-->

ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

VS Code-ის გაფართოებები (EXTENTION)


ამ ვიდეოში ვალდო საუბრობს VS Code-ში იმ გაფართოებებზე, რომლებსაც თვითონ იყენებს. ალბათ თქვენთვისაც საინტერესო იქნება პროფესიონალის გამოცდილება. ვისურვებდი კომენტარებში დაწეროთ რა გაფართოებებს იყენებთ ტქვენ, რა მოგწონტ და რას გვირჩევთ






0.1+0.2 ნეტა რას უდრის?


 

Floating Point Math

Your language isn’t broken, it’s doing floating point math. Computers can only natively store integers, so they need some way of representing decimal numbers. This representation is not perfectly accurate. This is why, more often than not, 0.1 + 0.2 != 0.3.

Why does this happen?

It’s actually rather interesting. When you have a base-10 system (like ours), it can only express fractions that use a prime factor of the base. The prime factors of 10 are 2 and 5. So 1/2, 1/4, 1/5, 1/8, and 1/10 can all be expressed cleanly because the denominators all use prime factors of 10. In contrast, 1/3, 1/6, 1/7 and 1/9 are all repeating decimals because their denominators use a prime factor of 3 or 7.

In binary (or base-2), the only prime factor is 2, so you can only cleanly express fractions whose denominator has only 2 as a prime factor. In binary, 1/2, 1/4, 1/8 would all be expressed cleanly as decimals, while 1/5 or 1/10 would be repeating decimals. So 0.1 and 0.2 (1/10 and 1/5), while clean decimals in a base-10 system, are repeating decimals in the base-2 system the computer uses. When you perform math on these repeating decimals, you end up with leftovers which carry over when you convert the computer’s base-2 (binary) number into a more human-readable base-10 representation.

Below are some examples of sending .1 + .2 to standard output in a variety of languages.

Read more:



ვისაც არ სჯერა




წყარო


კომპიუტერული მეცნიერებების კურსები სათემო საზოგადოებისთვის


ასეთი სიახლე მაქვს: მჭირდება 28 აგვისტომდე სათემო ორგანიზაცები საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის. კონკურსის წესით შეირჩევა 10 სათემო ორგანიზაცია, რომლებსაც შევთავაზებთ კომპიუტერული მეცნიერებების ამერიკული უნივერსიტეტების  ონლაინ კურსებს უფასოდ.  კურსის გავლის შემდეგ შესრულებული დავალების შესაბამისად მონაწილეები მიიღებენ ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატებს.  ნახეთ მაგალითი  

1-1 კურსი ითვალისწიებს კომპიუტერული მეცნიერებების AP გამოცდის ჩაბარებას, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს სწავლა გააგრძელოს ამერიკულ უნივერსიტეტში    

პირობები:

1. ორგანიზაციამ უნდა შეძლოს ისეთი მონაწილების შეკრება, რომლებსაც აინტერესებთ კომპიუტერული მეცნიერებების კურსები. (ანუ მომავალში თავიანთ კარიერას ამ სფეროში უნდა ხედავდნენ.)

2. თავისუფლად ფლობდნენ ინგლისურ ენას, 

3. მონაწილეთა ასაკი (მე-8 დან მე-11 კლასის ჩათვლით). 

4. თავს ვიკავებთ მე-12 კლასისგან, რადგან ვფიქრობთ რომ დრო არ ექნებათ

5. შესაძლებელია ტრენინგებს დაესწროს შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებიც. (გარდა კვანტური კომპიუტერის პროგრამირებისა)

6. წინასწარი ცოდნა არ მოითხოვება

პროექტის ბოლოს თითოეული მონაწილე ორგანიზაციას გადაეცემა 1000 ლარის საჩუქრები მონაწილეეებისთვის. საჩუქრების არჩევა მონაწილეებს შეეძლებათ


იხილეთ კურსების ჩამონათვალი 

კარელის კურსი

კვანტური კომპიუტერის პროგრამირება

კურსები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში


რეგისტრაცია სათემო ორგანიზაციებისთვის


კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ, ან დატოვეთ თქვენი კოორდინატები


კარლო და პითონი V-VII კლასში

ხალხებო, სენსაციური ამბავი უნდა გახაროთ :) კარლო და დათო დაძმობილდნე. ხოდა  ახლა გაბღენძილმა მინდა წარმოგიდინოთ სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული კურსი პითონით პროგრამირებაში სკოლის მეხუთე, მეექვსე ან მეშვიდე კლასელებისთვის. ამ კურსის ავტორები არიან მერან საჰამი და კრის პიჩი. ორივე ძალიან მაგარი ტიპია მაგრამ თავს ვერ შევიკავებ პროფ. საჰამზე. აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ეს უსაყვარლესი კაცი სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში მოადგილეა. ასევე ACM/IEEE მიერ შემუშავებული CS2013 კურიკულას თანაავტორი. კარელით სწავლების მეთოდი კი წარმატებით გამოიყენება კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა სასწავლო პლატფორმებზე, პითონში სპეციალური ბიბლიოთეკაც კი არის დამატებული...  მაშ გაიცანით:   

კურსის დასაწყისში მოსწავლეები ეცნობიან კარელს – ასევე სტენფორდის უნივერიტეტის სტუდენტის რიჩარდ პატისის მიერ შექმნილ რობოტს. იდეა ისაა რომ პროგრამირების ენები საკმაოდ ჩახლართული სისტემებია, ხოლო კარელი უმარტივესი რობოტია რომელსაც მოხოლდ ელემენტარული შესაძლებლობები აქვს. მაგალითად ერთი ნაბიჯის გადადგმა, ან მარცხნივ მოტრიალება. მოსწავლეებმა კი უნდა იზრუნონ ამ პაწაწინა რობოტზე. თუ მოინდომებენ კარელი კარანტინში მყოფი ინფიცირებულისთვის საჭმლის მიტანასაც შეძლებს, ჰოსპიტალის აშენებასაც და ხიდსაც კი ააშნებს. მთავარია მოსწავლემ ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლოს თვითონ და თავისი ცოდნა გაუზიაროს კარელს.

ეს კურსი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ პროგრამირების სწავლასთან ერთად მიმართულია 21-ს საუკუნის ისეთი უნარჩვევების განვითარებისკენ, როგორიცაა პრობლემის გადაწყვეტა, კრეატიულობა და შემოქმედობითობა. 

შეიძლება იფიქროთ, რომ პითონის სწავლება მოსწავლეებისთვის ურთულესი  იქნება და შეუძლებელი. მაგრამ დამერწმუნეთ, ყველა თავი გათვლილია მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე და შეესაბამება მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ მზაობაზე.




როგორც ვთქვი, ეტაპზე წარმოგიდგენთ კარელის კლასს, რესურსები განთავსებულია ვებ გვერდზე თვითონ.ჯე.  (სხვათა შორის სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ ეს გვერდიც მე-10 კლასის ქუთაისელი მოსწავლის რეზი გელენიძის მიერ არის შექმნილი.) მასწავლებლებს შეუძლიათ ეს კურსი თავიანთ პორტფოლიოში შეიტანონ, მოიწვიონ მოსწავლეები, შესთავაზონ ეს კურსი, ხოლო შემდეგ შეაფასონ მოსწავლეთა ცოდნა....

კურსის დასრულების შემდეგ ასევე შესაძლებელია აირჩიონ სტენფორდის კურსი შესავალი პროგრამირებაში პითონით, ან ჰარვარდის კურსი პითონით პროგრამირება. ჰარვარდის კურსზე დავალებების შესრულების შედეგად, მოსწავლე მიიღებს ჰარვარდის სერტიფიკატს, რომელიც განთავსებული იქნება ჰარვარდის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე, ზუსტად ისევ როგორც ჩემი სერტიფიკატი           


მაშ ასე, თქვენს მოსწავლეებს თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ კარელის კურსი , დამერწმუნეთ, ისინი საკმაოდ ღირებულ ცოდნას მიიღებენ კომპიუტერული მეცნიერების შესავალში და აუცილებლად გაგიხსნებენ მომავალში, როგორც საუკეთესო მასწავლებელს

ყველა კითხვაზე მზად ვარ გიპასუხოთ, მომწერეთ, დააკომენტარეთ, სხვებს გაუზიარეთ.... გამოგვეხმაურეთ და გვითხარით რისი გაკეთება შეიძლება უკეთ...

წარმატებები თქვენ და თქვენს მოსწავლეებს











იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით