-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ტორენტ საიტები შეიზღუდება



როგორც ჩანს, რუსეთშიც  გააცნობიერეს ტორენტ საიტებიდან მომდინარე საფრთხეები და  გადაწყვიტეს მსგავსი საიტების დაბლოკვა. ამჯერად ამის გამო შავები არავის ჩაუცვია, (როგორც ეს ადრე ხდებოდა ვიკიპედიაზე და გუგლზე). საბოლოოდ გადაწყვეტილია — რუტრეკერის დაბლოკვა გარდაუვალია. (ყველაზე მცირე, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გადმოწერის სიჩქარე, და ისიც ალბათ რაღაც პერიოდი).

მოგეხსენებათ, rutracker და nnmclub -მა დომენები და როგორც ჩანს ჰოსტებიც გაიტანეს რუსეთიდან. ამწუთას ორივე საიტზე არის ინსტრუქცია დაბლოკვის არიდების შესახებ. მაგრამ ესეც მხოლოდ რამდენიმე ხანი იმუშავებს (ალბათ).

ფაქტია, რომ არალიცენზირებული პროდუქტების გავრცელებას ნებისმიერი სახელმწიფო უნდა შეეწინააღმდეგოს. (სახელმწიფო კანონის დაცვაზე დგას). მეორე მხრივ ეს გაზრდის უფასო ლიცენზირებულ პროდუქტებზე (მაგ. ლინუქსის ტიპის) მოთხოვნას. რაც ასევე მისასალმებელია. უბრალოდ, დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ფასიანი პროდუქტები მნიშვნელოვნად წინ არიან წასული მათ უფასო ანალოგებთან შედარებით. სკეპტიკოსების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ უფასო პროდუქტების უკან გუგლი დგას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. (დავაზუსტებ, გუგლი არანაირად არ იზიარებ ვარეზის გავრცელებას)

რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით ამ კანონმდებლობას მშვენივრად იყენებს ერთადერთი ქართული ვარეზ საიტი და ის ფაქტიურად მონოპოლისტია ქართულ ვებ სივრცეში მისი უფროსი იანკი, (აწ უკვე ახალზელანდიელი) ძმის მსგავსად.

ასევე შეიძლება გახსოვთ, 2014 წელს როგორ შევიდა პოლიცია მაშინდელი კავკასუს ონლაინის სასერვეროში და იქიდან გარკვეული ხასიათის მასალა ამოიღო. (მოგვიანებით ითქვა, რომ ეს ფაქტი მოსმენების და ფარული ვიდეოთვალთვალის თემას უკავშირდებოდა).

ფაქტია, სახელმწიფო ინსტიტუციები სულ უფრო ზღუდავენ ინტერნეტის თავისუფლებას და ეს უკვე სამგლოვიარო თემა არ არის....

კომპიუტერიდან ინტერნეტის გაზიარება






დღეს ვინ 10-ს ახალი ფუნქცია დაემატა, შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერის ვაი-ფაი (Wi-Fi) მიმღები გადამცემად გამოიყენოთ. (რა თქმა უნდა ვაი-ფაი მოწყობილობა უნდა გქონდეთ თქვენს კომპიუტერში). ლეპტოპების უმეტესობას აქვს ეს მოწყობილობა, ხოლო დესკტოპისთვის შეგიძლია ცალკე შეიძონოთ






შედეგად თქვენ შეძლებთ ინტერნეტი მიაწოდოთ კიდევ 8 მოწყობილობას. ძირითადად ეს მაშინ გჭირდებათ, როცა კომპიუტრეში ინტერნეტი სადენით მოგეწოდებათ, და გინდათ იგივე ინტერნეტი გქონდეთ ვთქვათ ტაბლეტში, ტელეფონში, ტელევიზორზე და ა.შ.

ვებინარი კიბერუსაფრთხოებაზე



26 მაისს თბილისი დროით 12:00 საათზე სისკოს უკრაინის წარმომადგენლობა ატარებს ერთსაათიან ვებინარს თემაზე „თავი არ დააშიფრინო...“. ვებინარი ერთსაათიანია. რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ბმულს  

ვინდოუსის გაქართულება



ვისაც ეს თემა კვლავ აინტერესებს, ნახეთ პოსტი ქართულენოვანი პაკეტები სკოლებში სადაც დევს ვიდეონისტრუქციაც ვინდოუს 10 ვერსიის გასაქართულებლად 



26 მაისს 
18:00 საათზე 


გაიმართება ვებინარი სადაც ნაჩვენები იქნება 
ვინდოუს 10 და ოფის 2016 ინტერფეისის 
ქართულ ენაზე გადაყვანა



ბმული გააქტიურდება ამავე პოსტზე 17:30 საათზე



ვებინარის დასრულების შემდეგ გთხოვთ შეავსოთ უკუკავშირის ფორმა


ქართულენოვანი პაკეტები სკოლებში



ისტ მშობლიურ ენაზე სწავლება




გთხოვთ კითხვები და კომენტარები დაწეროთ აქვე







ქართულის ოლიმპიადა ცამდე ყოჩაღებისთვის



შენ ცამდე ყოჩაღი ხარ - გახდი ცამდე წარმატებული! 
დარეგისტრირდი ქართულის ოლიმპიადაზე და მიიღე:
💸 სტიპენდია;
🌲საგანმანათლებლო ბანაკი „შერვუდის“ საგზური;
💻 პლანშეტური კომპიუტერი;
📖 ელექტონული წიგნი;
📱 ჭკვიანი ტელეფონი;
🚲 ველოსიპედი;
🎒მოგზაურობა საქართველოში;
🌟 გონიერი პლატფორმა „ნებულას“ სრული კურსი;
📒 რეგიონული გამარჯვებულებისთვის სასკოლო კალმები და რვეულები;
😍 სულ 100-ზე მეტი პრიზი.

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით