მე კომბლე წავიკითხე პირველად და ჭკუაზე არ ვიყავი

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით