-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ოპტიკური ილუზია

ოპტიკური ილუზია — არის  ხილულ საგანზე ან მოვლენაზე შექმნილი შთაბეჭდილება, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ მხედველობის ოპტიკური მოტყუება. ზოგიერტ ოპტიკურ ილუზიას უკვე გააჩნია მეცნიერული ახსნა, ზოგიერთი ჯერაც ამოუცნობია.

ამ პოსტით თავი მოვუყარე ყველაზე საინტერსო ილუზიებს. ფტღხილად იყავით, ზოგიეთმა მათგანმა შეიძლება ცრემლდენა, ღებინება ან სივრცეში დეზორიენტაცია გამოიწვიოს. 

ხედავთ სამ სიმპაწიურ გოგონას?



ახლა კი შემოვატრიალოთ გამოსახულება




ჩვენი ტვინი იშვიათად გადაყრია ამოტრიალებულ გამოსახულებებს, ამოტომაც უჭირს აღიქვას მასში ცვლილებები...



13 კაცის ილუზია

თავდაპირველად თქვენ 12 ადამიანს ხედავთ, მაგრამ ზედა ნაწილის გადაადგილების შემდეგ კიდევ ერთი დაგვემატება,

ფანჯარა რომელ მხარესაა გაღებული?
თქვენ გაფიქრებით შეგიძლიათ შეცვალოთ მიმართულება :)

გადაადგილების აღქმის გამრუდება




ეს ბლოკები მონაცვლობით კი არა, თანაბრად მოძრობენ

შენობის შეღებვა

დააკვირდით ცენტრში მდებარე შავ წერტილს. ამავე წერტილს დააკვირდით, მაშინაც კი, როცა სურათი შეიცვლება. როცა ფერად სურათს დაინახავთ, მზერა მოაცილეთ შავ წერტილს.




კონტრასტის სიმულაცია


გეჩვენებათ, რომ მარცხენა მხარის კვადრატები უფრო მუქია, ვიდრე მარჯვენა. თუმცა ისინი ერთი ფერისაა.


ეიმსის ოთახი



არასწორი ფორმის ოთახი გამოიყენება სამგანზომილებიანი ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად.. ის ამერიკელმა ოფთალმოლოგმა ალბერტ ემისმა 1934 წელს დააპროექტა,.

აღქმის ილუზია

ცენტრში არსებული ზოლის ფერი მთელ სიგრძეზე თანაბარია და ერთნაირი


მოძრავი პოსტერი

თაგვის ბურთი ზევით -ქვევით დაატრიალეთ და პოსტერი აფრილადება

გამქრალი წერტილები



ყურადღება გადაიტანეთ შუაში მდებარე მწვანე წერტილზე, რამდენიმე ხანში ყვითელი წერტილები ერთმანეთის მიყოლებით გაქრებიან. თუმცა სინამდვილეში ისინი არ გამქრალან, უბრალოდ სტატიკური კადრები ჩვენი ცნობიერებიდან ქრებიან, თუ ისინი გარემოცული არიან მუდმივად ცვალებადი ფიგურებით...


ჭადრაკი დაფის ფიგურები



საჭადრაკო დაფის A და B უჯრები ნეტავ რა ფერია? ეს არის მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის ედვარდ ედელსონის მიერ 1995 წელს გამოქვეყნებული ფერის აღქმის ილუზია. მეტი თვალსაჩინოებისთვის ნახეთ ვიდეო



ოთხი წრე





ფრთხილად იყავით, ამ ოპტიკურმა ილუზიამ ოსაათიანი თავის ტკივილი შეიძლება მოგიტანოთ....
შოკო მოკო


ინტერიერი




ესეც მაგ თემაზეა



დააკვირდით ცენტრში მდებარე შავ კვადრატს


პერიფერიული მხედველობა ლამაზ სახეებს მონსტრებად აქცევს

ჰიპნოზი


დააკვირდით ფიგრუსი ცენტრს თვალის დაუხამხამებლად 20 წამის განმავლობაში. შემდეგ მზერა გადაიტანეთ


მომწესრიგებელი კვადრატი


თითქოს თეთრი ჯოხები ქაოტურად მოძრაოებენ, მაგრამ ყველაფერი მოწესრიგდება როგორც კი კვადრატებს ჩამოვაფარებთ
 


ეს კი ანიმაციის დაბადებაა
     



ესეც რამდეიმე ვიდეო













და დღეს მეც წავედი. იმედია მოგეწონათ და განიტვირთეთ. თუ უკეთესი რამე ნახოთ, მეც გამზიარეთ, კომენტარები და ლაიკები თქვენზეა

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე


ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების საშემოდგომო რეგისტრაციის შესახებ.

ტრენინგებზე რეგისტრაცია ეხება შემდეგი მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებს  სენაკი, აბაშა,  ჩხოროწყუ, წალენჯიხა. (ამ ეტაპზე შეჩერებულია  ზუგდიდი.  ფოთი, ხობი და მესტია,)


ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ  დააჭირეთ აქ და ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“ (ტრენინგების სახელმძღავნელო)
ინფორმაცია მათთვის ვინც დარეგისტრირდა ტრენინგზე 


"ინტელის ძირითადი კურსი 

 პროექტებით სწავლება". 

მონაწილეთა შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები:

1. პედაგოგს გავლილი აქვს:
  • მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები  "კომპიუტერის საბაზო კურსი" 
               და
  • "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".

 2. პედაგოგს შეუძლია:
  • ტექსტების მომზადება
  • პრეზენტაციის მომზადება
  • ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com)
  • ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com)
  • საქაღალდეებში მუშაობა;
  • ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As
  • ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste)
3. პედაგოგი არ არის:
  • ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (არ ეხება ინფომეჯერს)
  • ტექპერსონალი
  • ამავე ტრენინგის ყოფილი მსმენელი  :) 

შეგიძლიათ ნახოთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და უმორჩილესად გთხოვთ ტრენინგზე გამოცხდებამდე გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალები:   
(გთხოვთ აუცილებლად გადაიმეოროთ მითითებული მასალა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხვდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან ტრენინგზე. ტრენინგის დაწყებამდე  მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის, პრეზენტაცის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება, ბლოგზე პოსტის დადება, სურათების ატვირთვა, ბმულის ჩასმა)  ​​​​​

(დააჭირეთ აქ და იხილეთ ცხრილის შევსების ვიდეოინსტრუქცია (მაგალითად მოტანილია რესურცენტრებითვის გაგზავნილი ინფორმაცია)

ტრენინგის გრაფიკი:
კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9  დღე (დღეში 4 საათი)  

სიის პირველი 24  პედაგოგებისთვის ტრენინგი დაიწყება  აბაშის N 1 საჯარო სკოლაში 2014 წლის 9 ნოემბერს 14:00 საათზე.

აბაშა 
I ჯგუფი 9, 10, 14, 21, 23, 28, 30 ნოემბერი, 5 და 7 დეკემბერი
II ჯგუფი 9, 11, 16, 18, 23, 25, 30 ნოემბერი, 2 და 7 დეკემბერი

III ჯგუფი 12, 16(10:00 სთ) 19, 22, 24, 26, 29 ნოემბერი, 3 და 6 დეკემბერი  14:00 სთზე
IV ჯგუფი 13, 17, 20, 22(10:00 სთ), 27, 29 (10:00 სთ)  ნოემბერი, 1, 4 და 6 (10:00 სთ) დეკემბერი


დილის ჯგუფი იმუშავებს შაბათ-კვირას 10:00 დან 14:00 მდე, სამუშაო დღეებში 14:00 დან 18:00 მდე
საღამოს ჯგუფი ყოველთვის 14:00 დან 18:00 მდე 

ტრენინგის დანარჩენი დღეები და შეხვედრის ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით 

ფოთში: (პირველი ორი ჯგუფი)  2014 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათზე ფოთის N3 საჯარო სკოლაში ჯეოსელის კლასში.
გრაფიკი: 25, 27 აგვისტო, 1, 4, 9 სექტემბერი. შემდეგ დილის ჯგუფი 24, 26 სექტემბერი , 01, 15 ოქტომბერი. საღამოს ჯგუფი 25 სექტემბერი, 16, 22, 24 ოქტომბერი 
ფოთში მესამე და მეოთხე ჯგუფი ტრენინგს დაიწყებს 31 სექტემბერს
გრაფიკი 2, 6, 8,  სექტემბერი, შემდეგ დილის ჯგუფი 22, 27,  29 სექტემბერი , 18 და  20 ოქტომბერი, საღამოს ჯგუფი 23, 27, 30, სექტემბერი, 18 და  21 ოქტომბერი

ხობში   2014 წლის 26 აგვისტოს 12:00 საათზე ხობის N2 საჯარო სკოლაში ჯეოსელის კლასში სავარაუდო გრაფიკი 26, 30  აგვისტო, 3, 5,7, 21,28 სექტემბერი.  19 და 26 ოქრომბერი


მესტია  (გადადებულია) დილის ჯგუფი: 13, 14 17, 20 სექტემბერი,   4, 5, 11, 12, 14 ოქტომბერი

საღამოს ჯგუფი 13, 14 18, 20 სექტემბერი,  4, 5, 11, 12, 13 ოქტომბერი. მესტიაში ტრენინგი ჩატარდება ან მესტიაში ან ხაიშში. იქ სადაც მოგროვდება პედაგოგების ტრენინგისთვის საჭირო რაოდენობა.


 კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატიმასწავლებლები ტრენინგის წარმატებით დამთავრების და სერტიფიკატის აღების შემთხვევაში მიიღებენ 1 კრედიტქულას. 



შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე 
ორიენტირებული შეფასება
  
 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება წავლა-სწავლების პროცესში
  
 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა  ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
  
 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
  
 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება



ტრენინგის პროდუქტები:
  • ბლოგი;
  • სასწავლო პროექტი;
  • პროექტის ელექტრონული პორტფოლიო;
  • პრეზენტაციები;
  • ბუკლეტები;
  • შეფასების რუბრიკები;
  • ჩეკლისტები..
ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  პრეზენტაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური.
პროგრამული უზრუნველყოფა
Ms Windows 7 (ან XP ან 8) MS-Office 2010(ან 13, ან 2007), Google Chrome, Gmail, Blogger, Mozila Firefox. easyquizzy.com. 

ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. (გთხოვთ სახლის კომპიუტერებზე პროგრამული უზრუნველყოფის ენები გადაიყვანოთ ან ქართულ ან ინგლისურ ვერსიაზე)



გისურვებთ წარმატებებს!

გუგულის კალკულატორი და კონვერტაცია


SOS! ხალხებო, აქ აღწერილი მეთოდები არ მუშაობს ჩემთან!!!!!!!, გთხოვთ შეამოწმოთ და მომწეროთ შედეგი.
ამუშავდა ქართულ ვერსიაშიც კი!

დღევანდელი, (თუ ამ შუაღამეს  „დღევანდელი“ ეთქმის) პოსტი გუგლის კალენდარს და საზომი ერთეულების კონვერტერს შეეხება. ერთი ძალიან, ძალიან ბანალური მიზეზის გამო. ამ ზაფხულს ტოიოტა პრიუსი ვიყიდე ამერიკიდან,  გაბღენძილი დავდივარ, ქუჩაში რომ მეკითხებიან, „რამდენს წვავს?..“, „60-ის მერე ბენზინზე მუშაობს, ხომ?.“.  და ა.შ. მაგრამ, მეც ჯერჯერობით ნელნელა ვერკვევი რა რას ნიშნავს. მაგალითად, თავიდან ვეძებდი ბენზინის ხარჯვის მაჩვენებელს, მაგრამ ვერც ერთი მაჩვენებელი ვერ მივამსგავსე, ეჭვი რაზეც მქონდა, -- იქნებადა ესაა, როგორც კი გაზიდან ფეხს ავიღებდი, 99-ს წერდა, ხოლო გაზზე ფეხის დაჭერისას ეს მაჩვენებელი იკლებდა. თანაც ჩემი ჩანაფიქრით 47MPG  ვერაფერტან დავაკავშირე. არადა ამაზე დაბალი კლასის ბენვებსაც აქვთ ბენზინის ხარჯვის მაჩვენებელი. ის იყო ჩემი მანქანის ამ ნაკლს შევეგუე „ესაოდა სხვა ხომ ყველაფერი ძააან მაგარი აქვს“, ინტერნეტფორუმის ავტოგურუებმა მითხრეს, „არ აქვს კი არა ათასნაირ ვარიანტებში აქვსო“. თურმე 47MPG ნიშნავს 47 მილი გალონზე. მოვიძიე ინტერნეტში და გადავიყვანე აღმოჩნდა 6 ლიტრი 100 კილომეტრზე. აქაც ბედს შევურიგდი: „ახალი ნაყიდი მაქვს“, „ეკონომიურად სიარული ვერ ვიცი“, „4,5 ზე შემითანხმდა გამყიდველი, მაგრამ  6-იც ბევრი არაა...“. ისევ გურუებმა გამომაფხიზლეს, ეგ შენ ინგლისური გალონით იანგარიშე, შენი მანქანა ამერიკულიაო. ამ შემთხვევაში კი თურმე ჩემი პრიუსი მხოლოდ 5 ლიტრს წვავს. თავისთავად ამის შემდეგ უფრო გავიბღინძე და ეს პოსტიც გამოვაცხვე


(28.08.2015  ეს დღეებია კრიზისია, და პიპიამაც გადაწყვიტა მხარში დამიდგეს,  მხოლოდ 4.2 ლიტრს ხარჯავს :)

ახლა კი საქმეზე:

გუგლის ინგლისურ ვერსიაში (ანუ სამისამართო ზოლში უნდა აკრიფოთ www.google.com ჯერეჯერობით ასეა) საძიებო ველში აკრიფეთ unit converter და სურათზე ნაჩვენებ გამოსახულებას მიიღებთ:



(არსებობს მეორე ვარიანტი  5 fahrenheit to celsius, ანუ 5 ფარენგეიტი ცელსიუში არის და დაჭირეთ Enter)

ვგონებ ადვილი მისახვედრი უნდა იყოს ამ აპლიკაციის დანიშნულება და გამოყენება: ყოველ შემთხვევაში განვმარტავ: ზედა სტრიქონში უნდა აირჩიოთ საზომი ერთეულები. საზომი ერთეული შეიძლება იყოს:  ტემპერატურა, სიგრძე, მასა, სიჩქარე, ხმა, ფართობი, საწვავი, დრო, ციფრული საცავი.  მარცხენა ველში უნდა შეიყვანოთ რა მნიშვნელობის გადაყვანა გინდათ სხვა ერთეულში მეორე ერთეულის მნიშვნელობა უნდა აირჩიოთ მარჯვენა ველიდან.

თუ რამე ვერ გაიგეთ, კითხვები დასვით კომენტარებში. აგრეთვე შეგიძლიათ მოსინჯოთ სხვა საიტიც http://www.convert-me.com


ახლა კი ცოტა რამ კალკულატორის შესახებ

კალკულატორის ჩასართვად საჭიროა გუგლის ინგლისური ვერსიის საძიებო ზოლში აკრიფოთ  სიტყვა calсulator  ან აკრიფოთ რაიმე გამოსახულება, მაგალითად 5+9 და დააჭიროთ ღილაკს Enter. მიიღებთ გამოსახულებას:



შეიძლება თქვათ, რომ ჩვეულებრივი კალკულატორიაო, მაგრამ ამ ჩვეულებრივ კალკულატორს არაჩვეულებრივი რაღაცების გაკეთება შეუძლია, მაგალითად

1. გამოთვლების განხორციელება. მათ შორის:
  • არითმეტიკული გამოთვლები
  • ფუნქციები
  • კონსტანტების მნიშვნელობები
  • თვლის სხვა სისტემაზე გადაყვანა
2 .გრაფიკების აგება
   საკმარისია საძიებო ზოლში დაიწყოთ ფუნქციების შეყვანა, რომ გუგლი დაიწყებს შესაბამისი გრაფიკების აგებას

რჩევა:

  • თუ თქვენ კოორდინატთა ერთ სისტემაში რამდენიმე გრაფიკის აგება გჭირდებათ, ფუნქციები ერთმანეთისგან გამოყავით სასვენი ნიშანი მძიმით
  • გრაფიკების უფრო დეტალურად გამოსკვლევად შესაძლებელია მათი გადიდება, შემცირება და სიბრტყეზე გადატანა.
კალკულატორი ცნობს ტრიგონომეტრიულ, ექსპონენციალურ, ლოგარითმულ და სამგანზომილებიან გრაფიკებს (PC სისტემებზე WebGL ბრაზუზერებში)


3. გეომეტრიული კალკულატორი
 გუგლის საძიებო სისტემის დახმარებით შესაძლებელია გეომეტრიული ფორმულების და რთული გეომეტრიული გამოთვლების განხორციელება.

გეომეტრიული კალკულატორი რომ გამოვიძახოთ, ამისთვის გუგლის საძიებო სისტემაში უნდა ავკრიფოთ  area of a circle (წრეწირის ფართობი) ან circle calculator (წრეწირის კალკულატორი). მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას:

გამოთვლის დასაწყებად უნდა დააჭიროთ ქვევით მიმართულ ისარს.
შესაძლო ფიგურები და ფორმულებია: ორ და სამგანზომილებიანი მრუდებისგან შემდგრაი ფიგურები, მრავალწახნაგა, მრავალკუთხედი, პრიზმები, პირამიდები, ოთხკუთხედები და სამკუთხედები, ფართობი, წრეწირის სიგრძე, სინუსებისა და კოსინუსების თეორემები, ჰიპოტენუზა, პერიმეტრი, პითაგორას თეორემა, ზედაპირისა და მოცულობის ფართობი.  

მაგალითები:
  • hat is the volume of a cylinder with radius 4cm and height 8cm]
  • [formula for a triangle perimeter]
  • [find the diameter of a sphere whose volume is 524 gallons]
  • [a^2+b^2=c^2 calc a=4 b=7 c=?]

ამავე თემაზე საინტერესოა შემდეგი ვებგვერდი


დღეს (უკვე დღეს) ეს იყოს. კიდევ ვფიქრობ მოგიყვეთ გუგლის ხმოვან საძიებო სისტემაზე OK.

OK?

დღეს (21.11.2016) შემთხვევით ეს აღმოვაჩინე







იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით