-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

გუგულის მორიგი კვერცხი 10 მილიონი ღირს

ნაკადული: http://www.project10tothe100.com/




დღეს უნდა წარმოგიდგინოთ 10 ხარისხად 100 პროექტის გამარჯვებულები.

ათასობით ადამიანმა 170 ქვეყნიდან წარმოადგინა 150 000 იდეა. აქედან ჩვენ 16 ფინალისტი შევარჩიეთ, რომელთა ბედი საყოველთაო კენჭისყრამ გადაწყვიტა.


ქვემოთ მოტანილმა 5-მა იდეამ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და პროექტის 10 ხარისხად 100 გამარჯვებული გახდა. უკანასკნელ წელს ჩვენ განვიხილეთ ამ იდეების განხორციელების კონკრეტული წინადადებები. ჩვენ დიდი კმაყოფილებით გადავცემთ 10 მლნ აშშ დოლარს 5 ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ შემდეგი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაზე.


იდეა: სასწავლო მასალები ინტერნეტის საშუალებით უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს.

ფინანსირებული პროექტი: Khan Academy. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ყველა მსურველს უფასოდ სთავაზობს ხარისხიან საგანმნათლებლო მომსახურებას ინტერნეტ-ბიბლიოთეკის საშუალებით. ამ ბიბლიოთეკას 1600 სასწავლო ხასიათის ვიდეო მასალა გააჩნია. ჩვენ 2 მლნ.აშშ დოლარს გადავცემთ Khan Academy-ს ახალი სასწავლო კურსების შესაქმნელად და ყველაზე მოთხოვნადი კურსების მსოფლიოს ძირითად ენებზე სათარგმნად.


იდეა: განათლების განვითარება საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკურ მეცნიერებეის სფეროში.

დაფინანსებული პროექტი FIRST. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო და მათემატიკური განათლების განვითარებას გუნდური შეჯიბრებების ორგანიზების საშუალებით. ორგანიზაციის მისიას შეადგენს მეცნიერბისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ახალგაზრდობის მოტივირება. ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს მეცნიერებთან და ინჟინერ პროფესიონალებთან მათ ერთობლივ მუშაობას. ჩვენ გადავცემთ ამ ორგანიზაციას 3 მლნ აშშ დოლარს რობოტოტექნიკის შემსწავლელი სტუდენტების ახალი ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად და მხარდასაჭერად. აგრეთვე FIRST პროგრამებში მონაწილეობისათვის დამატებითი ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად და სახსრების მოსაზიდი აქციებისთვის.


იდეა: სახელმწიფო მმართველობა უფრო გამჭვირვალე გავხადოთ

დაფინანსებული პროექტი: Public.Resource.Org. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მუშაობა მიმართულია აშშ მთავრობის საჯარო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობაზე ინტერნეტის საშუალებით. ჩვენ Public.Resource.Org-ს გადავცემთ 2 მლნ აშშ დოლარს აშშ მთავრობის იურიდიული დოკუმენტების ინტერნეტში განთავსებისთვის და მათზე საერთო წვდომის უზრუნველყოფისთვის.


იდეა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში ინოვაციების მოზიდვა.

დაფინანსებული პროექტი: Shweeb. ეს კონცეფცია ითვალისწინებს საშუალო და ახლო მანძილზე მგზავრობისთვის ადამიანის ხელით მოძრაობაში მომყვანი პირადი საქალაქო მონორელსური სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ჩვენ გადავცემთ 1 მლნ. აშშ დოლარს Shweeb სისტემების საქალაქო პირობებში კვლევისთვის, შექმისა და ტესტირებისთვის.


იდეა: აფრიკელებს შევთავაზოთ ხარისხიანი განათლება

დაფინანსებული პროექტი: მათემატიკურ მეცნიერაბათა აფრიკული ინსტიტუტი. (AIMS). ეს არის კეიპტაუნში (სარ) განთავსებული საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი. ის სპეციალიზირდება კვლევებზე მათემატიკის სფეროში. AIMS-ის ძირიტადი საქმიანობა მიმართულია უმაღლეს სასწავლებლების ახალგაზრდა კურსდამთავრებულების ერტწლიან პროგრამებზე. ამ პროგრამების მიზანია მაგისტრატურაში და ასპირანტურაში ჩასაბარებლად მომზადების უზრუნველყოფა. ჩვენ 2 მლნ აშშ დოლარს გადავცემთ AIMS-ის ახალი ცენტრების გასახსნელად აფრიკაში მათემატიკასა და სხვა მეცნიერებებში საუნივერსიტეტო განათლების მხარდაჭერისათვის აფრიკის კონტინენტზე.


თითოეული იდეა მასშტაბურია და ამბიციური მიზანი გააჩნია, რომლის მიღწევას არაერთი წელი დასჭირდება. პროექტების პოტენციალმა, რაც ამ ორგანიზაციებმა შემოგვთავაზეს, არ შეიძლება გულგრილი დაგვტოვოს. იმედი გვაქვს, თქვენ ამ ორგანიზაციების ვებ გვერდებზე თვალს მიადევნებთ პროექტების განხორცილებას.


მადლობა ყველას, ვინც შემოგვთავაზა საკუთარი იდეა ან სხვის იდეას მისცა ხმა პროექტში 10100. თქვენი მონაწილეობით ეს პროექტები რეალობად იქცევა.

© დათო მალანია

ორიგინალი თარგმანი



იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით