-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

Microsoft Edge ახალი ბრაუზერი


Microsoft Edge ვებ-ბრაუზერია, რომელსაც აწარმოებს კომპანია Microsoft. მისი პირველი საცდელი საჯარო ვერსია გამოვიდა 2015 წლის 30 მარტს და ის საბოლოოდ შეცვლის IE-ს. 

ზოგადი მახასიათებლები ვიკიპედიადან:
Microsoft Edge დაყენებული იქნება ძირითადი ბრაუზერის სახით Windows 10-ის როგორც desktop, ასევე mobile ვერსიაზე, შესაბამისად, ის ჩაანაცვლებს Internet Explorer 11-სა და Internet Explorer Mobile-ს. Edge-ი იყენებს ახალ layout engine-ს, ასევე ცნობილია EdgeHTML-ის სახელით, რომელიც Trident-ის განშტოებას წარმოადგენს. Trident-ი "შექმნილია თანამედროვე ინტერნეტ ქსელთან სრული თავსებადობით". ახალი "Edge" ძრავი (engine) გამოყენებული იქნება ძირითად (default) ძრავად Windows 10-ში, და გვერდების ჩვენება (render) შესაძლებელი იქნება ძველი (legacy) MSHTML ძრავით ძველ პროგრამებთან და ვებსაიტებთან თავსებადობის მიზნით.

Edge-ს არ აქვს მხარდაჭერა მოძველებული (legacy) ტექნოლოგიებისა, როგორებიცაა ActiveX და Browser Helper Object-ები, და მათ მაგივრად გამოიყენებს გაფართოების (extension) სისტემას. Internet Explorer 11 კვლავ დარჩება Edge-ის გვერდზე Windows 10-ში თავსებადობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო; ის თითქმის უცვლელი დარჩება, როგორიც არის Windows 8.1-ში და არ გამოიყენებს Edge-ის ძრავს როგორც ზემოთ მოგახსენეთ.

Edge-ი ერთიანდება Microsoft-ის online პლათფორმებთან: ის ერთიანდება Cortana-სთან, ციფრულ ასისტენტთან, რომელიც გვაძლევს საშუალებას ხმით ვაკონტროლოთ სისტემა, მოვძებნოთ სხვადასხვა ფუნქციები, და მივიღოთ ძებნის დინამიური, დეტალური და პერსონალიზირებული ინფორმაცია. მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ გვერდებზე გააკეთონ ჩანიშვნები (annotations), რაც ავტომატურად დამახსოვრდება და გაზიარდება OneDrive-ზე, სურვილის შემთხვევაში. ის ასევე მოიცავს "საკითხავი სიის" ("Reading List") ფუნქციებს და შეუძლია მოახდინოს კონტენტის (content) სინქრონიზაცია (sync) მოწყობილობებს შორის, ასევე აქვს "კითხვის რეჟიმი" ("Reading Mode"), რაც აქრობს გვერდების ყველა არასაჭირო ფორმატირებას რომ უფრო მკაფიო და თვალსაჩინო გახდეს ტექსტი.

EdgeHTML ძრავის ადრეულმა ტესტირებებმა (benchmark) - (რომლებშიც ასევე მონაწილეობდა Edge-ის პირველი beta ვერსია Windows 10 Build 10049-დან) - აჩვენა java[ertad]script-ის საგრძნობლად გაუმჯობესებული სისწრაფე Internet Explorer 11-ის Trident 7-თან შედარებით, და აღმოჩნდა რომ Microsoft-ის ეს ახალი ბრაუზერი ისეთივე სწრაფია, როგორც Google Chrome 41 და Mozilla Firefox 37. SunSpider-ის მიერ გატესტვამ (benchmark) აჩვენა, რომ Edge-ი გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა ბრაუზერები, თუმცა ყველა სხვა ტესტირების შედეგების მიხედვით, ის უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე Google Chrome, Mozilla Firefox და Opera, ხოლო ზოგ სიტუაციაში კიდევ უფრო ნელა.

მოგვიანების კიდევ ჩატარდა ტესტირება Windows 10 Build 10122-ის ვერსიაზე, რამაც აჩვენა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიჩქარე IE11-თან და 10049-ის ვერსიასთან შედარებით. Microsoft-ის თქმით, Edge-ი უფრო სწრაფად მუშაობს ვიდრე Chrome-ი და Firefox-ი როგორც Google-ის Octane 2.0-ის, ასევე Apple-ის Jetstream-ის ტესტირებების მიხედვით.

სრულად: https://ka.wikipedia.org/wiki/Microsoft_Edge


ბიბლიოგრაფიის და ციტირების ვიდეო

ბიბლიოგრაფიის და ციტირების  ვიდეოინსტრუქციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტურ დოკუმენტში სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან გამოყენებული ციტატების APA, ISO ან MLA სტანდარტებით ბიბლიოგრაფიის ჩასმას. განვმარტავ ცალ-ცალკე თუ რა იგულისხმება „სხვადასხვა ტიპის წყაროებში“. Word 2013-ში შესაძლებელია ციტატების აღწერა სხვადასხვა წყაროებიდან. დააკვირდით ეკრანს: თანამედროვე ციფრული დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ციტატებს: წიგნიდან, ჟურნალიდან ან პერიოდული გამოცემიდან, კონფერენციიდან, ანგარიშიდან, ვებ გვერდიდან, ელექტრონული წყაროდან, ნახატიდან, ხმოვანი ჩანაწერიდან, პერფომანსიდან, ფილმიდან, ინტერვიუდან, პატენტიდან. ამ წყაროებიდან დოკუმენტების აღწერა უნდა შეესაბამებოდეს ერთ რომელიმე სტანდარტს (აღწერის სტილს). ცნობილია ბიბლიოგრაფიის აღწერის რამოდენიმე სტილი, რომელთაგან ყველაზე ხშირად APA, ISO 690 ან MLA სტილებს იყენებენ, არსებობს აგრეთვე ინგლისური და საბჭოთა სტანდარტები. მე სპეციალურად თქვენთვის გავაკეთე ცხრილი, იმისთვის რომ ნათლად დაგენახათ განსხვავება APA, ISO ან MLA სტილებს შორის 



ბროწეულას ტელეფონი მაგარია




სოციალურ ქსელში გამოჩნდა ბროწეულის ტელეფონი, რომელსაც გასაოცარი შესაძლებლობები აქვს. ვისაც ბროწეულის ტელეფონი აქვს, ჯიბეში უდევს საკუთარი კინოთეატრი და ყავის სახარში, იმავე ჯიბეში უზის დალაქი და საკუთარი თარჯიმანი, რომელიც 50 ენაზე თარგმის.

აღნიშნული მობილური კანადის ერთ-ერთი პროვინციის დაკვეთით შეიქმნა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა სახელწოდებით „ნოვასკოდია“ მსოფლიოს მიპყრობას ბროწეულის ტელეფონით ცდილობს. თუმცა ეს სარეკლამო ტრიუკია, რომელმაც გაამართლა, ინფორმაციას ბროწეულის ტელეფონის შესახებ ვებგვერდზე დღეში 150.000 ვიზიტორი ნახულობს.











პირველმა ჯგუფმა ნახეთ პოსტი ჯარისკაცი კლავს ტყვე ჯარისკაცს და პოსტზე გააკეთეთ კომენტარი


მეორე ჯგუფმა ნახეთ პოსტი ჯარისკაცი წყალს ასმევს ტყვე ჯარისკაცს და პოსტზე გააკეთეთ კომენტარი



მოძებნეთ პროპაგანდა  (New Tech Shows Why You Can't Trust Anything You See on the News)

 




თემა: ინფორმაციის საიმედოობა

ახალი რეკორდი 4 284 მნახევლი

დღეს უპრეცედენტოი შემოსევა იყო ბლოგზე, ყველას აინტერესებდა ბლოგზე პორტფოლიოს ატვირთვა. ახალი რეკორდია 4 284 მნახველი დღის განმავლობაში. აქედან დაახლოებით ალბათ (ძველი დაკვირვების მიხედვით) ტრენინგის გავლენაა....


აი სტატისტიკა


ინტელის ტრენინგის სერტიფიკატები

როგორც იტყვიან, კარგი და ცუდი ინფორმაცია გვაქვს: კარგით დავიწყოთ


მინდა გაგახაროთ და გაცნობოთ რომ ინტელის სერტიფიკატები დაიბეჭდა და ამწუთას ჩემთან არის. რუკაზე ონლაინ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას სერტიფიკატების გადადგილების შესახებ  :)  თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ სად არის თქვენი სერთიფიკატი მოცემულ მომენტში





ცუდი:
ეს სერტიფიაკატები ვერ მოგსიწრებთ 11 სექტემბრამდე, რადაგანაც მე ისინი უნდა შევავსო და ისევ თბილისში უნდა გავაგზავნო რომ ბეჭდით დამოწმდეს. ამის შემდეგ ისევ მე გამომიგზავნიან და მე დავაგზავნი რესურცენტრებში, ხოლო რესურცენტრებიდან თქვენ მოგეწოდებათ:)

სავარაუდო გრაფიკი

14:09.2015 სერტიფიკატები იქნება თბილისში.
15.09.2015 სერტიფიკატები გამოიგზავნება
17.09.2015 სერტიფიკატები გაიგზავნება რესურსცენტრებში
18.09.2015 სერტიფიკატები იქნება თვენს რესურცენტრში
18-23.09.2015   სერტიფიკატები გექნებათ თქვენ


რეალური გრაფიკი


1. 2015 წლის აგვისტო -დაიბეჭდა სერტიფიკატები
2. 6.09.2015 ლევანი (ჩვენი კოლეგა-ტრენერი) წავიდა თბილისში ჩამოსატანად
3. 7-8.09.2015 შევასვე 2014 წლის სერტიფიკატები
4.  10.09.2015 ლევანმა ისევ წაიღო 2014 სერტიფიკატები თბილისში
5.  11.09.2015  14:00 2014 წლის სერტიფიკატები თბილისშია
6.   11.09.2015   17:45 სოფომ მასწავლებელთა სახლიდან წამოიღო 2015 წლის სერტიფიკატები
7.    12.09.2015 2015 წლის სერტიფიკატები არის ჩემტან კირცხში
8.   13.09.2015  შევავსე 2015 წლის სერტიფიკატები
9.   14.09.2015 09:30  სერტიფიკატები გავაგზავნე თბილისში
10.  14.09.2015  სერტიფიკატები არის მასწავლებელთა სახლში
11. 18.09.2015 სერტიფიკატები გამომიგზავნეს
12.   19.09.2015  სერტიფიკატები არის ჩემთან
13.   22.09.2015 სერტიფიკატები მივიტანე მასწავლებელთა სახლში და ბეჭდით დავამოწმეთ
14.   23.09.2015  სერტიფიკატებს ვაგზავნი რესურცენტრებში
15.   24.09.2015 აბაშის ზოგიერთ სკოლას და რესურსცენტრს დავუგზავნე სეწრტიფიკატები

16. სერტიფიაკეტები ხვალ (25.09.2015) ექნება ზუგდიდს და ხობს
17. სერტიფიკატები ფოთშია 29.09.2015
18 სერტიფიკატები გავაგზავნე 30.09.2015 წალენჯიხაში და ჩხოროწყუში. დღესვე იქნება რესურცენტრებში



ჯერჯერობით ეს არის





მიუხედავად ამისა, მათ ვისაც სურვილი გაქვთ სქემაში ჩართვისას მიუთითოთ ინტელის ტრენინგები,  დაზუსტებული ინფორმაციით,. თქვენ არ გჭირდებათ სერტიფიკატი ხელში გეჭიროთ. თქვენი მონაცემები რეგისტრირებულია ბაზაში, საიდანაც მე თქვენი მეილები ამოვკრიბე. 

ასე რომ თამამად მიუთითეთ რომ გავლილი გავქთ ინტელის ტრენინგები.

ვისაც სჭირდება ტრენინგის რეფლექსიები, ისინიც მითითებულია ტრენინგის ყველა მოდულის ბოლოს. თანაც ტრენინგზეც ამას ვაკეთებდით ხოლმე.



მგონი ახალა მაინც  გასაგები უნდა იყოს თუ რატომ გთხოვდით რეფლესიის გაკეთებას ყოველი ტრენინგის ბოლოს  :)

ასევე გთხოვთ კარგად დააკვირდეთ, გჭირდებათ თუ არა კონკრეტულად ამ ტრენინგის ტრენინგის რეფლექსია

შემდეგი საკითხი:


რეგისტრაციის დროს თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაცია

ტრენინგის დასახელება: ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება

ტრენიგის ხანგრძლივობა  36 საათი:

რაც შეეხება სერტიფიკატის გაცემის თარიღს, ამ თქვენს ფოსტაზე გამოგზავნილია წერილი, რომელზეც დართულია ექსელის ფაილი, სადაც თითოეული თქვენთაგანისთვის გაცემული სერტიფიკატის თარიღია მოცემული, ასვე ინფორმაცია, თუ რამდენ ტრენინგს დაესწარით. 

გთხოვთ ეს ინფორმაცია ასევე გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს


ისრა დამრჩენია გითხრათ, რომ მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში შევეცდები მოგაწოდოთ სერტიფიკატები, მათთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს კი ამ პოსტში მოიგაწვდით. ამიტომ ისევ დაუბრუნდით ამ პოსტს.

ამავე თემაზე თქვენთვის საინტერესოს შეიძლება იყოს პოსტი პორთფოლიოს ატვირთვის შესახებ


შეგვეკითხეთ- გიპასუხებთ:)

მასწავლებლის პორტფოლიოს ატვირთვა და გამოქვეყნება

ვინაიდან დიდი ინტერესია გამოიწვია მასწავლებლის პორტფოლიოს ინტერნეტში ატვირთვამ და გამოქვეყნებამ, გადავწყვიტე ეს თემა ცალკე თემად გამომეყო. ამწუთას დრაივზე არის ქართული ენის პრობლემა. ქართულენოვანი დრაივი არ აზიარებს ფაილებს. გადაწყვეტილება ამ პოსტშია . ენა უნდა გადაიყვანოთ ინგლისურზე.

აქ კი დავდებ დრაივში ფაილის, ან საქაღალდის ატვირთვის  ვიდეოინსტრუქციას,






ხოლო ამ ვიდეოინსტრუქციაში საუბარია პრეზენტაციის 480 პიქსელით გამოქვეყნებაზე. ვიდეო ინტელის ტრენინგის რესურსების ფარგლებშია შესრულებული





თუ თქვენ გუგლში არ ხართ რეგისტრირებული, დაგჭირდებათ გუგლში ელფოსტის რეგისტრაცია,



ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბლოგზე მუშაობის ვიდეოინსტრუქცია, სადაც აღწერილია ბლოგის რეგისტრაცია, პოსტის გამოქვეყნება, სურათების გამოქვეყნება და ა.შ.







გთხოვთ ნუ დაიზარებთ კომენტარებს, გაზიარებას და ჩამჭრელ კითხვებს. ეს ყველაფერი მაძლევს სტიმულს და სურვილს, უფრო უკეთესი და სასარგებლო გავხადო ბლოგი.


ზოგიერთი რეკომენდაცია:
(იყო რამდენიმე შეკითვა და შესაძლოა თქვენთვისაც საინტერესო იყოს)

1. ბლოგზე გამოქვეყნების შემდეგ PowerPoint პრეზენტაციები კარგავენ ანიმაციის ეფექტებს, ტრიგერებს,  ასეთი სიტუაციებისთვის პრეზენტაციის ფაილი ატვირთეთ დრაივზე და ბლოგზე ბმულის სახით ატვირთეთ. შესაბამისი ინსტრუქციები არის ბლოგის ვიდეოგაკვეთილში.

თუ მაინცდამაინც აუცილებელია ბლოგზე გაშლილი სახით ჩაშენდეს  (Embed) პრეზენტაცია, მაშინ გამოიყენეთ OneDrive. (უნდა დარეგისტრირდეთ www.live.com-ზე, და <embed> ფუნქციით ჩასვათ ბლოგზე)


2. სხვა კომპიუტერზე შრიფტი არ იკითხება... თავიდანვე გთხოვთ პრეზენტაციებში არ გამოიყენოთ მხატვრული შრიფტები. (AcadNusx, იგივე ცადუსხ). გამოიყენეთ Sylfaen.ttf და გარანტირებულად პრობლემაც არ იქნება.

თუ აუცილებელია პრეზენტაციაში სპეციფიური შრიფტების გამოყენება, მაშინ პრეზენტაცია შრიფტებთან ერთად შეინახეთ.




3. არ ჩანს ვიდეო, არ ისმის მუსიკა და ა.შ.  პირველ რიგში გაარკვიეთ, პრეზენტაციას რომელ ვერსიაში აკეთებთ: 2007  და სხვა ვერსიებში არ ხდება ვიდეოს ინტეგრირება პრეზენტაციაში. ამიტომ პრეზენტაცია და ვიდეო ერთიდაიგივე საქაღალდეში უნდა განათავსოთ და შემდეგ ჩასვათ სლაიდზე.

თუ ასეთ პრეზენტაციას ინტერნეტზე (ბლოგში განათავსებთ), ხმაც და ვიდეოც არ დაუკრავს. შესაძლებელია დრაივში ატვირთოთ პრეზენტაციაც და ხმაც, შემდეგ ინტერნეტიდან ჩასვათ მუსიკის ან ვიდეოს ინტერნეტბმული. და ასე შეინახოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში პრეზენტაციის საჩვენებლად საჭირო იქნება ინტერნეტი,

პრობლემის უფრო მარტივად გადაწყვეტა შესაძლებელია PowerPoint 2013 ვერსიაშია. მაგრამ ასეთ პრეზენტაციას დრაივიდან ბლოგზე კვლავ ვერ გააზიარებთ. გადაწყვეტილებაზე პირველ პუნქტში წერია უკვე,



ზოგადად კი ვთვლი, რომ პრეზენტაციაში ვიდეოს ჩართვა უმეტეს სიტუაციაში ტვირთავს პრეზენტაციას და დიდია იმის საშიშროება, რომ მაყურებელს გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრირება. ამას პრეზენტატორის უდიდეს ძალისხმევა დასჭირდება :)

ყოველთვის ეცადეთ მიიღოთ გადაწყვეტილება ინფორმაციის წარმოდგენის ერთ-ერთი   ფორმატის სასარგებლოდ: ან თავიდან ბოლომდე პრეზენტაცია, ან თავიდან ბოლომდე ვიდეო






წარმატებებს გისურვებთ!
გახსოვდეთ, მე მუდამ თქვენი გულშემატკივარი ვარ


რეგისტრაცია ტრენინგზე ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლება. შემოდგომა 2015


ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების რეგისტრაციის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებისთვის.

ფოთში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხობის სკოლის პედაგოგებსაც, რომელთათვისაც ფოთში სიარული უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ხობში.



"ინტელის ძირითადი კურსი 

 პროექტებით სწავლება". 

მონაწილეთა შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები:

1. პედაგოგს გავლილი აქვს:
  • მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები  "კომპიუტერის საბაზო კურსი" 
               და
  • "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".

 2. პედაგოგს შეუძლია:
  • ტექსტების მომზადება
  • პრეზენტაციის მომზადება
  • ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com)
  • ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com)
  • საქაღალდეებში მუშაობა;
  • ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As
  • ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste)
3. პედაგოგი არ არის:
  • ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (არ ეხება ინფომეჯერს)
  • ტექპერსონალი
  • ამავე ტრენინგის ყოფილი მსმენელი  :) 
 4. საჭირო პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა
  • მსმენელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან წვდომის საშულება
  • შესაბამის პროგრამული უზრუნველყოფა
  • ინტერნეტი

შეგიძლიათ ნახოთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და უმორჩილესად გთხოვთ ტრენინგზე გამოცხადებამდე გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალები:   
(გთხოვთ აუცილებლად გადაიმეოროთ მითითებული მასალა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხვდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან ტრენინგზე. ტრენინგის დაწყებამდე  მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის, პრეზენტაცის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება, ბლოგზე პოსტის დადება, სურათების ატვირთვა, ბმულის ჩასმა)  ​​​​​
​ 

ტრენინგის გრაფიკი:
კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9  დღე (დღეში 4 საათი)  

ტრენინგის დაწყების თარიღს გაცნობებთ ელ-ფოსტაზე რეგისტრაცის დასრულების შემდეგ
კვირის განმავლობაში ჩატარდება 2 ტრენინგი

ტრენინგი დაიწყება 14:00 ზე და დასრულდება  18:00 ზე  
დილის ჯგუფი იმუშავებს მხოლოდ დასვენების პერიოდში შაბათ-კვირას 10:00 დან 14:00 მდე. საღამოს ჯგუფები 14:00-დან, 18:00-მდე 

პირველი შეხვედრები გაიმართება 29.08.2015-დან. ამ თარიღამდე  ტრენინგზე რეგისტრირებულ პედაგოგებს ფოსტაზე მიუვათ შეტყობინება ზუსტი თარიღის შესახებ.

ტრენინგის დანარჩენი დღეები და შეხვედრის ადგილი დაზუსტდება და შეთანხმდება ჯგუფებთან ერთად.  

 კურსის ბოლოს გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატიმასწავლებლები ტრენინგის წარმატებით დამთავრების და სერტიფიკატის აღების შემთხვევაში მიიღებენ 1 კრედიტქულას. 



შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე 
ორიენტირებული შეფასება
  
 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება წავლა-სწავლების პროცესში
  
 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა  ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
  
 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
  
 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება



ტრენინგის პროდუქტები:
  • ბლოგი;
  • სასწავლო პროექტი;
  • პროექტის ელექტრონული პორტფოლიო;
  • პრეზენტაციები;
  • ბუკლეტები;
  • შეფასების რუბრიკები;
  • ჩეკლისტები..
ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  პრეზენტაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური.
პროგრამული უზრუნველყოფა Ms Windows 7 (ან XP ან 8) MS-Office 2010(ან 13, ან 2007), Google Chrome, Gmail, Blogger, Mozila Firefox. easyquizzy.com. 

ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. (გთხოვთ პირად კომპიუტერებზე პროგრამული უზრუნველყოფის ენები გადაიყვანოთ ან ქართულ ან ინგლისურ ვერსიაზე). შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ვიდეონსტრუქციები



ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ  ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“ (ტრენინგების სახელმძღვანელო)

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინეტელის ტრენინგის რესურესებს  

გისურვებთ წარმატებებს!

დრაივის ენის შეცვლა ქართულად და ინგლისურად

რამდენიმე დღეა დრაივზე ქართული ინტერფეისი შემთხვევაში არ მუშაობს გაზიარების ფუნქცია.  შემდეგი ფანჯარა გამოდის: (გასწორდა 26.11.2016 ბოლოში ნახეთ მინაწერი)


წამალი კი ინგლისურ ინტერფეისზე გადართვაა. თუ აქამდე დაჟინებით გთხოვდით ქართულ ინტერფეისზე გადასვლას, ახლა, თუ ფაილის გაზიარების ფუნქცია გჭირდებათ, ინგლისურ ინტერფესიზე უნდა დარჩეთ. როცა ბაგი (შეცდომა) გამოსწორდება, ისევ ბლოგზე შეგეხმიანებით. ყოველი შემთხვევისთვის, მე .GIFF ფორმატში დავდევი ინგლისური ინტერფეისის ქართულად და ქარტული ინტერფეისის ინგლისურად გადაყვანის ინსტრუქცია.

ამრიგად, გუგლს ქართველების სამი ვალი აქვს:

  • პირველი, აანთოს ქართული ფოსტიდან სხვა აპლიკაციებზე გადასვლის არააქტიური ღილაკები..
  • მეორე: დრაივში გაასწოროს გაზიარების ფუნქცია
  • მესამე: ქართულად თარგმნოს ბლოგი



და ამის შემდეგ ჩვენს ტრენინგებს მაიკროსოფტიც ვერ დაჰყეფს... ძალიან გთხოვთ, გამოიყენეთ, Feedback (Settings->Help->Send Feedback)

ახლა კი შეპირებული  გიფები


ამ ..GIF-ებით ნაჩვენების Google Drive პროგრამის ინტერფეისის ენის შეცვლა ქართულად და ინგლისურად


ინგლისურ ენაზე გადაყვანა






ქართულ ენაზე გადაყვანა





მინაწერი 25.11,2015. დღეს ისე ჩამოაგდეს თურქებმა, რუსული ბომბდამშენი, რომ დრაივში გაზიარება კვლავ აღდგა ქართული ინტერფეისით. ალახუ აკბარ







ეროვნული სასწავლო გეგმები 2016-2021 ისტ

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ 2016-21 წლების ისტ ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის განხილვა. ჯერჯერობით ის პროეტის სახითაა წარმოდგენილი და გარკვეულწილად გაშალაშინებას მოითხოვს.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში თქვენი მონაწილეობა და კონტრიბუცია.

მიაქციეთ ყურადღება მნიშვნელოვან ცვლილებებს: პირველ კლასში ამოღებულია ისტ სწავლება როგორც ცალკე საგანი

ისტ ცალკე საგნად დამატებულია 2 კლასში -- მე-7 და მე-8ში. მაგრამ ოთხივე კლასში ერთად საათების რაოდენობა იგივე რაც ადრე იყო. ანუ მომავალი სასწავლო წლიდან იქნება თითო საათი მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში. მომავალის წლის მე-6 კლასი გააგრძელებს ძველი პროგრამით კვირაში 2 საათი.

სხვა მხრივ ზოგადი უნარების და საგნის  სტანდარტში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეტანილი არ არის.

პროექტის მიხედვით ცვლილებები აისახება გამჭოლ კომეტენციებში და იქ ისტ-ის როლი მეტად გაძლიერდება. (მე ეჭვები მღღრნის მაგრამ ამაზე მოგვიანებით ცოტა ქვემოთ)


ახლა კი გთხოვთ ყურადRებით გაეცნოთ სტანდარტის პროექტს და გამოთქვათ თქვენი აზრი, ეჭვი, კრიტიკა, ქება, კომპლიმენტი, ლანძღვა (ზომიერების ფარგლებში) და კომენტარები წერილობით, ფოსტით ნებისმიერი, თქვენთვის ხელსაყრელი ფორმით...

ნახეთ ბმულები  (შესაძლოა ბმულებმა არ იმუშაოს, რადგანაც პირდაპირი ბმულებია და ჩემდა დაუკითხავად ცვლიან)თუ ბმული არ იმუშავებს, მომწერეთ კომენტარებში და გავასწორებ..

ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
 
ისტ-ის ზოგადი უნარების სტანდარტი (08.07.2015) 


 ისტ-ის საგნობრივი სტანდარტი (30.07.2015)

მნიშვნელოვანია არ გამოგრჩეთ ცალკე ციფრული წიგნიერების სტანდარტი (ეს არის ის რაც კონკრეტულად ისტ-ს ეხება გამჭოლი კომპეტენციებიდან)



______________________________________________________

ამ აბზაციდან კი ამ ტემასთან დაკავშირებით ჩემს აზრს გამოვთქვამ



აქ მხოლოდ პირველ კლასში ისტ-ის სწავლება/ არ სწავლებაზე მექნება საუბარი

აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ის უნარები, რაც სჭირდება მოსწავლეს 1-4 კლასში, 
ისტი-მნიშვნელობის ასამაღლებლად გამჭოლ კომპეტენციებში მეტი დოზით უნდა ჩაიდოს ციფრული წიგნიერების ელემენტები, მაგრამ ძალიან ხშირად ჭირს ძირითადი სტანდარტების მიღწევა და ამ პირობებში ამ საგნის მხოლოდ გამჭოლ კომპეტენციაში გადატანა ამ საგნის მნიშვნელობას და როლს შეამცირებს.

პედაგოგს ხ ასოს შესასწავლად შეუძლია უამრავი რესურსის გამოყენება:
დაფაზე დაწერა, სახელმძღვანელოს 25-ე გვერდზე ანახა, სურატი უჩვენა, უმღერა, უცეკვა, კომპიუტერში უჩვენა და აქ სტოოოოპ. როგორც კი კომპიუტერზე ჩვენება გადაწყვიტა აღმოჩნდა რომ 
ერთ მოსწავლეს კომპიუტერი არ აქვს
მეორეს დატენილი არ აქვს,
მეოთხემ ჩართვა არ იცის
მეხუთეს გაეჭედა
იქ ქსელი არ არის
ამდენი მასწმაც არ იცის  და გადავიდა გეგმა ბეზე- დაფაზე დაწერა, , სახელმძღვანელოს 25-ე გვერდზე ანახა, სურატი უჩვენა, უმღერა, უცეკვა....

აბა რატომ აიტკივოს აუტკივარი თავი და ბავშვებიც რატომ აწვალოს?
მერე რა რომ რაღაც გამჭოლ კომპეტენციებს ვერ მიაღწია? მერე რა რომ ციფრული უნარჩვევევბის განვითარება ვერ შეძლო (არც ისეა საქმე, ზოგთან შეძლო, 20-25%თან)

 რამდენადაც პირველივე სემესტრიდან სჭირდებათ ბუკები, პირველივე სემესტრში უნდა ისწავლებოდეს ყველა ის უნარი, რაც დასჭირდება მოსწავლეს 1-4კლასში, თუ ეს ნახევარი სემესტრი საკმარისი არ არის, ანუ ვთქვათ მესამე კლასში ვებ გვერდზე შესვლა სჭირდებათ და პირველ კლასში არ უსწავლიათ, მაშინ მსგავსი რაღაცები კიდევ რომელიმე კლასში უნდა დაემატოს 

პირველ კლასში თუ მენეჯმენტის (კლასი მართვის) პრობლემაა, მაშინ  ის ასოების სწავლაც ამოვიღოთ?

ახლა პრობლემა, ვინ ასწავლოს.
აუცილებლად დაწყებითის პედაგოგმა. აუცილებლად. (იგივე პრობლემა შეექმნა უცხო ენის სწავლებასაც) და მაშინ არ იქნება დაჯექი, ნუ ხმაურობ, ვაი რა ვქნა პრობლემები. ისტის პედაგოგისთვის მენეჯმენტი ყოველთვის გადაუჭრელი პრობლემა იქნება, ისტის პედაგოგები ყოველთვის არგუმეტად მოიტანენ რომ ეს ბავშვები ადგილზე ვერ ისვენებენ, მაგრამ დაწყებითის პედაგოგმა იცის მათი ყურადღების კონცენტრირების წამლები....  და ვიანიდან მათ გავლილი აქვთ ისტ ტრენინგები, ადვილად გაართმევენ თავს პრობლემას -- ბავშვებს ელემენტარული ოპერაციები ასწავლონ.

რაც შეეხება ელემენტარულ ოპერაციებს, ნუ გამოვალთ იმ მითიდან, რომ ესენი ბავშვებმა ისედაც იციან, და ბავშვებმა მასწებზე უკეთ იციან. მათ არ იციან ელემენტარული საქაღალდის შექმნა, ან კომპიუტერი როგორ უნდა გამოირთოს. მართალია, რომ ისინი ძალიან სწრაფად ითვისებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მათ ეს იციან. მაღალ კლასებშიც კი მოსწავლეთა ალბათ 90% თავისუფლად შედიან ფეისბუკზე, მაგრამ იგივე 90% მეხუთეკლასელი სიტყვას ვერ გაამუქებს.....  

ამასგარდა  თბილისიგან აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციააა რეგიონებში. ჩემი მოკრძალებული გამოკითხვით, (ახლობელ პედაგოგებში გაკითხვით) უკეთეს სიტუაციაში მხოლოდ მოსწავლეთა 30% აქვს ბუკამდე კომპიუტერთან შეხება. შესამისად როგორ ფიქრობთ, ქართულის მასწავლებელი, რომლემაც დღეს ასო ხ უნდა ასწავლოს და რომლის მოსწავლეთა გინდა 50%-მა კომპიუტერის ჩართვა არ იცის, რატომ მიიღებს გადაწყვეტილებას, მოდით ბავშვებო კომპიუტერზე ვნახოთ.... თუნდაც 4 მოსწავლე ყავდეს კლასში, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ჩართავს და ვერ მიყვება ინსტრუქციას, მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ასო ხ-ს შესწავლას, სანამ ამათ კომპს გაუმართავს, მანამდე სხვები თამაშებს ჩართავენ და ა.შ.......

(ამწუთას მომწერეს 1-1 სკოლაში წლევანდელ (2015) 16 პირველკლასელიდან მხოლოდ 2 ჰქონდა კომპი სკოლამდე. ვინც წელს მოვა 18 დან 4 აქვს)
მოკლედ პირველ კლასშივე უნდა ისწავლებოდეს თუნდაც ეგ კლასის მართვა....


შემდეგი სიტუაცია
თუ ეს საგანი ამოღებული იქნება,. პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება რომ ბუკებით სწავლება არაა მნიშვნელოვანი. ბევრიც ნიშნისმოგებით დაიწყებს, აი ხომ ვამბობდი, არაა ბუკი საჭირო, ვიღაცა მიხვდა ეტყობა და ამოიღესო....

შედეგად ბუკების ჯგუფის მთელი შრომა წყალში ჩაიყრება და გამოვა რომ ამდენმა ხალხმა ტყუილად იშრომა. მანდ ისედაც მძიმე სიტუაციაა, და არამგონია ისტის გაუქმებამ პირველ კლასში სასრგებლოდ იმოქმედოს ამ სიტუაციაზე

და ბოლოს, მე არ მინდა განათლებას შემოვრჩე იმ ტრენერად, ვინც მხარი დაუჭირა ისტ-ის ამოღებას. საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებააა და ყველანაირად წამგებიანი


რომ შევაჯამო ჩემი მოსაზრება: ყველაზე ოპტიმალური და  გამართლებული იქნება 

1. გამჭოლ კომპეტენციებშიც დაემატოს, ძირითადი საგნების სტანდარტებშიც (ცალკე მათემატიკაში, ქართულში, ბუნებაში) და ცალკე საგნადაც ისწავლებოდეს. ვფიქრობ ერთი მეორეს არ უშლის ხელს 
   

მეორე უარესი
დარჩეს ცალკე საგნად


მესამე კიდევ უფრო უარესი

დაემეატოს გამჭოლ კომპეტენციად


ცალკე გავაგრძელებ მაღალ კლასებში სწავლებაზე და კიდევ ცალკე პროგრამირება ალგორითმიზაციაზე



გუგული ახალი ლოგო

პირველი სექტემბრიდან გუგლს ახალი ლოგო აქვს. მოგეწონებათ, უფრო სადა და უფრო ფერადი

ჩემი თუ არ გჯერად ნახეთ ვიდეო

ეს კი ბლოგის ინფორმაცია (ინგლ)

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით