-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ლინუქსი


ეს კვატია გეცნობათ, ტუქსი. ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ... ამ პოსტით ახალი რუბრიკის დაწყებას ვეცდები, წლების მერე ვნახოთ რა გამოვა. რაც შეეხება რუბრიკის შინაარსს, ყოველთვის მაინტერესებდა  ტექნოლოგიების ისტორია. (ზოგიერთი ასეთი პოსტიც დაიგუგლება ჩემს ბლოგზე). ხოდა ბარემ ცალკე გამოვყოფ. დღეს კი ლინუქსის ისტორიაზე გეპაიჟებით, ლუდი და მოხალული მარილიანი თხილი მოუხდება...



  

რეგისტრაცია კვანტური კომპიუტერის პროგრამირების კურსზე



Update: სილაბუსი

  • თუ შეიძლება ინგლისურად შეავსეთ ფორმა
  • (ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს. დდდდდდდ ებით შევსებით ვერავის გააკვირვებთ, პასუხადაც დდდდდდ მოგივათ)
  • რუსული მეილით ნუ დარეგისტრირდებით, არავინ ჩაასწორებს და რუსულ მეილზე პასუხს არ აგიგზავნიან. არც სკოლის მეილით. ღმერთმა დალოცოს gmail... 
  •  საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ შეხვედრის ორგანიზება 

ამ პოსტით მინდა გაცნობოთ 2022-23 სასწავლო წლისთვის კვანტური კომპიუტერის პროგრამირების საწყის კურსზე რეგისტაცია. ვინც არ იცის რატომ არის ეს კურსი მთელი ჩემი ცხოვრების ტოლი, კვლავ ვიტყვი, განა დამეზარება:  

(ვფიქრობ, ეს კურსი პროგრამირებით დაინტერესებულებისთვის არაა საუკეთესო პირველი შეთავაზება და სასურველია მონაწილეებს გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს პროგრამირებაზე ან კომპიუტერულ მეცნიერებზე. თუმცა პითონის (პროგრამირების ენის) ცოდნა სულაც არაა აუცილებელი.) ასეთ მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ რეგისტრაცია  ჰარვარდის კურსი კომპიუტერული მეცნიერების შესახებ. 

დავიწყებ იმით თუ რა არის კვანტური კომპიუტერი. კვანტური კომპიუტერი დედამიწაზე სულ რამდენიმე ცალია. 100 ცალიც არაა, არც 20, ალბათ 10 ცალიც არ იქნება. იმდენად ცოტაა, რომ ევროპაშიც არაა და ევროკავშირის 2030 წლის პროგრამაშია გაწერილი რომ 2030  წლამდე ააგებენ. რა თქმა უნდა ამერიკელებს აქვთ, ნუ ჩინელებსაც. ამერიკაში აი გუგლი ხო იცით, ხოდა გუგლს აქვს. 

გუგლის სიკამორის შესახებ 2019 წელს ვწერდი. ოღონდ ამ ისტორიას, ჩემს ბლოგზე არ მახსოვს, მაგრამ ცხოვრებაში გაგარძელება ჰქონდა. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან და გუგლის ბაქიაობიდან :) რამდენიმე დღეში IBM-ის მეცნიერებამა სტატია გამოაცხვეს და გუგლელებს დასცინეს, მაგ ამოცანას არაფე'ლი 10 000 წელი არ უნდა, მოით ჩვენთან და პროგრამირებას გასტავლითო.... (სხვათაშორის გუგლელები გაიტრუნნენ, ნუ მე რაიმე პასუხი მერე ამ თემაზე არ მინახავს, არც ბაქიაობა გუგლის მხრიდან, და არც პასუხი, რო არიქა, ამოცანა რთული იყო და ა.შ.). შეიძლება არ გაგიხარდეთ, გუგლის გატისკვა, მეც თქვენზე არანაკლები გულშემატკივარი ვარ ამ კომპანიის, მაგრამ IBM-ის მოძულება ამის გამო ნამდვილად არ შეიძლება. 

IBM კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტია. ჩემი უუუუუუსაყვარლესი ❤❤❤❤ფირმა, აი როგორც მანქანის ფირმაზე, (ბენვე, მერსო) ან საფეხბურთო გუნდზე (რეალი, მანჩესტერი) აფანატებთ, ასევე ჩემთვის IBM წმიდაა. (რავი იქნებ პირველი ❤ სიყვარულის ბრალია:  ანუ პირველ კომპზე, რომელზეც ვმუშაობდი, ჩართვისას IBMის უსაყვარლესი ლურჯი ლოგო იხატებოდა
 

     ხო ლამაზია?, მერე 95 ში 4კომპი ჩამომივიდა, ამათი ორიგინალები და ორიგინალი ვინდოუს 95 ით... (თუ არ გამაჩერებთ ამათზე ვისაუბრებ სულ) 

მაინც ამათზე უნდა გავაგრძელო, IBM აქვს უფასო ღია პროექტი qiskit.org (პითონზეა დაწერილი და თუ ვინიცობაა თავში მინტში მილიონი და მეტი რო ღირს ეგეთი პროექტი დაგკრავთ, მითხარით და აქ გაგაჩითვინებთ დაფინანსებას). მოკლედ ამ პროეტის პარტნიორი და სპონსორი გუგლიც არის და IBM იც თავის ქისკითით... 

კვანტურ კომპიუტერზე კიდე იმას გეტყვი, რო  ლეპტოპივით საწოლში ვერ ჩაიხუტებ და ვერც პაბჯის ითამაშებ. მარა, აი ვთქვათ ფესიბუკის პაროლის გატეხვას, ან კრიპტოს მოჭრას თუ დააპროგრამებ, მისთვის თვალის დახამხამებაში შესასრულებელი სამუშაო იქნება. თუმცა მისთვის იმდენად უმნიშვნელო, რომ მაგ ამოცანისთვის კვანტურ კომპიუტერს არავინ მოაცდენს. ანუ აბა წარმოიდგინე რო  ნებისმიერი პაროლის გაგება შეგიძლია, მაგრამ კიდე იმდენი რამის გაკეთება შეგიძლია, რო ეგ პაროლი სუ გკიდია....   

ახლა კურსის ავტორებს შეხედე, აქაც ჩემი ტომი დგას :)


 

რომლიმე ხო არ გეცნო?

ხოდა კურსის სერტიფიკატის აღების შემდეგ თუ გადაწყვეტ ამ, ან ამერიკის სხვა უნივერებში სწავლის გაგრძლებას, ამ კურსზე აღებული სერტიფიკატი და ერთწლიანი სწავლება გავლილად ჩაგეთვლება. ამიტომაც თავიდან არ მოგიწევს კურსის გავლა. ასეთი აღიარება ჯავახიშვილის 4 წლიან ბაკალავრის დიპლომსაც არ აქვს :)

 დიახ, ეს კურსი აკრედიტებულია acswasc.org-ს მიერ

აქ კი კურსის სილაბუსს გაეცანი

 რას ისწავლი?

  • Foundational knowledge and real skills in quantum computing
  • Learn key quantum concepts including qubits, superposition and entanglement
  • Perform linear algebra operations that represent quantum gates
  • Use Python libraries to send a circuit to a quantum computer and analyze the results
  • Conceptually understand important quantum algorithms such as Grover's algorithm
  • Implement quantum key distribution (QKD) in Python
  • Run a Variational Quantum Eigensolver to simulate a molecule

ფიქრობ რთული იქნება? 

არანირად, 

აი უბრალოდ ბევრი გექნება სასწავლი. 

ეგ კი,

მაგრამ რთული არ იქნება თუ ინგლისური იცი....

ჩვენც დაგეხმარებით, თუ საჭირო იქნება ;)

 კურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა

 თუ მოგეწონა, რაღას ელოდები?

დარეგისტრირდი   23 სექტემბრამდე და მეგობრებსაც აუცილებლად გაუზიარე bit.ly/ieaq22-23 

 

რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება

კურსი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვისაა (სკოლამ უნდა დაადასტუროს რომ 2022 წელს აპლიკაციაში მითითებულ კლასში სწავლობს მოსწავლე)

პატარა ჯუფებში შეხვედრები ინსტრუქტორთან ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. შესაბამისად საკომუნიკაციო ინგლისურის ცოდნა აუცილებელია.

ტრიგონომოტრია უკვე გავლილი უნდა გქონდეს

for ციკლი თუ იცით რა არის, მაგას რა ჯობია, მაგრამ თუ არ იცი, არ ინერვიულო ეგ დაძლევადია, და ზაფხულში რამდენიმე შეხვედრასაც ჩავატარებ, რომ თავი  ყოჩაღად იგრძნოთ კურსზე

წარმატებები 


იმის დაწერა დამავიწყდა. ეს პროგრამა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. შარშან ჩვენმა 13 მა მოსწავლემ წარმატებით გაიარა კურსი. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ დიდი წარმატებას. მე გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მჯერა, რომ, ეს ადამიანები საქართველოს ნათელი მომავლის გარანტები იქნებიან, ამიტომ ვამბობ, ეს კურსი მთელი ჩემი ცხოვრების ტოლია

 

 

 

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით