-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

github რეგისტრაცია

 


გითჰაბი ყველა პროგრამისტის მექა და მედინაა. ხოდა რადგანაც ყველაფერი რეგისტრაციით იწყება, ამჯერად github.com ზე  რეგისტრაციის ვიდეოს შემოგთავაზებთ. ეს ვიდეო, ანუ გითჰაბზე რეგისტრაცია დაგჭირდებათ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსებზე რეგისტრაციის დროს. ასე რომ ნახეთ ეს ვიდეო



კიდევ მაქვს მეორე ვიდეო, უფრო სწორედ ესაა პირველი, სადაც აღწერილია თუ რისთვის გამოიყენება გითჰაბი. ანუ თუ გინდათ გაიგოთ, რისთვის გჭირდებათ გითჰაბი. ეს ვიდეო უნდა ნახოთ, და შემდეგ ამის მიხედვით გადაწყვიტოთ გჭირდებათ თუ არა ეს რესურსი.

ასევე თქვენთვის საინტერესოო შეიძლება იყოს:

რეგისტრაცია მოსწავლეებისთვის 

კომპიუტერული ტექნოლოგიების უფასო ამერიკული კურსები bit.ly/regcs50g

კონკურსი: ციფრული თხრობა bit.ly/digics50g

 რეგისტრაცია მასწავლეებისთვის

ისტ 2023 წლის გამოცდის პირობები bit.ly/regict

სახელმძღვანელოები პედაგიგებისთვის bit.ly/cs50teach22

$ფასიანი დისტანციური კურსის შექმნა $ bit.ly/distlearn22

ტრენინგი: შესავალი პითონით პროგრამირებაში  bit.ly/regcs50pg

პითონი მაინკრაფტით bit.ly/mspy101



გუგულის კვერცხები



ერთი წუთით, სულ ერთი წუთით წარმოიდგინეთ სამყარო გუგლის გარეშე, არადა ასეთი სამყარო ძალიან ახლო წარსულში არსებობდა. ეს ახლაა წარმოუდგენელი ჩვენი ცხოვრება ინტერნეტის ან ფეისბუკის გარეშე, თორემ, ვთქვათ ფეისბუკი 20 წლისაც არააა ჯერ და გუგლი კიდევ 24-საა. 

არც არაფერი მითქვია იუთუბის დიზაინის ცვლილებაზე, ეგ ხომ მარტივია. დიახ უფრო ლამაზია, მაგრამ მარტივი ამოცანაა. თუმცა დღეისთვისაა მარტივი ამოცანა, თორემ, მე როცა ვებ გვერდებს ვაკეთებდი, ქართული შრიფტის განთავსება მიწევდა საიტის პირველ გვერდზე.... და მაშინ ამ მომრგვალებულ დიზაინზე ვერც ვიოცნებებდი. დღეს კი მინდა შემოგთავაზოთ გუგლის ძებნა 2022 წლისთვის, რომელიც ასევე ძალიან მალე ისეთივე უმნიშვნელო მოვლენა იქნება ჩვენს ცხოვრებაში, როგორც იუთუბში დიზაინის ცვლილება, თუმცა ამ ბლოგზე, სადაც გუგულის კვერცხებს წლიდან წლამდე დავაგორებდი, ერთი პოსტი ნამდვილად უნდა მიეძღვნას



კიდომ





  

პითონი მაინკრაფტით

 

player.say("Hello python!") 

შემოკლებული ბმული bit.ly/mspy101

თქვენ რეგისტრირდებით ინოვაციური განათლების ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე პითონით თამაში მაინკრაფტში ქართულ ენაზე

   
ტრენინგ მოდულები:
1. Makecode (5 შეხვედრა)
2. Notebook (5 შეხვედრა)
3. ხელოვნური ინტელექტი (5 შეხვედრა)

ნახეთ ვიდეო


პირველი და მეორე მოდული განკუთვნილია პითონის ელმენტარული სინტაქსის, მონაცემეთა ტიპების, ცვლადების პირობების, ციკლის, ლისტის და ფუნქციების შესასწავლად თამაშის დახმარებით
ხელოვნური ინტელექტის კურსზე მოსწავლეები ადამიანებს დაეხმარებიან შეინარჩუნონ ველური ბუნება და ეკოსისტემები, დააკვირდებიან კლიმატის ცვლილებას. მარტივი სახელმძღვანელოების დახმარებით გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის (AI) კონცეფციას. ისწავლიან მონაცემთა შეგროვებას, მონაცემების შექმნას, ხელოვნური ინტელექტის დანერგვას და მონაცემთა ანალიზს.
 
პედაგოგებს შეგიძლიათ კურსის რესურსები მოსწავლეებს შესთავაზოთ, როგორც საგაკვეთილო ერთეულები ან საკლუბო აქტივობა. ასევე პედაგოგებმა სერტიფიკატის მისაღებად აუცილებად უნდა მიიღონ მონაწილეობა 2023 წლის სკოლების შემაჯამებელ კონფერენციაზე.

მოდულს მოყვება რუკები, გაკვეთილის გეგმა, სასწავლო პრეზენტაცია, კურიკულუმის განხილვა, თავსატეხების სწორი პასუხები (მასწავლებლებისთვის)

მასწავლებლებისთვის შეხვედრები ჩატარდება ონლაინ ვებ გვერდზე www.twiton.ge რომელიც მოსწავლეთა ძალებით და ინოვაციური განათლების ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი.

კურსი აგებულია CSTA, ISTE და სხვა სტანდარტების შესაბამისად. (პედაგოგებისთვის კურსთან ერთად მოგეწოდებათ საგნის სწავლების მეთოდოლოგიები)

თქვენ აგრეთვე თქვენი მეგობრისთვის მიიღებთ 10% იან ფასდაკლებას, ხოლო ამ ფასდაკლების კუპონით დარეგისტრირებულ ყველა პედაგოგზე კიდევ მიიღებთ 5% იან ფასდაკლებას. ფასდაკლების კუპონის მისაღებად ისტის მასწავლებლები ან დათო მალანიას ტრენინგები ფეისბუკ ჯგუფში ამ ტრენინგის ბანერის ქვეშ  დაკომენტარეთ რომ ყოფილმა მონაწილეებმა პირადში გამოგიგზავნონ  კოდი.



დააკომენტარეთ, გააზიარეთ, დარეგისტრირდით....


გისურვებთ წარმატებას





ისტ 2023 წლის გამოცდის პირობები


 📣 👒 ქალბატონებო და 🎩 ბატონებო

ვიწყებთ 2️⃣0️⃣2️⃣3️⃣ წლის 🖥️ ისტ გამოცდის 📚 მოსამზადებელ ტრენინგებზე 📋 რეგისტრაციას

ამ პოსტის შემოკლებული ბმული მეგობრებისთვის bit.ly/regict

🔗გააზიარეთ, ❤️დაგულეთ, 👍🏼მოიწონეთ, 💬დააკომენტარეთ რას მიიღებით? ✅🔟 კრედიტს უეჭვ :) 💯 ✅ტრენინგი 📋 თეორიაში ✅ტრენინგი ⌨️ პრაქტიკაში ✅გამოცდის ადაპირებული ტესტები ✅სკრეჩის ტრენინგი მასწავლებლებისთვის (პირველად) ✅ჰარვარდის📜 სერტიფიკატი (ლურჯ პაკეტებს) ✅ინდივიდუალური შეხვედრები ✅ფასდაკლება 💲 ✅შიდა უპროცენტო განვადება ✅ონლაინტრენინგები

ესეც ფასები და პირობები:







მხოლოდ 🤞 წარმატებას გისურვებთ, 🧸 გელოდებით ტრენინგებზე 🙂


#ისტტრენინგები2023
#დათომალანიასტრენინგები #10კრედიტიმინდა #ონლაინტრენინგები


გუგლის პროდუქტები


ამ პოსტში მინდა გაგიზიაროთ ვიდეოგაკვეთილები გუგლის პროდუქტების შესახებ, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. 


ვიდეოკოლექცია მომზადებულია ინოვაციური განათლების ფონდის მიერ პროექტის ფარგლებში:

„ციფრული კომპეტენციები სოფლის თემისა და ბიზნესების ხელშეწყობისთვის“



რეგისტრაცია



ელ. ფოსტაში მუშაობა


გუგლ დრაივი



გუგლის დოკუმენტები



გუგლის ცხრილები


გუგლის სლაიდები



ბლოგის შექმნა


გუგლის ფორმები


იუთუბი


ასევე თქვენთვის შეიძლება საინტერესო შეიძლება იყოს პოსტები:

მასწავლებლის პორტფოლიოს ატვირთვა და გამოქვეყნება  

გუგლის ელექტრონული ტესტირების ვიდეოგაკვეთილები

$ფასიანი დისტანციური კურსის შექმნა $











$ფასიანი დისტანციური კურსის შექმნა $

 

რეგისტრაცია bit.ly/distlearn22


ახლა რა ხდება, წარმოდგინეთ რომ თქვენთან მოდიან მოსწავლეები ნებისმიერი ადგილიდან, არ აქვს მნიშვნელობა, თბილისში ცხოვრობენ თუ ჩხოროწყუში, მათ იციან რომ თქვენ არაჩვეულებრივი პედაგოგი ხართ და თქვენი მოსწავლეები ყველაზე უკეთეს შედეგებზე გადიან ეროვნულ გამოცდებზე, ან უბრალოდ ღირებულ ცოდნას ღებულობენ. 

თან თქვენთან მოსასვლელად მოსწავლეებს არც დრო ეხარჯებათ ტრანსპორტში და არც ფული. არც თქვენ გჭირდებათ ქალაქის ცენტრში ან სკოლასთან უსაშველოდ ძვირი ოფისის ქირაობა... არც გამოცდების ჩაბარება და არც ნაცნობების შეწუხება მოგიწევთ სკოლაში მოსაწყობად...

მოსწავლეები არ იქნებიან იძულებული ზუსტად 18:33 წუთზე მივიდნენ გაკვეთილზე, არამდე როცა უნდათ მაშინ დაესწრებიან

მოასწავლეები არ იქნებიან იძულებული კონკრეტულ ლოკაციაზე მოვიდნენ, არამდე შეუძლიათ გაკვეთილზე დასწრება ნებისმიერი ადგილიდან... თუნდაც სახლიდან ჩუსტებით


აი ერთხელ რო ჩატარებთ გაკვეთილს, მერე ეს გაკვეთილი სხვა დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და თავიდან არ ჩაატაროთ... (დროც არ დაგხარჯებათ)

თქვენს ბლოგს ექნება ისეთივე მენიუ, როგორც სურათზეა ნაჩვენები,


სხვათაშორის თქვენი მასწავლებლის პორტფოლიოც მსგავსად შეგიძლიათ მოაწყოთ, თუმცა ეგ ცალკე ტრენინგია და მალე შემოგთავაზებთ ცალკე მოდულად

კიდევ წარმოიდგინეთ, რომ აქ განთავსებულ მასალებზე მხოლოდ თქვენს მიერ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ წვდომა

როგორ ფიქრობთ, იუთუბ არხიც რომ გქონდეთ, კარგი იქნება? თანაც ვიდეობს, რომლებსაც განათავსებთ, მხოლოდ თქვენს მიერ შერჩეული ადამიანები ნახავენ, სხვები კი ვერც ჩამოტვირთავენ.

კურს რომ შეკრავთ, კურსის ღირებულებას საბანკო გადარიცხვით რომ მიიღოთ ხომ კარგია. აი მოსწავლის მოტანილი ფულის გადაცემის უხერხულ მომენტს ან შეხსენებისგან თავს აირიდებთ. თქვენი ბიუჯეტის ელექტრონულად მართვაც შეგეძლებათ

მოსწავლეთა ნამუშევრების ელექტრონულად შეაფასება და უკუკავშირის მიცემაც რომ შეიძლებოდეს? თუნდაც განმავითარებელი შეფასების.... იცით როგორი მოსახერხებელი? ერთხელ სცადეთ და დარწმუნდებით

აი რაღაც სისტემა რომ იყოს, სადაც ყველა მოსწავლეს ერთდროულად ხედავთ, დავალებსაც უნაწილებთ, ყველა მათგანის მთელი წლის პროგრესს ხედავდეთ, ვინ რა დავალება შეასრულა და ვის სჭირდება მეტი დახმარება...    

კიდევ აი თქვენ რომ ფერად-ფერადი ბრჭყვიალა და ლამაზი პრეზენტაციები გქონდეთ, ესეც ხომ შეიძლება? აი სულ ფოე ფოე პრეზენტაციები რომაა ეგეთი. იცით ბავშვებს როგორ მოსწონთ?

სანამ მოსწავლეები შეხვედრის დაწყებას ელოდებიან მათ საყვარელ მუსიკას რომ უსმენდნენე? ფიქრობთ ვერ შეიძლება? :) ცდებით, ეგ კი არა დიდი სიხარულით გაგიცვლიან საკუთარ პლეილისტებს

ხოდა ეს ყველაფერი ერთ დღესაც შეგიძლიათ თქვენ თვითონ შექმნათ თუ გაივლით კურსს 

  :: $ფასიანი დისტანციური კურსის შექმნა$ :: 

რომელსაც დათო მალანია ჩაატარებს,  დათოს 8 წლიანი გამოცდილება აქვს მსგავსი კურსების დიზაინში და მზადაა გაგიზიაროთ ეს გამოცდილება. რა მუშაობს, და რისი გაკეთება შეიძლება უკეთესად, სხვადასხვა მიგნებები და უამრავი სხვა საინტერსო რამ...

ტრენინგის მოდულები ასე გამოიყურება:

1) ელექტრონული სწავლების სარგებელი

2) სასწავლო ღრუბლობანი სისტემები

3) სასწავლო ბლოგის შექმნა

4) იუთუბ არხის მოწყობა

5) შეფასების სისტემის შერჩევა

6) რესურსების მომზადება

7) კურსის დიზაინი

8) გადახდების მიღება და მართვა

9) შეჯამება

იჩქარეთ, ფიქრობთ რომ ეს ტყუილი შრომაა? მე კი ვფიქრობ რომ სხვები დაგასწრებენ...

კურსზე გადახდის 3 ვარიანტი გვაქვს. ელემეტარული კურსი, სრული კურსი და პრო ვერსია. ელემენტარული კურსი მხოლოდ ლექციის მოსმენას გულისხმობს. ხოლო პრო კურსი საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურ დახმარებას კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში. 

ასევე გავქვს ფასდაკლების საინტერესო სისტემა: ყველა რეგისტრირებულ მომხამრებელი მეგობრისთვის მიიღებს 10% იანი ფასდაკლების კუპონს, ანუ ყველა მსმენელი, ვინც ამ კოდით დარეგისტრირდება 10% ფასდაკლებას მიიღებს, ხოლო ამ ფასდაკლების კუპონით დარეგისტრირებულ ყველა პედაგოგზე თქვენ მიიღებთ 5% იან ფასდაკლებას. მაგალითად თუ 4  მმენელი დარეგისტრიდება თქვენი კოდით, თქვენ 20% იანს ფაასდაკლებას მიიღებთ. ფასდაკლების კუპონის მისაღებად ფეისბუკ ჯგუფში ამ ტრენინგის ბანერის ქვეშ  დაკომენტარეთ რომ კოდის მიღება გინდათ.

ასევე ფასდაკლებას მიიღებთ, პოსტის გაზიარებისთვის :)


რეგისტრაცია bit.ly/distlearn22


გუგლის UX დიზაინის სასერტიფიკატო კურსი




ამ ბმულზე შეგიძლიათ გაიაროთ გუგლის  UX დიზაინის კურსი, (ინგლ. ენაზე) რომელიც ნაწილობრივ ფასიანია. კურსის გასავლელად წინასწარი ცოდნა არ მოითხოვება. სწავლა 100%  დისტანციურადაა, ონლაინ რეჟიმში. წარმატების მისაღწევად კვირაში 10 საატუ უნდა დაუთმოთ და დაახლოებიტ 6 თვე დაგჭირდებატ სერტიფიკატის მისაღებად


ნახეთ პრომო ვიდეო

როგორ მოვემზადოთ ტექნიკური ინტერვიუსთვის



ᲡᲔᲜᲡᲐᲪᲘᲐ :)

როგორ მოვემზადოთ ტექნიკური ინტერვიუსთვის ჰარვარდიდან ᲚᲐᲘᲕ ჩართვა. ვორკშოპს წაუძღევა Tommy MacWilliam ფიგმას დეველოპერი, ქუორას ლიდი,




ქენით სიკეთე, დაგულეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ

VS Code-ის გაფართოებები (EXTENTION)


ამ ვიდეოში ვალდო საუბრობს VS Code-ში იმ გაფართოებებზე, რომლებსაც თვითონ იყენებს. ალბათ თქვენთვისაც საინტერესო იქნება პროფესიონალის გამოცდილება. ვისურვებდი კომენტარებში დაწეროთ რა გაფართოებებს იყენებთ ტქვენ, რა მოგწონტ და რას გვირჩევთ






0.1+0.2 ნეტა რას უდრის?


 

Floating Point Math

Your language isn’t broken, it’s doing floating point math. Computers can only natively store integers, so they need some way of representing decimal numbers. This representation is not perfectly accurate. This is why, more often than not, 0.1 + 0.2 != 0.3.

Why does this happen?

It’s actually rather interesting. When you have a base-10 system (like ours), it can only express fractions that use a prime factor of the base. The prime factors of 10 are 2 and 5. So 1/2, 1/4, 1/5, 1/8, and 1/10 can all be expressed cleanly because the denominators all use prime factors of 10. In contrast, 1/3, 1/6, 1/7 and 1/9 are all repeating decimals because their denominators use a prime factor of 3 or 7.

In binary (or base-2), the only prime factor is 2, so you can only cleanly express fractions whose denominator has only 2 as a prime factor. In binary, 1/2, 1/4, 1/8 would all be expressed cleanly as decimals, while 1/5 or 1/10 would be repeating decimals. So 0.1 and 0.2 (1/10 and 1/5), while clean decimals in a base-10 system, are repeating decimals in the base-2 system the computer uses. When you perform math on these repeating decimals, you end up with leftovers which carry over when you convert the computer’s base-2 (binary) number into a more human-readable base-10 representation.

Below are some examples of sending .1 + .2 to standard output in a variety of languages.

Read more:



ვისაც არ სჯერა




წყარო


კომპიუტერული მეცნიერებების კურსები სათემო საზოგადოებისთვის


ასეთი სიახლე მაქვს: მჭირდება 28 აგვისტომდე სათემო ორგანიზაცები საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის. კონკურსის წესით შეირჩევა 10 სათემო ორგანიზაცია, რომლებსაც შევთავაზებთ კომპიუტერული მეცნიერებების ამერიკული უნივერსიტეტების  ონლაინ კურსებს უფასოდ.  კურსის გავლის შემდეგ შესრულებული დავალების შესაბამისად მონაწილეები მიიღებენ ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატებს.  ნახეთ მაგალითი  

1-1 კურსი ითვალისწიებს კომპიუტერული მეცნიერებების AP გამოცდის ჩაბარებას, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს სწავლა გააგრძელოს ამერიკულ უნივერსიტეტში    

პირობები:

1. ორგანიზაციამ უნდა შეძლოს ისეთი მონაწილების შეკრება, რომლებსაც აინტერესებთ კომპიუტერული მეცნიერებების კურსები. (ანუ მომავალში თავიანთ კარიერას ამ სფეროში უნდა ხედავდნენ.)

2. თავისუფლად ფლობდნენ ინგლისურ ენას, 

3. მონაწილეთა ასაკი (მე-8 დან მე-11 კლასის ჩათვლით). 

4. თავს ვიკავებთ მე-12 კლასისგან, რადგან ვფიქრობთ რომ დრო არ ექნებათ

5. შესაძლებელია ტრენინგებს დაესწროს შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებიც. (გარდა კვანტური კომპიუტერის პროგრამირებისა)

6. წინასწარი ცოდნა არ მოითხოვება

პროექტის ბოლოს თითოეული მონაწილე ორგანიზაციას გადაეცემა 1000 ლარის საჩუქრები მონაწილეეებისთვის. საჩუქრების არჩევა მონაწილეებს შეეძლებათ


იხილეთ კურსების ჩამონათვალი 

კარელის კურსი

კვანტური კომპიუტერის პროგრამირება

კურსები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში


რეგისტრაცია სათემო ორგანიზაციებისთვის


კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ, ან დატოვეთ თქვენი კოორდინატები


კარლო და პითონი V-VII კლასში

ხალხებო, სენსაციური ამბავი უნდა გახაროთ :) კარლო და დათო დაძმობილდნე. ხოდა  ახლა გაბღენძილმა მინდა წარმოგიდინოთ სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული კურსი პითონით პროგრამირებაში სკოლის მეხუთე, მეექვსე ან მეშვიდე კლასელებისთვის. ამ კურსის ავტორები არიან მერან საჰამი და კრის პიჩი. ორივე ძალიან მაგარი ტიპია მაგრამ თავს ვერ შევიკავებ პროფ. საჰამზე. აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ეს უსაყვარლესი კაცი სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში მოადგილეა. ასევე ACM/IEEE მიერ შემუშავებული CS2013 კურიკულას თანაავტორი. კარელით სწავლების მეთოდი კი წარმატებით გამოიყენება კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა სასწავლო პლატფორმებზე, პითონში სპეციალური ბიბლიოთეკაც კი არის დამატებული...  მაშ გაიცანით:   

კურსის დასაწყისში მოსწავლეები ეცნობიან კარელს – ასევე სტენფორდის უნივერიტეტის სტუდენტის რიჩარდ პატისის მიერ შექმნილ რობოტს. იდეა ისაა რომ პროგრამირების ენები საკმაოდ ჩახლართული სისტემებია, ხოლო კარელი უმარტივესი რობოტია რომელსაც მოხოლდ ელემენტარული შესაძლებლობები აქვს. მაგალითად ერთი ნაბიჯის გადადგმა, ან მარცხნივ მოტრიალება. მოსწავლეებმა კი უნდა იზრუნონ ამ პაწაწინა რობოტზე. თუ მოინდომებენ კარელი კარანტინში მყოფი ინფიცირებულისთვის საჭმლის მიტანასაც შეძლებს, ჰოსპიტალის აშენებასაც და ხიდსაც კი ააშნებს. მთავარია მოსწავლემ ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლოს თვითონ და თავისი ცოდნა გაუზიაროს კარელს.

ეს კურსი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ პროგრამირების სწავლასთან ერთად მიმართულია 21-ს საუკუნის ისეთი უნარჩვევების განვითარებისკენ, როგორიცაა პრობლემის გადაწყვეტა, კრეატიულობა და შემოქმედობითობა. 

შეიძლება იფიქროთ, რომ პითონის სწავლება მოსწავლეებისთვის ურთულესი  იქნება და შეუძლებელი. მაგრამ დამერწმუნეთ, ყველა თავი გათვლილია მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე და შეესაბამება მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ მზაობაზე.




როგორც ვთქვი, ეტაპზე წარმოგიდგენთ კარელის კლასს, რესურსები განთავსებულია ვებ გვერდზე თვითონ.ჯე.  (სხვათა შორის სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ ეს გვერდიც მე-10 კლასის ქუთაისელი მოსწავლის რეზი გელენიძის მიერ არის შექმნილი.) მასწავლებლებს შეუძლიათ ეს კურსი თავიანთ პორტფოლიოში შეიტანონ, მოიწვიონ მოსწავლეები, შესთავაზონ ეს კურსი, ხოლო შემდეგ შეაფასონ მოსწავლეთა ცოდნა....

კურსის დასრულების შემდეგ ასევე შესაძლებელია აირჩიონ სტენფორდის კურსი შესავალი პროგრამირებაში პითონით, ან ჰარვარდის კურსი პითონით პროგრამირება. ჰარვარდის კურსზე დავალებების შესრულების შედეგად, მოსწავლე მიიღებს ჰარვარდის სერტიფიკატს, რომელიც განთავსებული იქნება ჰარვარდის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე, ზუსტად ისევ როგორც ჩემი სერტიფიკატი           


მაშ ასე, თქვენს მოსწავლეებს თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ კარელის კურსი , დამერწმუნეთ, ისინი საკმაოდ ღირებულ ცოდნას მიიღებენ კომპიუტერული მეცნიერების შესავალში და აუცილებლად გაგიხსნებენ მომავალში, როგორც საუკეთესო მასწავლებელს

ყველა კითხვაზე მზად ვარ გიპასუხოთ, მომწერეთ, დააკომენტარეთ, სხვებს გაუზიარეთ.... გამოგვეხმაურეთ და გვითხარით რისი გაკეთება შეიძლება უკეთ...

წარმატებები თქვენ და თქვენს მოსწავლეებს











ჩამოტვირთვა: ინტერნეტის ჭეშმარიტი ისტორია

 


დღესაც ჩემი სიხარული მინდა გაგიზაიროთ, რამდენჯერაც ამ ფილმს გადავაწყდები, თავს ვერ ვიკავებ და ისევ თავიდან ვუყურებ, ტექსტი გაზეპირებული მაქვს და ლამისაა მეორე ხმაში ავყვე. ოთხივე ფილმში ავტორი ახერხებს ჩემი სულის მშვილის ისრივით დაჭიმვას... თანაც ისე დინამიურად, რომ არცერთი წუთით კონცენტრაციის მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, ყველა შემდეგი სიუჟეტი კიდევ უფრო საინტერესო ხდება.... თანაც ყველა ნახვაზე. მოკლედ კუსტურიცას არ აქვს ნანახი, თორემ შეშურდება. 

ვფიქრობ ქართულის ინგლისურის, ისტორის და ისტის მასწავლებელს ერთობლივად ბარეორი კაი-კაი გაკვეთილის ჩანიშვნა შეუძლიათ. იქნებ ქართულად თარგმნაც შეძლონ.... (კაცი იმედით ცოცხლობს), აი რამდენი ქტივობა შეიძლება ამ ფილმზე....  კომპლექსური ჩემზე იყოს (გაკვეთილის იდეას ქვევით დავწერ და თქვენი ვარიანტიც შემოგვთავაზეთ კომენტარებში). 

ჩემს ბლა ბლა ბლას ჯობია თვითონ ფილმი ნახოთ, თუ მოგეწონებათ, გააზიარეთ, კომენტარი დატოვეთ და კაი-კაი საქმეები აკეთეთ :)

ჩამოტვირთვა: ინტერნეტის ჭეშმარიტი ისტორია ნაწილი 1

ჩამოტვირთვა: ინტერნეტის ჭეშმარიტი ისტორია ნაწილი 2

ჩამოტვირთვა: ინტერნეტის ჭეშმარიტი ისტორია ნაწილი 3

ჩამოტვირთვა: ინტერნეტის ჭეშმარიტი ისტორია ნაწილი 4


ამ ფილმში არაფერია ნათქვამი პოლ ალენზე (მარცხნივ)


და არც ტიმ პეტერსონზე

  




გაკვეთილის მსვლელობის შავი ვერსია

ისტი: ინფორმაციის ძებნა, აუდიო-ვიდეო ინფორმაციის დამუშავება, იუთუბი, სამონტაჟო პროგრამები

ქართული, ინგლისური: ტელესიუჟეტი, ციფრული ამბის თხრობა. შეიძლება სთხოვოთ, მოკლე ვიდეოსიუჟეტები მომზადონ. ისევ ტექნოლოგიების ჩართვა მოუწევთ... ვიდეოს ჩაწერა, მონტაჟი, ხმასთან მუშაობა

ისტორია: ინფორმაციის სანდოობა, კვლევა

ციფრული მოქალაქეობა: საავტორო უფლებები, ინფორმაციის სანდოობა

ფილმის ერთობლივი ნახვა მთელი სკოლისთვის    

 ....



ლინუქსი


ეს კვატია გეცნობათ, ტუქსი. ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ... ამ პოსტით ახალი რუბრიკის დაწყებას ვეცდები, წლების მერე ვნახოთ რა გამოვა. რაც შეეხება რუბრიკის შინაარსს, ყოველთვის მაინტერესებდა  ტექნოლოგიების ისტორია. (ზოგიერთი ასეთი პოსტიც დაიგუგლება ჩემს ბლოგზე). ხოდა ბარემ ცალკე გამოვყოფ. დღეს კი ლინუქსის ისტორიაზე გეპაიჟებით, ლუდი და მოხალული მარილიანი თხილი მოუხდება...



  

რეგისტრაცია კვანტური კომპიუტერის პროგრამირების კურსზე



Update: სილაბუსი

  • თუ შეიძლება ინგლისურად შეავსეთ ფორმა
  • (ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს. დდდდდდდ ებით შევსებით ვერავის გააკვირვებთ, პასუხადაც დდდდდდ მოგივათ)
  • რუსული მეილით ნუ დარეგისტრირდებით, არავინ ჩაასწორებს და რუსულ მეილზე პასუხს არ აგიგზავნიან. არც სკოლის მეილით. ღმერთმა დალოცოს gmail... 
  •  საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ შეხვედრის ორგანიზება 

ამ პოსტით მინდა გაცნობოთ 2022-23 სასწავლო წლისთვის კვანტური კომპიუტერის პროგრამირების საწყის კურსზე რეგისტაცია. ვინც არ იცის რატომ არის ეს კურსი მთელი ჩემი ცხოვრების ტოლი, კვლავ ვიტყვი, განა დამეზარება:  

(ვფიქრობ, ეს კურსი პროგრამირებით დაინტერესებულებისთვის არაა საუკეთესო პირველი შეთავაზება და სასურველია მონაწილეებს გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს პროგრამირებაზე ან კომპიუტერულ მეცნიერებზე. თუმცა პითონის (პროგრამირების ენის) ცოდნა სულაც არაა აუცილებელი.) ასეთ მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ რეგისტრაცია  ჰარვარდის კურსი კომპიუტერული მეცნიერების შესახებ. 

დავიწყებ იმით თუ რა არის კვანტური კომპიუტერი. კვანტური კომპიუტერი დედამიწაზე სულ რამდენიმე ცალია. 100 ცალიც არაა, არც 20, ალბათ 10 ცალიც არ იქნება. იმდენად ცოტაა, რომ ევროპაშიც არაა და ევროკავშირის 2030 წლის პროგრამაშია გაწერილი რომ 2030  წლამდე ააგებენ. რა თქმა უნდა ამერიკელებს აქვთ, ნუ ჩინელებსაც. ამერიკაში აი გუგლი ხო იცით, ხოდა გუგლს აქვს. 

გუგლის სიკამორის შესახებ 2019 წელს ვწერდი. ოღონდ ამ ისტორიას, ჩემს ბლოგზე არ მახსოვს, მაგრამ ცხოვრებაში გაგარძელება ჰქონდა. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან და გუგლის ბაქიაობიდან :) რამდენიმე დღეში IBM-ის მეცნიერებამა სტატია გამოაცხვეს და გუგლელებს დასცინეს, მაგ ამოცანას არაფე'ლი 10 000 წელი არ უნდა, მოით ჩვენთან და პროგრამირებას გასტავლითო.... (სხვათაშორის გუგლელები გაიტრუნნენ, ნუ მე რაიმე პასუხი მერე ამ თემაზე არ მინახავს, არც ბაქიაობა გუგლის მხრიდან, და არც პასუხი, რო არიქა, ამოცანა რთული იყო და ა.შ.). შეიძლება არ გაგიხარდეთ, გუგლის გატისკვა, მეც თქვენზე არანაკლები გულშემატკივარი ვარ ამ კომპანიის, მაგრამ IBM-ის მოძულება ამის გამო ნამდვილად არ შეიძლება. 

IBM კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტია. ჩემი უუუუუუსაყვარლესი ❤❤❤❤ფირმა, აი როგორც მანქანის ფირმაზე, (ბენვე, მერსო) ან საფეხბურთო გუნდზე (რეალი, მანჩესტერი) აფანატებთ, ასევე ჩემთვის IBM წმიდაა. (რავი იქნებ პირველი ❤ სიყვარულის ბრალია:  ანუ პირველ კომპზე, რომელზეც ვმუშაობდი, ჩართვისას IBMის უსაყვარლესი ლურჯი ლოგო იხატებოდა
 

     ხო ლამაზია?, მერე 95 ში 4კომპი ჩამომივიდა, ამათი ორიგინალები და ორიგინალი ვინდოუს 95 ით... (თუ არ გამაჩერებთ ამათზე ვისაუბრებ სულ) 

მაინც ამათზე უნდა გავაგრძელო, IBM აქვს უფასო ღია პროექტი qiskit.org (პითონზეა დაწერილი და თუ ვინიცობაა თავში მინტში მილიონი და მეტი რო ღირს ეგეთი პროექტი დაგკრავთ, მითხარით და აქ გაგაჩითვინებთ დაფინანსებას). მოკლედ ამ პროეტის პარტნიორი და სპონსორი გუგლიც არის და IBM იც თავის ქისკითით... 

კვანტურ კომპიუტერზე კიდე იმას გეტყვი, რო  ლეპტოპივით საწოლში ვერ ჩაიხუტებ და ვერც პაბჯის ითამაშებ. მარა, აი ვთქვათ ფესიბუკის პაროლის გატეხვას, ან კრიპტოს მოჭრას თუ დააპროგრამებ, მისთვის თვალის დახამხამებაში შესასრულებელი სამუშაო იქნება. თუმცა მისთვის იმდენად უმნიშვნელო, რომ მაგ ამოცანისთვის კვანტურ კომპიუტერს არავინ მოაცდენს. ანუ აბა წარმოიდგინე რო  ნებისმიერი პაროლის გაგება შეგიძლია, მაგრამ კიდე იმდენი რამის გაკეთება შეგიძლია, რო ეგ პაროლი სუ გკიდია....   

ახლა კურსის ავტორებს შეხედე, აქაც ჩემი ტომი დგას :)


 

რომლიმე ხო არ გეცნო?

ხოდა კურსის სერტიფიკატის აღების შემდეგ თუ გადაწყვეტ ამ, ან ამერიკის სხვა უნივერებში სწავლის გაგრძლებას, ამ კურსზე აღებული სერტიფიკატი და ერთწლიანი სწავლება გავლილად ჩაგეთვლება. ამიტომაც თავიდან არ მოგიწევს კურსის გავლა. ასეთი აღიარება ჯავახიშვილის 4 წლიან ბაკალავრის დიპლომსაც არ აქვს :)

 დიახ, ეს კურსი აკრედიტებულია acswasc.org-ს მიერ

აქ კი კურსის სილაბუსს გაეცანი

 რას ისწავლი?

  • Foundational knowledge and real skills in quantum computing
  • Learn key quantum concepts including qubits, superposition and entanglement
  • Perform linear algebra operations that represent quantum gates
  • Use Python libraries to send a circuit to a quantum computer and analyze the results
  • Conceptually understand important quantum algorithms such as Grover's algorithm
  • Implement quantum key distribution (QKD) in Python
  • Run a Variational Quantum Eigensolver to simulate a molecule

ფიქრობ რთული იქნება? 

არანირად, 

აი უბრალოდ ბევრი გექნება სასწავლი. 

ეგ კი,

მაგრამ რთული არ იქნება თუ ინგლისური იცი....

ჩვენც დაგეხმარებით, თუ საჭირო იქნება ;)

 კურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა

 თუ მოგეწონა, რაღას ელოდები?

დარეგისტრირდი   23 სექტემბრამდე და მეგობრებსაც აუცილებლად გაუზიარე bit.ly/ieaq22-23 

 

რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება

კურსი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვისაა (სკოლამ უნდა დაადასტუროს რომ 2022 წელს აპლიკაციაში მითითებულ კლასში სწავლობს მოსწავლე)

პატარა ჯუფებში შეხვედრები ინსტრუქტორთან ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. შესაბამისად საკომუნიკაციო ინგლისურის ცოდნა აუცილებელია.

ტრიგონომოტრია უკვე გავლილი უნდა გქონდეს

for ციკლი თუ იცით რა არის, მაგას რა ჯობია, მაგრამ თუ არ იცი, არ ინერვიულო ეგ დაძლევადია, და ზაფხულში რამდენიმე შეხვედრასაც ჩავატარებ, რომ თავი  ყოჩაღად იგრძნოთ კურსზე

წარმატებები 


იმის დაწერა დამავიწყდა. ეს პროგრამა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. შარშან ჩვენმა 13 მა მოსწავლემ წარმატებით გაიარა კურსი. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ დიდი წარმატებას. მე გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მჯერა, რომ, ეს ადამიანები საქართველოს ნათელი მომავლის გარანტები იქნებიან, ამიტომ ვამბობ, ეს კურსი მთელი ჩემი ცხოვრების ტოლია

 

 

 

იუთუბის ვიდეოგაკვეთილები

 






ამ გვერდზე თავმოყრილია ვიდეოგაკვეთილები იუთუბის შესახებ

 იუთუბი პედაგოგებისთვის


შესავალი

იუთუბის შესახებ

იუთუბის ისტორია

2. იუთუბის გაქართულება

3. იუთუბის ინტერფეისი

იუთუბის ინტერფეისი

4. ვიდოეს ატვირთვა და გამოქვეყნება

ვიდოეს ატვირთვა და გამოქვეყნება

5. თქვენი არხი

არხის შექმნა

არხის ხატულას შეცვლა

არხის ქუდის შეცვლა

6. შემქმნელთა სტუდია

შემქმნელთა სტუდია

შემქმნელთა სტუდია: ვიდეო

ვიდეოს რედაქტირება

აუდიოს დამატება

გამოკითხვის დამატება

ბოლო ეკრანის დამატება

დასაკრავი სიის დამატება

იუთუბ ანალიტიკა

პირდაპირი ღონისძიების აქტივაცია (ერთჯერადად)

პირდაპირი ღონისძიების გაშვება

7 ტრანსკრიპტი

ტრანსკრიპტი

ტრანსკრიპტის დამატება

თარგმანის დამატება

8. კომენტარების დამატება

ვიდეოზე კომენტარების დამატება





ასევე თქვენთვის შეიძლება, საინტერესო იყოს ჩემს მიერ ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილები MS Word 2013 (8:01:52)
კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისათვის (1:29:37)
HTML 5 (2:21:39)
PowerPoint 2013 (3:10:14)
ბლოგის შექმნა    (11:06)
ელ ფოსტა  (15:48)
gmail რეგისტრაცია  (9:05)
windows 10 გაქართულება   (5:20)
სხვა 

დატოვეთ კომენტარი


დახმარება უკრაინის კიბერუსაფრთხოებისთვის


შენ შეგიძლია დაეხმარო უკრაინას. 21-ე საუკუნის ომში ძალიან მნიშვენლოვანია სწორი იფორმაციის მიღება. დღეს და მომავალშიც, წარმატებას მიაღწევს ის, ვისაც სწორი ინფორმაცია აქვს. ომის დროს დეზინფორმაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იარაღი იყო. 

როგორ შეიძლება დავეხმაროთ უკრაინას?

1. არ გაავრცელოთ რუსულ პროპაგანდისტულ საიტებზე, სოციალურ ქსელებში, მედიარახებზე გავრცელებული ინფორმაცია

2. დაარეპორტეთ მსგავსი გვერდები. (ცალკეული კონტენტის დარეპორტებას ჯობია მთლიანი გვერდის დარეპორტება

3. გააზიარეთ ეს ინფორმაცია. ამით დავიცავთ ინტერნეტსივრცის ჰიგიენას. 

ამ პოსტში  გესაურბრებით ტელეგრამის და იუთუბარხის დარეპორტების ინსტრუქციაზე, ვეცდებით სიები მუდმივად განვაახლო. კომენტარებში თქვენც შეგიძლიათ შემომთავაზოთ თქვენი აზრით ფეიკ კონტენტის შემცველი მისამართები    


  :: Telegram არხების დარეპორტება 

ტელეგრამი არის აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ ჩაწეროთ ტელეფონშიც, კომპიუტერზეც, ნოუთბუკზეც, პლანშეტზეც.... აი რაღაც ვაცაპის და ვაიბერის მსგავსი. აქვს არხები, (როგორც ფეისბუკს, ან ტვიტერის არხები). ეს არხები ავრცელებენ დეზინფორმაციას. ეს დეზინფორმაცია საკმაოდ ეფექტურია, რადგან რუსეთში ეს ტელეგრამი ძალიან ბევრს აქვს.     

როგორ დავარეპორტოთ? 

1. მოძებნეთ არხი და შედით არხზე

2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირთ სამწერტილს

3. დააჭირეთ Report (Пожаловаться) და შემდეგ Other (Другое)

4 ველში ჩაწერეთ war propaganda (пропаганда войны)


ნახეთ დარეპორტების ვიდეოინსტრუქცია. 







👇🏻👇🏻👇🏻👇🏻👇🏻👇🏻
@boris_rozhin
@grey_zone
@go338
@omonmoscow
@wingsofwar
@chvkmedia
@hackberegini
@mig41
@pezdicide
@SergeyKolyasnikov
@MedvedevVesti
@SIL0VIKI
@balkanossiper
@pl_syrenka
@brussinf
@lady_north
@sex_drugs_kahlo
@usaperiodical
@russ_orientalist
@vladlentatarsky @neoficialniybezsonov
@rybar
@milinfolive
Корреспондент UA


  :: იუთუბის არხების დარეპორტება 



ამ ვიდეოში ნაჩვენებია სალავიოვის იუთუბ არხის დარეპორტების ინსტრუქცია. თუ ბევრნი დავარეპორებთ, აუცილებლად წაიშლება.

რატომ არის ამ არხის წაშლა მნიშვნელოვანი?

ეს არხის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსული საზოგადოებლის აზრის ფორმირებაზე. ის ეწევა ომის პროგაპანდას, ავრცელებს ფეიკ ნიუსებს. ეს მიუღებელია.  






უკრაინის გამარჯვების შემდეგ მოსულ მშვიდეობას გაუმარჯოს!





WEB 2.0, WEB 3.0 →

 













იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით