-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ტოუტალ კონტროლი



ჯერ ასეთი იყო. თავიდან გამიხარდა რომ შევხედე, ზოგადად სიახლეები მიყვარს, მაგრამ ერთხელაც, ანუ გუშინწინ ცოლი კარებში დოინჯშემოყრილი რომ შემხვდა მიზესს ვერ მვხვდი. თურმე სადა ბანაობ. წინეებზეე კარტოფილის მოსატანად არ გავეგზავნე, თათბირი მაქვს ჩასატარებელი მეთქი. ხოდა აგერ არ ჩანს ჩემი ნათათბირევი?

ეხ რაც მე გუშინწინ პოლის ჯოხი მომხვდა... სულ ბრინის და ალენის ბრალია.........

სიმართლე N2

გთხოვთ, პოსტის კომენტარებში გამოხატოთ თქვენი ემოცია, პოზიცია, დამოკიდებულება  წარმოდგენილ სურათთან დაკავშირებით, ასევე შესაძლებელია, დაეთანხმოთ, გააპროტესტოთ სხვისი კომენტარი....



სიმართლე N1

გთხოვთ, პოსტის კომენტარებში გამოხატოთ თქვენი ემოცია, პოზიცია, დამოკიდებულება  წარმოდგენილ სურათთან დაკავშირებით, ასევე შესაძლებელია, დაეთანხმოთ, გააპროტესტოთ სხვისი კომენტარი....   



ბროუზერების ტესტირება: Chrome 9 vs Firefox 4 vs Internet Explorer 9 vs Opera 11 v...




Download Apple Safari 5.0.2: http://www.apple.com/safari/download/

Download Google Chrome 9.0.570.0: http://www.google.com/chrome/intl/en/...

Download Microsoft Internet Explorer 9.0.7930.16406: http://windows.microsoft.com/ie9

Download Mozilla Firefox 4 Beta 6: http://www.mozilla.com/en-US/firefox/...

Download Opera 11 Alpha 1029: http://www.opera.com/browser/next/

In this browser test I pit Chrome 9 vs Firefox 4, Internet Explorer 9, Opera 11 and Safari 5. I compare all five browsers in JavaScript speed using the Sunspider benchmark, the overall performance with the Peacekeeper benchmark and the HTML5 compatibility and GPU acceleration with the IE Fish Tank test. I also measured the size of the interface of each browser as well as how usable each browser is.

Lastly I take a look at the unique features of all five browsers, including the excellent Google Chrome Instant feature, the instant switching of Personas for Mozilla Firefox, Accelerators for Microsoft Internet Explorer 9, the great customization options of Opera and the sleek eye candy in Apple Safari.

Music by Kevin MacLeod.

DNS-ები p2p ქსელის სახით




The Pirate Bay -ის ერთერთმა დამაარსებელმა - პიტერ სუნდემ მაგაცხადა, რომ აპირებს DNS სისტემის დეცენტრალიზებული ალტრენატივის შექმნას, რომელიც არ დაექვემდებარება ICANN-ს ან რომელიმე მსგავს ორგანიზაციას და იმუშავებს როგორც p2p ქსელი. მსგავსი ქსელის აგების შემთხვევაში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული DNS სამყაროს არსებული ტექნოლოგიები. მათი ადაპტაცია მოხდება დეცენტრალიზაციის პირობებში. ასეთი ქსელის აგების ძირითადინ მოტივია ცენზურასთან ბრძოლა, რომელიც უკანასკნელ ხანებშჳ შესამჩნევი გახდა.

© დათო

ევროკომისია Google-ის წინააღმდეგ





ევროკომისიამ განაცხადა, რომ დაიწყებს გამოძიებას იმ ფაქტის შესახებ, თითქოს Google ვებ საძიებო სიტემების ბაზარზე თავის დომინანტურ მდგომარეობას იყენებს და კონკურენტი სერვისების შესახებ რეიტინგებს ამცირებს ძიების საკუთარ შედეგებში.

საჩივრებით ევროკომისიას ბრიტანულმა Foundem და ფრანგულმა ejustice.fr მიმართა. ბრიტანული საძიებო სისტემა აცხადებდა, რომ Google -ში ძებნის ალგორითმი ამცირებს მის შემადგენლობას, რაც იწვევს აუდიტორიის გარკვეული ნაწილის დაკარგვას. ამავდროულად Microsoft და მისი კუთვნილი სერვისი Ciao! Google-ის კონტექსტური რეკლამის სერვისის AdSense-ის პირობებს უჩივის. საჩივარში ამას გარდა ნათქვამია, რომ, ევროკომისიამ აგრეთვე რეაგირება მოახდინა საძიებო სისტემის პროვაიდერების საცივარზე, იმის თაობაზე, რომ Google მათ მონაცემებს საკუთარ სერვისებთან შედარებით არახელსაყრელი სახით წარმოაჩენს.

განაცხადა რა გამოძიების დაწყების შესახებ, ევროკომისიამ გამოკვეთილად განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ გააჩნია რაიმე მნიშ[ნელოვანი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება Google ბრალეულობის შესახებ. ხოლო Google კონცერნის წარმომადგენლებმა უკვე გამოთქვეს ევროკომისიასთან თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა.

5 უძველესი საიტის ისტორია ( ჩვენს ნეტას გაუმარჯოს)

ინტერნეტის ისტორიის სანაგვე დაუნდობელია. ამჯერად გთავაზობთ PCWorld-ს რედაქციის თვალსაზრისით 5 ყოფილი პოპულარული ვებსაიტის მიმოხილვას.





1. GeoCities




ეს არის 1995 წელს მსოფლიო ქსელში შექმნილი ერთერთი ხმაურიანი პროექტი. ის ყველა მსურველს საკუთარი ვებსაიტის შექმნის საშუალებას აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ HTML არც ისე რთული ენაა, GeoCities მომხმარებელს მარტივ და ჭკვიან ინსტრუმენტებს სთავაზობდა, რომლეთა დახმარებითაც საკუთარი ვებ გვერდის შექმნა თაგვის კლავიშებზე რამდენიმე დაჭერით იყო შესაძლებელი. და ეს ყველაფერი უფასოდ.

მეორე მხრივ, იმ პერიოდში იმის განცხადება, რომ მე საკუთარი ვებ გვერდი მაქვს, ნებისმიერს გააოცებდა და სერვისითაც ბევრი სარგებლობდა. პრაქტიკულად ნებისმიერს შეეძლო გვერდების შექმნა და ბევრიც სარგებლობდა ამ საშუალებით.

სამწუხაროდ, მომხმარებელთა უმეტესობის გემოვნება შორსაა იდეალისგან. ამიტომაც გვერდების უმეტესობა გადაჭედილი იყო ანიმირებული GIF-ფაილებით.

GeoCities აგებული იყო გეოგრაფიულ პრინციპზე. ის გვერდები, რომლებიც ფინანსურ საქმიანობას ეხებოდა, უოლ-სტრიტის სათაურით იყო გაერთიანებული, გვერდები რომლებიც ცნობილ ადამიანებს ეხებოდა, ჰოლივუდში ერთიანდებოდა და ა.შ.

ეს საკმაოდ ძლიერი კონცეფცია იყო 1999 წელს, რომლის შედეგად ამერიკული ინტერნეტ მომხმარებლების მესამედს მე-20 საუკუნის ბოლოს საკუთარი ვებ გვერდი ჰქონდა.

რა დაემართა GeoCities? — Yahoo. შეიცვალა ქსელში ტამაში პირობები და წესები.იერარქიული სტრუქტურის მართვა გაძნელდა და შედეგად რესურსი პირატების ტავშეყრის ადგილად იქცა. ინტერნეტიც ვითარდებოდა. ბლოგები და დინამიური რესურსები ქსელიში მნიშვნელოვანი მოთამაშეები გახდნენ.

უკვე არავის სჭირდებოდა საკუთარი სტატიკური ვებ გვერდი. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა 14 დიუმიან CTR მონიტორებტან და დისკეტებთან ერთად. GeoCities დიდი როლი ინტერნეტის ევოლუციაში წარსულს ჩაბარდა.



MySpace


MySpace რომ GeoCities-ის ერთადერი შთამომავალია, სიმართლეს რაღაც დოზით შეიცავს. პირადი გვედები MySpace პროფილით შეიცვალა. ხოლო მთელი სერვისი სოციალური ქსელის საშუალებით ურთიერთობდა.

ორივე რესურსისთვის მთავარი იყო ჯგუფების შექმნა, მაგრამ MySpace-ში შესაძებელი იყო საკუთარი, პირადული პროფილის შექმნა, რომელზე დაშვების უფლება ავტორის გადასაწყვეტი იყო. MySpace სოციალური ქსელის კიდევ რამდენიმე ფუნქციას სთავაზობდა, მათ შორის შეტყობინებების გაცვლა, მეგობართა ჯგუფების გაცვლა, ბლოგები და სხვა.

ეს საინტერესო კონცეფცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ Facebook-ის უფრო მკაცრმა მიდგომამ გაიმარჯვა, რომელიც სტატუსის განახლებაზე იყო კონცენტრირებული. სერვისების ყველაზე დიდი განსხვავება კი მოწყობაში იყო: MySpace საკუთარი პროფილის პერსონიფიკაციაზე იყო მიბმული, ამის შემდეგ კი შესაძლებელი იყო მეგობრების ძებნა. Facebook-ში კი ეგრევე შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ.

განვლილი წლების განმავლობაში MySpace პოპულარული გახდა მუსიკოსებს და მსახიობებს შორის, რომელთაც სერვისის მულიტიმედია ორიენტაცია მოსწონდათ, რაც უცხო იყო ფაცესთვის. ჯამში MySpace გასართობი პორტალი გახდა. MySpace ახლაც დიდი სოციალური რესურსია, მაგრამ , თანდათანობით კარგავს მომხმარებლებს და Facebook.

Hotmail



მართლაც Hotmail ელექტრონული ფოსტის პირველი ვებ სერვისია. (თავიდანვე ვიტყვი, რომ მის მიმართ რატომღაც მტრულად განვეწყვე. რაღაც პასპორტს ითხოვდა ). მომხმარებლების რიცხვის მიხედვით ის ახლაც საუკეთესოდ ითვლება 364 მლნ. მომხმარებელი comScore მიხედვით. ამ მაჩვენებლის მიხედვით ჩემი ფავორიტი Yahoo Mail მეორე ადგილზეა, ხოლო ჩემი ახლანდელი ფავორიტი — Google Gmail მხოლოდ მესამეზე.

დღეს Hotmail ცნობილია როგორც Windows Live Hotmail ეკუთვნის Microsoft 14 წელია. Microsoft 2005 წელს შეეცადა შეეცვალა სახელი, მაშინ როცა საკუთარ სამსახურს მასიურად უცვლიდა სახელებს. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ დააბრუნა.


ბევრი, და მეც მათ შორის, Gmail-ზე გადავიდნენ,და დაივიწყეს Hotmail-ის ანგარიშები. Hotmail ძალიან გადატვირთული იყო მოსაწყენი და უადგილო რეკლამით. ყოველი წერილის ბოლოს მიბმული სარეკლამო ფრაზა მხოლოდ ამ წლის ივნისში მოსცილდა. ინტერფეისი კი არც ისე მოსახერხებელი და სწრაფია, როგორც Gmail-ის შემთხვევაში.

ამრიგად, ვებ-ფოსტის შემქმნელმა ვერ შეინარჩუნა ლიდრობა და უძრაობის ხანაში აღმოჩნდა. როცა რომელიმე სერვისი მხოლოდ კონკურენტების ძალისხმევის შედეგად ვითარდება, მომხმარებლებს ასეთი სერვისის მხოლოდ დატოვების სურვილი უჩნდებათ.


Slashdot
სიახლეთა სერვისი Slashdot ერთ დროს გასაოცარი პოპულარობით სარგებლობდა და გათვითცნობიერებული მკითხველების მყარ ჯგუფებს აერთიანებდა. მასში კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მეცნიერებების სიახლეები ქვეყნდებოდა.

Slashdot ყველაზე საინტერესო მოვლენებს არჩევდა და ამ მოვლენის შესახებ კომენტარის გამოქვეყნების საშუალებას იძლეოდა. ეს კომენტარები კი საინტერესი დისკუსიის საფუძველი ხდებოდა.მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ საიტებს, როგორიცაა Reddit და Digg, რომლებიც სამუშაოს იმავე პროფილს ირჩევნ, ოღონდ ამას უკეთესად აკეთებენ.

Slashdot ცდილობდა Reddit და Digg-ის ახალი აღმოჩენები გაემეორებინა, მარამ ვერ გამოსდიოდა. შედეგად აუდიტორიამ დაცლა დაიწყო. ძველ დროში მთავარი გვერდის სიახლეებს 600-ზე მეტი კომენატრი ერთვოდა.

დღეისთვის 300 არც თუ ჩვეულებრივი რიცხვია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რესურსი არც თუ პოპულარულია, მას მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და თავის მომხიბვლელობას არ კარგავს.


ეხ, AltaVista

დღეისთვის ინეტერნეტის ძალიან ბევრ მომმარებელს ერთხელაც არ უსარგებლია AltaVista-ს სევისით, ან არც კი გაუგია ის. ამის დაჯერება 1990-იან წლებში საკმაოდ რთული იქნებოდა, მაშინ როცა ინტერნეტში ეფექტური ძიება მხოლოდ ამ ძრავზე იყო დამოკიდებული. ეს ის დროა, როცა საჭირო მონაცემების ძიება ნამდვილ ხელოვნებად იქცეოდა ხოლმე...

დღესაც, თანამდეროვე საძიებო სიტემებს რთული შეკითხევის სინტაქსის დამუშავების მექანიზმი გააჩნიათ, მომხმარებელთა უმეტესობა არც კი მიმართავს მას. მათ ეს უბრალოდ არც კი სჭირდებათ. მაშინ კი საჭირო შედეგის მისაღებად შეკითხვის ფორმულირებისათვის ნამდვილი ოსტატობა უნდა გამოგეჩინათ.

რთულია აგრეთვე იმის წარმოდგენა, რომ ყველა საძიებო სისტემა არ ფლობდა მთელი ქსელის ინდექსებს, ქეშირების დონეს ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ. მაგრამ ზოგიერთი საძიებო სისტემები უფრო გათვითცნობიერებულნი იყვნენ, ვიდრე სხვები. AltaVista, ეტყობა ყველაზე უკეთესი იყო, ამიტომაც დაიმსახურა მომხმარებელთა (და მათ შორის ჩემი) ნდობა.

AltaVista სიკვდილის ანემნეზი ცნობილია — Google-ის დაბადება, რომელსაც ძებნის გაცილებით დახვეწილი ალგორითმი ჰქონდა და გრძნეულება. AltaVista-ს ერთერთი უპირატესობა მისი სისადავე და ინტერფეისში ზედმეტი ელემენტებიოს უქონლობა იყო. უტყუარია, რომ Google-მა იმდროინდელი AltaVista-ს ქარიზმიდან და სახიდან ბევრი რა გადმოიტანა, თუმცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.



P.S. მაგივრად

კიდევ რამდენიმე სტრიქონს ჩემს კადნიერებას დავუთმობ და გთხოვთ ფეხზე ადგომით ცოცხალი სახით ვახსენოთ ქართული ინტერნეტის მამების უდღეური შვილები ფოსტა.გე და ინტერნეტ.გე. ფოსტის ამბავში მიზეზი ალბათ კრიჟანული 3მგ იყო, რომელსაც შარშან ფინანსთა სამინისტრომაც ვერ უშველა.

ინტერნეტ.გე-ს ჩაძირვის მიზეზი თამად ვიტყვი, რომ Google არ ყოფილა. ერთხელ რუსტავი2-ს ვეძებდი და პირველ 5 ჩანაწერში სანეტის ვებ გვერდი გამოდიოდა, ესოდა სანეტს ფილიალი აქვს რუსთავშიო. ეხ ქიშო, ქიშო....















ნახეთ მავე თემაზე ჩემი სხვა პოსტები

50 საუკეტესო ვებ გვერდი

პირველი 10 დოთ კომი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით