-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ბლოგზე რეგისტრაცია და პოსტების რედაქტირება

ამ ვიდეოგაკვეთილში შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე:

ეს ვიდეოგაკვეთილი აგრეთვე გამოგადგებათ მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიოს შესქმენლად

რეგისტრაცია
პოსტების რედაქტირება
გამოქვეყნება
ბმულის (ლინკის) ჩასმა
სურათის დამატება
ტექსტის ჩასწორება


გისურვებთ წარმატებებს


20 საინტერესო ფაქტი YouTube-ს შესახებ

  • 382


20 უაღრესად საინტერესო ფაქტი #1 ვიდეო-პორტალის შესახებ.

Teaching English -- Learning Technologies

სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე
 

http://www.tpdc.ge/?action=page&p_id=481&lang=geo





http://www.tpdc.ge/uploads/pdf_documents/Learning%20Technologies%20for%20the%20classroom%20-%20all%20sessions.pdf




gmail რეგისტრაცია ქართულად

გუგლმა კვლავ შეცვალა მეილის დიზაინი... სხვადასხვა კვერცხებსაც ერთად მოუყარა თავი. აპპ-(ლიკაცი)-ების ძველი დიზაინი უკვე მნიშვნელოვნად განსხავდება ახლისგან. ამიტომ გთავაზობთ გუგლზე (gmail) რეგისტრაციის ვიდეოგაკვეთილს. რამდენიმე ღამის შედეგია, მაგრამ კარგი გართობა გამომივიდა. არ დავღლილვარ. გთხოვთ შემიფასოთ ტექსტი, დიზაინი, ვიდეო, სტრატეგია.... 




მეორე დონის ტრენინგები ტექნოლოგიებში წალენჯიხის სკოლებისთვის

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ, და ახალ ფანჯარაში მიღებული ცხრილის შესაბამის უჯრებში ჩაწერეთ თქვენი მონაცემები



18 ნოემბერს (ორშაბათს) 13:00საათზე  წალენჯიხის  N2 საჯარო სკოლაში დაიწყება მეორე დონის ტრენინგები თემაზე "ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".  მიაქციეთ ყურადღება რომ ტრენინგზე არ გამოაგზავნოთ შემდეგი
პედაგოგები
  • ტექპერსონალი;
  • პედაგოგი, რომელმაც უკვე გაიარა მეორე დონის ტრენინგი;
  • პედაგოგი, რომელიც დადის ბუკების ტრენინგზე.

გუგლის რუკა (ვიდეო ინგლისურ ენაზე)

გთავაზობთ გუგლის რუკის ახალი შესაძლებლობების ვიდეოაღწერას. ოღონდ ჯერჯერობით ინგლისურ სასიამოვნო ხმაზე




მეორე დონის ტრენინგები ჩხოროწყუში



26 ოქტომბერს (სამშაბათს) 13:00საათზე  ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლაში დაიწყება
მეორე დონის ტრენინგები თემაზე "ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სკოლაში".  მიაქციეთ ყურადღება რომ ტრენინგზე არ გამოაგზავნოთ შემდეგი
პედაგოგები

  • ტექპერსონალი;
  • პედაგოგი, რომელმაც უკვე გაიარა მეორე დონის ტრენინგი;
  • პედაგოგი, რომელიც დადის ბუკების ტრენინგზე.

ტესტირება და ტესტირების ელექტრონული საშუალებები




შესწორება 21.10.2017. ეს პროგრამა უკვე მოძველებულია. ტესტირებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ გუგლის დრაივის ფორმების ინსტრუმენტი. შეგიძლიათ ვიდეოგაკვეთილებსაც გაეცნოთ

მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ტესტირება, საკმაოდ რთული პროცესია. ამიტომ მე თავს ვერ გამოვიდებ ტესტირების მეთოდის ავკარგიანობის ან კარგი ტესტის კრიტერიუმების შეფასებიგან, ძალიან მოკლე შესავლის შემდეგ ტესტირების ელექტონულ საშულებებს გაგაცნობთ. ხოლო მათ, ვისაც უშუალოდ ტესტირების პრობლემებზე უნდა მეტი ინფორმაციის მიღება, ვთავაზობ ქართულენოვან მასალებს, რომელთა მოპოვებაც მე ინტერნეტში შევძელი

ტესტირება თანამედროვე პედაგოგიური სისტემის ყველაზე მოდური ინსტრუმენტია. ამიტომაც ამ პოსტში და ვიდეოგაკვეთილში მინდა შემოგთავაზოთ ტესტირების მარტივი პროგრამის აღწერა. ამ პროგრამის დასახელებაც ასეთია „გამოკითხვა მარტივად“. საიტის მისამართი ასე იწერება: www.easyquizzy.com.
მაგრამ სანამ უშუალოდ ტესტირების ამ პროგრამაზე გადავიდოდეთ, რამდენიმე სიტყვით მინდა თვითონ ტესტირებაზე გესაუბროთ.

ზოგიერთი თქვენი კოლეგა, მას შეუცვლელ და იდეალურ კომპონენტად მიიჩნევს, ზოგიც სკეპტიკურად უყურებს და თვლის, რომ „დაჯექი, შენ ათიანი“, სისტემას ვერავინ შეცვლის. მე კი ტესტი პედაგოგიური პროცესის შედეგის გაზომვის  ერთერთი ტექნოლოგიური პროცესი მგონია. მოგეხსენებათ, ნებისმიერ აქტივობას სჭირდება გაზომვა და რაოდენობრივ მახასიათებლებში გამოსახვა. ამ მახასიათებლების ანალიზი და დაკვირვება, საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ უკვე განხორციელებული აქტივობების სუსტი და ძლიერი მხარეები. იგივე მონაცემების ანლიზის შედეგად შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს სამომავლო გეგმებს, და კორექტირება შევიტანოთ მასში.
მიიჩნევა და დადასტურებულია, რომ ტესტირება ეფექტურია პედაგოგიური პროცესის შედეგის გაზომვის დროის,  ეკონომიურ დანახარჯების და საიმედოობის ურთიერთმიმართების გათვალისწინებით. ანუ, ითვლება რომ დროის მოკლე მონაკვეთში მცირე ეკონომიკური დანახარჯებით შესაძლებელია განხორცილებული აქტივობების ეფექტურობის ობიექტურად გაზომვა. მიუხედავად ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ შეფასების აქამდე გამოყენებული ტრადიცული მეთოდები სწავლებაში  (ლექცია, სემინარი, დისკუსია, პრეზენტაცია, ტრენინგი და ა.შ.) და მონიტორინგში (შეფასების ათბალიანი სისტემა, გამოცდა, ჩათვლა, კოლოქვიუმი, გასაუბრება) არ დაკარგავენ თავიანთ აქტუალობას და შემდგომში ჩვეულებრივად იქნებიან გამოყენებული. თანამედროვე ტექნოლოგიები ყველა ამ კომპონენტს კვლავ გამოიყენებს, მაგრამ ალბათ, უფრო ნაკლები დოზით.
მინდა აგრეთვე შეგახსენოთ, რომ ახალი ტექნოლოგიები მიმართულია არა საშუალო ცოდნის დონის მქონე მოსწავლეთა საჭიროებებზე, არამედ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ სწავლებაზე. სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლე ინდივიდუალური პროგრამით, რომელიც შეესაბამება კონკრეტულად ამ მოსწავლის ცოდნისა და უნარების დონეს. სწორედ ამ ეტაპზე პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგების გასაზომ ინსტრუმენტად ტესტირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ტესტირება პოპულარული გახდა იმიტომ რომ
·        შესაძლებელია შედეგების გაზომვა და ანალიზი განხორციელდეს მოსწავლეთა დიდ მასაზე ინდივიდუალურად;
·        ეს პროცესი იაფია;
·        ტესტირებას არ სჭირდება დიდი დრო;
·        შედეგები არის ობიექტური და მიუკერძოებელი;
·        შედეგების ანალიზი და შეფასება შესაძლებელია უმოკლეს დროში;
·        შედეგი მეტნაკლები ალბათობით ასახავს რეალობას. ანალიზისას გათვალისწინებული უნდა იყოს ტესტირების ცდომილება.
მაგრამ ამ ინსტრუმეტსაც გააჩნია უარყოფითი მხარეები:
·        თვითონ ტესტის შედგენას და მომზადებას დიდი დრო სჭირდება;
·        ობიექტური შედეგის მისაღებად საჭიროა გარკვეული სახის აქტივობების განხორცილება;
·        არსებობს პასუხის შემთხვევით გამოცნობის შანსი;
·        ტესტირებით შეუძლებელია მაღალი კოგნიტური უნარების გაზომვა.

წარმატებული ტესტის შესაქმნელად აუცილებელია გავიაროთ შემდეგი ეტაპები:
·        განვსაზღვროთ სწავლების რა ეტაპისთვის გვჭირდება ტესტირება (სასწავლებელში, ან გარკვეულ კლასში მიღება, შუალედური, როცა გარკვეული თემატური ერთეული დასრულდა, ან სემესტრის ბოლოს);
·        განისაზღვროს ტესტირების მიზანი;
·        განვსაზღვროთ ტესტური დავალებების რაოდენობა, ტესტირების დრო, თითოეული დავალების წონა;
·        შეირჩეს ტესტური დავალებები;
·        შევარჩიოთ შეფასების სისტემა;
·        შევარჩიოთ ტესტირებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა;
·        შემდეგ ეტაპზე უკვე უშუალოდ ტესტური დავალებების შექმნა და დიზაინზე მიმდინარეობს მუშაობა;
·        ტესტების საბოლოო სახით შექმნის შემდეგ აუცილებელია მისი აპრობაცია;
·        შემდეგი ეტაპი ტესტირების ჩატარებაა. ამ ეტაპზე არ გამოგრჩეთ მოსწავლეთა სათანადო ინსტრუქტაჟი;
·        ტესტირების ჩატარების შემდეგ ხდება მიღებული შედეგების ანალიზი.   
 პრობლემები, ამ პროგრამის გამოყენების დროს

გამშვები პროგრამა არ უნდა ეწეროს კომპიუტერში
სასურველია ტესტირება ჩატარდეს სუფთა სიტემაზე ინტერნეტის და ფლეშ (ან სხვა გარე მახსოვრობის) მიერთების გარეშე.
ეს მოთხოვნა არათუ სასურველი, ალბათ აუცილებელიც არის, ვინაიდან პასუხების მოპოვება ინეტერნეტის, ან ფლეშ დისკზე არსებული კონსპექტებით შეიძლება.
ყველაზე უარეს სიტუაციაში ვიზუალური კონტროლის საშუალებით შეგვიძლია შევამოწმოთ, მოსწავლე ტესტზე პასუხის გაცემითაა დაკავებული, თუ სხვა საქმიანობას ეწევა
ტესტების შედგენის მომენტში გათვალისწინებული უნდა იყოს საკონტროლო კითხვები, რათა დადგინდეს, მოსწავლემ სწორი პასუხი შემთხვევით გასცა, თუ ცოდნიდან გამომდინარე შემოხაზა სწორი პასუხი.
მნიშვნელოვანია, რომ  სწორი პასუხის ადგილი თანაბრად იყოს გადანაწილებული........  თუმცა ამ შემთხვევაში ყველა ერთი  და იგივე პოზიციის შემოხაზვა გარკვეული დადებით ქულების დაგროვების საშუალებას იძლევა აბსოლუტური უცოდინარობის დროსაც კი. ამიტომ ამ მეთოდის გამოყენების დროს შემოღებული უნდა იყოს არასწორი პასუხის შემთხვევაში ქულის დაკლების მექანიზმი, რაც  გამორიცხავს შემთხვევითობის პრინციპით სწორი პასუხის დამთხვევის ალბათობას. 
სიტყვაზე, თუ მე ტესტირების თემა საერთოდ არ ვიცი,  შემიძლია ყველა კითხვის პასუხად შემოვხაზო მეორე პოზიცია.  ამრიგად რაღაც დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ საკითხი საერთოდ არ ვიცი. ამიტომ შეფასების ინსტრუქციაში უნდა შევიტანოთ ერთი პუნქტი, რომ თუ მოსწავლე პასუხში დარწმუნებული არაა, სჯობია არ შემოხაზოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არასწორ პასუხზე ქულა დააკლდება.

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამ მეთოდს ხშიარად არ მიმართავენ. ამ შეთხვევაში სწორი პასუხის პოზიცია თანაბრად არ უნდა იყოს გადანაწილებული.

აგრეთვე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტესტირება, როგორც ავღნიშნეთ, გაწეული პედაგოგიური აქტივობების შეფასების ერთერთი მეაქნიზმია და არა მოსწავლეთა გამოჭერის ხრიკი. ამიტომ კითხვებში და მეთოდებში უნდა ვეცადოთ რომ  რაც შეიძლება მარტივად და ცალსახად აღსაქმელი დიზაინი და მეთოდი იყოს გამოყენებული. ტესტი არ უნდა იყოს გადატვირთული არც ზედმეტი სიტყვებით, არც გრაფიკული ელემენტებით....








პროგრამის ჩამოტვირთვა შეგიძიათ ვებ გვერდიდან http://easyquizzy.com/


პროგრამაში ქართული ენა ჩაშენებულია. თუ თქვენი ვინდოუსი სწორად არის კონფიგურირებული, პროგრამა თავიდენვე ქართული ინტერფეისით ჩამოიტვირტება. თუმცა თუ ინგლისური ვერსია გაქვთ, შემდეგი სურათი დაგეხმარებათ პროგრამის გაქართულებაში:





ასევე შესააძლებელია ტექსტის აგება დროებით შეწყვიტოთ, ამისთვის ტესტი ჯერ უნდა შენახოთ რომელიმე საქაღალდეში (მაგალითად, სამუშაო დაფა-> ტესტები) ბრძანებით ფაილი-> შენახვა ხოლო შემდეგ გახსნათ ბრძანებით ფილი->გახსნა. ეს ბრანებები ინსტრუმენტების დაფაზეც არის გამოტანილი შენახვის ინსტრუმენტია დისკეტის ნახატი (როგორც მაგალიტად, ვორდში) ხოლო ფაილის გახნის პიქტოგრამა არის ყვითელი საქაღალდის ნახატი. უკვე არსებული ტესტის რედაქტირებისთვის (ცვლილებების შეტანისთვის, სწორი პასუხების სანახავად) დააჭირეთ ბრძანებას ფილი->გახსნა.

გისურვებთ წარმატებას








youtube -დან სიმღერის გადმოწერა

კიდევ სხვა პოსტში მე შევეხე youtube-დან კლიპის გადმოწერას. ახლა კი მხოლოდ მუსიკა (მხლოდ ხმა) გადმოვწეროთ. ისევ ჩვენი ნაცნობი (და ჩემი საყვარელი) კლიპის გადმოწერა ვცადოთ: ანუ გადმოსაწერი კლიპის მისამართია   http://www.youtube.com/watch?v=ay_fw54W2Fg    




გაქართულების პაკეტები მაიკროსოფტის პროდუქტებისთვის





ჩვენს ტრენინგებზე პედაგოგები ხშიარდ ჩივიან, რომ მათ თავის დროზე გერმანული ისწავლეს და ინგლისური ტერმინოლოგიის დაზეპირება ძნელია. მეც ვეთანხმები. მერე მორიდებულად მეუბნებიან, იქნებ რუსული ვერსია მაინც დააყენოთ, უფრო ადვილი იქნება. აქ კი მე არ ვეთანხმები. იქნებ ქართული გირჩევნიათ? ჰგონიათ, რომ ვხუმრობ, და გაუბედავად იღიმიან. მაგრამ, როცა ჩემს ნეტბუკს ჩავურთავ, ეჭვები ქრება. მე კი მეამაყება, რომ მრავალჭირვარამგამოვლილი ქართული შრიფტი ასეთი ლამაზია და ასე ადვილად იკითხება თანამედროვე ეკრანებზე


თამაშზე დაფუძნებული სწავლა და თამაშის შექმნაზე დაფუძნებული სწავლა

თარიღი: 25 ივნისი 2013
ავტორი: ზაქარია გიუნაშვილი
როდის და რატომ არის შედეგის მომტანი თამაშზე დაფუძნებული სწავლა?
როდესაც სასწავლო პროცესი ხდება მოსაწყენი და უინტერესო, მოსწავლე კარგავს სწავლის სურვილს და მოტივაციას. შედეგად, სასწავლო პროცესი კარგავს მის ძირითად დანიშნულებას, რომელიც გარდა სასწავლო შინაარსის დამახსოვრებისა, მოიცავს უნარების განვითარებას, მათ შორის ცოდნის ტრანსფერის და ახალი ცოდნის კონსტრუირების. იმ რეალური ვითარებების ნაცვლად, რომლებშიც უნდა მოხდეს მიღებული ცოდნის აქტივაცია და ახალი ცოდნის შეძენა, შესაძლებელია ისეთი ეფექტური, ინტერაქტიური ვირტუალური გარემოს გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას და მათ აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში. სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც შესაძლებელია სასწავლო პროცესში შესაძლებელია თამაშზე დაფუძნებული მეთოდიკის გამოყენება.

მსოფლიოს ტოპ-20 რესურსი უფასო ონლაინ-სწავლებისათვის


მსოფლიოს ტოპ-20 რესურსი უფასო ონლაინ-სწავლებისათვისთანამედროვე ცხოვრებაში ინტერნეტი ხდება განათლების მიღების მნიშნვლეოვანი ინსტრუმენტი. სახლიდან გაუსვლელად და სრულიად უფასოდ შესაძლებელია გახდეთ პრესტიჟული უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტი.
ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი, ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე და რაღა თქმა უნდა სურვილი. განათლების მიღების ეს გზა დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ფული, დახვეწოთ ინგლისური და მიიღოთ ცოდნა სასურველი მიმართულებით. ქვემოთ გთავაზობთ საიტებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ უფასოდ, ოლაინ რეჟიმში მოისმინოთ და ნახოთ ლექციები სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით.

ქობულეთი




9 აპრილს 14:00საათზე  ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში დაიწყება პირველი და  მეორე დონის ტრენინგები თემაზე "ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სკოლაში".  მიაქციეთ ყურადღება რომ ტრენინგზე არ გამოაგზავნოთ შემდეგი პედაგოგები

  • ტექპერსონალი;
  • პედაგოგი, რომელმაც უკვე გაიარა მეორე დონის ტრენინგი;
  • პედაგოგი, რომელიც დადის ბუკების ტრენინგზე.

(კიდევ ერთხელ დაჟინებით გთხოვთ, გადაამოწმოთ ზემოთაღნიშნული სამივე კატეგორია) 


12 აპრილს 12:00საათზე  ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში დაიწყება პირველი დონის საბაზო ტრენინგი.  ამ ტრენინგზე მოწვეული არიან ის პედაგოგები, რომელთაც არ გაუვლიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული მსგავსი ტრენინგები. ეს ტრენინგები 24 საათიანია. სულ იქნება 8 შეხვედრა. აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ შეგიძლიათ გაიაროთ მეორე დონის ტრენიგები. 

თუ თქვენ უკვე ფლობთ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, შეგიძლიათ საკუთარი სახელი და გვარი ქართულ ენაზე აკრიფოთ შეინახოთ ფაილში და შემდეგ მიაგნოთ, მაშინ შეგიძლიათ გაიაროთ მეორე დონის ტრენინგები. 
თუ პედაგოგი მანამდე ესწრებოდა მეორე დონის ტრენინგებს, თავიდან გავლა არ შეიძლება
ტრენინგების მეორე დონის კურსი  40 საათიანითითო ტრენინგი გრძელდება 3 საათისულ ჩატარდება  13 შეხვედრატრენინგები ჩატარდება ორ ჯგუფადდილის ჯგუფი იმუშავებს 12:00 დან 15:00–მდემეორე ჯგუფი კი 15:00–დან  18:00–მდეშეხვედრები იქნება დღეგამოშვებით შაბათკვირის ჩათვლით. ტრენინგები ყველა ჯგუფისთვის დამთავრდება მაისში.

 ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები
  • ტექსტების აკრეფა და გაფორმება
  • ცხრილების (შეფასების რუბრიკებისშექმნა
  • სურათის ჩასმა
  • ელექტრონული ცხრილები
  • ელექტრონული პრეზენტაციების შექმნა და წარმართვა
  • გაკვეთილის გეგმების და პროექტების შედგენა.
  • ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტებში ჩასმა
  • ინტერნეტში დოკუმენტების განთავსება
  • ელექტრონული ფოსტით სარგებლობა

ტრენინგები მნიშვნელოვნად გამოადგება კომპიუტერი-უცხო ენის გამოცდით დაინტერესებულ პედაგოგებს.

მსმენელებს დაურგდებათ სახელმძღავნელო და დისკი  
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ სერტიფიკატსრომელსაც გააჩნია ერთი კრედიტქულის ღირებულებატრენინგებს ატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ტრენინგები უფასოა 
დამატებითი ინფორმაცია ნახეთ ბლოგზე datomalania.blogspot.com



ამ ცხრილში მოცემულია პირველ და მეორ დონეზე მოსამზადებელი პედაგოგების რაოდენობები სკოლების მიხედვით


პირველ დონეზე გადასამზადებელი პედაგოგების რაოდენობა მეორე დონეზე გადასამზადებელი პედაგოგების რაოდენობა
  ქაქუთის საჯარო სკოლა 2 1
 ალამბრის საჯარო სკოლა 1 3
 ნაკაიძეების საჯარო სკოლა
 კვირიკეს №1 საჯარო სკოლა 1 2
 ბობოყვათის საჯარო სკოლა 5 4
 ხუცუბნის საჯარო სკოლა 4 2
 დაგვას საჯარო სკოლა 5 5
 ხალას საჯარო სკოლა 4 4
ქობულეთის №2 საჯარო სკოლა 5
 კონდიდის საჯარო სკოლა
 ლეღვას №1 საჯარო სკოლა 3 3
 მუხაესტატეს საჯარო სკოლა 1 2
სოფ. ლეღვას №2 საჯარო სკოლა 2 1
 აჭყვისთავის საჯარო სკოლა 0 2
 კვირიკეს №2 საჯარო სკოლა 0 1
 აჭყვას საჯარო სკოლა 1
ქობულეთის №1 საჯარო სკოლა 2 2
 აჭის საჯარო სკოლა
 წყავროკას საჯარო სკოლა 4 3
ოჩხამურის საჯარო სკოლა 
 ცეცხლაურის №2 საჯარო სკოლა
 ბუკნარის საჯარო სკოლა 2
 ჩაქვის №1 საჯარო სკოლა 14 8
 ჩაქვის №2 საჯარო სკოლა 1 1
 ქვ.სამების საჯარო სკოლა 1 6
ქობულეთის №5 საჯარო სკოლა 2 3
ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა 15 8
 ციხისძირის საჯარო სკოლა 14 12
 საჩინოს საჯარო სკოლა
სოფ. ჯიხანჯურის საჯარო სკოლა 2 1
 ზედა კვირიკეს საჯარო სკოლა
 ზენითის საჯარო სკოლა 1 1
 ჭახათის საჯარო სკოლა
 ქობულეთის საჯარო სკოლა 2 1
 სახალვაშოს საჯარო სკოლა 0
ქობულეთის №6 საჯარო სკოლა 1 1
 ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა 4 3
ქობულეთის №3 საჯარო სკოლა 1
 ზედა სამების საჯარო სკოლა 1 1
 გვარას საჯარო სკოლა 2 0
 სკურას საჯარო სკოლა
 შუაღელეს საჯარო სკოლა
 ცეცხლაურის №1 საჯარო სკოლა ?
 გორგაძეების საჯარო სკოლა 2 1
 ზედა აჭყვას საჯარო სკოლა 4 0
 კოხის საჯარო სკოლა
 სულ 99 90




ტრენინგები ქედაში

ქედას N1 საჯარო სკოლაში 6 აპრილის 14:00 საათზე დაგეგმილია პირველი და მეორე დონის ტრენინგების საორგანიზაციო შეხვედრა. შეხვედრაზე ცხრილში მოცემული ადგილების მიხედვით უნდა გამოცხადნენ სკოლის პედაგოგები

შემდეგ ცხრილში მოცემულია სკოლების მიხედვით ადგილების რაოდენობა


ქალაქი სკოლა I დონეზე II დონეზე
ქედა აგარის საჯარო სკოლა (ქედა) 4       3
ქედა აქუცის საჯარო სკოლა
ქედა აწჰესის საჯარო სკოლა 5       3
ქედა ახოს საჯარო სკოლა 1
ქედა ახოს №1 საჯარო სკოლა 4       2
ქედა ცხმორისის საჯარო სკოლა 3       0
ქედა დანდალოს საჯარო სკოლა 1
ქედა დოლოგნის საჯარო სკოლა 0
ქედა გეგელიძეების საჯარო სკოლა 2
ქედა გოგიაშვილების საჯარო სკოლა 3
ქედა ინაშარიძეების საჯარო სკოლა
ქედა ჯალაბაშვილების საჯარო სკოლა
ქედა კოკოტაურის საჯარო სკოლა 0
ქედა კოლოტაურის საჯარო სკოლა
ქედა კვაშტის საჯარო სკოლა 0
ქედა მახუნცეთის საჯარო სკოლა 4
ქედა მერისის საჯარო სკოლა 6       1
ქედა მეძიბნის საჯარო სკოლა
ქედა ოქტომბრის საჯარო სკოლა (ქედა) 3       5
ქედა ორცვის საჯარო სკოლა
ქედა პირველი მაისის საჯარო სკოლა (ქედა) 5
ქედა ქედის საჯარო სკოლა       2
ქედა უჩხითის საჯარო სკოლა 4       0
ქედა ვაიოს საჯარო სკოლა
ქედა წონიარისის საჯარო სკოლა 6       2
ქედა ხარაულის საჯარო სკოლა 2
ქედა ზემო ბზუბზუს საჯარო სკოლა
ქედა ძენწმანის საჯარო სკოლა 2             0
ქედა ზვარეს საჯარო სკოლა (ქედა)       0


ხოლო ამ ბმულის დახმარებით შეგიძლიათ ჩაეწეროთ მეორე დონის ტრენინგებზე


6 აპრილს 14:00საათზე   დაიწყება პირველი და  მეორე დონის ტრენინგები თემაზე "ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სკოლაში".   ტრენინგები გაიმართება ქედას საჯარო სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში

ტრენინგების საბაზო კურსზე მოწვეული არიან ის პედაგოგები, რომელთაც არ გაუვლიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული მსგავსი ტრენინგები. ეს ტრენინგები 24 საათიანია. სულ იქნება 8 შეხვედრა. აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ შეგიძლიათ გაიაროთ მეორე დონის ტრენიგები. 

თუ თქვენ უკვე ფლობთ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, შეგიძლიათ საკუთარი სახელი და გვარი ქართულ ენაზე აკრიფოთ შეინახოთ ფაილში და შედეგ მიაგნოთ, მაშინ შეგიძლიათ გაიაროთ მეორე დონის ტრენინგები 
ტრენინგების მეორე დონის კურსი  40 საათიანითითო ტრენინგი გრძელდება 3 საათისულ ჩატარდება  13 შეხვედრატრენინგები ჩატარდება ორ ჯგუფადდილის ჯგუფი იმუშავებს 12:00 დან 15:00–მდემეორე ჯგუფი კი 15:00–დან  18:00–მდეშეხვედრები იქნება დღეგამოშვებით შაბათკვირის ჩათვლით. ტრენინგები ყველა ჯგუფისთვის დამთავრდება მაისში.

 ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები
  • ტექსტების აკრეფა და გაფორმება
  • ცხრილების (შეფასების რუბრიკებისშექმნა
  • სურათის ჩასმა
  • ელექტრონული ცხრილები
  • ელექტრონული პრეზენტაციების შექმნა და წარმართვა
  • გაკვეთილის გეგმების და პროექტების შედგენა.
  • ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტებში ჩასმა
  • ინტერნეტში დოკუმენტების განთავსება
  • ელექტრონული ფოსტით სარგებლობა

ტრენინგები მნიშვნელოვნად გამოადგება კომპიუტერი-უცხო ენის გამოცდით დაინტერესებულ პედაგოგებს.

მსმენელებს დაურგდებათ სახელმძღავნელო და დისკი  
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ სერტიფიკატსრომელსაც გააჩნია ერთი კრედიტქულის ღირებულებატრენინგებს ატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ტრენინგები უფასოა 
დამატებითი ინფორმაცია ნახეთ ბლოგზე datomalania.blogspot.com

თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დარეკეთ მობილურზე: 5 77 14 47 85






იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით