-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

37-ე გვერდის დათოს განმარტებები

ამ პოსტით მინდა გესაუბროთ მეორე დონის სახელმძღვანელოს 37-ე გვერდზე განთავსებულ მასალაზე



ორი საინტერესო პროგრამა

1. RapidTyping ეს არის კლავიატურის ტრენაჟორი. რამდენი ხანია ქართული (უცნაური) კლავიატურის ტრენაჟორს ვეძებ და დღეს შემთხვევით გადავაწყდი. ამიტომაც არ დამზარებია ღამის სამის ნახევარზე ამ პოსტის გამოცხობა. 





თუ ვერ გაიგეთ როგორ უნდა დააყენოთ ქართული კლავიატურა და დავალებები, მომმართეთ, არ მოგერიდოთ, არ დამეზარება ახსნა...

ქართულ ენაზე გადაყვანუს მოკლე ინსტრუქცია:








2. http://easyquizzy.com/  ეს  კი ტესტების საკეთებელი პროგრამაა თითქმის ყველა საჭირო ფუნქციით, ინტუიციურად გასაგები და მარტივი (ნახეთ ვიდეოგაკვეთილი)




მხიარულ თამაშს და ბედნიერად დასრულებულ ტესტირებას გისურვებთ მასწავლებელ–მოსწავლეებს. იმედია ბოროტად არ გამოიყენებთ  ;) 

სად ცხოვრობს ინტერეტი



ამერიკულმა ტრანსნაციონალურმა საჯარო კორპორაცია გუგლმა, რომელიც პირველ რიგში  ცნობილია, როგორც ლიდერი საძიებო სისტემა, გაუშვა საიტი „სად ცხოვრობს ინტერნეტი“ (Where the Internet lives). ეს საიტი მოგვითხრობს ამერიკაში, ფინეთში და ბელგიაში გუგლის დატაცენტრების შესახებ.  კონი ჟუს (Connie Zhou)  მიერ გადაღებულ ფოტოებზე შესაძლებელია დააათვალიეროთ კომპანიის საკუთრებაში არსებული სერვერის კარადები, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და გაცივების სისტემები.  ამას გარდა გუგლმა ქუჩის დათვალიერების სერვისსზე ჩრდილოეთ კაროლინას შტატშის ქალაქ ლენუარში მდებარე დატაცენტრის პანორამული სურათებიც განათავსა. მომხმარებელს ვირტუალურად შეუძლია გაისეირნოს შენობაში და შეიხედოს სხვადასხვა დარბაზებში.

დღეისთვის გუგლი მართავს  მილიონზე მეტ სერვერს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებულ მონაცემთა დამუშავების ცენტრებში. მათი საშუალებით ის ყოველდღიურად ამუშავებს ერთ მილიარდზე მეტ შეკითხვას და 24 პეტაბაიტ შეკითხვას.    





წყაროwww.google.com

ვიდეოები






მეორე დონის ტრენინგები წალენჯიხა ჩხოროწყუში


03 ნოემბერს, წალენჯიხის  N2 საჯარო სკოლაში 13:00 საათზე  დაიწყება პირველი და  მეორე დონის ტრენინგები თემაზე "ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სკოლაში". 

ტრენინგების საბაზო კურსზე მოწვეული არიან ის პედაგოგები, რომელთაც არ გაუვლიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული მსგავსი ტრენინგები. ეს ტრენინგები 24 საატიანია. სულ იქნება 8 შეხვედრა. აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ შეგიძლიათ გაიაროთ მეორე დონის ტრენიგები. 

თუ თქვენ უკვე ფლობთ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, შეგიძლიათ საკუთარი სახელი და გვარი ქართულ ენაზე აკრიფოთ შეინახოთ ფაილში და შედეგ მიაგნოთ, მაშინ შეგიძლიათ გაიაროთ მეორე დონის ტრენინგები 
ტრენინგების მეორე დონის კურსი  40 საათიანითითო ტრენინგი გრძელდება 3 საათისულ ჩატარდება  13 შეხვედრატრენინგები ჩატარდება ორ ჯგუფადდილის ჯგუფი იმუშავებს 12:00 დან 15:00–მდემეორე ჯგუფი კი 15:00–დან  18:00–მდეშეხვედრები იქნება დღეგამოშვებით შაბათკვირის ჩათვლით. ტრენინგები ყველა ჯგუფისთვის დამთავრდება ნოემბერში.

 ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხებიტექსტების აკრეფა და გაფორმებაცხრილების (შეფასების რუბრიკებისშექმნასურათის ჩასმაელექტრონული ცხრილებიელექტრონული პრეზენტაციების შექმნა და წარმართვაგაკვეთილის გეგმების და პროექტების შედგენა.ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტებში ჩასმაინტერნეტში დოკუმენტების განთავსებაელექტრონული ფოსტით სარგებლობა. ტრენინგები მნიშვნელოვნად გამოადგება კომპიუტერი-ინგლისურის გამოცდით დაინტერესებულ პედაგოგებს.

მსმენელებს დაურგდებათ სახელმძღავნელო და დისკი  
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ სერტიფიკატსრომელსაც გააჩნია ერთი კრედიტქულის ღირებულებატრენინგებს ატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიტრენინგები უფასოა 
დამატებითი ინფორმაცია ნახეთ ბლოგზე datomalania.blogspot.com


წინა შეხვედრა ჩაიშალა პედაგოგების გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ dato.malania@gmail.com მისამართზე გთხოვთ წარმოადგინოტ შერჩეული პედაგოგების სია. პედაგოგტა გაოუცხადებლობის შემთხვეაში სკოლა გადაიხდის ჩასლილი ტრენინგის ღირებულებას


სმს გაუგზავნეთ შემდეგი ტექსტი


 03 noembers 13:00 Tqveni skolidan gamoagzavneT ????? pedagogi kompiuterul treningebze.  damatebiti informaciistvis naxet blogi datomalania.blogspot.com an dareket teelfonze 577 14 47 85


ნათიას: ტრენინგები ჩხოროწყუში დაიწყება პირველ ნოემბერს 15:00 (სამ) საატზე

მეორედონის ტრენინგები ქობულეთში


24 სექტემბერს, ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში 15:00 საათზე  დაიწყება მეორედონის ტრენინგები თემაზე "ინფორმაციულ საკომუნიკაციოტექნოლოგიები სკოლაში". 

შერჩეულ პედაგოგს უნდა გააჩნდეს კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარჩვევები: (ქართულ ენაზე დაწეროს საკუთარი სახელი და გვარი და შეინახოს). არ გამოაგზავნოთ ტექპერსონალიინფორმატიკის და დაწყებითი კლასის ძირითადი პედაგოგი. სასურველი პედაგოგს გავლილი ჰქონდეს კომპიუტერის საბაზო კურსი    

ტრენინგები 40 საათიანითითო ტრენინგი გრძელდება 3 საათისულ ჩატარდება  13 შეხვედრატრენინგები ჩატარდება ორ ჯგუფასდილის ჯგუფი იმუშავებს 12:00 დან 15:00–მდემეორე ჯგუფი კი 15:00–დან  18:00–მდე.შეხვედრები იქნება დღეგამოშვებით შაბათკვირის ჩათვლით. ტრენინგები ყველა ჯგუფისთვის დამტავრდება 20 ოქტომბერს.

 ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხებიტექსტების აკრეფა და გაფორმებაცხრილების (შეფასების რუბრიკებისშექმნასურათის ჩასმაელექტრონული ცხრილებიელექტრონული პრეზენტაციების შექმნა და წარმართვაგაკვეთილის გეგმების და პროექტების შედგენა.ინერენეტში ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტებში ჩასმაინტერნეტში დოკუმენტების განთავსებაელექტრონული ფოსტით სარგებლობა.   
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ სერტიფიკატს,რომელსაც გააჩნია ერთი კრედიტქულის ღირებულებატრენინგებს ატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიტრენინგები უფასოა 

დამატებითი ინფორმაცია ნახეთ ბლოგზე datomalania.blogspot.com

დათოზე



ჩემი  CV  PDF  ფორმატში,



© ბლოგზე განთავსებული მასალები წარმოადგენს ავტორის საკუთრებას. დაუშველია მათი ნებიმიერი სახით გამოყენება, გადაკეთება და ა.შ. ავტორთან შეთანხმების გარეშე, გარდა არაკომერციული, სასწავლო ხასიათის მიზნებისა. თუმცა ამ შემთხევაში ავტორის მოხსენიება აუცილებელია!

ავტორთა საყურადღებოდ: ბლოგზე გამოყენებული ყველა სხვა ავტორის მასალა გამოქვეყნებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის დაცვით. ყველა მასალაზე არსებობს შესაბამისი მიმოწერა.

მიუხედავად ამისა, თუ თქვენ თვლით, რომ, რომელიმე პოსტი არღვევს თქვენს დადასტურებულ საავტორო უფლებას, გთხოვთ ამის შესახებ მაცნობოთ კომუნიკაციის ნებისმიერი ხერხით, თუნდაც კომენტარით.



გმადლობთ, რომ დახარჯეთ დრო ამ გვერდის წასაკითხად. ვიმედოვნებთ, რომ დათოს ბლოგი და დაგიტოვებთ მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებებს.

windows 8 & office 2013

http://res2.windows.microsoft.com/resbox/en/6.2/main/66f89db7-9687-4b45-a423-ef7cb90b8e40_39.mp4

ინტერნეტის ნათლობა

ინტერნეტის ისტორია 1980 წელს იწყება. ინგლისელმა ტიმ ბერნერ-ლიმ რომელსაც ქონდა გაფორმებული კონტრაქტი კომპანიასთან European Organization for Nuclear Research (CERN), შვეიცარიაში, გააკეთა ENQUIRE, რომელიც წარმოადგენდა პერსონალურ ბაზებს, მაგრამ ასევე გზას რომ “ეთამაშათ” ჰიპერტექსტთან. თითოეული ახალი ინფორმაციის გვერდი უნდა იყოს დაკავშირებული უკვე არსებულ გვერდებთან.
ტიმ ბერნერ-ლი

ნახე პრეზენტაცია



1984 წელს ბერნერ-ლი ბრუნდება CERN-ში და ამბობს რომ მსოფლიოში არის პრობლემა საკუთარი ინფორმაციის წარმოდგენისა: მსოფლიოს მეცნიერებს ჭირდებოდათ რომ გაეცვალათ ინფორმაცია ყოველგვარი ერთნაირი დანადგარებისა და ერთობლივი მუშაობის გარეშე. პროგრამა მან მხოლოდ და მხოლოდ 1989 წელს გამოუშვა და ის ემსახურებოდა დიდი ჰიპერტეკსტური ბაზების გალინკვასა და დაკავშირებას მაგრამ პროგრამამ ძალიან პატარა ინტერესი გამოიწვია. მისმა ბოსმა, მაიკლ სენდალმა მოუწოდა ლის რომ მისი პროგრამის წარმოება დაეწყო ახალად შეძენილ ტექნოლოგიაზე NeXT. ლი დათანხმდა, მან გადახედა მრავალ სახელს: Mesh,Mine,IS… ერთი მომენტი მას უნდოდა დაერქმია The Information Mine (მაგრამ აბრავიატურა TIM იყო მისი ინიციალები და მან ამ სახელზე უარი განაცხადა) იყო ვარიანტი Mine Of Information (მაგრამ აბრავიატურა MOI ფრანგულად “მე”-ს ნიშნავს და ლის პასუხი იყო არა) ბოლოს და ბოლოს ლი შეჩერდა სახელწოდებაზე World Wide Web.
World Wide Web (WWW) დაბადების დღის თარიღი არის 14 მარტი და არის 20 წლის.

ბიოლოგიის აბიტურის გვერდი


ამ გვერდზე თავმოყრილია სასწავლო მასალა აბიტურისთვის ბიოლოგიაში. როგორც ტექსტური, ასევე ვიდეოგაკვეთილები. ყველას გირჩევთ, ასევე ნახეთ ვასილ გაბუნიას იუთუბ არხი. კიდევ რამდენიმე საინტერესო ვიდეო თქვენთვის



მიტოზი

მიტოზი (ვიდ, 1:29, ინგლ. )


მიტოზის და მეიოზის სიმულაცია (ვიდ 11:52. ინგ)

უჯრედი (ვიდ. 10:03 ინგ)

lemill.net, რეგისტრაცია, მასალის ატვირთვა და გამოქვეყნება



ამ ლინკზე 2 დღეში განთავსდება lemill.net (საგანმანათლებლო რესურსების საცავში)  რეგისტრაციის ვიდეოგაკვეთილი

ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ lemill.net–ში მასალების განთავსების ვიდეოგაკვეთილი

დააჭირეთ აქ, და  ჩამოტვირთეთ  lemill.net (საგანმანათლებლო რესურსების საცავში) განთავსებული მასალის რედაქტირების და გამოქვეყნების  ვიდეოგაკვეთილი. ამავე გაკვეთილში ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა გაკეთდეს გუგლ დოკებში განთავსებული და დაშეარებული ფაილის (ვთქვათ პრეზენტაციის) ბმული.

ამ ვიდეო გაკვეთილში კი ნაჩვენებია დასრულებული მასალის (გაკვეთილის გეგმის) გამოქვეყნება  lemill.net–ში, ისე რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისთვის

თუ კითხვები, გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დასვვათ კომენტარებში. აუცილებლად გიპასუხებთ    

კომპიუტერის და ინგლისურის გამოცდის ტესტები და რჩევები

:) :) ;-)    იკვე არაა საჭირო


ვითვალისწინებ, რა ჩემი მსმენელების აქტიურობას ამ გამოცდებთან დაკავშირებით, გტავაზობთ რამდენიმე რჩევას


მაშ, ასე დათოს რჩევები:


გახსენით Internet Explorer







სამისამართო ზოლში შეიყვანეთ საგამოცდო ცენტრის ვებ გვერდის მისამართი

http://catreg.naec.ge/Integrated


ვინაიდან, ზოგიერტ მსმენელს გაუკვირდა http://  თავსართი, შეგიძლიათ ეს ნაწილი გამოტოვოთ და მხოლოდ  catreg.naec.ge/Integrated  აკრიფოთ. მიაქციეტ ყურადღება, რომ ვებ გვერდის მისამართში წერტილის  შემდეგ ადგილის დატოვება არაა საჭირო., ხოლო ხაზი მარჯვნივ არის დახრილი .





შემდეგ ფანჯარაში  აირჩიეთ save და არა open ან cancel. ფაილი შეინახეთ დესკტოპზე. პიადი მო











ამის შემდეგ Desktop-იდან გახსენით დავალებათა ფაილი.  

რაიმე გაუგებრობის გამოსარიცხად, გირჩევთ შეინახოთ ეს ფაილი. ცოტა მოგვიანებით, როცა  თქვენ ჩასვამთ პრეზენტაციის სლაიდს, დამახსოვრების მცდელობისას მიიღებთ უცნაურ შეკითხვას



თქვენთვისაც და სხვისთვის სამადლოდ, ჰქენით სიკეთე და გამორთეთ (1) ღილაკი. შემდეგ შენახვებზე ეს "არამკითხე მოამბე" არ შეგაწუხებთ. 
დააჭირეთ Continue. (2)
არ დააჭიროთ  Сancel-ს!!!

2. ინფორმაციების მოსაძიებლად გამოიყენეთ Ctrl+F


3. ტექსტში სხვადასხვა სიტყვების მოსანიშნად გამოიყენეთ Ctrl


4. პირველ დავალებაში მოითხოვება რომ პასუხები აკრეფილი იყოს ტაიმსით, ბოლდით და მუქად 
ამისთვის Ctrl კლავიშით შესაძლებელია ტექსტის ნაწილების კომბინირებული მონიშვნა, შემდეგ კი ერთდროულად გაამუქებთ, შრიფტს შეცვლით და 11 ზომსაც აირჩევთ ერთი მოქმედებით

5. პატარა რჩევა ინფორმაციის საიმედოობაზე:  ხდება ხოლმე რომ ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა საიტზე სხვადასხვანაირადაა მოცემული. მაგალითად თამარ მეფის გარდაცვალების თარიღი სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვანაირა შეიძლეა იყოს.ამიტომ სანამ რაიმე კონკრეტულ პასუხს დაწერდეთ, 3 სხვადასხვა საიტზე გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია.

6. ინსტრუმენტების ლენტი თუ გაქრა, მენიუს ზოლში დააჭირეთ 2–ჯერ სწრაფად


7. პრეზენტაციის კეთებისას რომ არ იწვალოთ ვორდიდან პოვერპოინტში პროწიალით, დაამატეთ ერთი სლაიდი. ამ სლაიდში ჩასვით მესამე დავალების ასლი და იქვე იმუშავებთ


8. ექსელში ყურადღება მიაქციეთ რომ ათობითი (მათემატიკური)  მძიმე, სასვენი ნიშანი მძიმე და წერტილი სხვადასხვა სიმბოლოებია და სხადასხვანაირად გამოიყენება. ათობითი მძიმე ადვილად იკრიფება კლავიატურის ციფრობრივი ნაწილიდან. ციფრობრივი ნაწილის ჩასართავად გამოიყენეთ კლავიშა Num Lock.  როცა ციფრობრივი ნაწილი ჩართულია, ამ ღილაკის ზევით განთავსებული ნათურა ანთია. თუ ეს ნათურა ანტებულია, არ დააჭიროთ Num Lock ღილაკს.





9. რაც მონაცემებიც იყო გრაფიკების ასაგებად, გირჩევთ გამოიყენოთ ბუბლიკის ფორმა (თურმე ასე ეძახიან)  

10.  წრიულ დიაგრამაზე დაიტანეთ რიცხვითი მნიშვნელობები პროცენტული მაჩვენებლებით,
პრეზენტაციაში სურათის ჩასმა არ არის აუცილებელი ( შეფასების რუბრიკაში არ არის მითითებული)

11. დოკუმენტი შეინახეთ ხშირად. მუშაობის დამთავრების შემდეგ მითუმეტეს. გაითვალისწინეთ, რომ ფაილი გაგზავნის წინ თუ არ არის შენახული, გაიგზავნება, მხოლოდ დამახსოვრებული ნაწილი). F12 კლავიში აგრეთვე არის შენახვა

12. დარწმუნდით რომ ფაილი ნამდვილად მიაბით. (მეც ძალიან ხშარდ მავიწყდება ხოლმე, მაგრამ მე 
გამოსწორების საშუალება მაქვს თქვენგან განსხვავებით :) 

13. ფაილის მიბმა ადვილად შეგიძლიათ, თუ დესკტოპზე მოთავსებულ ფაილს გადაათრევთ ოუთლუკის ფანჯარაში 

14. წერილი უნდა გააგზავნოთ მისამართზე main@naec.ge. თუ დაგავიწყდათ ეს მისამართი, წერია კედელზე. 



15. მიაქციეთ ყურადღება, გაგზავნისას წერილი გადადის Outbox-ში, წარმატებით გაგზავნის შემდეგ კი გადაინაცვლებს Sent Mail-ში.


16. სანამ დაასრულებდეთ ტესტირებას, შეამოწმეთ, წერილი ხომ არ ჩარჩა Outbox-ში




დამატებით, გამოიყენეთ სპელჩეკერი. იგივე ფუნქცია აქვს კლავიშა F7 -ს
კლავიატურის გადამრთველი თუ დაიკარგა, გადაამოწმეთ, ზედა მარჯვენა კუთხეში ხომ არ არის?




ზოგიერტი აბნეულობის დაზუსტება

1) გამოცდა ჩატარდება 28 და 29 აპრილს 2012 :) (შაბათ კვირას) ტექნიკურ უნივერსიტეტში
2)    პლასტიკურები დაგირიგდებათ ხვალ (25–ში)
3) გამოცდა 2 საათიანია
4) ოპერაციული სისტემა არის Microsoft Windows 7
5) საოფისე პროგრამა არის Microsoft Office 2007  (დღეს უკვე ვინც იყო გასული გამოცდაზე იმათგან ვიცით)
6) წერილი უნდა გააგზავნოთ Microsoft Outlook 2007–ით ( და არა Outlook Express. მიაქციეთ ყურადღება)
7) კომპიუტერები ნოუთბუკები არ არის, ჩვეულებრივი დესკტოპებია.  (დღეს უკვე ვინც იყო გასული გამოცდაზე იმათგან ვიცით)
8) კომპიუტერები იქნება ჩართული
9) იქნება მაუსები
10) რუსული translate.ru არ იყო დაბლოკილი. მაგრამ მაინც გირჩევთ გამოიყენოთ translate.google.com.
11) ბრაუზერი იქნება Intrenet Explorer
12)



აი კიდევ სასარგებლო ბმულები 





წარმატებებს და 1000 ლარიან ხელფასს გისურვებთ.  იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები და კომენტარებს არ დაიშურებთ. კითხვებზე პასუხისგანაც არ დაგზარდებით


მეგრული შეპირება: ვეცდები დავდო ვიდეორჩევებიც, და ტექსტსაც ჩავასწორებ ( დავდე უკვე)  







ვიდეოები: (გაითვალისწინეთ, 2010 ვერსიებია




დავალება 1
დავალება 2
დავალება 3


გადაგზავნა (Outlook) 


ვიდეოები იყო და წავშალე მიზების და გაამო


როცა რაგჭირდებათ, ფოსტაზე შემეხმიანეთ....      




დღეს პირველი ტესტი მენდელეევზე ყოფილა :) ,  ხოლო მეორე ტესტი ადვილად გადაითარგმნაო

უღმესი მადლობა კოლეგებს და თანამშრომლებს. ჩვენ მართლაც ერთი გუნდი ვართ. ერთი გუნდი კი არ ფუტკრის ერთი მოფუსფუსე ოჯახი, რომელიც სითბო-სიტკბოთია გაჯერებული. ხელი მექავება სახელები რომ დავწერო, მაგრამ დაიმორცხვეს  :)

კონფიდენციალობის პოლიტიკა გუგლში

ჩემს ტრენინგებზე, როცა ინტერნეტში ინფორმაციის ძებნას ვხსნი, პირველ საძიებო სიტყვად "ლარი პეიჯს" ვიყენებ. ვთხოვ, მოძებნონ დაბადების წელი, ადგილი, თანამდებობა, სურათი.  ცოტან ხანში "განწყობის შექმნის" ვარიანტში ვეუბნები რომ ამ გაბურძგნულ არასიმპაწიურ მამაკაცს მხოლოდ 16 მილიარდ აქვს. და უცებ ყველა სხვის ჯიბეში ფულის თვლას იწყებს. სხვადასხვა კითხვებს შორის "საიდან?" გამოერევა ხოლმე. აქამდე ამ კითხვას "ბანზე აგდებით" ვიცილებდი, მაგრამ პირველი მარტიდან ეს კითხვა ცალკე პოსტს იმსახურებს. 

ანუ, ეს მილიარდები თქვენს მიერ გუგლში დატოვებული ნაკვალევის დეტალური ანალიზის შედეგია. "ვახ, ეს როგორ?" კითხვა ჩვეულებრივი მოძრაობით ისევ ბანზე ავაგდოთ და დღეს გუგლის კონფიდენციალობის ახალი პოლიტიკის შესახებ ვილაპარაკოთ, რომელიც ძალაში სწორედ 2012 წლის პირველი მარტიდან შედის. 




დიახ, თქვენ როცა მონიშნეთ  "ვღებულობ სერვისის პირობებს და ვეთანხმები კონფიდენციალობის პოლიტიკას", ღილაკი, იმავე წუთიდან გუგლს მიეცით უფლება ყოველგვარი კანომდებობის დაცვით განახორციელოს თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება. ჩვენ აქამდე მიჩვეული ვიყავით გარკვეულ დოკუმენტებზე ყოველგავრი დაკვირვებების გარეშე ხელმოწერას. ვთქვათ, როცა ხელფასს ღებულობთ, მოლარე გთხოვთ გააკეთოთ ხელმოწერა. უმეტეს სიტუაციაში ეს ხელმოწერა მექანიკურია. და არც კი უყურებთ ეს მართლა ხელფასის უწყისია, თუ საარჩევნო ბიულეტენი.    

მოდით წავიკითხოთ ეს დოკუმენტი ალაგ–ალაგ :)
        

1. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა მომსახურებას და როგორ იყენებთ. ეს ხდება მაშინ, როცა თქვენ იმყოფებით AdWords ან AdMob რეკლამირებულ რომელიმე ვებ გვერდზე, ან ათვალიერებთ და ურთიერთობთ ჩვენს განცხადებებთან ან კონტენტთან.

\\* თითქოს არც არაფერი საშინელება, მაგრამ გუგლი გითვალთვალებთ, თუ რომელ საიტებზე ატარებთ დროს

2. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს მოწყობილობებზე, მოდელი, ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, ასევე მობილური ქსელის მონაცემები და ტელეფონის ნომერი. ამას გარდა მოწყობილობის იდენტიფიკატორი და ტელეფონის ნომერი შესაძლებელია მიებას თქვენს ანგარიშს გუგლში.  

\\* ტელეფონის ნომერი საკმაოდ გაყიდვადი საქონელია. მით უმეტს თუ დიდ ბაზაზეა საუბარი.  

3. როცა თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს ან google დახმარებით ათვალიერებთ გვერდებს, თქვენი ზოგიერთი მოქმედება შესაძლებელია შენახულიქნეს სერვერების ჟურნალში. ამ დროს რეგისტრირდება შემდეგ ინფორმაცია: მომსახურების გამოყენების შესახებ დეტალური მონაცემები საძიებო შეკითხვის, სატელეფონო გამოძახებების შესახებ მონაცემების, მათ შორის შემომავალი, გამავალი და გადამისამართებული ზარების ტელეფონის ნომრების, თარიღის, დროის, ტიპის, და ხანგრძლივობის, აგრეთვე SMS მარშრუტის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.  

IP მისამართი; 
აპარატული მოქმედებების, მათ შორის სისტემაში შეფერხებების და მოქმედებების, ამას გარდა ბრაუზერის ტიპის, ენის და კონფიგურაციის, შეკითხვის თარიღის და დროის,  გადასული დოკუმენტის URL–ის შესახებ;
cookie ფაილები, რომლებიც გამოიყენება თქვენი ბროუზერის ან Google ანგარიშის უნიკალურ იდენტიფიკატორად.


\\* ჯობია უკომენტაროდ დავტოვოთ. SMS-ის მარშრუტი, გამოძახებები, იმ ხალხის ნომრები, ვისაც თქვენ ესაუბრეთ, ეს ყველაფერი როგორ ემსახურება სერვისის გაუმჯობესებას? IP მისამართი კი დიიიიიიიდი განსჯის საგანია.

4. Google  სერვისებში, სადაც გამოიყენება გეოგრაფიული ფუნქციები, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს თქვენი ფაქტიური ადგილმდებარეობის შესახებ. მობილური მოწყობილობის მიერ გაგაზავნილი GPS მონაცემების ჩათვლით. ასევე ჩვენ ვიყენებთ კოორდინატების განსაზღვრის სხვადასხვა ტექნოლოგიებს. მაგალითად, შეკითხვას ვუგზავნით მოწყობილობის შესაბამის კომპონენტებს უახლოესი Wi-Fi ჩართვის წერტილებისა და ფიჭური კავშირის ანძების არსებობის დასადგენად.

\\* უფროსი ძმა მაშინაც გაკვირდებათ, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი GPS გამორთულია.

5. ჩვენ ვაგროვებთ და ვინახავთ მონაცემებს (მათ შორის პერსონალურსაც) თქვენს მოწყობილობებზე ისეთი საშუალებების დახმარებით, როგორიცაა პაკეტების მიერ გამოყენებული ბროუზერის ვებ საცავი (HTML5 ჩათვლით) და ქეშ მონაცემები.

\\* ვაგროვებთ და ვინახავთ, ჰეჰ, აი გამოყენებაზე კი ბუნდოვნადაა საუბარი. როგორ მოგწონთ, თქვენი თანხმობის გარეშე თქვენსავე მოწყობილობაში შენახული მონაცემები?

ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა, ბოლოსკენ მეთქვა, რომ ეს მხოლოდ საპირვემარტო ხუმრობაა. არა ეს ასე არაა ჩვენთვის  

დაკომენტარება კი არ დაგავიწყდეთ, რეალური სახელები მიუთითეთ, მაინც ვიცი ვინ ხართ  :)


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ  პოსტი, რეგისტრაციისას თუ რატომ უნდა მიუთითოთ თქვენი მონაცემები


საინტერესო ფაქტები ინტერნეტის შესახებ


რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ინტერნეტის ცხოვრებიდან

1. ინტერნეტის ანუ უბრალოდ ქსელის შექმნა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო.
პირველი მესიჯი რომელიც გაიგზავნა იყო LOG. სინამდვილეში უნდოდათ გაეგზავნათ LOGIN მაგრამ ქსელმა გადატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა.

2. პირველი გვერდი ინტერნეტში იყო: http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html გვერდი შეიცავდა ინფორმაციას მსოფლიო ქსელის შესახებ და თუ რა ადვილად შეიძლებოდა ყველას შეექმნა html გვერდები. 

სამწუხაროდ ეს გვერდი არ იქნა დიდი ხნის განმავლობაში შენახული, თუმცა რეკონსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

3.პირველი „სმაილიკი" შეიქმნა 1979 წელს კევინ მაკინზის (Kevin Mackenzie) მიერ და იყო მხოლოდ და არ ქონდა სახის ფორმა. 3 წლის შემდეგ იგი შეიცვალა და მიიღო სტანდარტული :) სახე. იდეის ავტორი იყო სკოტ ფალმანი (Scott Fahlman)

4. პირველი ვებ კამერა შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იგი უყურებდა ცარიელ ყავის მადუღარას. აი კადრებიც:  


5.მიუხედავად იმისა რომ mp3 მუსიკის სტანდარტი მიღებული იქნა 1991 წელს, ის გააქტიურდა მხოლოდ 1998 წელს ყველასთვის ცნობილი პროგრამის ნეპსტერის(napster) გამოსვლის შემდეგ

6. ინტერნეტის არსებობის განმავლობაში მთლიანი ტრაფიკის ნახევარზე მეტს იკავებდა და იკავებს ფაილების გაზიარების სერვისები.

7. გუგლის განცხადებით ინტერნეტში დღეს დღეობით არის 5 მილიონი ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია რომლის მხოლოდ 0,04% აქ დაინდექსებული მას.

8. თქვენ შეგიძლიათ მთლიანი ინტერნეტის ფაილები მოათავსოთ 200 მილიონblue ray დისკზე.

9. ინტერნეტის ძიების ერთი მესამედი შეიცავს პორნოგრაფიულ მასალას. ხოლო ინტერნეტში მთლიანი სურათების რაოდენობის 80% არის შიშველი ქალების.

10.დაუზუსტებელი ინფორმაციის მიხედვით ამაზონი ონლაინ გაყიდვების ლიდერი გახდა იმიტომ რომ გუგლის გამოჩენამდე იაჰუ იყენებდა ინდექსაციას ანბანის მიხედვით.

11. პირველი სარეკლამო ბანერი გამოჩნდა 1994 წელს. ბანერი ეკუთვნოდა კომპანია ატ&ტ-ს და იდო HotWired  საიტზე.

12. ყოველდღიურად გაგზავნილი 247 მილიარდი მეილიდან 81% არის სპამი.

13.პირველი სპამ მეილი გაიგზავნა 1978 წელს როდესაც ერთ-ერთი კომპიუტერული ფირმის მარკეტოლოგმა გადაწყვიტა გაევრცელებინა კომპანიის მიერ გამოშვებული ოპერატიული სისტემა. სპამი შედგებოდა 600 მეილისგან.

14. იუთიუბზე ერთი წუთის განმავლობაში იტვირთება 20 საათის რაოდენობის ვიდეო მთელი მსოფლიოდან. პირველი ვიდეო ამავე საიტზე აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს (Jawed Karim  საიტის ერთ-ერთი დამაარსებელი) ეს არის ზოოპარკში გადარებული ვიდეო

15.  ისტორიის მანძილზე რადიოს დაჭირდა 50 წელი რათა ყოლოდა 50 მილიონი მომხმარებელი, ტელევიზროს 13, ინტერნეტს 5.

16.  ქვეყანა სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ინტერნეტის მომხმარებელია არის შვედეთი, მისი მოსახლეობის 75% სარგებლობს ქსელით.

17.  ბლოგერების უმრავლესობა(51%) მდედრობითი სქესის არის, ხოლო მამაკაცები 49%.
ასაკის მიხედვით: 7.1% არის 51 წელს გადაცილებული.
                        20.2% არის 2 წელზე ნაკლების
                        53.3% არის 21-35 წლის
                        19.4% არის 36-50 წლის

ბლოგინგი ყველაზე მეტად განვითარებულია ამერიკაში 29.22%
              შემდეგ მოყვება ბრიტანეთი 6.75%, იაპონია 4.88%, ბრაზილია 4.19%, კანადა 3.93%

18. ყოველ წამში 28,258 ინტერნეტის მომხმარებელი უყურებს პორნოგრაფიას.

19. ტვიტერის მომხმარებელბი დდღეში 2.5 მილიონ ტვიტს აგზავნიან (5000 ტვიტი დღეში 2007 წელს)

20. მსოფლიოში ჯერ კიდევ არის 18 ქვეყანა სადაც არ აქვთ ინტერნეტი არანაირი ფორმით.

21. საშუალოდ ამერიკელი თინეიჯერი ინტერნეტში ატარებს კვირაში 31 საათს, სწავლაში მხოლოდ 4 საათს.

22. ამერიკის მოსახლეობის ერთი მესამედი არის დარეგისტრირებული იუთიუბზე.

23. ფეისბუქს ყავს 800.000 დეველოპერი

24. ინტერნეტის მომხმარებელთა სრული ციფრი მსოფლიოში: 1,733,993,741

25. პირველი საიტი იყო symbolics.com ხოლო დომენის რეგისტრაცია უფასო იყო 1995 წლამდე.

26. გუგლს აქვს 450.000 სერვერი

27. ბლოგერზე წუთში 270.000 სიტყვა იწერება (ამის ჩათვლით :) )

28. არსებული საიტების 12% არის პორნოგრაფიული (24,644,172)
წამში იხარჯება 3,075,64 დოლარი ინტერნეტში პორნოგრაფიისთვის. ყოველი მესამე პორნოგრაფიის მომხმარებელი არის ქალი. ინტერნეტ პორნოგრაფია ამერიკაში 2.84 მილიარდიანი ბიზნესია წელიწადში, ხოლო მთლიანად მსოფლიოში 4.9 მილიარდი. დღეში ხდება 116.000 ძიება ბავშვების პორნოგრაფიაზე. საშუალო ასაკი როცა ბავშვი პირველად ნახულობს პორნოს არის 11 წელი. 

29.  ყოველ დღიურად 200 მილიონი ქაფჩა კოდის შეყვანა ხდება მომხმარებლების მიერ.

30.  ინტერნეტი არის ერთი გამოუსადეგარი საქაღალდე ჩაკ ნორისის კომპიუტერში რომელსაც მისი წაშლა უბრალოდ ეზარება.

ასევე სხვა სინტერესო ფაქტები ბლოგინგთან დაკავშირებით იხილეთ აქ : 

http://makemoneyonlineng.com/63-internet-lifestyle-facts-blogger-follow/



ნაკადული:  http://pcdesert.blogspot.com/2011/10/blog-post_05.html
გირცევთ გადახვიდეთ, მართლაც საინტერესო საიტია




იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით