-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ტესტირება და ტესტირების ელექტრონული საშუალებები




შესწორება 21.10.2017. ეს პროგრამა უკვე მოძველებულია. ტესტირებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ გუგლის დრაივის ფორმების ინსტრუმენტი. შეგიძლიათ ვიდეოგაკვეთილებსაც გაეცნოთ

მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ტესტირება, საკმაოდ რთული პროცესია. ამიტომ მე თავს ვერ გამოვიდებ ტესტირების მეთოდის ავკარგიანობის ან კარგი ტესტის კრიტერიუმების შეფასებიგან, ძალიან მოკლე შესავლის შემდეგ ტესტირების ელექტონულ საშულებებს გაგაცნობთ. ხოლო მათ, ვისაც უშუალოდ ტესტირების პრობლემებზე უნდა მეტი ინფორმაციის მიღება, ვთავაზობ ქართულენოვან მასალებს, რომელთა მოპოვებაც მე ინტერნეტში შევძელი

ტესტირება თანამედროვე პედაგოგიური სისტემის ყველაზე მოდური ინსტრუმენტია. ამიტომაც ამ პოსტში და ვიდეოგაკვეთილში მინდა შემოგთავაზოთ ტესტირების მარტივი პროგრამის აღწერა. ამ პროგრამის დასახელებაც ასეთია „გამოკითხვა მარტივად“. საიტის მისამართი ასე იწერება: www.easyquizzy.com.
მაგრამ სანამ უშუალოდ ტესტირების ამ პროგრამაზე გადავიდოდეთ, რამდენიმე სიტყვით მინდა თვითონ ტესტირებაზე გესაუბროთ.

ზოგიერთი თქვენი კოლეგა, მას შეუცვლელ და იდეალურ კომპონენტად მიიჩნევს, ზოგიც სკეპტიკურად უყურებს და თვლის, რომ „დაჯექი, შენ ათიანი“, სისტემას ვერავინ შეცვლის. მე კი ტესტი პედაგოგიური პროცესის შედეგის გაზომვის  ერთერთი ტექნოლოგიური პროცესი მგონია. მოგეხსენებათ, ნებისმიერ აქტივობას სჭირდება გაზომვა და რაოდენობრივ მახასიათებლებში გამოსახვა. ამ მახასიათებლების ანალიზი და დაკვირვება, საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ უკვე განხორციელებული აქტივობების სუსტი და ძლიერი მხარეები. იგივე მონაცემების ანლიზის შედეგად შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს სამომავლო გეგმებს, და კორექტირება შევიტანოთ მასში.
მიიჩნევა და დადასტურებულია, რომ ტესტირება ეფექტურია პედაგოგიური პროცესის შედეგის გაზომვის დროის,  ეკონომიურ დანახარჯების და საიმედოობის ურთიერთმიმართების გათვალისწინებით. ანუ, ითვლება რომ დროის მოკლე მონაკვეთში მცირე ეკონომიკური დანახარჯებით შესაძლებელია განხორცილებული აქტივობების ეფექტურობის ობიექტურად გაზომვა. მიუხედავად ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ შეფასების აქამდე გამოყენებული ტრადიცული მეთოდები სწავლებაში  (ლექცია, სემინარი, დისკუსია, პრეზენტაცია, ტრენინგი და ა.შ.) და მონიტორინგში (შეფასების ათბალიანი სისტემა, გამოცდა, ჩათვლა, კოლოქვიუმი, გასაუბრება) არ დაკარგავენ თავიანთ აქტუალობას და შემდგომში ჩვეულებრივად იქნებიან გამოყენებული. თანამედროვე ტექნოლოგიები ყველა ამ კომპონენტს კვლავ გამოიყენებს, მაგრამ ალბათ, უფრო ნაკლები დოზით.
მინდა აგრეთვე შეგახსენოთ, რომ ახალი ტექნოლოგიები მიმართულია არა საშუალო ცოდნის დონის მქონე მოსწავლეთა საჭიროებებზე, არამედ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ სწავლებაზე. სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლე ინდივიდუალური პროგრამით, რომელიც შეესაბამება კონკრეტულად ამ მოსწავლის ცოდნისა და უნარების დონეს. სწორედ ამ ეტაპზე პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგების გასაზომ ინსტრუმენტად ტესტირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ტესტირება პოპულარული გახდა იმიტომ რომ
·        შესაძლებელია შედეგების გაზომვა და ანალიზი განხორციელდეს მოსწავლეთა დიდ მასაზე ინდივიდუალურად;
·        ეს პროცესი იაფია;
·        ტესტირებას არ სჭირდება დიდი დრო;
·        შედეგები არის ობიექტური და მიუკერძოებელი;
·        შედეგების ანალიზი და შეფასება შესაძლებელია უმოკლეს დროში;
·        შედეგი მეტნაკლები ალბათობით ასახავს რეალობას. ანალიზისას გათვალისწინებული უნდა იყოს ტესტირების ცდომილება.
მაგრამ ამ ინსტრუმეტსაც გააჩნია უარყოფითი მხარეები:
·        თვითონ ტესტის შედგენას და მომზადებას დიდი დრო სჭირდება;
·        ობიექტური შედეგის მისაღებად საჭიროა გარკვეული სახის აქტივობების განხორცილება;
·        არსებობს პასუხის შემთხვევით გამოცნობის შანსი;
·        ტესტირებით შეუძლებელია მაღალი კოგნიტური უნარების გაზომვა.

წარმატებული ტესტის შესაქმნელად აუცილებელია გავიაროთ შემდეგი ეტაპები:
·        განვსაზღვროთ სწავლების რა ეტაპისთვის გვჭირდება ტესტირება (სასწავლებელში, ან გარკვეულ კლასში მიღება, შუალედური, როცა გარკვეული თემატური ერთეული დასრულდა, ან სემესტრის ბოლოს);
·        განისაზღვროს ტესტირების მიზანი;
·        განვსაზღვროთ ტესტური დავალებების რაოდენობა, ტესტირების დრო, თითოეული დავალების წონა;
·        შეირჩეს ტესტური დავალებები;
·        შევარჩიოთ შეფასების სისტემა;
·        შევარჩიოთ ტესტირებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა;
·        შემდეგ ეტაპზე უკვე უშუალოდ ტესტური დავალებების შექმნა და დიზაინზე მიმდინარეობს მუშაობა;
·        ტესტების საბოლოო სახით შექმნის შემდეგ აუცილებელია მისი აპრობაცია;
·        შემდეგი ეტაპი ტესტირების ჩატარებაა. ამ ეტაპზე არ გამოგრჩეთ მოსწავლეთა სათანადო ინსტრუქტაჟი;
·        ტესტირების ჩატარების შემდეგ ხდება მიღებული შედეგების ანალიზი.   
 პრობლემები, ამ პროგრამის გამოყენების დროს

გამშვები პროგრამა არ უნდა ეწეროს კომპიუტერში
სასურველია ტესტირება ჩატარდეს სუფთა სიტემაზე ინტერნეტის და ფლეშ (ან სხვა გარე მახსოვრობის) მიერთების გარეშე.
ეს მოთხოვნა არათუ სასურველი, ალბათ აუცილებელიც არის, ვინაიდან პასუხების მოპოვება ინეტერნეტის, ან ფლეშ დისკზე არსებული კონსპექტებით შეიძლება.
ყველაზე უარეს სიტუაციაში ვიზუალური კონტროლის საშუალებით შეგვიძლია შევამოწმოთ, მოსწავლე ტესტზე პასუხის გაცემითაა დაკავებული, თუ სხვა საქმიანობას ეწევა
ტესტების შედგენის მომენტში გათვალისწინებული უნდა იყოს საკონტროლო კითხვები, რათა დადგინდეს, მოსწავლემ სწორი პასუხი შემთხვევით გასცა, თუ ცოდნიდან გამომდინარე შემოხაზა სწორი პასუხი.
მნიშვნელოვანია, რომ  სწორი პასუხის ადგილი თანაბრად იყოს გადანაწილებული........  თუმცა ამ შემთხვევაში ყველა ერთი  და იგივე პოზიციის შემოხაზვა გარკვეული დადებით ქულების დაგროვების საშუალებას იძლევა აბსოლუტური უცოდინარობის დროსაც კი. ამიტომ ამ მეთოდის გამოყენების დროს შემოღებული უნდა იყოს არასწორი პასუხის შემთხვევაში ქულის დაკლების მექანიზმი, რაც  გამორიცხავს შემთხვევითობის პრინციპით სწორი პასუხის დამთხვევის ალბათობას. 
სიტყვაზე, თუ მე ტესტირების თემა საერთოდ არ ვიცი,  შემიძლია ყველა კითხვის პასუხად შემოვხაზო მეორე პოზიცია.  ამრიგად რაღაც დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ საკითხი საერთოდ არ ვიცი. ამიტომ შეფასების ინსტრუქციაში უნდა შევიტანოთ ერთი პუნქტი, რომ თუ მოსწავლე პასუხში დარწმუნებული არაა, სჯობია არ შემოხაზოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არასწორ პასუხზე ქულა დააკლდება.

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამ მეთოდს ხშიარად არ მიმართავენ. ამ შეთხვევაში სწორი პასუხის პოზიცია თანაბრად არ უნდა იყოს გადანაწილებული.

აგრეთვე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტესტირება, როგორც ავღნიშნეთ, გაწეული პედაგოგიური აქტივობების შეფასების ერთერთი მეაქნიზმია და არა მოსწავლეთა გამოჭერის ხრიკი. ამიტომ კითხვებში და მეთოდებში უნდა ვეცადოთ რომ  რაც შეიძლება მარტივად და ცალსახად აღსაქმელი დიზაინი და მეთოდი იყოს გამოყენებული. ტესტი არ უნდა იყოს გადატვირთული არც ზედმეტი სიტყვებით, არც გრაფიკული ელემენტებით....








პროგრამის ჩამოტვირთვა შეგიძიათ ვებ გვერდიდან http://easyquizzy.com/


პროგრამაში ქართული ენა ჩაშენებულია. თუ თქვენი ვინდოუსი სწორად არის კონფიგურირებული, პროგრამა თავიდენვე ქართული ინტერფეისით ჩამოიტვირტება. თუმცა თუ ინგლისური ვერსია გაქვთ, შემდეგი სურათი დაგეხმარებათ პროგრამის გაქართულებაში:





ასევე შესააძლებელია ტექსტის აგება დროებით შეწყვიტოთ, ამისთვის ტესტი ჯერ უნდა შენახოთ რომელიმე საქაღალდეში (მაგალითად, სამუშაო დაფა-> ტესტები) ბრძანებით ფაილი-> შენახვა ხოლო შემდეგ გახსნათ ბრძანებით ფილი->გახსნა. ეს ბრანებები ინსტრუმენტების დაფაზეც არის გამოტანილი შენახვის ინსტრუმენტია დისკეტის ნახატი (როგორც მაგალიტად, ვორდში) ხოლო ფაილის გახნის პიქტოგრამა არის ყვითელი საქაღალდის ნახატი. უკვე არსებული ტესტის რედაქტირებისთვის (ცვლილებების შეტანისთვის, სწორი პასუხების სანახავად) დააჭირეთ ბრძანებას ფილი->გახსნა.

გისურვებთ წარმატებას








იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით