-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

დღეს გუგლი 20 წლის გახდა


 
იყო და არა იყო რა... გუგლზე უკეთესი რა იქნებოდა, ხოდა 1998 წლის 27 სექტემბერი იყო, როცა სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა Ph.D სტუდენტმა  ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინტერნეტ სამყაროს გუგლი წარმოუდინეს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ გუგლი ოფიციურად 1998 წლის 4 სექტემბერს უკვე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ უკვე ათეული წლებია, კომპანია თავის დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს... დღეს გუგლი 20 წლის გახდა. გარდა იმისა, რომ გუგლი შეუცვლელია, როგორც საძიებო სისტემა, მე ძალიან მართობს გუგლის სააღდგომო კვერცხები,   ზევით კი დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი დუდლი შეგიძლიათ ნახოთ... შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ ქუჩის დათვალიერების რეჟიმში ესტუმროთ იმ ფარეხის, სადაც პირველი ოფისი იყო განთავსებული.  (აბა ველოსიპედს თუ იპოვით... ან კოლხურ სუროს)

ფარეხი მენლო პარკშია განთავსებული და სიუზან ვოიციკს ეკუთვნის. ის სპეცაიალურად იმ მგომარეობაში მოიყვანეს, როგორც იყო 1998 წელს. აქ 90იანი წლების უამრევი გაჯეტია თავმოყრილი  (ამერიკისთვის დამახასიათებელი, კერასინკას ნუ ეძებთ ;) აუცილებლად გახსენით საიდუმო კარი და გუგლის სამახსოვრო ნივთები დაათვალიერეთ.

ამავე დღესთან დაკავშირებით გუგლმა მობილურ აპლიკაციებში განაახლა სურათების საძიებო სისტემა, რაზეც დეტალურად სხვა პოსტში მოგიყვებით...   

დღევანდელ დღეს ეხება აგრეთვე ყველაზე უფრო ცნობილი 20 დუდლი, რომელსაც თავის ბლოგზე მოუყარა თავი


ასევე მინდა ნახოთ გუგლისთვის დამახასიათებელ სტილში შექმნილი ინტერაქტიული ხელსაწყო, რომლის დახმარებით შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ წლების მანძილზე საძიებო ტრენდების ცვლილების ტენდენციებს.

ეს ისტორია

დღეს კი ინტერნეტი ძალიან ბევრი მომხმარებლისთვის გუგლის ბურთებიდან იწყება, ინტერნეტ დეველოპერებიც ყველაფერს გუგლზე ჭრიან და კერავენ, მარკეტოლოგებიც გუგლს უგდებენ ყურს. რატომ?

იმირომტომ, დღეს  გუგლი ეძებს 150ზე მეტ ენაზე და 190ზე მეტ ქვეყანაში....   თუმცა

ჯობია დღეს ალტერნატიული გუგლი შემოგთავაზოთ




ყველა (5) სერია  (ვიდეო. ინგლ.)

წყაროები
გუგლის ისტორია
გუგლი ვიკიზე 


ასევე თქვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს

გუგლში ძიების სინტაქსი


მოკლედ საღამოს გელოდებით წვეულებაზე 

ცარცი VS კომპიუტერი

მოგესალმებით. მე დღეს კვლავ არ ვიქნები ფამილარული...

თქვენ გუშინ გაკვეთილი ჩაატარეთ.

ერთი, ორი, სამი, ზოგმაც ექვსი...

მოდით სანამ პოსტის კითხვას შეუდგებოდეთ, კომენტარებში დაწერეთ, 2 მიზეზი, რატომ მოიყვანეთ თქვენი მოსწავლეები პირველ გაკვეთილზე და წამოაგდეთ თბილი ლოგინებიდან? ....

თუკი თქვენს თავს ხედავ სკოლაში 5 წლის შემდეგ...მიეცით ხალხს განათლება, იმისთვის რომ საზოგადოება იყოს განათლებული, რადგან განათლებული საზოგადეობა ვერ იქნება ნახირი, რომლისთვის ყველაფერი მისაღებია, ხოლო თქვენ არ იქნებით მენახირე, ეს ისე, ზოგადად...


2006 წელს როცა ტრენერის რანგში სკოლაში შევედი თაგვის მარცხენა და მარჯვენა კლავიშის ინსტრუქციის შესაბამისად „დაწკაპებაზე“ განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი — მა'ლადეც და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

დღეს ვეუბნები:
— თუკი ზამთრის მორიგ სუსხიან დილას აღმოაჩენთ, რომ საკლასო ოთახი ცარიელია, ე.ი. თქვენი გუშინდელი პრეზენტაცია არაეფექტური იყო. მეც დაგეთანხმებით, რომ თქვენ დიდი ჯაფა გაწიეთ, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია თქვენთვის. ნეტავ სად არიან ახლა თქვენი მოსწავლეები? გაიკითხეთ. იქნებ კომპიუტერებთან სადმე თბილად მოკალათებულები  მყუდროდ სასიამოვნო მუსიკის ფონზე მსოფლიოში ყველაზე უკეთესი — ჰარვარდის უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილ კურსს ონლაინში ისმენენ? ,


სურათზე: CS50 კურსის ლექცია 

და თუ ამ კითხვაზე დადებით პასუხს მიიღებთ, ეს იქნება ნიშანი, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მატარებელმა უკვე ჩაგიწუილათ...

დიახ, ეს რეალობაა. და ეს არაა ვირტუალური (ან არის ვირტუალური) რეალობა. როგორც გინდათ ისე დაარქვით, ფაქტია რომ დღეს თქვენს მოსწავლეებს საშუალება აქვთ უფასოდ გაიარონ ჰარვარდის უნივერსიტეტის საბაზო ონლაინ კურსი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ყველაზე რეიტინგული CS50. ამ დონის განათლების მისაღებად სულაც არაა აუცილებელი ისეთ დაწესებულებაში იარო, სადაც ერთი მხრივ ფორმით სიარულს გაიძულებენ და თმის სიგრძეს გიმოწმებენ, ხოლო მეორე მხრივ ცარციან ხელს, ვერსად დაიბან. ასეთ თემებზე მეც კი მქონდა პრეტენზია ჭაბუკობის წლებში, ერთ, ჩვეულებრივ, სხვებისგან არაფრითგამორჩეულ სოფლელ ბიჭს, და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მორიდებული ვიყავი, პროტესტს არათუ გამოვთქვამდი, არამედ გამოვხატავდი კიდეც (როგორ? – გაკვეთილს არ ვესწრებოდი). დღეს ბუკების თაობა მაშინდელ დათოზე ბევრად თამამია. თუ მე არანაირი ალტერნატივა არ გამაჩნდა, მათ შეუძლიათ ჰარვარდის კურსს მოუსმინონ შორტებში და კედებში მათთვის გაცილებით კომფორტულ გარემოში, ვიდრე რომელიმე ქართულ სკოლაში, ან უნივერსიტეტში....


დააკვირდით დეტალებს სურათზე...


როგორ ფიქრობთ, ჩეთაობა „პარტაზე“ ხელებს დააწყობს და სულგანაბული მოგისმენთ ამ ალტერნატივის მერე?


მე რომ გითხრათ, დიახ, დამიჯერებთ?

მოკლედ რამდენიმე სიტყვით ამ კურსზე:

ეს კურსი იმდენად კარგია, რომ იელის უნივერსიტეტმა თავის კურსზე უარი თქვა და Harvard CS50ზე გადავიდა.

მთლიანი კურსი მისაწვდომია ინტერნეტ მისამართზე cs50.harvard.edu. ამ გვერდზე გარდა ლექციის ვიდეოჩანაწერისა, განთავსებულია ყველა რესურსი: ჩანიშვნები, ამოცანის დასმა-გადაწყვეტა, ტრანსლაციისას გამოყენებული ყველა სლაიდი და რა თქმა უნდა სოურს კოდები. (სხვათაშორის პირველი კვირის ლექციის სოურს კოდები მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაჩხაპნ საიტზეა განთავსებული. სხვები კი ჩვეულებრივი C ლისტინგებია.) რაც ერთი შეხედვით ვნახე ესაა. ხო კიდევ, სულ ამ წუთას რაც ვნახე: ხარისხი რომ შეიგრძნოთ, გადახედეთ როგორ არის გაკეთებული სტაფ-ის გვერდი. სწორედ ამ გვერდმა შემაცვლევინა თავდაპირველი განზრახვა —  მხოლოდ სურათის და ბმულის დადება და შემდეგ Tatia Johnson-ისთვის გაზიარება — შემეცვალა ამ პოსტით.

ამ გვერდზე არის:
  • დისკუსიის გვერდი
  • ხშირად დასმული კითხვები
  • რაღაც უუუუზარმაზარი (ერთი შეხედვით ასე ჩანს) ფინალური პროექტი;
  • ლექციები (უკვე დავწერე)
  • ტესტები
  • ცნობარები (ძირითად С ბიბლიოთეკების აღწერა)
  • ლექციების ცხრილი
  • და ჰოი საოცრებავ, ხომ გითხარით გვერდზე ყველაფერიაო, შეცდომაც კი არის :) , Seminars ბმული ასეთ სურათს იძლევა


ამ გვერდის შემყურე, ჰარვარდს, მე კიდევ უფრო ვაფასებ...

გავაგრძელებ:  (ცოტა დარჩა)
  • თანამშრომლები; (ამ გვერდზეც გირჩიეთ, აუცილებლად ნახეთ-თქო)
  • შესწავლა(ო)
  • და ისევ შეცდომის გვერდი (ეს უკვე არ მომწონს)  
  • და ბოლოს სილაბუსი
იგივე კურსი ჩაწერილია რამდენიმე სერვისზეც. მაგალითად:  edXyoutube, iTunes cs50.tv საიტზე კი შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ფორმატში.

ესეც ერთი ვიდეო



უნდა ავღნიშნო, რომ სტუდენტებს კოდების გატესტვა სპეციალიზირებულ ღრუბლოვან CS50 IDE (ასე ქვია:) გარემოში შეუძლიათ. ესეც საკმაოდ დიდი პლიუსია ამ კურსისთვის. თუმცა არიქადა დიდი სიახლე არაა.

და ბოლოს ორიოდე სიტყვით კურსის ლექტორებზე, პროფესორი დევიდ მალან
დასახელებულია ყველაზე ცნობილ მსოფლიო კომპიუტერულ პედაგოგად. (რეკლამაში ასევე მოიხსენიება მარკ ცუკერბერგი და სტივ ბალმერი, მაგრამ მე ეს ორი უკანასკნელი საიტზე ვერ ვნახე). როგორც კი გავიგებ რამე სიახლეს დავწერ...


გისურვებთ წარმატებებს და ველი თქვენს გამოხმაურებას კომენტარებში!

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით