-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

უაზრო პაროლები

ანუ როგორი არ უნდა იყოს თქვენი პაროლი

პაროლი და ინტერნეტი განუყოფელი ცნებებია. უსაფრთხო პაროლის შედგენა გარკვეული მეცნიერებაც კია. ძალიან ხშირად ახლობლები მეუბნებიან, რომ იცნობენ ხაკერებს, რომლებიც პაროლებს ტეხვენ. ეს 1-1 გავრცელებული მითია, რომლის გავრცელებაში დიდი წვლილი სერიალების მოყვარულ ადამიანთა კატეგორიისთვისაა დამაჯერებელი. უფრო რეალისტურები კი ამ ფაქტების უკან არასწორად შერჩეულ პაროლს ასახელებენ.

აი რამდენიმე პაროლი, რომელის გატეხვა სირთულეს არ წარმოადგენს

 ყველაზე ხშირად გამოყენებული უაზრო პაროლების ოცეული ასე გამოიყურება:



  1. 123456 (290,731)
  2. 12345 (79,078)
  3. 123456789 (76,790)
  4. Password (61,958)
  5. iloveyou (51,622)
  6. princess (35,231)
  7. rockyou (22,588)
  8. 1234567 (21,726)
  9. 12345678 (20,553)
  10. abc123 (17,542)
  11. Nicole (17,168)
  12. Daniel (16,409)
  13. babygirl (16,094)
  14. monkey (15,294)
  15. Jessica (15,162)
  16. Lovely (14,950)
  17. michael (14,898)
  18. Ashley (14,329)
  19. 654321 (13,984)
  20. Qwerty (13,856)






მთავარი მინიშნება: სიტყვა “Password”-ის კოდის სახით გამოყენება ყველაზე ცუდი იდეაა.
არ არის სასურველი ამავე სიტყვის ნულით დაწერა (Passw0rd – მეთვრამეტე ადგილოსანი).
გაეცანით სპლეშდატას მიერ შედგენილ ჩამონათვალს 2011 წლის ყველაზე უნიჭო კოდებისა:




1. password;
2. 123456;
3.12345678;
4. qwerty;
5. abc123;
6. monkey;
7. 1234567;
8. letmein;
9. trustno1;
10. dragon;
11. baseball;
12. 111111;
13. iloveyou;
14. master;
15. sunshine;
16. ashley;
17. bailey;
18. passw0rd;
19. shadow;
20. 123123;
21. 654321;
22. superman;
23. qazwsx;
24. michael;
25. football;
SplashData-ს გენერალური აღმასრულებელი დირექტორი მორგან სლეინი გირჩევთ, სასწრაფოდ შეცვალოთ თქვენი კოდი, თუ კი იგი ერთ-ერთი ზემოხსენებულთაგანია. ჰმ, ამას მეც გეტყოდით…
იმისათვის, რათა დაიცვათ თქვენი თავი ხაკერებისაგან, შეეცადეთ პასვორდის დაყენებისას გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
ა) ეცადეთ აირჩიოთ განსხვავებული შემადგენლობა, ციფრების, ასოების სპეციალური სიმბოლოების (@%^) გამოყენებით.

1Passwd
ბ) კოდი შეარჩიეთ არანაკლებ 8 სიმბოლოს შემადგენლობით. დააშორეთ სიტყვები ცარიელი ადგილით (Space) ან დაბალი ტირეებით ( _ );
გ) არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პასვორდი მრავალი საიტისათვის. თუ დამახსოვრება გიჭირთ, მაშინ იქონიეთ სპეციალური პროგრამა - online password manager.
თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში.



და კიდევ, ინფოგრაფიკა ამავე თემაზე


რომ არ გაიხლართო









ჯერ მხოლოდ ფოტოებს დავდებ, ისედაც ყველაფერი გასაგებია, და შემდეგ იქნებ ტექსტებსაც მოვაბა თავი

სტივ ჯობსი გარდაიცვალა


გთავაზობთ რამდენიმე ბლოგს სტივ ჯობსის შესახებ

http://datomalania.blogspot.com/2010/05/blog-post_23.html


http://v-klasi.blogspot.com/2010/11/blog-post.html

http://v-klasi.blogspot.com/2011/02/blog-post.html





ნბნბნბნბნბნბნბნბნბნბ

ტრენინგები ირემაძეებსი

http://www.slide.com/r/8A3LSZQe3j_J9hMyvYK9OyMc_6Qeoaie?previous_view=lt_embedded_url

google plus. ახალი სოციალური ქსელი


როგორც გუშინ გაცნობეთ, გუგულმა ახალი კვერცხი შემოგვთავაზა. ამ შემთხევაში საუბარია ახალ სოციალურ ქსელზე, რომელიც უკვე არსებულებისგან იმით განსხვავდება, რომ აქვს ვიდეოჩატი ერთდროულად რამოდენიმე მომხმარებელთან და კონფიდენციალობის მკაცრად გაწერილი წესები. ამ წესების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, მის შესახებ რა ინფორმაცია რომელმა ადამიანმა ნახოს. google+ ინტერფეისი ხელმისაწვდომია 40 ენაზე. სამწუხაროდ მათ შორის ჯერჯერობით ქართული არაა.

როგორც გუშინ ავღნიშნე, ქსელი ბეტა ტესტირების რეჟიმშია, და მათთვისაც კი დახურულია, ვისაც უკვე აქვს მოსაწვევი.

გუგული თუ ფაცე?



რესურსმა TechCrunch გამოაქვეყნა გუშინწინ გამოჩენილი ახალი სოციალური სერვისის Google+ მთავარი გვერდის ანაბეჭდი. ჯერჯერობით, ამ სერვისზე დაშვება დახურულია, ამიტომაც ალბათ თქვენც ძალიან გაინტერესებსთ, როგორი ინტერფეისი აქვს მას.

წამოდგენილი სურათებიდან ძნელი არაა დაასკვნათ, რომ ის ძალაიან ჰგავს Facebook-ს, რის გამოც იქედნური ხუმრობები უკვე გამოჩნდა.

გუშინ იუწყებოდნენ, რომ საიტზე დაშვება მოსაწვევებითაა შესაძლებელი, (ალბათ Gmail დაბადება გახსოვთ), მაგრამ როგორც ჩანს, მოსაწვევები ჯერაც არ იქნება. როგორც ცნობილი ჟურნალისტი, მეთიუ ინგრამი, (Mathew Ingram) საკუთარ ტვიტერზე Google ვიცე პრეზიდენტის ვიკა გუნდორტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ”გადარეული მოთხოვნების” გამო მოსაწვევების სისტემა ჯერჯერობით შეჩერებულია.

gmail-ში რეგისტრაცია

ეს ვიდეო ეხება gmail-ში რეგისტრაციას.

მხოლოდ საცდელი ვერსიაა, თუმცა სრულად აღწერს რეგისტრაციის პროცესს.


ფორმატი: .MP4;
ხანგრძლივობა: 00:03:54.
ფაილის ზომა: 7,11მბ.
ეკრანი: 800X600;
ენა: ქართული:
ავტორი©: დ.მალანია

Microsoft- 8,5 მილიარდი =Skype


დიახ, 8,5 მილიარდი ის ციფრია, რომელიც მაიკროსოფტმა გადაიხადა სკაიპის შეძენაში.

ეს თანხა მაიკროსოფტის ყველა ადრინდელ გარიგებას აღემატება, რაც კი ამ კომპანიას ტავისი არსებობის 36 წლის მანძილზე უკეთებია. დაუდასტურებელი ინფორმაციით ანალოგიურ გარიგებაში მაიკროსოფტის კონკურენტები (სისკო, ფესიბუკი, გუგლი) მზად იყვნენ 4 მლრდ $ გადაეხადათ.

რაში იხდის მაიკროსოფტი ამხელა თანხას? 170 მილიონ ჩვენნაირ მომხმარებელში, რომლებიც თვეში ერთხელ მაინც სარგებლობენ სკაიპით. სერვისს მოუწევს Xbox სათამაშო კონსოლთან დამეგობრება (Kinect სენსორით), საფოსტო პროგრამასთან Outlook, სმარტფონებთან Windows Phone 7 პლატფორმაზე. ყველა ამ პლატფორმას აქვს ვებ-ტელეფონიის მხარდაჭერა, უბრალოდ 170 მილიონიანი არმია მას უფრო სასარგებლოს გახდის. “Skype – ეს ზმნაა" – გადაჭრით თქვა მაიკროსოფტის გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა პრეს-კონფერენციაზე, რითაც ყველა კითხვას გასცა პასუხი.

ახალი განყოფილების ხელმძღვანელად სკაიპის ამჟამინდელი ბოსი ტონი ბეიტსი დარჩება, რომელსაც უკვე ბალმერისთვის მოუწევს ანგარიშების ჩაბარება :-).

გარიგების თანახმად სერვისის გააგრძელებს ყველა დანარჩენი პლატფორმის მხარდაჭერას, შედეგად კი არ შეწყდება ლინუქსის და მაკ ვერსიების დეველოპმენტი.

გასულ წელს სკაიპის ის მომხმარებლებმა (სულ არის 663 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი) ისაუბრეს 207 მილიარდი წუთი (როგორც აუდიო ასევე ვიდეო). სკაიპით ჩაიწერა თოქ-შოუების უმრავლესობა – ეს ხომ უფასო კავშირია ორ კომპიუტერს შორის. საშუალოდ 8,8 მლნ მომხმარებელი 5%-ზე ცოტა მეტი კლიენტებიდან იხდის გადასახადს სკაიპის საშუალებით ჩვეულებრივი სატელეფონო ქსელში დარეკვისათვის. უმეტესად ეს არის ევროპის მოსახლეობაა სადაც სხვა ქვეყანაში დარეკვა საშინლად ძვირი ღირს.

ზუსტად იმან რამაც გახადა სკაიპი ასე ძალიან პოპულაური განაპირობა ის, რომ მისმა შემქმნელებმა (ნიკლას ზენსტრემმა და იანუს ფრისმა) თავის დროზე გადაწყვიტეს მისი გაყიდვა. რითი უნდა იშოვო ფული? ვებ-ტელეფონიასთან ორ წლიანი თამაშის შემდეგ მათ სერვისი კომპანია eBay-ს მიყიდეს $2,6 მლრდ. დოლარად. შემდეგშიც კი მისი კომერციალიზაცია წარუმატებლად მიმდინარეობდა, რამაც საბოლოოდ 2010 წლის ბოლოსკენ 7 მილიონიანი წაგება მოიტანა, როცა ამონაგები $860 მილიონის შეადგენდა.

შეძლებს თუ არა მაიკროსოფტი უკეთ მართოს ახალშეძენილი აქტივი? ჯერ-ჯერობით კორპორაციის არც ერთი ინტერნეტ ბიზნესი არ შეიძლება დასახელდეს წარმატებულად, თუნდაც გუგლთან შედარებით. გასულ წელს რედმონდელებს ისე გაუჭირდათ, რომ თანახმა იყვნენ გადაეხადათ 47,5 მილიარდი იაჰუში. დღეს იაჰუ ორჯერ უფრო იაფი ღირს.


P.S. იმის აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ბლოგერებმა ახალი პროდუქტი ხუმრობით სკაინეტ-ად (სკაინეტი - ხელოვნური ინტელექტი ტერმინატორზე შექმნილ ფილმებში) მონათლეს. საკმაოდ სიმბოლურია.

მოზილას ცხელი კლავიშები


მოზილას ცხელი კლავიშები


ბრძანებაკომბინაცია
ნავიგაცია
წინ

Alt + ან Backspace

უკანAlt + ან Shift + Backspace
საწყისი გვერდიAlt + Home
განახლებაF5 ან Ctrl + R
განახლება(კეშის გამოუყენებლად)Ctrl + F5 ან Ctrl + Shift + R
შეწყვეტაEsc
ფაილის გახსნაCtrl + O
მიმდინარე გვერდი
გვერდის საწყისი კოდიCtrl + U
გვერდის თავში გადასვლაHome
გვერდის ბოლოში გადასვლაEnd
წინა ფრეიმში გადასვლა( გვერდებისთვის ფრეიმებით)Shift + F6
შემდეგ ფრეიმში გადსვლა ( გვერდებისთვის ფრეიმებით)F6
ბეჭდვაCtrl + P
Zoom ResetCtrl + O
გვერდის შენახვაCtrl + S
Zoom InCtrl + "+"
Zoom OutCtrl + "-"
სწორება
ჩასმაCtrl + V
ყველაფრის მონიშვნაCtrl + A
ამოჭრაCtrl + X
კოპირებაCrtl + C
გაუქმებაCtrl + Z
განმეორებაCtrl + Y
წაშლაDelete
დაძებნა
ხელახლა დაძებნაF3 ან Ctrl + G
დაძებნაCtrl + F
წინა დამთხვევის მოძებნაShift + F3
Web SearchCtrl + K ან Ctrl + E
ბმულების დაძებნა შეყვანისამებრ '
ტექსტის დაძებნა შეყვანისამებრ /
ფანჯრები და ჩანართები
ჩანართის არჩევა ნომრის მიხედვითCtrl + (1-8)
ბოლო ჩანართის არჩევაCtrl + 9
ჩანართის დახურვაCtrl + W ან Ctrl + F4
ფანჯრის დახურვაCtrl+ Shift + W ან Alt + F4
ახალი ჩანართიCtrl + T
ახალი ფანჯარაCtrl + N
მისამართის ახალ ჩანართში გახსნა(მისამართების ველიდან ან საძიებო პანელიდან)Alt + Enter
დახურული ფანჯრის აღდგენაCtrl + Shift + N
დახურული ჩანართის აღდგენაCtrl + Shift + T
წინა ჩანართზე გადასვლა

Ctrl + Shift + Tab ან Ctrl+ PageUp

შემდეგ ჩანართზე გადასვლაCtrl + Tab ან Ctrl+ PageDown
ჩანართის თავში გადატანა (როცა ფოკუსი ჩანართზეა მომართული)Ctrl+ Home
ჩანართის ბოლოში გადატანა (როცა ფოკუსი ჩანართზეა მომართული)Ctrl + End
ჩანართის მარჯვნივ გადატანა (როცა ფოკუსი ჩანართზეა მომართული)Ctrl + ან Ctrl + ↓
ჩანართის მარცხნივ გადატანა (როცა ფოკუსი ჩანართზეა მომართული)Ctrl + ან Ctrl + ↑
ინსტრუმენტები
ბიბლიოთეკაCtrl+ Shift + B
Caret BrowsingF7
ყველა ჩანართის სანიშნეებში დამატებაCtrl+ Shift + D
გვერდის სანიშნეებში დამატებაCtrl + D
ისტორიის ჩვენებაCtrl + H
ჩამოტვირთვის ფანჯარაCtrl + J
სანიშნეებიCtrl + I ან Ctrl + B
პრივატული ნახვის რეჯიმზე გადართვაCtrl+ Shift + P
ახალი ისტორიის წაშლაCtrl+ Shift+ Del
შეცდომების კონსოლიCtrl+ Shift + J
სხვადასხვა
საძიებო მანქანების არჩევა ან მართვა(როცა კურსორი ძებნის სტრიქონზეა მომართული)Alt+ ↑ ან Alt+ ↓ ან F4
მისამართის პანელში მთლიანი ტექსტის მონიშვნაAlt+ D ან F6 ან Alt+L
მისამართისთვის დომენური სუფიქსის .com დამატებაCtrl+Enter
მისამართისთვის დომენური სუფიქსის .net დამატებაShift+Enter
მისამართისთვის დომენური სუფიქსის .org დამატებაCtrl+Shift+Enter
მენიუს პანელის ჩვენება (როცა დაფარულია)Alt
მთლიან ეკრანზე ჩვენებაF11
ცნობაF1
სტრიქონის ამოშლა ავტოშევსების სიიდანDel
ღილაკების კომბინაციები მედიასთვის (მხოლოდ OGG/Theora ფორმატის ვიდეო)
დაკვრასა და პაუზას შორის გადართვაSpace
ხმის ჩაწევა
ხმის აწევა
ხმის გამორთვაCtrl + ↓
ხმის აღდგენაCtrl + ↑
უკან გადახვევა 15 წამით
უკან გადახვება 10 % ითCtrl + ←
წინ გადახვევა 15 წამით
წინ გადახვევა 10 %-ითCtrl + →
თავში გადახვევაHome
ბოლოში დაგახვევაEnd

მელია მე-4 კლასშია



დღეს ძალიან მოვინდომე, რომ ინტერნეტს არ გავკარებოდი, არც ფოსტა შემემოწმებინა, არც ფაცეს ვსტუმრებოდი, გასაგებია ბლოგის დაწერას საერთოდ არც ვაპირებდი. მიზეზიც მქონდა: ჩემი 1-1 ვებ გვერდი 2004 წლიდან ჩემი ხელის შეხებას ელოდება. მოკლედ დიდი ხანია რომ ამ დღეს ველოდი: მაგრამ ისევ გადაიდო: მიზეზი ფოსტაში ცალი თვალით ჩახედვაა სადაც მატყობინებდნენ, რომ მელია მეოთხე კლასში გადავიდა.

სიმართლე ითქვას, ეს ბრაუზერი მე დიდად არასდროს მხიბლავდა, თუმცა დანამდვილებით ვიცოდი, რომ ექსპლორერს, ყოველთვის სჯობდა (ყველა მტკიცებით, წინაპარი მაინც. ის ჩემს ყურადღებას მაშინ იპყრობდა, როცა რომელიმე მომხმარებლის ენობრივი შეზრუდულობა არჩევანს არ მიტოვებდა. ექსპლორერი კი ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყო. მხოლოდ 2009 წელს მომიწია ღირებულებების გადაფასებამ, როცა გაცხარებული ტრენინგის დროს ძველმა მეგობარმა სასტიკად მიღალატა.
სხვანაირად ვერ აღვწერ სიტუაციას, როცა ჩემს მოწოდებაზე, "დააჭირეთ Ctrl+V და მიიღებთ ცხრილს," ცხრილის მაგივრად გაუგებარი ტექსტი გაიჩითა lemill-ის გვერდზე.

იცით რა, ჩემი გუგულის კვერცხების სიყვარულის ისტორიები, ბევრ თქვენთაგანს გაუკვირდება ამ პოტის დაწერის მოტივაცია. მაგრამ მაინც.......

დავუბრუნდეთ ისევ მელიას, უფრო სწორედ მის აღმატებულება Mozila FireFox 4.0. მისი ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია ოფიციალური საიტიდან.


მაშა ასე: ამა წლის (2011) 22 მარტს ორგანიზაცია Mozilla Foundation-მა გამოუშვა საკუტარი ეს პროგრამა მიკროსოფტის Internet Explorer-ის სერიოზული კონკუტენტია და ზოგიერთ ქვეყნებში პოპულარობით მას უსწრებს კიდევაც. წინა "სრულმა" ვერსიამ Firefox 3 ჩამოტვირთვების რაოდენობით რეკორდი დაამყარა და გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა. მეოთხეკლასელი კი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს.


მოკლე ჩანართი: რაც შეეხება რეკორდის დამყარების პროცესს:
Firefox 3 გამოშვების დღედ სახელდება "ჩამოტვირთვის დღე 2008". ჩამოტვირთვის დღე ოფიციალურად დაიწყო 17 ივლისს ჩრდილოეთამერიკული წყნაროკეანური დროით დილის 10:00 საათზე(21:00 17.06.2008 თბილისის დროით) და დამთავრდა 18:16 UTC (22:16 თბილისის დროით). მარტივი ანგარიშით გამოდის, რომ ჩვენებური 24 საათიანი დღე ამერიკაშიც იგივე 24 საათი გრძელდება (თურმე), მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იყო, რადგან უკვე 21:05 საათზე(თბილისის დროით, ანუ პირველივე წუთებზე) სერვერები გადაიტვირთა ჩამოტვირთვების უჩვეულოდ დიდი რაოდენობის გამო. კომპანიაში მიიღეს გადაწყვეტილება, გინესის წიგნის წარმომადგენლებს რაოდენობის დაფიქსირება მთავარი სერვერის ფუნქციონალობის აღდგენის შემდეგ დაეწყოთ. ამ პროცესს კი 1 საათი და 26 წუთი დასჭირდა, ანუ თბილისის დროით 22:26 საათზე სერვერმა დაიწყო გამართული მუშაობა. გინესის წიგნის წარმომადგენლებს ინფორმაციის გადასამოწმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე დასჭირდათ და საბოლოოდ ივლისის დასაწყისში გამოცხადდა, რომ რეკორდი დამყარდა. გინესის წიგნში შევიდა ჩანაწერი 24 საათში 8 002 530 ჩამოტვირთვის შესახებ.
შედარებისათვის გეტყვით, რომ Opera 9.50 ვერსიის გამოსვლის მე5 დღეს ის გადმოიწერა 4.7 მილიონჯერ.



უნდა აღინიშნოს, რომ ამ არაკომერციულმა ორგანიზაციამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ყოველგვარი რეკლამის გარეშე, Microsoft -ისგან განსხვავებით, რომელიც მე-9 Explorerს ლამისაა ყველგან ტენის. მიუხედავად ამისა "ცხრიანიზე" ერთი დღის განმავლობაშ მხოლოდ 2 მილიონზე ცოტა მეტმა ადამიანმა დააჭირა. პროცენტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაინც ყველა თავისებურად ითვლის.

Mozilla-ს საიტზე მოტანილი რამდენიმე საინტერესო სტატისტიკა რეგიონების მიხედვით. ყველაზე მეტი მომხმარებელი ამ ბრაუზერს ევროპაში ჰყავს - ცამოტვირთვების 40% მეტი. აუდიტორიის მეოთედი ჩრდილოეტ ამერიკაზე მოდის, ხოლო ახალი მეოთხედში 20%ზე ნაკლებია აზიაზე.

მაშ ასე, რას გვთავაზობს Mozilla?

პირველ რიგში, შემქმენელები აცხადებენ, რომ ახალი ბრაუზერი ყველა ადრინდელზე სწრაფია, რაც გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს. მართლაც მესამე ვერიის გამოსვლიდან 2 წელიწადნახევარზე მეტი გავიდა. ბოლო სტაბილური რელიზი - Firefox 3.6 2010 წლის იანვარშ გამოვიდა, კონკურენტებს არ სძინავთ და მოდუნების საშუალებას არ იძლევიან.

Mozilla, კერძოდ, აცხადებს, რომ ბარუზერი JavaScript-ს სწარფად დაამუშავებს, რაც შესაბამისი სცენარებიანი გვერდების ჩატვირთვის და მუშაობის სისწრაფეს გაზრდის. აცხადებენ, რომ წარმადობა 2-დან 6-ჯერაც კი გაიზრდება (ალბათ, ძალიან ძველ ვერსიებთან შედარებით თორემ............).

მეორე მხრივ, Mozilla გვერდს ვერ აუვლიდა HTML5 მხარდაჭერაზე საუბარს. ამაზე საუბარი ბრაუზერის ავტორებში მოდაშია. მაშ ასე, Firefox- უშუალოდ ბროუზერის ფანჯარაში მაღალი ხარისიხის ვიდეოგამოსახულების გამოტანა შეუძლია გუგლური WebM ფორმატის გამოყენებით, ასსევე შეუძლია 3D-ანიმაციის ჩვენებაც. ამისთვის ბრაუზერში რეალიზებულია WebGL სტანდართის მხარდაჭერა, რომელიც ამდროისათვის Mozilla-ს უშუალო მონაწილეობთ ხორცილედება. ეს სტანდარტი რაიმე დამატებების ან ცალკეული მოდულების დამატებების გარეშე 3D-ანიმაციის გამოტანის საშუალებას იძლევა. ასეთი ელემენტები ვებ გვერდის კოდშია აღწერილი. ჯერჯერობით WebGL-ის მარდაჭერა Firefox გარდა გააჩნია ჩემს საყვარელ Google Chrome-ს.

ინტერფეისის თვალსაზრისით შემქმნელებმა რამოდენიმე საინტერესო თავისებურება წარმოადგინეს: 3.6 ვერსიასთან შედარებით, მათ გაამარტივეს ბრაუზერის ინტერფეისი. მენიუს ზედა მარცხენა კუთხეში მოუყარეს თავი. თითქოს მელია ოპერაში წავიდა.ხოლო მათთვის, ვინც თამამი ექსპერიმეტებისთვის მზად არ არის, უკან დასახევი გზა მოჭრილი არაა.

Mozilla-ში ასევე შესაძლებელია ხშირად დათვალიერებადი საიტები მიაბათ სამისამართო ზოლის მარცხენა კუთხეს, რათა საყვარელი ვებ გვერდის მისამართის შეყვანა ან სანიშნეებში მოძიება ყოველ ჯერზე არ გიხდებოდეთ. ეს მხოლოდ წამის მეათედებს დაგვიზოგავს, მაგრამ გადაწყვეტილება უფრო საიმიჯოა - რაღაც ისეტი, რომელიც გვატქმევინებს, რომ ახალი Firefox ძველისგან განსხვავებულია. აღსანიშნავია, რომ ამდაგვარივე გადაწყვეტილება IE9-იც გამოჩნდა. თუმცა, მართალია Microsoft გთავაზობთ საყავრელი საიტების მისამართები სამუშაო მაგიდაზე განათავსოთ.

აღსანიშნავია რომ რელიზში საუბარი იყო ლინკების დაჯგუფების ფუნქციაზე. ეს ინსტრუმენტი Panorama-ს სახელით იყო მოხსენიებული. სამწუხაროდ მისი გატესტვა მე ვერ მოვახეხე. რომელიმე მკითხველი თუ ამ ფუქციას საიტიდან ჩამოტვირთულ ვერსიაზე აღმოაჩენს და გამოიყენებს, იქნებ მეც გამიზიაროთ შთააბეჭდილებები.

ეს ფუნქცია იმითაა საინტერესო, რომ ოპერაციული სისტემის მენიუში გაიხსენება ბრაუზერის ერთი ფანჯარა, და არა ორი, სამი და ა.შ. ამიტომ იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც ათობით ფანჯრის გახსნა უყვარს, დაჯგუფება სრულადაც არ იქნება ზედმეტი ფუნქცია. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ Opera-ს ბოლო ვერსიაშიც არის რეალიზებული დაჯგუფება. და იქ, ჩემი აზრით, უფრო მოხერხებულადაა შესრულებული და როგორც მინიმუმ უფრო მარტივად. ჯგუფის შესაქმნელად საკმარისია ერთი ჩანართის მეორეს ზევით გადათრევა.

ახალი Firefox მნიშვნელოვანია აგრეთვე მობილური მოწყობილობების მხარდაჭერა. შემქმნელები ახლო მომავალში "მეოთხეკლასელის" Android-ვერიის გამოშვებას გეგმავენ. მას კომპიუტერის ანალოგიურ ბრაუზერთან სინქრონულ რეჟიმში მუშაობა შეეძლება. ამ ფუნქციის დახმარებით, მომხმარებლები შეძლებენ ბროუზინგის ისტორია დაათვალიერონ სხავდასხვა კომპიუტერებზე და სმარტფონებზეც კი. შეუძლაით პაროლით დაცული ვებ გვერდების დათვალიერება და აგრეთვე ისარგებლონ ერთიანი სანიშნეებით. Firefox-ის წინა საფინალო ვერსია "გუგლფონებისთვის" შესაძლებელია ჩაამოიტვირთოს Android Market-იდან.

Mozilla აგრეთვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენებზე, მათ შორის ქართულად. სულ მთლიანად ხელმისაწვდომია 80-მდე ვერსია.

Mozilla-ს გასავრცელებლად აქტიურად გამოიყენება სოციალური მედია და არატრადიციული ინსტრუმენტები. ჩამოტვირთვის შეჯიბრებეისთვის სპეციალური საიტის გარდა შეიქმნა სპეციალური გვერდი TwitterParty, რომელზეც შემთხვევითობის პრინციპით დროდადრო აისახებოდა Twitter-ის მომხმარებლების ქეშტეგ #fx4-იანი შეტყობინებები. Mozilla-მ აგრეთვე გაუშვა კიდევ ერთი საიტი, სადაც ბრაუზერის სხვადასხავა საშუალებები მომხმარებლისტვის გადაგებად და სახალისოდ იყო წარმოდგენილი. ეს ერთგვარი ვირუსიანი საიტია, რომლის მისამართი მომხმრებლიდან მომხმარებელს ეგზავნება, ისე როგორც ვირუსი. მაგრამ მოზილას ვარიანტი გადამდები არ არის.

საბოლოო ჯამში Mozilla-მ შეძლო 400 მილიონიანი აუდიტორიისათვის გამოეშვა საინტერესო ბრაუზერი Firefox სახით. ამასთან თუ გავითვალისწინებთ, რომ მეცხრე Internet Explorer , "მელიას" ძირიტადი კონკურენტი ერთი კვირით ადრე გამოვიდა და მისი დაყენება ერტერთ პოპულარულ ოს Windows XP-ე შეუძლებელია, Mozilla მომგებიან პოზიციაშია.

მედია საშუალებები უკვე სარგებლობენ საბაბით და აცხადებენ, თითქოს "Firefox-მა დაამარცხა IE. ასე რომ "ალტერნატიული" ბრაუზრის შემქმნელებს შეუძლაით იამაყონ.



ამ სურათზე გამოსახულია 50 000 ქართული ჰიტის სტატისტიკა ოთხი ბრაუზერის მიმართ. ადგილები ასე განაწილდა: ოპერა 45%, ქრომი 25%, მოზილა 17%, ექსპლორერი 11%. სხვა დანარჩენი 2%.






© დათო მალანია

tტრენინგები ჩხოროწყუში

მასალებს მალე მოგაწვდით

დოტ კომის 26 წლისთავი

”ეს მნიშვნელოვანი წლისთავია, ვინაიდან ზონა .com - კარგი და ძალიან პოპულარული ადგილია ინტერნეტ მისამართებისთვის - აღნიშნა კომპანია Verisign-ის, მმართველმა დირექტორმა მარკ მაკლაფლინმა. 26 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა როგორი იქნებოდა ინტერნეტი დღეს. ეს ნამდვილი გარღვევაა".

ინტერნეტ სახელების გავრცელებაში გადამწყვეტი გახდა კომპანია Netscape-ის ინტერნეტ ბროუზერი Mosaic, რომელმაც ინტერნეტი მასიური გახადა.

რეგისტრაციების სწარფი ზრდა აღინიშნება 1997 წლიდან. როდესაც ყოველწლიურად ჩნდებოდა 20-25 მლნ ახალი ინტერნეტ-სახელი. ამ პერიოდიდან დომენების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

.com ზონაში რეგისტრაციების ბუმი აღინიშნა 2007 წელს. ზუსტად ამ წელს თავისუფალი ოთხსიმბოლოიანი დომენი პრაქტიკულად ამოიწურა.

დღეისთვის .com ზონაში ყოველდღიურად ათასობით დომენი ჩნდება. სულ მსოფლიოში, კვლევითი ორგანიზაცია Netcraft-ის მონაცემებით, არსებობს 206მლნ საიტზე მეტი. ნეტავ ქართული რამდენია? ან მერამდენე ადგილზე ვართ რეგისტრირებული დომენების რაოდენობით?

ინტერნეტ ექსპერტები დიდი ხნის წინ აცხადებდნენ, რომ თავისუფალი მისამართები ნაციონალურ დოემენზეც იწურებოდა, და სიტუაციიდან გამოსავალს IDN (Internationalized Domain Name) მრავალენოვან დომენზე გადასვლა გამოასწორებდა.

ამ სახის დომენების იდეა 1996 წელს იქნა შემოთავაზებული, ხოლო 2 წლის შემდეგ დაიწყო მისი ცხოვრებაში გატარება.

2007 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო IDN სისტემის ტესტირება 11 ნაციონალურ ენაზე. მაშინ ღიად ხელმისაწვდომი გახდა საიტი IDNwiki, რომელიც განთავსდა http://idn.icann.org მისამართზე. ამ საიტის ინტერფეისი ყველა ენაზე იყო დამზადებული.

ნაციონალური დომენები (v.2)

აქ შეგიძლიათ იხილოთ ძველი პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით

09 მარტი 2011

საქართველოს მიენიჭა ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) .გე;

მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, 2009 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო დომენური სახელების (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) ინტერნაციონალიზაცია.

პროგრამა შედგება სამი ნაწილისგან:

1. პროგრამაში მონაწილეობისთვის მომზადება

2. დომენური სტრიქონის წარდგენა შეფასებისთვის

3. მოთხოვნის წარდგენა დომენის დელეგირების თაობაზე

პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა (ITDC ჯგუფი); (პროგრამის პირველი ეტაპი);

საქართველოსთვის შეირჩა ქართული დომენური სტრიქონი .გე და სათანადო დოკუმენტაციასთან ერთად გაიგზავნა ICANN-ში შეფასებისთვის (პროგრამის მეორე ეტაპი);

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი. შესაბამისად, საქართველოს მოენიჭა ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) –

.გე;

ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღარ იფუნქციონირებს არსებული ლათინურენოვანი დომენური სტრიქონი .ge

ორივე სტრიქონი იფუნქციონირებს პარალელურად, მაგრამ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად.

ამჟამად გასავლელი დარჩა პროგრამის მესამე ეტაპი - მოთხოვნის წარდგენა დომენის დელეგირების თაობაზე.

მესამე ეტაპის წარმატებით დასრულებისთანავე დაიწყება ახალი ქართულენოვანი დომენური სტრიქონის (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) რეგისტრაცია.


ნაკადული
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=110&info_id=8831


პროგრამის საწყის ეტაპებზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა შესაძლო ვარიანტები (საქ, სქ, გე, ივერ, ივერია, საქართველო). სასურველი ვარიანტის შერჩევა (ხმის მიცემა) კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე ყველა დაინტერესებულს პირს ჰქონდა.

დაინტერესებულთა შორის საკუთარი ვარიანტით „სქ" წამოდგენილი იყო Сaucasus Online-იც. პროგრამაში მონაწილეობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი (ITDC ჯგუფი), რომელმაც შეარჩია დომენი „გე" და პროგრამის ორი ეტაპი წარმატებით გაიარა.

შედეგად ქართული ნაციონალური დომენებისთვის შერჩეულია „გე" დაბოლოება.

„ge"-დომენის მართვის უფლება 1998 წელს "სანეტმა" მოიპოვა. ამჟამად მისი სამართალმემკვიდრეა Сaucasus Online, რომელიც ამ დროისთვის „ge"-ს მართავს. (registration.ge)

კომისიის ცნობით, მიენიჭება, თუ არა „ITDC ჯგუფს" „გე"-ის რეგისტრაციისა და მართვის უფლება, სავარაუდოდ აპრილში გაირკვევა.

ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენური სახელი კი უკვე დაარეგისტრირა მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ - „рф". მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობის მქონე ქვეყნიდან მშობლიურ ენაზე დომენური სახელის დანერგვაზე უარი განაცხადა სომხეთმა. ის დომენების იდენტიფიცირებას ლათინური ტრანსკრიფციით არჩევს.

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით