-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

კონსულტაციების გრაფიკი











თუ მითითებულ დროს ბმული გაითიშება ან არ იმუშავებს დაარეფრეშეთ გვერდი და თავიდან სცადეთ. გვერდის დარეფრეშება შესაძლებელია კლავიატურაზე F5 კლავიშაზე დაჭერით




Hangouts -ის ბმული ვიდეოს ჩასართავად





(ჩაირთვება 16.2015 რიცხვში 17:20 საათზე)
კონსულტაცია დაიწყება 17:00-ზე



02.05.2015  ჩემს ბლოგზე რეკორდიც დამყარდა: 1700 კაცი შემოვიდა მხოლოდ ერთ დღეს



როგორც იქნა, თავი მოვაბი და შევძელი გრაფიკის გამოქვეყნება, იმედია დაცვასაც შევძლებ, კონსულტაციები ონლაინ რეჟიმში გაიმართება იუთუბის არხზე მითითებულ რიცხვებში 17:00 საათზე. (ზოგიერთ სიტუაციაში მსმენელებთან შეთანხმებით შესაძლებელია სხვა დრო იყოს ჩანიშნული. ყველა ცვლილება მა პოსტით გეცნობებათ. კონსულტაციების თემატიკა რიცხვების მიხედვით გადავანაწილე. კონსულტაციების ჩანაწერი მოგვიანებით ბლოგზე და იუთუბზე გამოქვეყნდება..

იუთუბის ლინკი გამოქვეყნდება ამავე პოსტში და სავარაუდოდ მხოლოდ კონსულტაციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე იქნება აქტიური (bilietebi.ge სგან განსხვავებით იმედია პრობლემები არ გვექნება). კითხვების დასმა ონლაინ რეჟიმში ჩატში შეგეძლებათ. გთხოვთ კითხვები არ გასცდეს კონსულტაციის დღისთვის ჩანიშნულ თემატიკას.



ძალიან გთხოვთ, თუ გამოცდაზე არ ხართ რეგისტრირებული, ამჯერად თავი შეიკავოთ კონულტაციებზე დასწრებისგან. აქ მხოლოდ საგამოცდო საკითხების განხილვას ვაპირებთ. ასევ არ იქნება განხილული ფოტოშოპი, პროგრამირება, ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ან ინტელის ტრენინგის საკითხები.  



2. პროფესიული ცოდნა

თემები
თარიღი
4 ივლისი
5 ივლისი

შეხვედრის ვიდეო
პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი

5 ივლისი

შეხვედრის ვიდეო
პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი
9. ელექტრონული ცხრილის გამოყენება

ბმული გასწორებულია
10 ივლისი

შეხვედრის ვიდეო
12. მაგალითების და ნიმუშების განხილვა
13.

14.  სხვადასხვა საკითხები  კითხვები, გამოცდილების გაზიარება
16 ივლისი



თუ რამე მოსაზრება, კითხვები, შენიშვნა ან ნებისმიერი მოსაზრება, შეგიძლიათ კომენტარებში დატოვოთ. აუცილებლად გიპასუხებთ!


და ბოლოს გთხოვთ მისურვოთ წარმატებები!

ჩემთვის ეს ავანტიურული ექსპერიმენტია   :)

940
P.S. ამ კონსულტაციები არ ტარდება არც გამოცდების ეროვნული ცენტრის ან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით, არამედ წარმოადგენს მხოლადდამხოლოდ ჩემს ინიციატივას! 


ფიზიკის დაუვიწყარი გაკვეთილი კინეტიკური ენერგია


ნახეთ ფიზიკის გიჟი ლექტორის სრული ლექცია. მართლაც დაუვიწყარია, ნათლად და მკაფიოდ ახსნილი. მე მანდ შუშის მაგივრად ჰელუინის კვახს დავკიდებდი.  

ეს არის MIT (Massachusetts Institute of Tecnology) დამსახურებული პროფესორის ვოლტერ ლევინის ლექცია. ამ (ქვედა) ვიდეოში კი შეგიძლიათ ნახოთ უფრო საინტერესო და სახალისო მომენტები, ვთქვათ, რატომ არის ღრუბელი თეთრი და ცა — ლურჯი.

2011 წლის 16 მაისს უოლტერ ლევინი დაუბრუნდა თავის ძველ სალექციო დარბაზს, რათა ჩაეტარებინა ბოლო ლექცია. ეს ლექწცია მიეძღვანა მისი ახალი წიგნის «FOR THE LOVE OF PHYSICS: From the End of the Rainbow to the Edge Of Time — A Journey Through the Wonders of Physics», პუბლიკაციას. წიგნი უორენ გოლდშტეინთან ერთად დაიწერა. 

„ეს წიგნი ჩვენს წინაშე წარმოაჩენს უოლტერ ლევინის შთამბეჭდავ ინტელექტს, ფიზიკის მიმართ მის ლტოლვას და გადმოცემის ბრწყინვალე უნარებს. მისი წაყლობით კიდევ მეტი ადამიანი გაეცნობა ამ ღირსშესანიშნავ მასწაველებელს და მეცნიერს.“

— ბილ გეიტსი.   






ამ ბმულზე არის ამ არაჩვეულებრივი პროფესორის ლექციების სრული კურსი სახელწოდებით . 



ვიკიპედიის გვერდი

სხვა ვიდეოები

გამოქვეყნების ლიცენზიის პირობები:   Creative Commons BY-NC-SA 3.0 US

კონსულტაციებზე დასმული მნიშვნელოვანი კითხვები



ამ პოსტში ვეცდები თავი მოვუყარო იმ  კითხვებს, რაც კონულტაციებზე დაისვა და მნიშვნელოვანი იყო, ან ჩამგან დაზუსტება მოითხოვა



1. კ. რომელ რეჟიმში მოიხმარება ნაკლები ელექტროენერგია?



პ. ძილის (Sleep) რეჟიმის დროს კომპიუტერში ყველა ოპერაცია წყდება, მონაცემები ინახება ოპერატიულ მახსოვრობაში. კომპიუტერს ჩართვა შესაძლებელი ხდება ძალიან სწრაფად. ამ რეჟიმს იყენებენ, როცა მცირე დროით (ვთქვათ ყავის დასალევად ან სიგარეტის მოსაწევად) როცა სცილდებიან კომპიუტერს. კომპიუტერნი ნაკლებ ნერგიას მოიხმარს, მაგრამ ოპერატიულ მახსოვრობას მაინც მიეწოდება კვება....

გაყინვის (hibernation) რეჟიმში კომპიუტერი შეინახავს(!) ყველა  გაშვებული პროგრამის მონაცემებს ვინჩესტერზე(!) და გამორთავს კომპიუტერს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერი  ელ.ენერგიას არ მოიხმარს. ჩართვის შემდეგ ვინჩესტერიდან სწრაფად აღდგება მონაცემები და შეძლებთ მუშაობა იმ ადგილიდან გააგრძელოთ, სადაც შეწყვიტეთ.  


http://www.digitaltrends.com/computing/hibernation-vs-sleep-explained/#ixzz3eljwCb1H 
http://www.howtogeek.com/102897/whats-the-difference-between-sleep-and-hibernate-in-windows/


2. რომელი ვერსიის ოპერაციული სიტემა იქნება?
რომელი ვერსიის ოფისი იქნება?

პ. ნიმუშებში ცალსახად გამოყენებული Windows 7 და Office 2007. სავარაუდოდ ეს პროგრამები იქნება გამოყენებული


დღე მეორე:


კითხვა, რამდენი სიმბოლოსგან შედგება ფაილის სახელი?
კითხვა იმდენად საინტერესო და ბუნდოვანი აღმოჩნდა რომ გადავწყვიტე ცალკე პოსტი მიმეძღვნა



მესამე დღე
კითხვები დეველოპერის ჩართვა




სქოლიო და ციტირება


მე5 დღე

კომენტარი :)


ცალკე ვილაპარაკებთ

მაკროსი

რამდენიმე ფორმულა





რეგისტრაცია ისტ პედაგოგთა გამოცდის კონსულტაციებზე






რეგისტრაციები დასრულდა














მოგესალმებით, ამ პოსტით, მინდა გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე ისტ პედაგოგთა გამოცდასთან დაკავშირებით გაგიწიოთ ონლაინ (youtube) და ოფლაინ კონსულტაციები. შესაძლებელი იქნება რეგიონებში შეხვედრაც. რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ბმულს და შეავსეთ შესაბამისი ველები

კომენტარებში შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი დრო, ადგილი და საინტერესო თემატიკა. გთხოვთ საკითხები შეარჩიოთ ისტ გამოცდის პროგრამის შესაბამისად. გაითვალისწინეთ, სხვა საკითხებზე, (მაგალითად პროექტ გაკვეთილი, PhotoShop) კონსულტაციები არ გაიმართება.

კონსულტაციებში გამოყენებული იქნება გამოცდის ბილეთების ანალოგიური მასალა...

კონსულტაციები უფასოა  

რაზე შეაწუხეს გუგული 2014 წელს

აქ არის ვიდეო, თუ რაზე შეაწუხეს გუგლი ყველაზე მეტად 2014 წელს. ანუ ის სიტყვები თუ რა იძებნებოდა 2014 წელს გუგლში. ამ სერვისს Google Trends ქვია და საშუალებას იძლევა ნახოთ რას ეძებდნენ გუგლში ქვეყნების მოხედვით ყველაზე მეტად. ასევე ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დალაგებულია წლების და თვეების მიხედვით. სატზე მუშაობა ძალიან ადვილია. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები კი ვიდეოშია მოტანილი




ეს კი საიტის მისამართია

გუგულის ოპტიკა

დასაწყისში არაჩვეულებრივი მულტიკია


როგორ მუშაობს Google Translate

ნახეთ ვიდეო, როგორ მუშაობს Google Translate


ისტ-ის გამოცდის გრაფიკი



2015 წლის 16 ივნისს გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია პრაქტიკოსი მასწავლებლების საგნის გამოცდის ჩატარების შესახებ. გთავაზობთ ამ ინფორმაციის საინტერესო ნაწილის ისტ-ის გამოცდის კუთხით..

ქულების რაოდენობა

მაქსიმალური ქულების რაოდენობა არის 70 ქულა, გამოცდა დაყოფილია 2 ნაწილად: პროფესიული ცოდნა  და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. თითოეული ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 35 ქულა. დროის ხანგრძლივობა 1სთ და 30 წთ.

გამოცდის განრიგი

წერით ნაწილში გამოცდა ჩატარდება 2015 წლის 18 ივლისს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში 19 ივლისს. 


ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დამტკიცდა პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნის გამოცდის ჩატარების წესი. ამ ინფორმნაციას შეგიძლიათ გაეცნოთ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე

ასევე ალბათ საინერესო იქნება გაეცნოთ გამოცდების შეფასების ზოგად კრიტერიუმებს (ბოლოში არის ისტის-გამოცდის კრუტერიუმები)


ამავე ბლოგზე აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ:

რეგისტრაცია ისტ პედაგოგთა გამოცდის კონსულტაციებზეისტ გამოცდის პროგრამა v.3

როგორ მოვემზადოთ მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდებისათვის   (ამ დოკუმენტში მოცემულია გამოცდის მსვლელობის აღწერა და მოტანილია საგამოცდო ბილეთის ნიმუში. (!SIC)



თუ კითხები გაგიჩნდებათ, გთხოვთ კომენტარებში მომწეროთ


წყარო: http://www.naec.ge/images/doc/MASC_SERT/mascavlebelta-gamocdebi-2015-ganrigi.pdf

წყარო: http://www.naec.ge/mastsavlebeltha-gamocdebi/pedagogta-sasertipikacio-gamocdebi-siaxleebi/3578-informacia-praqtikosi-mastsavleblebis-sagnis-gamocdis-chatarebis-shesakheb.html?lang=ka-GE





გისურვებთ წარმატებებს

უცხო ენების შესწავლა youtube



წყარო:  არის.გესასარგებლო რესურსები უცხო ენების უფასოდ შესასწავლად
განათლება ყოველთვის იქნება ღირებული და მოგცემთ უამრავ შესაძლებლობას. საერთოდ არ ღირს დიდი თანხების დახარჯვა თქვენი უნარების ასამაღლებლად – არსებობს რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში სრულიად უფასოდ. გთავაზობთ 11 საიტს რუსულ და ინგლისურ ენებზე, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ, ამისათვის დაგეხარჯებათ მხოლოდ დრო.
უმსხვილესი რუსული ინტერნეტ-უნივერსიტეტი უმაღლესი და მეორე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე პროფესიონალურ დონეზე მომზადებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით. სრულფასოვანი სწავლება ფასიანია, მაგრამ საიტზე შესაძლებელია უფასოდ წაიკითხოთ (და მოისმინოთ) 500-ზე მეტი კურსი სხვადასხვა სფეროდან: ინფორმატიკა, ფიზიკა, მათემატიკა, ეკონომიკა და ფილოსოფია. საგანმანათლებლო კურსების გავლისას შეგიძლიათ მიიღოთ ელექტრონული სერტიფიკატი.
აქ განთავსებულია უფასო საგანმანათლებლო კურსები ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის პედაგოგების, აგრეთვე რუსული სამეცნიერო ცენტრებისგან. კურსები შედგენილია საგანმანათლებლო სტანდარტებით და მოიცავს ვიდეო-ლექციებს, საშინაო დავალებებს, ტესტებს, ჯგუფურ სამუშაოებსა და ფინალურ ატესტაციას.
კიდევ ერთი საინტერესო საიტი მრავალრიცხოვანი რუსული ლექციებით სხვადასხვა თემებზე. ლექციების გარდა აგრეთვე იდება ვიდეომასალები სამეცნიერო კონფერენციებიდან.
ლიტერატურის შესასწავლი შთამბეჭდავი ბაზა. აქ ნამდვილად შეიძლება იპოვო საკმაოდ იშვიათი ეგზემპლარები. გადმოწერა შესაძლებელია ქულებით: ქულებს გჩუქნიან რეგისტრაციისას, შემდეგ მათი მიღება შეიძლება საკუთარი მასალების განთავსებით ან ნაღდი ფულით ყიდვით.
მათთვის, ვინც იცის ინგლისური ენა. საიტზე თავმოყრილია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ლექტორების ლექციები, მათ შორის, MIT, ჰარვარდის, პრინსტონის, სტენფორდის, იელისა და სხვა.
კიდევ ერთი საიტი მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექციებისა. საკმაოდ მარტივია პროგრამის საკუთარი სურვილით შერჩევა, მაგალითად, გაიარო კურსი მუსიკალური ინდუსტრიის სფეროში. რა თქმა უნდა თუ ინგლისური ენის ცოდნა თქვენთვის არ არის პრობლემა.
UoPeople – უფასო უნივერსიტეტია, თუმცა სტუდენტებს მაინც მოუწევთ გამოცდების საფასურის გადახდა ყოველი კურსის ბოლოს. გადასახადი დამოკიდებულია სტუდენტის საცხოვრებელ ადგილზე. ამასთან, შეგიძლიათ შეეცადოთ მიიღოთ გრანტი, ასე რომ შესაძლებელია მიიღოთ განათლება სრულიად უფასოდ. იმისათვის, რომ გახდეთ უნივერსიტეტის სტუდენტი, საჭიროა მოახდინოთ ინგლისური ენის ცოდნის დემონსტრირება და გქონდეთ კარგი საშუალო განათლება.
იშიფრება როგორც „Technology, Entertainment, Design“. ცნობილი კონფერენცია სცენაზე, რომელზეც იკრიბებიან და თავიანთ ცოდნას გვიზიარებენ მეცნიერები, მეწარმეები, მხატვრები, მუსიკოსები, ინჟინრები და მრავალი სხვა. პრაქტიკულად ყველა ვიდეო-რგოლს აქვს სუბტიტრები სხვადასხვა ენაზე.
აქ განთავსებულია Яндекс-ის მონაცემების ანალიზის სკოლის ლექციები. მთავარი მისი მიზანია სპეციალისტების მომზადება, როგორც თავად Яндекс-ისათვის, აგრეთვე IT-ინდუსტრიისათვის მთლიანად – მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და ინფორმაციის ინტერნეტიდან მოპოვების სფეროში.
ეს ინგლისურენოვანი პროექტი თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, რომლებიც აქვეყნებენ და ათავსებენ სისტემაში კურსებს განათლების სხვადასხვა სფეროდან. მსმენელები არა მარტო გადიან კურსებს, არამედ ურთიერთობენ თანაკურსელებთან, აბარებენ ტესტებსა და გამოცდებს უშუალოდ Coursera-ს საიტზე.
ერთ დროს ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაამთავრა MIT და ჰარვარდი, იგებს, რომ სხვა ქალაქში მცხოვრებ მის პატარა ნათესავს სკოლაში პრობლემები აქვს მათემატიკასთან. იგი გადაწყვეტს დაეხმაროს მას, ათავსებს ვიდეო-გაკვეთილებს YouTube-ზე და მომენტალურად ხდება პოპულარული. ახლა, ხანის აკადემიის საიტი გვთავაზობს4200-ზე მეტი უფასო მიკროლექციისკოლექციას მრავალფეროვან თემებზე.
წყარო: www.adme.ru

https://e5.onthehub.com/WebStore/ProductsByMajorVersionList.aspx?cmi_cs=1&cmi_mnuMain=bdba23cf-e05e-e011-971f-0030487d8897&ws=0b3ef5e5-719a-e311-93fa-b8ca3a5db7a1&vsro=8&pc=00000000-0000-0000-0000-000000000000  ufasosofti studentebisTvis
გთავაზობთ სასარგებლო ვებ-გვერდების სიას, რომლებიც დაგეხმარებათ უცხო ენების შესწავლაში.
ინგლისური ენაflagge-grossbritannien
List-english.ru – საგულდაგულოდ შერჩეული სასწავლო მასალა ინგლისური ენის შესასწავლად: ონლაინ-ლექსიკონი, სკოლები, ფორუმები, რეპეტიტორები, ტესტები, სასკოლო სახელმძღვანელოები, ვიდეო-კურსები, თამაშები, პროგრამები და მრავალი სხვა. ყველაფერი უფასოა.
Englishtips.org – სახელმძღვანელოებისა და წიგნების ზღვა, შესაძლებელია გადმოწერაც. კარგად მუშაობს საძიებო სისტემა.
Britishcouncil.org – ტესტები, გრამატიკა, თამაშები და მრავალი სხვა. ყველაფერი ინგლისურადაა, ამიტომ დამწყებებისთვის რთული იქნება ორიენტირება, თუმცა ცდად ღირს.
Bbc.co.uk – მრავალფეროვანი მასალა ყოველდღიური, თანამედროვე ენის შესასწავლად.
Real-english.com – საკმაოდ კარგი საიტი გაკვეთილებით, სტატიებითა და ვიდეოებით. სანამ შესწავლას დაიწყებდეთ, მთავარ გვერდზე აირჩიეთ სასურველი ენა.
Eslpod.com – გვერდი კალიფორნიიდან. მისი მთავარი ამოცანაა – ინგლისურის სწავლება, როგორც მეორე ენა. აქვს უზარმაზარი მასალის გადმოწერის შესაძლებლობა.
Elllo.org – მასწავლებლებისა და საშუალო დონის სტუდენტებისთვის ნამდვილი მიგნებაა. შესაძლებელია გამოთქმების შედარება კანადიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან და ა.შ.
ფრანგული ენაimages
Grammairefrancaise.net – კარგი საიტია, ბევრი ინფორმაციაა შესამოწმებელი დავალებებით, ყველაფერი ფრანგულადაა.
Studyfrench.ru – საუკეთესო რუსულენოვანი საიტი, განსაკუთრებით სასარგებლო იქნება პირველ ეტაპზე, რამდენადაც გრამატიკის ახსნა რუსულადაა, ხოლო ტექსტებს აქვთ თარგმანი.
Bbc.co.uk – ფრანგულის ვიდეოკურსი. საიტი ინგლისურენოვანია და ყველა ახსნაც ინგლისურად არის. ასე რომ პარალელურად გაიმყარებთ ინგლისურის ცოდნასაც.
Laits.utexas.edu/fi – ვიდეო, აუდიო დავალებები გრამატიკაში, ფონეტიკა.
Ikonet.com/fr – ინტერაქტივი: ვიდეო, აუდიოდავალებები, ტესტები და ლექსიკონი.
Polyglotclub.com – აქ შეგიძლიათ იპოვოთ ფრანგები, რომლებიც სწავლობენ რუსულს, ამგვარად შეძლებთ ეკონტაქტოთ და დახვეწოთ უნარები.
ესპანური ენაflag
Hispanistas.ru – უამრავი წიგნი, აუდიო, ვიდეო, ფორუმი. სასარგებლო და მრავალფეროვანი ინფორმაცია.
Rae.es – ესპანური ენის ლექსიკონი.
Lingus.tv – ვიდეო სხვადასხვა დონეებისთვის. ძირითადად წარმოდგენილია ყოველდღიური დიალოგები. ვიდეოების გარდა არის ტექსტები და ამ დიალოგების ესპანურ-ინგლისური თარგმანი.
Recursosdidacticos.es – გახმოვანებული ტექსტების კრებული. ტექსტები დაყოფილია ჟანრებად (პიესები, მოთხრობები, პოეზია და ა.შ). შესაძლებელია დაწყება masleidos-დან(ყველაზე წაკითხვადი) ან masvalorados-დან(ყველაზე მაღალრეიტინგიანი).
Dirae.es – ძალიან საინტერესო ლექსიკონი. მაგალითად შეგყავთ საძიებო სისტემაში სიტყვა azul. ის გთავაზობთ სტატიას ამ სიტყვის მნიშვნელობის ყველა შესაძლო ვარიანტით.
გერმანული ენაde
Travlang.com – საიტი ინგლისურ ენაზეა, თემატურად დაყოფილი რუბრიკებით.
German.about.com – გრამატიკა, სავარჯიშოები, ტრენინგები სმენისა და გამოთქმის გასაუმჯობესებლად.
Dw.de  – გერმანული ენის კურსი წარმოდგენილი რადიოსადგურ „DeutscheWelle“-ს მიერ. საიტი შეიცავს ფაილებსა და სიახლეებს mp3 ფორმატში, სხვადასხვა თემებზე.
Deutsch-uni.com.ru – საინტერესო საიტი მათთვის, ვინც სწავლობს გერმანულ ენას, უამრავი სასარგებლო და საჭირო რესურსი.
იტალიური ენაimages (1)
Webs.racocatala.cat – შესანიშნავი სასწავლო საიტი, რომელზეც თავმოყრილია გრამატიკა, ლექსიკა, სავარჯიშოები, კარნახი, ტესტები, თამაშები, ანდაზები და გამოთქმები, სიმღერები, ვიდეო.
Studyitalian.ru – საიტი შეიცავს ბევრ საჭირო ინფორმაციას, სასარგებლოა დამწყებებისათვის.
Dizionario.rai.it – ორთოგრაფიისა და გამოთქმის ლექსიკონი.
Book2.de – კარგად მოფიქრებული საიტი-ლექსიკონი 100 თემაზე. შესაძლებელია გადმოწერა ორ ვარიანტად – თარგმანით და მის გარეშე. იტალიურის გარდა არის სხვა ენებიც.
Oneworlditaliano.com – სასწავლო მასალების ნაკრები, სავარჯიშოები, ბმულები, ტესტები და სიახლეები.
ჩეხური ენაCzech_Republic_Flag_big
Lingvisto.org – გრამატიკისა და კითხვის წესები ჩეხურ ენაში.
Nej.wz.cz – „ყველაზე-ყველაზე“ ჩეხურ ენაზე. მაგალითად, ყველაზე გრძელი სიტყვა – nejneobhospodorovávatelnější.
KurzČeštiny – ვიდეო-გაკვეთილები დამწყებებისათვის.
Czechprimer.org – ენის შესწავლა სურათებით. არავითარი რეკლამა.
Czechclass101.com – აუდიო და ვიდეო გაკვეთილები ჩეხურ ენაში დამწყებთათვის. შესაძლებელია აგრეთვე სრული ტრანსკრიპციების, თანმხლები მასალების გადმოწერა, ხოლო განსაკუთრებით მონდომებული მოსწავლეებისთვის საკონტროლო დავალებებიც კი.
წყარო: adme.ru
ა.ზ.


თანამედროვე მსოფლიოში არსებობს უამრავი გზა უცხო ენის შესასწავლად. მაგალითად, შესაძლებელია, ყოველდღიურად ჩართოთ YouTube-ზე ენის შემსწავლელი რომელიმე არხის ვიდეოები და პროფესიონალი პედაგოგები სრულიად უფასოდ აგიხსნიან ყველაფერს, რაც თქვენთვის აქამდე გაუგებარი იყო.
გთავაზობთ რამდენიმე ასეთ არხს რუსულ და ინგლისურ ენებზე.
არხები რუსულ ენაზე:
Puzzle English – შეიცავს მრავალ ვიდეოს სხვადასხვა თემაზე: გრამატიკის გარჩევა, ენის შესწავლის საიდუმლოებები და რჩევები, საინტერესო გამოთქმები პოპულარული სერიალებიდან და მრავალი სხვა.
Albert Kakhnovskiy – ინგლისურის შესწავლა ცნობილი რეიმონდ მერფის მიხედვით.
ინგლისური  ნოტებად – საკმაოდ მხიარული არხი. ინგლისურის შესწავლა აქ ხდება მუსიკის, თამაშების, ფილმებისა და იუმორის საშუალებით.
ინგლისური ენა ჯობსის სკოლაში – საგანმანათლებლო-გასართობი არხი ინგლისურის შესწავლაზე, მხიარულია და ეფექტური.
Oxana Dolinka – თანამედროვე ინგლისური ენის შესწავლა. უამრავი მასალა დამწყებთათვის.
არხები ინგლისურ ენაზე:
Learn English with Ronnie – ვიდეოების უმეტესობა ეძღვნება გრამატიკას. ახსნილია საკმაოდ გასაგებად, სხარტად და იუმორით.
English with Jennifer – აქ თქვენ ნახავთ რჩევებს, თუ როგორ გაიუმჯობესოთ გამოთქმა, აითვისოთ გრამატიკა და მრავალი სხვა. სასარგებლოა, როგორც მოსწავლეთათვის, აგრეთვე ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.
Rachel’s English – არხი განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვისაც პრობლემები აქვთ გამოთქმასთან.
Anglo-Link – მასალის მრავალფეროვნება საკმაოდ მიმზიდველია. გაკვეთილების უმრავლესობა ეძღვნება გრამატიკის განხილვას.
EnglishClass101 – არხი სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც ასე თუ ისე უკვე ერკვევა გრამატიკაში, თუმცა სირთულეს აწყდება ურთიერთობისას.
BBC Learning English – დიდი რაოდენობის საინტერესო და შემეცნებითი ვიდეო განსხვავებულ თემებზე.
Learn English with Steve Ford – ავტორი – ინგლისური ენის პროფესიონალი პედაგოგი ოცწლიანი სტაჟით. საინტერესო მასალის ნახვას შეძლებენ როგორც დამწყებები, ასევე გამოცდილები.
AlexESLvid’s Free English Lessons – პოპულარული არხი, რომელიც ახლდება ფაქტობრივად, ყოველდღიურად.
Learn English with Let’s Talk – საკმაოდ კარგი გაკვეთილები განსხვავებულ თემებზე,  სწავლების თანამედროვე პრინციპებზე დაყრდნობით.
წყარო: adme.ru

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით