-->

სამუშაოს დელეგირება

ჯანმრტელობას გიურვებთ
მეგობრებო, დღეს ყველას ძალიან დიდი სამუშაოს შესრულება გვიწევს ურთულეს და უჩვეულო პირობებში. პედაგოგები ხშირად მირეკავენ და მეუბნებიან რომ მათ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება უწევთ. (დირექტორს ვთქვათ 35 მასწავლებლის და 250 მოსწავლის ანგარიში გააქტიურება)  მაგრამ ვფიქრობ ამ სირთულეებს უფრო ადვილად გავიმკლავდებით, თუ შევძლებთ სამუშაოთა გადანაწილებას  — დელეგირებას.



ვთქვათ ავიღოთ მაგალითი. მაიკოსოფტის ანგარიშებია სკოლაში გასააქტიურებელი. ზოგიერთ სიტუაციაში დირექტორები ამ სამუშაოს თვითონ ასრულებენ ან შეიძლება მენეჯერს დაავალონ. შემდეგი პრინციპით, მთელი სკოლის ცხრილს ვთქვათ 35 მასწავლებელი და 250 მოსწავლე თვითონ ააქტიურებენ, თვითონ უცვლიან პაროლს და ა.შ. ჯერ ერთი მართლაც უზარმაზარი სამუშაოა და ძალია ძნელია ამ ყველაფერს თავი გაართვას ერთმა ადამიანმა რადგან თქვენ ვერ იქნებით რვახელა




ვფქრობ უკეტესი იქნება თუ სკოლაში გააკეთებთ მხარდამჭერ ჯგუფს ვთქვათ შემდეგი პრინციპით, თითო კლასზე ერთი პასუხისმგებელი პედაგოგი და ორი დამხმარე მაღალი კლასის მოსწავლე.




შერჩეული პედაგოგები და მოსწავლეები მინიმალური დონით მაინც უნდა ფლობდნენ ტექნოლოგიურ უნარჩვევებს, ჰქონდეთ მოხალისეობრივად დახმარების სურვილი (აიღონ სოცილური პასუხიმგებლობა), 

აქვს ინტერნეტზ წვდომა
აქვს მოწყობილობა ბრაუზერის ჩასართავად (კომპიუტერი, ნოუთბუკი, ბუკი, პლანშეტი, ტაბლეტი, სმარტფონი, აიფონი...) ყურსასმენი, მიკროფონი


1. ტელეფონზე გაუგზავნეთ მათ დროებითი პაროლი და ფოსტის მისამართი 
2. გაუგზავნეთ ოფისის გააქტიურების ვიდეოგაკვეთილის მოკლე ბმული bit.ly/o365act 

სმს ასეთი შეიძლება იყოს ასეთი შინაარსის 

„ჯანმრთელობას გისურვებთ, თქვენი დროებითი პაროლი  XXXXX, ელ-ფოსტა  XXXX.XXX@students.gov.ge. ანგარიში გააქტიურების ვიდეო  bit.ly/o365act“  
3. სატელეფონო კომუნიკაციით დაეხმარეთ ანგარიშის გააქტიურებაში


უკვე კომუნიკაცია შეგიძლიათ გააგრძელოთ ელ-ფოსტის დახმარებით

4. ამის შემდეგ შემოიყვანეთ თიმსის სამუშაო ჯგუფში  (თიმსის ჯგუფის ბმული და ეს ვიდეო შეგიძლიათ გაუგზავნოთ ელ ფოსტით)

5. ამის შემდეგ იგივე სამუშაო უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა მის კლასში
6. სამუშაოს შესრულებაზე უცილებლად მიუთითეთ დასრულების დრო. პერიოდულად მოახდინეთ მონიტორინგი
7 ჩაიბარეთ ანგარიში, ნახეთ სად ვერ მოხერხდა ანგარიში გააქტიურება და ერთობლივად გამოძებნეთ გზები


სულ ესაა.



თუ მოგეწონათ დაგულეთ, თუ თვლით, რომ გამოგადგებათ, კოლეგებსაც გაუზიარეთ

იმედია საინტერესო იყო ჩემი რჩევა, ასევე კომენტარებში გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება და საუკთესო პრატიკა, ლომენტარებში დაწერეთ ის პრობლემები რაც ვერ გადაწყვიტეთ. ერთად ყველაფერს შევძლებთ

გსურვებთ ჯანმრთელობას




0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით