-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

სერიიდან: გუგულის კვერცხები Google Keep



დღევანდელი პოსტი გუგულის ახალ კვერცხს ეძღვენება სახელწოდებით  Google Keep ანუ გუგლის ჩანიშვნები. ძალიან არ მინდა პირველივე აბზაცში კონკურენციაზე  და ა.შ. ვწერო, მაგრამ, ფაქტია ამ ვიჯეტის ანალოგი მაიკროსოფტის ვანნოუთია. თუმცა ვანნოუთი ჩემთვის პირველ რიგში მაინც დესკტოპ აპლიკაცია, ამიტომ თუ თანაბარ პირობებში შედარებაზე გექნებათ პრეტენზია (სამართლიანი), მაშინ Office Online ის OneNote ფუნქციები უნდა  შევადაროთ. შედარება სხვა დროისთვის, ახლა კი ისევ Google Keep დავუბრუნდეთ:

გუგლის ჩანიშვნების დახმარებით შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ჩანიშვნები და გაუზიაროთ სხვებს. ვინაიდან გულის ჩანიშვნების სინქრონიზაცია ხდება Google-თან, თქვენ და თქვენს მიერ არჩეულ მომხმარებელებს ამ ჩანიშვნებზე წვდომა ექნებათ ყველა სახის დევაისიდან: ანდოიდის ტელეფონი, პლანშეტი,  Android Wear, დესკტოპი ქრომით და სხვა ბრაუზერებიდან.

Google Keep ამ დროისთვის საშუალებას გაძლევთ თქვენს თავში არსებული :) სხვადასხვა სახის ჩანიშვნები გადაიტანოთ არა სტიკერებზე, არამედ ინტერნეტში ტექსტის, ხმოვანი შეტყობინების, სურათის სახით. შეგიძლიათ შექმნათ ჩამონათვალის სია. შემდეგში შეგიძლიათ ეს ჩანაწერები ერთი ადგილიდან მეორეში მარტივად გადაათრიოთ, ან სულაც დააარქივოთ.

საინტერესო ფუნქციაა გაზიარება. ვფიქრობ გუგლი კოდის წერას ამ ფუნქციით დაიწყებდა :)  გაზიარების შემდეგ არც უნდა გაგიკვირდეთ, თუ ამ ჩანიშვნაზე რამდენიმე ადამიანს რეალურ დროში ერთდროულად თუ შეეძლება მუშაობა. ჩვენ ასეთ სამუშაოს ტრენინგებზე ხშირად მივმართავთ.

თითოეულ ჩანიშვვას შეიძლება მიეთითოს დროს და შეხსენების ფუნქცია. ამით გაგიადვილდებათ დროის მენეჯმენტი


და ბოლოს, გაინტერესებთ, როგორ გასიუნჯოთ ახალი კვერცხი? ბრაუზერის სამისამართო ზოლში აკრიფეთ keep.google.ge და დააჭირეღ Enter კლავიშას... წარმატებები და საინტერესო ინფოების გაზიარებას გისურვებთ...

მასწავლებლის სტანდარტი



ქვედა სტრიქონებზე მოცემულია პედაგოგთა საგნობრივი სტანდარტები. მასალა აღებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საიტიდან

საგნობრივი სტანდარტები
მასწავლებლის სტანდარტი
მასწავლებლის სტანდარტი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი, ძირითადი ნაწილი საერთოა ყველა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისათვის და მოიცავს იმ აუცილებელ პედაგოგიურ უნარსა და ცოდნას, რომელიც მოეთხოვება მასწავლებელს, რათა მან მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება შეძლოს.
სერტიფიცირების დროს პედაგოგიური უნარების ტესტების ნაწილი ეფუძნება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითად ნაწილს.
მასწავლებლის სტანდარტის მეორე, საგნობრივი ნაწილი მოიცავს იმ საგანსა და საგნობრივ ჯგუფებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სავალდებულო საგნებად არის გათვალისწინებული. ესენია:






წყარო: http://www.tpdc.ge/?action=page&p_id=109&lang=geo

ტრენერთა კომპეტენციის ჩარჩო (სტანდარტი)



დააჭირეთ აქ და გაეცანით ტრენერთა კომეტენციის ჩარჩოს. დოკუმენტში ნახავთ
  • ზრდასრულთა სწავლების პრინციპების გამოყენება 
  • ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკის მართვა
  • მოდულის განვითარებისა და ადაპტირების შესაძლებლობა
  • შეფასება
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება
  • საკუთარი პროფესიული განვითარების წარმართვა
  • სპეციფიკური დარგობრივი  ცოდნა


ისტ პედაგოგის პროფესიული სტანდარტი

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

ისტ-ის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები და ცოდნა უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) სწავლების პროცესში ეფექტიან გამოყენებას; მოსწავლის ძირითად ისტ კომპეტენციების განვითარებას და მის მიერ ისტ-ის ინტეგრირების უნარებს სასწავლო, საყოფაცხოვრებო თუ სოციალურ აქტივობებში.


მუხლი 72. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

ა) მიმართულება: ძირითადი ცნებები და ოპერაციები

ა.ა) ინფორმაციის მოძიება, კვლევა და ანალიზი ისტ-ის გამოყენებით;

ა.ბ) ინფორმაციის ორგანიზება, შენახვა და გაზიარება ისტ-ის გამოყენებით;

ა.გ) ისტ-ის გამოყენების უპირატესობის და შეზღუდვების გაცნობიერება; ასევე, ინტერნეტის და ქსელური ტექნოლოგიების განვითარების ზეგავლენა საზოგადოებაზე.

) მიმართულება: ციფრული საშუალებების მართვა (ტექნიკური კომპეტენციები).

ბ.ა) კოპიუტერული მოწყობილობის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა; ძირითადი პერიფერიული მოწყობილობების - მაუსის, კლავიატურის, მონიტორის, პრინტერის, სკანერის, პროექტორის გამოყენება. ძირითადი და პერიფერიული მოწყობილობების მიერთება; ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროების გამოყენება;

ბ.ბ) შესაბამისი პორტების დანიშნულების ცოდნა და შესატყვისი გამოყენება;

ბ.გ) „ნეთბუქების“ და პორტატული ციფრული მოწყობილობების თავისებურებების გარჩევა.

ბ.დ) გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის და უტილიტების ინსტალაცია კომპიუტერზე.

ბ.ე) მარტივი კომპიუტერული ქსელების გამართვა, გამოყენება. ისტ მოწყობილობების ადეკვატური შერჩევა და გამოყენება სასწავლო ამოცანის გადასაჭრელად. ისტ მოწყობილობების ტექნიკური მხარდაჭერა სამომხმარებლო დონეზე.

) მიმართულება: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსების შექმნა და გამოყენება

გ.ა) ციფრული სასწავლო მასალის (მათ შორის: ტექსტური, აუდიო-ვიდეო ფაილის, მულტიმედიური პრეზენტაციის, სასწავლო ხასიათის ვებგვერდის და/ან ბლოგის) შექმნა ისტ-ის გამოყენებით.

გ.ბ) ტექსტური, ვიდეო, აუდიო რედაქტორების, პრეზენტაციების და ვებ-პუბლიკაციების შესაქმნელი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.

გ.გ) ვებ სივრცეში არსებული რესურსების, ონლაინ რედაქტორებისა და საგანმანათლებლო მასალების გამოყენება.

გ.დ) სხვადასხვა ტიპის ციფრული მასალების ეფექტიანი პრეზენტაცია. გაკვეთილის დაგეგმვა ისტ-ის ადეკვატური გამოყენებით.

გ.ე) მარტივი პროცესების ავტომატიზაცია სამომხმარებლო პროგრამების გამოყენებით; ციფრული მოდელების და სიმულაციების გამოყენება, მათ შორის, სხვადასხვა შესატანი პარამეტრების ცვლილებით.

გ.ვ) თავისუფლად გავრცელებადი (ღია) საგანმანათლებლო რესურსების მოძიება, გამოყენება/დამუშავება, მორგება.

გ.ზ) ისტ რესურსების სასწავლო ამოცანისადმი ადეკვატურობის და სარგებლიანობის შეფასება. ციფრული რესურსების მისადაგება სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობისადმი. სხვადასხვა საგნებში ციფრული რესურსების და ისტ ინტეგრირებული სწავლების მოდელებისა და მეთოდების გარჩევა.

დ) მიმართულება: e - ეთიკა

დ.ა) ციფრული რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენება უსაფრთხოების, კანონისა და ეთიკურობის დაცვით;

დ.ბ) ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში მიღებული ეთიკური ნორმების დაცვა ისტ-ის გამოყენებისას;

დ.გ) საკუთარი და სხვისი პერსონალური ინფორმაციის დაცვა, შესაბამისი ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა;

დ.დ) პატივისცემა საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართ და წყაროების შესაბამისი დოკუმენტირება/მითითება;

დ.ე) ღია საგანმანათლებლო რესურსების ლიცენზიის გარჩევა (მაგ.:Greative commons ნაირსახეობები) და მათი გამოყენება საკუთარი რესურსების გამოქვეყნებისას.

ე) მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია

ე.ა) ისტ-ის გამოყენების სფეროების ცოდნა, მისი უპირატესობების გაცნობიერება;

ე.ბ) საკომუნიკაციო საშუალებების შერჩევა, მათ შორის მობილური მოწყობილობების, ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტ-ფორუმების და სხვა;

ე.გ) კომუნიკაცია ისტ-ის გამოყენებით, მათ შორის, მოსწავლეებთან და მშობლებთან;

ე.დ) ისტ-ის საშუალებების გამოყენება სოციალური აქტივობისას, აგრეთვე, სოციალურ და პროფესიულ ქსელებში მოღვაწეობისას (მაგალითად: მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია, საგანმანათლებლო ფორუმებში მონაწილეობა, საგანმანათლებლო პორტალების გამოყენება რესურსების გაცვლა / გაზიარების მიზნით, ბლოგების შექმნა);

ე.ე) ეფექტიანი კვლევითი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების ფლობა – მათ შორის, ელექტრონული ბიბლიოთეკების, ენციკლოპედიებისა და საცავების გამოყენება, კვლევა ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის სისტემატიზაცია, დამუშავება, ანალიზი;

ე.ვ) გავრცელებული საძიებო სისტემის გამოყენება; საძიებო ფრაზების სინტაქსის, გაფართოებული ძიების მეთოდების ფლობა. საჭიროების შემთხვევაში სათარგმნი პროგრამების და/ან ვებსერვისების ეფექტიანი გამოყენება უცხო ენაზე მოცემული მასალის აღსაქმელად;

ე.ზ) ინფორმაციის სანდოობის ხარისხის განსაზღვრა; სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის შედარება, დახარისხება;

ე.თ) ინფორმაციის მოძიებისთვის სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის გამოყენება (მაგ.: კომპიუტერი, მობილური ტელეფონი/სმარტფონი და პორტატული ტექნიკა);

ე.ი) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით (მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლეთათვის).

ვ) დაწყებითი, საბაზო /და საშუალო საფეხურის ისტ-ის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა.

ვ.ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები და ოპერაციები;

ვ.ბ) ინფორმაცია. ინფორმაციის ერთეულები. მისი შენახვა და გაზიარება. ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები. გლობალიზაცია და ინფორმაციული საზოგადოება;

ვ.გ) ისტ-ის გამოყენების ფსიქო-ემოციური ეფექტები.

ზ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების დანიშნულება, მათი მოქმედების ძირითადი პრინციპები და მოხმარების წესები.

ზ.ა კომპიუტერი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები (პროცესორი, მეხსიერება, შეტანა-გამოტანის მოწყობილობები, პერიფერიული ტექნიკა, მონაცემთა შენახვის გარე მოწყობილობები, სხვ). კლავიატურის სტრუქტურა; თაგვის, თაჩპედის, სხვა სენსორული მოწყობილობის მახასიათებლები. ქსელისა და პერსონალური კომპიუტერის ტექნიკური უსაფრთხოების მნიშვნელობა და უსაფრთხოების დაცვის ძირითადი წესები.

თ) ოპერაციული სისტემები და მათი სტრუქტურა

თ.ა) ოპერაციული სისტემის დანიშნულება. ოპერაციული სისტემის გრაფიკული ინტერფეისი;

თ.ბ) ფაილების სისტემის იერარქია და ორგანიზება. საქაღალდეები, „ფანჯრები”; ინფორმაციის მოწესრიგებულად და დაცულად შენახვა ფაილების სისტემის გამოყენებით; ფაილების ტიპების გავრცელებული სტანდარტები. პროგრამული და მონაცემთა ფაილები.

ი) პროგრამული უზრუნველყოფა

ი.ა) ოპერაციული სისტემის თანმდევი ძირითადი პროგრამები (ფაილების მენეჯერი, ინტერნეტ-ბრაუზერი, უტილიტები, სხვ.);

ი.ბ) გავრცელებული პროგრამული საოფისე პაკეტების (მაგალითად: MS Office, Ope№ Office) ძირითადი პროგრამები (ტექსტური რედაქტორი, ელექტრონული ცხრილები, საპრეზენტაციო პროგრამები, ელექტრონული ფოსტის კლიენტი). აუდიო, ვიდეო რედაქტორები, სხვა გამოყენებითი პროგრამები (მაგალითად Adobe Acrobat).

ი.გ) პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, დეინსტალაცია.

კ) კომპიუტერული ქსელები

კ.ა) მსგავსება და განსხვავება კომპიუტერული ქსელების ტიპებს შორის (მაგალითად: ლოკალური ქსელი, ინტრანეტი, ინტერნეტი); ამ სახის ქსელებში ნავიგაციისა და ინფორმაციის გაცვლის ხერხები;

კ.ბ) უსადენო და საკაბელო ქსელები; მათი ტექნიკური შესაძლებლობები და უსაფრთხოება.

ლ) ინფორმატიკის საფუძვლები

ლ.ა) ალგორითმები, მათემატიკური ლოგიკა; რიცხვთა პოზიცირების სისტემები, სიმბოლოები, კოდირება, კომპიუტერული ენები; ადამიანის და კომპიუტერის ურთიერთქმედება; პროცესების ავტომატიზაცია; მონაცემთა ბაზები; პროგრამირების ელემენტები.

მ) ინტერნეტი

მ.ა ინტერნეტის სტრუქტურა და ინტერნეტში მონაცემთა მიღება-გადაცემასთან დაკავშირებული ცნებები და ტერმინები (მაგალითად: ინტერნეტ რესურსის მისამართი, ვებგვერდი, IP მისამართი; დომენური სახელები დაბოლოებები - .edu, .com, .net, .org, .gov - და მათთან დაკავშირებული რესურსები). მონაცემთა გაცვლის პროტოკოლები.

მ.ბ) ელექტრონული ფოსტა. ელფოსტის პროტოკოლები, სამომხმარებლო პროგრამები და ვებდაფუძნებული სერვისები;

მ.გ) ჰიპერბმულები და ჰიპერტექსტი. ინტერნეტში გამოქვეყნების საგამომცემლო პროგრამები და ვებ-ინსტრუმენტები. საოფისე პროგრამების ინტერნეტში განთავსებული სერვისები (მაგ: Google Docs, Microsoft Office Live);

მ.დ) სოციალური ქსელები და მათი სტრუქტურა. ინფორმაციის გავრცელება-გაზიარება სოციალურ ქსელებში. უპირატესობები და შეზღუდვები.

ნ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონტენტი (შიგთავსი)

ნ.ა) ისტ-ის კონტენტის კლასიფიკაცია. საგანმანათლებლო ისტ საშუალებები და პროდუქტები (მაგ: სიმულაციები, მოდელები, ვირტუალური ლაბორატორიები, აუდიო-ვიდეო მასალა, მულტიმედია, თამაშები); მათი ტექნიკური მოთხოვნები და სხვადასხვა მოწყობილობასთან ან/და ოპერაციულ სისტემასთან თავსებადობა;

ნ.ბ) ისტ კონტენტის ლიცენზიები: კერძო-კომერციული, საზოგადოებრივი საკუთრება (Public Domain), ღია-თავისუფლად გავრცელებადი (Creative Commons ძირითადი ლიცენზიები);

ნ.გ) ისტ კონტენტის ავტორიზაციის (შექმნის) და გამოქვეყნების ინსტრუმენტები;

ნ.დ) ისტ კონტენტის შეზღუდვები (მაგ.: კონტენტში დაუშვებელია დისკრიმინაციული ელემენტების, ასაკისადმი შეუფერებელი შინაარსი, აგრესია; კონტენტის კლასიფიკაციის ზოგიერთი სისტემის/აღნიშვნის ცნობა);

ნ.ე) საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალები.

ო) მონაცემთა შენახვა და დაცვა

ო.ა) მონაცემთა არქივირება და სარეზერვო ასლების შექმნა. მოხმარებლის იდენტიფიკაცია. პაროლების სისტემა. ავთენტიფიკაციის საშუალებები როგორც კომპიუტერის ან/და პორტატული ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას, ასევე ინტერნეტ სერვისებში და სოციალურ ქსელებში; ავტორიზაცია (სხვადასხვა ტიპის რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმაციაზე და სერვისებზე წვდომის დონის განსაზღვრა);

ო.ბ) ასაკობრივი შეზღუდვები სოციალურ ქსელებში და ჩატებში გასაწევრიანებლად; ინტერნეტის კონტენტის ფილტრაციის საშუალებები.


 მუხლი 73. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

ა.ბ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შემუშავება, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს და გამოცდილებას;

ა.გ) ისტ-ის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში შესაბამისი ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება- განვითარებაზე;

ა.დ) სასწავლო პროცესისათვის იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს ციფრულ (კომპიუტერულ) წიგნიერებას;

ა.ე) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლისას სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა; განსახორციელებელი აქტივობებისადმი ისტ. ინსტრუმენტებისა და რესურსების შერჩევა/მისადაგება; გაკვეთილისათვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა;

ა.ვ) სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ისტ-ის პედაგოგთა თანამშრომლობა სხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან-ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა არასაგაკვეთილო აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა;

ა.ზ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების მომზადებისას შესაფერისი ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა;

ა.თ) სხვადასხვა თაობების მიერ ციფრული საშუალებების გამოყენების, ასევე ინფორმაციის აღქმისა და გადამუშავების განსხვავებების გაცნობიერება და მისი გათვალისწინება სასწავლო პროცესის დაგეგმვისას;

ა.ი) კლასის ორგანიზება ტექნიკური საშუალებების ეფექტიანად გამოყენების მიზნით;

ა.კ) შესაფერისი ისტ ინსტრუმენტების და მათი ინტეგრირების სტრატეგიის შერჩევა სასწავლო პროცესის მოსამზადებლად;

ა.ლ) ციფრული რესურსების მომზადებისას მათი ურთიერთავსებადობის საკითხების გათვალისწინება.

ბ) ელექტრონული სწავლების ძირითადი პრინციპები - ელექტრონული სწავლება

ბ.ა) ელექტრონული სწავლების ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ფლობა და გამოყენება სასწავლო პროცესში: შერეული სწავლება (Blended learning); სწავლის მართვის სისტემები (LMS, VLE), სწავლების პროცესის აგება/წარმართვა ვირტუალური საშუალებით (ვებ 2.0.-ს, თავისუფალი საგანმანათლებლო რესურსების, სწავლის მართვის სისტემების საშუალებით).

გ) 1-1-ზე კომპიუტერული სწავლების მეთოდების ფლობა და გამოყენება

გ.ა) 1-1-ზე ელექტრონული სწავლების თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში; კლასის მართვა და დავალებების განაწილება 1-1-ზე სწავლებისას; ციფრული მასალების შექმნა, შენახვა და შეფასება ზოგადი და/ან სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფით; ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები, თანამშრომლობითი და თანასწორებისგან (peer-to-peer) სწავლების მეთოდები; დამოუკიდებლად სწავლების მოტივირება.

დ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების წარმართვა:

დ.ა) ისტ-ის სწავლების სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისათვის, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების საშუალებით, ხელმისაწვდომი ციფრული რესურსებითა და ხელსაწყოებით;

დ.ბ) ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც მთლიანად კლასის, ასევე მცირე ჯგუფებისა და ინდივიდუალური აქტივობებისთვის და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

დ.გ) სასწავლო ხასიათის ან/და შინაარსის ციფრული თამაშების მოძიება /შერჩევა / შექმნა გამოყენება; ელექტრონული თამაშების კლასიფიკაცია; სასწავლო შინაარსისადმი მოტივაციის გაზრდა თამაშების ელემენტების გამოყენებით. კლასის ეფექტიანი მომზადება და დებრიფინგი;

დ.დ) ისტ-ზე დაფუძნებული თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების მომზადებისას შესაფერისი ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა/ გამოყენება; მოსწავლეებისათვის სრულყოფილი ინსტრუქციების ჩამოყალიბება;

დ.ე) მოსწავლეებთან სასწავლო პროცესის შემდგომი უკუკავშირი ისტ-ის გამოყენებით მიღებულ ცოდნა/გამოცდილებაზე რეფლექსირების უზრუნველსაყოფად;

დ.ვ) მასალის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობისა და ინტერესების გათვალისწინება; მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი ხერხების გამოყენება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება – ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან შინაარსის/ინფორმაციის დაკავშირება, არსებული ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების დასმა, აზრის გამოთქმისა და მსჯელობის წახალისება და სხვა;

დ.ზ) ისტ-ის დახმარებით ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა;

დ.თ) ისტ-ის სწავლებისას გამოყენებითი ასპექტის აქცენტირება და დემონსტრირება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან (მაგ.: ძირითადი სამთავრობო/სახელმწიფო ელექტრონული სერვისების დემონსტრირება, ელექტრონული ბანკინგის, ელექტრონული მაღაზიის, ფინანსური კალკულაციების ჩვენება, სხვ.).

მუხლი 74. შეფასება

ა) შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა;

ბ) ციფრული კომუნიკაციის საშუალებების, მარტივი სატესტო დავალებებისა და ვირტუალური სასწავლო გარემოს გამოყენება შეფასებისა და უკუკავშირისთვის;

გ) მობილური და პორტატული მოწყობილობების გამოყენება ინდივიდუალური შეფასებისას/ტესტირებისას;

დ) შეფასება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი მიზნების 4 დონის მიხედვით. ისტ საშუალებებით შეფასების სქემებსა და რუბრიკების ელექტრონულ ფორმატში შექმნა/ გამოყენება;

ე) ისტ საშუალებების გამოყენებით მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა და ანგარიშის სახით წარმოდგენა;

ვ) ისტ-ის სწავლების შედეგების დამოუკიდებლად გაუმჯობესების ხელშეწყობა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვა;

ზ) შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.

 მუხლი 75. პროფესიული განვითარება

ა) ისტ-ის საშუალებების გამოყენება პროფესიული განვითარებისთვის, აგრეთვე სოციალურ და პროფესიულ ქსელებში მოღვაწეობისას;

ბ) ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და განახლება;

გ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების და დისტანციური სწავლების გამოყენება საკუთარი პროფესიული ზრდისთვის; სხვადასხვა ინტერნეტფორუმების, საგანმანათლებლო პორტალებისა და სოციალური ქსელების გამოყენება საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, ციფრული მასალების და პედაგოგიური მიდგომების გასაზიარებლად და გასაცნობად;

დ) პროფესიული ცოდნის განახლება, ახალი ტექნოლოგიური საშუალებებისა და ისტ-ზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების რეგულარული გაცნობა;


ე) პროფესიული სტანდარტების ცოდნა და ამ სტანდარტების საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირება და მორგება. 

ორი საზიზღარი საქაღალდის ისტორია

რამდენიმე დღეა თვალში მეჩხირება ორი საქაღალდე, რომელთაც სახელები არ აქვთ  და ჩვეულებრივი საქაღალდისთვის დამახასიათებლი სხვა თვისებები, მეგონა რამე მნიშვნელოვანი  მაგრამ ვერაფერი. სხვა საქაღალდეში გადატანა ვცადე და არაო, წაშლა ვცადე და არაო, ხოდა სახელი რა გქვით-თქო და არაო. გავბრაზდი და გუგლთან ავიყვანე

გუგლმა ამათ ::{138508BC-1E03-49EA-9C8F-EA9E1D05D65D} და 
::{0875DCB6-C686-4243-9432-ADCCF0B9F2D7} ეძახიანო, ოფისი 2013 ინსტალაციის შემდეგ ჩითავენო და რეგისტრიდან უნდა წაშალოო, 1-2 წაუტყაპუნდა და ბაზარიც დაიშალა

საავტორო უფლებების ქაოსი



 ეს არის Intel-ის ტრენინგზე წარმოდგენილი პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ. ის სპეციალურად „ინტელის საწყისი კურსი -- პროექტებით სწავლება“ ტრენინგისთვის არსი მომზადებული და ადაპტირებულია პედაგოთა საჭიროებებზე. აღმოჩნდა რომ იგივე მასალა შეტანილია ისტის გამოცდის პროგრამაში. ამიტომ ჩავთავალე რომ ის ბლოგზე გამომექცეყნებინა.  გაითვალისწინეთ, რომ ინტელის მიერ მომზადებული პრეზენტაცია ნშედგენილია ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ხოლო ეს პრეზენტაცია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად არის შედგენილი 





ამ ბმულზე ნახეთ იუთუბის რეკომენდაციები და პირობების საავტორო უფლებების შესახებ

ოფისი 2016



სულ მალე ვინდოუს 10-ს ვიხილავთ (ვინდოუს 9 რომ არ გამოვა, ეს უკვე იცით, ალბათ). ხოდა 2015 წლის შემოდგომაზე წესით Microsoft Office 2016-იც უნდა გამოჩნდეს. დღეისთვის გთავაზობთ ვორდის და პაუერპოინტის საჩვენებელ ვიდეოებს ვინდოუს 10-ის და სხვა დევაისებითვის..... კიდევ ერთი სიახლე, ფასიც სავარაუდოდ გარკვეულია, მინიმალური ვერსია 5 პროგრამით (ვორდი, ექსელი, პაუერპოინტი, ოუთლუკი და ვანნოუთი) 170$-მდე ეღირებაო, მე კი ვინდოუსის ინსაიდერად დავრეგისტრირდი და ვანახოთ აქედან რა გამოვა, რაც მთავარია ვირტუალური მანქანა უკვე გამართული მაქვს და ამაღამ ალაბათ ვინდოზაც ჩამოიზლაზნება.....


სატესტო ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძიათ აქედან










Microsoft Windows-ის ვიდეოისტორია

ეს არის  Microsoft Windows-ის ვიდეოისტორია, სახალისოდ და საინტერესოდ არის გადმოცემული მთელი ამბები 1985 წლიდან (Microsoft Windows-  v.1.0) 2012 წლის 26 ოქტომბრამდე, როცა გამოვიდა  Microsoft Windows 8.





1-10 ვერსიები







მეორე ვარიანტი 






1.0 -ის ჩატვირთვის  რეკონსტრუქცია  (დრო 10 წუთზე უნდა გაამრავლო)

 


აქ კი ყველა ვინდოზას ყველა ხმაა  

 


ნახეთ სურათებიც:





























ასეთიცო




ქიმიაში მასწავლებელს რამდენი რამით შეგიძლია დააინტერესო მოწავლე, ცოტა ფანტაზიას თუ დაძაბავ, მენდელევის ცხრილს კი არა კოვალენტობაზე ლექსებსაც ამღერებ მათივე ინიციატივით......

ასეთი მასწები გვინდა

ბავშვებმა თქვეს ასეთი მასწები გვინდაო, თქვენ როგორ ფიქრობთ, კიდევ ერთი მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვას შესძლებს ეს პედაგოგი? არჩევანის წინაშე რომ დადგნენ მოსწავლეები, ამ გაკვეთილის მაგივრად შატალოზე წავლენ?  ამ გაკვეთილს აკადემიურობა აკლია?





ისტ გამოცდის პროგრამა და დათოს რეკომენდაციები :)

ჯერჯერობით მხოლოდ პროგრამას დავდებ და შემდეგ მასალებს, ერთგვარად  პოსტს  მოვნიშანავ, რომ არ დამავიწყდეს.

მაშ ასე, ნახეთ ისტ-ის გამოცდის პროგრამ


ამ ბმულზე მოთავსებულია საგამოცდო პროგრამის შესაბამისი ვიდეოინსტრუქციები და რესურსები, ნელნელა კიდევ შეივსება


დამავიწყდა, და დავამატე, მე-5 მე-6 კლასის წიგნები ძალიან  კარგია,. ავტორი  ნინო ჯამასპაშვილი



დამატება 01.06.2015

პროფესიული ცოდნა















გისურვებთ წარმატებეს! 

ინტელის ტრენინგები ფოთში 20015 აპრილი-ფოთი ხობი


აპრილი მაისი  ჩათვლით ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგები თემაზე: "ინტელის საწყისი კურსი -- პროექტებით სწავლება". მონაწილეები გადანაწილდნენ 2 ჯგუფში. ტრენინგები ტარდებოდა ხობის N2 საჯარო სკოლის და ქ.ფოთის N3 საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში. 


მადლობა მინდა მოვუხადო ტრენიგის თითოეულ მონაწილეს გაწეული შრომისთვის და სკოლის ადმინისტრაციას ტრენინგების ნორმალურ გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის


გთავაზობთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ მომზადებული ბლოგების მისამართებს  მიხედვით.
მზია სირაძე http://imsiradze10.blogspot.com
ზოია გრაფიშვილი http://izmargvelashvili.blogspot.com/
რუსუდან არზიანი http://irarziani.blogspot.com/
ლელა დევაძე http://ilelapotipoti.blogspot.com/
ნინა დოლბაია http://ininadolbaia.blogspot.com/
შორენა ჭოჭუა http://ishkutsia1977.blogspot.com/   
ქეთო ტარიელაძე http://iqetotarieladze78.blogspot.com/
ნარგიზი მურვანიძე http://inargizmurvanidze.blogspot.com/
ლიკა ქავთარაძე ilikakavtaradze320.blogspot.com
ნანა გვასალია inanagvasalia1978.blogspot.com
ეკატერინე ჯალაღონია iejalagonia.blogspot.com
ზვიადი ფაჩულია izviadipachulia.blogspot.com
ემა კვიკვინია http://iemakvikvinia.blobspot.com/
ბელა ქვარცხავა http://ibelaqvarcxava2011.blogspot.com/
ელზა ნანეიშვილი http://ielzananeishvili2012.blogspot.com/
ნარგიზა ლემონჯავა inargizalem.blogspot.com
თეა თოდუა http://iteatodua5.blogspot.com/
თამილა  ქვარაია itamilakvaraia.blogspot.com
ქეთევან ბერაია iizoldagogoladze.blogstop.com


იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით