-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ჩერნობილის ხელმეორე აფეთქება

 ჩერნობილი ხელმეორედ 1999 წლის 26 აპრილს აფეთქდა, როცა კომპიუტერულმა ვირუსმა CIH/Chernobyl 300 000 ზე მეტი flesh BIOSიანი კომპიუტერი დააზიანა. მათ შორის იყო სპორტული გაზეთის „11X11“ რედაქციის კომპიუტერიც. შედეგად გაზეთი რომელიც 6 წლის განმავლობაში სტაბილურად გამოდიოდა, პირველად ჩავარდა...  ბუტა❤ :(



დილით სამსახურში მისულს უამრავი ზარი დამხვდა. ყველა ერთიდაიგივე პრობლემაზე ყვებოდა, მივხვდი რომ რაღაც მასიური და ცუდი ხდებოდა. მაშინ კომპიუტერების ნაწილები საქართველოში ერთადერთ ფირმას შემოჰქონდა. აღმოვაჩინე რომ ყველა გაფუჭებული კომპიუტერი ახალნაყიდი იყო. თან ყველას ერთიდაიგივე ბიოსი ჰქონდა. დეტალები სწორად შეიძლება არ მახსოვდეს, მაგრამ დაზაიანდა ის კომპიუტერები რომლებიც 25 დან 26 ის ღამეს ჩართული იყო. ანუ სხვა დღეებში ვირუსს ეძინა. ამან საშუალება მომცა იგივე მოდელის ცოცხალი მაზერბორდები მეპოვა ქალაქში. შემდეგ დიმა რუხაძის რჩევით ცოცხალი მაზერის ბიოსი გადავიტანეთ ჩატვირთვად ფლოპი დისკზე  სპეციალურ პროგრამასთან ერთად. ამოვიღეთ ბიოსის მიკროსქემა და ფეხების ქვეშ ძაფი დავატანეთ რომ ამორება ადვილად შეგვძლებოდა, ჩავრთეთ კომპიუტერი და ჩავითვირთეთ ფლოპი დისკიდან, ძაფით ამოვიღეთ ბიოსის მიკროსქემა, ჩართულ კომპზე ჩავდევით ძაფიანიად დაზიანებული მიკროსქემა. ფლოპი დისკზე არსებული პროგრამით ჩავწერეთ ცოცხალი ბიოსი, გამოვრთეთ კომპი. გადავცვალეთ ბიოსები და ყველაფერმა იმუშავა. საზღვარგარეთ ვიცი რომ ყველამ ახალი მაზერები იყიდა  :)

მომავალ წელს უკვე ვიცოდი და ჩემები გაფრთხილებული მყავდა რომ 26 აპრილს კომპი არ ჩაერთოთ. თუმცა შემდეგ წლებშიც ბევრი კომპი დაზიანდა. რამდენიმე წელიწადში მწარმოებლებიც დებდნენ განახლებულ ბიოსებს და ახლა ეს თემა აქტუალური არაა. იმ დროისთვის კი როგორც ხაკერებისთვის, ასევე მწარმოებლებისთვის საკმაოდ პოპულარული ტემა იყო


ნეტა სადააა ახალ მიმაუშკა?  სავარაუდოდ გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და სხვა სახელი და გვარი ექნება :)


პირველი ზარი მობილურიდან

ეს პოსტი მეეზობლებს ეხება.


1973 წლის 3 აპრილს, მარტინ კუპერმა მობილური ტელეფონით პირველი ზარი განახორციელა – ამ ზარით კონკურენტ  Bell Lab-ს აცნობა რომ პირველი მობილური ტელეფონოთ რეკავდა :)   

ამ ზარის განსახორციელებლად გამოყენებული იყო Motorola DynaTAC 8000X. 

ეს იყო პირველი მობილური ტელეფონი, რომელსაც შეეძლო ოპერატორის ჩარევის გარეშე  დაკავშირებოდა სატელეფონო ქსელის მომხმარებელს. მისი ტარება მართლაც შეეძლო ერთ ადამიანს, რადგან წონა შეადგენდა 0,8კგ, ზოლო ზომები 22,5х12,5х3,75 სმ ანტენის გარეშე. აკუმლიატორს ჰქონდა 35 წუთიანი სალაპარაკო დროის რესურსი, მაგრამ მის დამუხტვას 10 საათი სჭირდებოდა. 

როგორ მახსოვს ის დღე, სასახურში რომ შემოგვთავაზეს, ხომ არ შეიძენდით 2000 დოლარადო. და ამ პოსტს რომ ვაცხობდი, პეიჯერიც გამახსენდა. ბედნიერი ვარ, რომ არცერთი არ მქონია. მაგრამ უზომოდ მიხარია, რომ Ericsson GA628 მქონდა მისი დიდების ზენიტში... (ჯეოსელის ოფისში 500$ დე ღირდა, სიმი (ნომერი) 170$)  

GA628

პეიჯერი


   

(1987 წელს გადაღებულ ფილმში „უოლ-სტრიტი“ სწორდაც ეს ტელეფონია გამოყენებული)


წყარო

სხვა მასალები
კიდევ დამატებით ინფო

კომპიუტერი 64 წლის წინ

დიახ, ეს უნიკალური სურათია. ამ სურათზე ქალაქ ნორვიჩის საკრებულოს სახაზინო განყოფილებაში პირველი კომპიუტერი მიაქვთ ბესტელის ქუჩაზე. სურათი 1957 წელსაა გადაღებული. ნორვიჩი და მის შორსმჭვრეტელი ხაზინადარი ბ-ნ ა.ჯ. ბერნარდი პიონერები იყვნენ ბრიტანეთის ადგილობრივი მმართველობისა და საქმიანი წრეების მუშაობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებაში. ბერნარდი და მისი ჯგუფი 1953-54 წლებში ეძებდა მონაცემტა დამუშავებისთვის ელექტრონულ სისტემას. მათ წელს მოლაპარაკება აწარმოეს Elliott Brothers-თან და ქალაქის მმართველობამ შეუკვეთა პირველი კომპიუტერი Elliott 405 1956 წლის იანვარში. ის ქალაქში 1957 წლის იანვარში ჩამოიტანეს. ხოლო ოპერირება 1957 წლის აპრილში დაიწყო. ეს მოვლენა 1957 წლის 3 აპრილს ქალაქის მერი სერ მაიორისთვის და პრესისთვის წარდგენით აღინიშნა

ქვედა სურათზე კი დღევანდელი მიკროკომპიუტერი Raspberi Pi არის წარმოდგენილი რომელიც სიმძლავრეში იმდენჯერ აღემატება შავ-თეთრ სურათზე წარმოდგენილ ანალოგს, როგორ მათი წონების შეფარდება, ოღონდ რა თქმა უნდა უკუღმა  :)    


წყარო: https://norfolkrecordofficeblog.org/2016/04/29/the-norwich-computer-1957/





იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით