Posts

Showing posts from 2010

ტოუტალ კონტროლი

Image
ჯერ ასეთი იყო. თავიდან გამიხარდა რომ შევხედე, ზოგადად სიახლეები მიყვარს, მაგრამ ერთხელაც, ანუ გუშინწინ ცოლი კარებში დოინჯშემოყრილი რომ შემხვდა მიზესს ვერ მვხვდი. თურმე სადა ბანაობ. წინეებზეე კარტოფილის მოსატანად არ გავეგზავნე, თათბირი მაქვს ჩასატარებელი მეთქი. ხოდა აგერ არ ჩანს ჩემი ნათათბირევი? ეხ რაც მე გუშინწინ პოლის ჯოხი მომხვდა... სულ ბრინის და ალენის ბრალია.........

ინფორმაციის საიმედოობა

Image

სიმართლე N2

Image
გთხოვთ, პოსტის კომენტარებში გამოხატოთ თქვენი ემოცია, პოზიცია, დამოკიდებულება  წარმოდგენილ სურათთან დაკავშირებით, ასევე შესაძლებელია, დაეთანხმოთ, გააპროტესტოთ სხვისი კომენტარი....

სიმართლე N1

Image
გთხოვთ, პოსტის კომენტარებში გამოხატოთ თქვენი ემოცია, პოზიცია, დამოკიდებულება  წარმოდგენილ სურათთან დაკავშირებით, ასევე შესაძლებელია, დაეთანხმოთ, გააპროტესტოთ სხვისი კომენტარი....   

ბროუზერების ტესტირება: Chrome 9 vs Firefox 4 vs Internet Explorer 9 vs Opera 11 v...

Image
Download Apple Safari 5.0.2: http://www.apple.com/safari/download/ Download Google Chrome 9.0.570.0: http://www.google.com/chrome/intl/en/... Download Microsoft Internet Explorer 9.0.7930.16406: http://windows.microsoft.com/ie9 Download Mozilla Firefox 4 Beta 6: http://www.mozilla.com/en-US/firefox/... Download Opera 11 Alpha 1029: http://www.opera.com/browser/next/ In this browser test I pit Chrome 9 vs Firefox 4, Internet Explorer 9, Opera 11 and Safari 5. I compare all five browsers in JavaScript speed using the Sunspider benchmark, the overall performance with the Peacekeeper benchmark and the HTML5 compatibility and GPU acceleration with the IE Fish Tank test. I also measured the size of the interface of each browser as well as how usable each browser is. Lastly I take a look at the unique features of all five browsers, including the excellent Google Chrome Instant feature, the instant switching of Personas for Mozilla Firefox, Accelerators for Microsoft Internet Explorer 9, the g...

DNS-ები p2p ქსელის სახით

Image
The Pirate Bay -ის ერთერთმა დამაარსებელმა - პიტერ სუნდემ მაგაცხადა, რომ აპირებს DNS სისტემის დეცენტრალიზებული ალტრენატივის შექმნას, რომელიც არ დაექვემდებარება ICANN-ს ან რომელიმე მსგავს ორგანიზაციას და იმუშავებს როგორც p2p ქსელი. მსგავსი ქსელის აგების შემთხვევაში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული DNS სამყაროს არსებული ტექნოლოგიები. მათი ადაპტაცია მოხდება დეცენტრალიზაციის პირობებში. ასეთი ქსელის აგების ძირითადინ მოტივია ცენზურასთან ბრძოლა, რომელიც უკანასკნელ ხანებშჳ შესამჩნევი გახდა. © დათო

ევროკომისია Google-ის წინააღმდეგ

Image
ევროკომისიამ განაცხადა, რომ დაიწყებს გამოძიებას იმ ფაქტის შესახებ, თითქოს Google ვებ საძიებო სიტემების ბაზარზე თავის დომინანტურ მდგომარეობას იყენებს და კონკურენტი სერვისების შესახებ რეიტინგებს ამცირებს ძიების საკუთარ შედეგებში. საჩივრებით ევროკომისიას ბრიტანულმა Foundem და ფრანგულმა ejustice.fr მიმართა. ბრიტანული საძიებო სისტემა აცხადებდა, რომ Google -ში ძებნის ალგორითმი ამცირებს მის შემადგენლობას, რაც იწვევს აუდიტორიის გარკვეული ნაწილის დაკარგვას. ამავდროულად Microsoft და მისი კუთვნილი სერვისი Ciao! Google-ის კონტექსტური რეკლამის სერვისის AdSense-ის პირობებს უჩივის. საჩივარში ამას გარდა ნათქვამია, რომ, ევროკომისიამ აგრეთვე რეაგირება მოახდინა საძიებო სისტემის პროვაიდერების საცივარზე, იმის თაობაზე, რომ Google მათ მონაცემებს საკუთარ სერვისებთან შედარებით არახელსაყრელი სახით წარმოაჩენს. განაცხადა რა გამოძიების დაწყების შესახებ, ევროკომისიამ გამოკვეთილად განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ გააჩნია რაიმე მნიშ[ნელოვანი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება Google ბრალეულობის შესახებ. ხოლო Google კონცერნის წარ...

5 უძველესი საიტის ისტორია ( ჩვენს ნეტას გაუმარჯოს)

Image
ინტერნეტის ისტორიის სანაგვე დაუნდობელია. ამჯერად გთავაზობთ PCWorld-ს რედაქციის თვალსაზრისით 5 ყოფილი პოპულარული ვებსაიტის მიმოხილვას. 1. GeoCities ეს არის 1995 წელს მსოფლიო ქსელში შექმნილი ერთერთი ხმაურიანი პროექტი. ის ყველა მსურველს საკუთარი ვებსაიტის შექმნის საშუალებას აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ HTML არც ისე რთული ენაა, GeoCities მომხმარებელს მარტივ და ჭკვიან ინსტრუმენტებს სთავაზობდა, რომლეთა დახმარებითაც საკუთარი ვებ გვერდის შექმნა თაგვის კლავიშებზე რამდენიმე დაჭერით იყო შესაძლებელი. და ეს ყველაფერი უფასოდ. მეორე მხრივ, იმ პერიოდში იმის განცხადება, რომ მე საკუთარი ვებ გვერდი მაქვს, ნებისმიერს გააოცებდა და სერვისითაც ბევრი სარგებლობდა. პრაქტიკულად ნებისმიერს შეეძლო გვერდების შექმნა და ბევრიც სარგებლობდა ამ საშუალებით. სამწუხაროდ, მომხმარებელთა უმეტესობის გემოვნება შორსაა იდეალისგან. ამიტომაც გვერდების უმეტესობა გადაჭედილი იყო ანიმირებული GIF-ფაილებით. GeoCities აგებული იყო გეოგრაფიულ პრინციპზე. ის გვერდები, რომლებიც ფინანსურ საქმიანობას ეხებოდა, უოლ-სტრიტის სათაუ...

რამდენიმე გიგაპიქსელიანი სურათები

იმედია ყველაფერს მიხვდებით Burj Dubai (Burj Khalifa) - 2.3 გიგაპიქსელი ფოტო პრაღის სფერული ფოტო დუბაი. 48 გეგა ზოგიერთი საავტორო დეტალი ამ სურათთან დაკავშირებით: სურათის გადაღება გრძელდებოდა 3საათი და 30 წუთი. სულ გადაღებულია 4 250 სურათი 37C ტემპერატურაზე. როგორც ავტორი ამბობს, ლინზები და კამერა ისე გაცხელდა, რომ ხელის მოკიდება შეუძლებელი იყო. ჰაერი არც ისე იდეალური იყო გადაღებებისათვის (23 აპრილის დილა) ყველა სურათი .JPG ხარისხით ჩაწერილი იყო 32გბ CF ბარათზე და დაიკავა 27,5გბ. ფოტოაპარატი: Canon 7D and the 100-400mm f/4.5-5.6 L zoom at 400mm კომპიუტერი: PC - i7-920, 12GB RAM, 2x 300GB Velociraptors (not RAID). ბარაკ ობამს ინაგურაცია . (შედგება 2732 ფოტოსგან)

პირველი 10 დოთ კომი

Image
ყოველთვის მაინტერსებდა თემა, ნეტავ რომელი დომენი დარეგისტრირდა პირველად და რა ეწერა ამ საიტზე, რა კოდი იყო გამოყენებული და ა.შ.  დღეს გავდავწყვიტე გუგლისთვის მეკითხა და ამ პოსტში ვეცდები ოდნავ გავერკიო მეც და გაგარკვიოთ თქვენც. მიაქციეთ ყურადღება, რომ პირველი საიტი CERN-შია მომზადებული. ასევე საინტერესოა, რომ პირველ წელს (მთელი 10 თვის განმავლობაში) მხოლოდ 6 დომენი დარეგისტრირდა  :) დღევანდელი გადასახედიდან ეს ციფრი სასაცილოც კი არის. მაგრამ .COM ზონას მთელი 10 წელი დასჭირდა იმისთვის რომ ექვსციფრიანი ბარიერი გადაელახა. ამასთან არცერთი ვებ-გვერდი არ ეხება კომპიუტერულ თემატიკას.  DEC.COM HEWLETT-PACKARD-მა დაარეგისტრირა, მაგრამ მასზე განთავსებული ინფორმაცია კომპიუტერრულ თემატიკას არ ეხება. მხოლოდ მომავალ წელს დარეგისტრირებულ კომპანიათა სიაში ვხვდებით ასე ვთქვათ კომპიუტერულ კომპანიებს  HEWLETT-PACKARD და XEROX-სს. ასევე sun.com და ibm.com, რომლებიც 1986 წლის 19 მარტს დარეგისტრირდნენ. თავიდან .com ზონის მაგივრად .cor (corporations) ზონის შექმნა იყო დაგეგმილი, მაგრამ...

წალენჯიხის ტრენინგები

Image
30 ოქტომბრიდან წალენჯიხაში განახლდა საბაზო კურსის ტრენინგები. ჩამოყალიბდა 4 ჯგუფი. სულ ტრენინგები გაიარა 48 პედაგოგმა. ეს სლაიდშოუ

ნომრების პორტირება საქართველოშიც შეიძლებაოოო

Image
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...60&info_id=8434 2011 წლის 15 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება მობილური ნომრები სრულად შეინარჩუნოთ სხვა ოპერატორზე გადასვლის შემთხვევაში ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტებს 2011 წლის 15 ოქტომბრიდან საშუალება ექნებათ შეინარჩუნონ თავიანთი ნომრები სხვა ოპერატორთან გადასვლის შემთხვევაში ანუ ჩემი მაგთის ნომერი 899 XXXXXXXXX შემიძლია დავიტოვო და გავხდე ბილაინის აბონენტი იგივე ნომრით გიჟობააა მამა

გნომონი დროის საზომი ხელსაწყოა

Image
პირველი ხელსაწყო, რომლითაც ადამიანმა დრო გაზომა, იყო გნომონი (ჩვ. წ-მდე III ათასწლეული) - ჰორიზონტალურ სადგამზე ვერტიკალურად ჩარჭობილი ჯოხი. ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება მიუთითებდა მზის სიმაღლეს და მდგომარეობას მერიდიანის მიმართ, ამიტომ მის მიხედვით ადვილად განსაზღვრავდნენ დროს. შუადღეს შეესაბამებოდა ჩრდილის უმოკლესი სიგრძე.

გუგულის მორიგი კვერცხი 10 მილიონი ღირს

ნაკადული: http://www.project10tothe100.com/ დღეს უნდა წარმოგიდგინოთ 10 ხარისხად 100 პროექტის გამარჯვებულები. ათასობით ადამიანმა 170 ქვეყნიდან წარმოადგინა 150 000 იდეა. აქედან ჩვენ 16 ფინალისტი შევარჩიეთ, რომელთა ბედი საყოველთაო კენჭისყრამ გადაწყვიტა. ქვემოთ მოტანილმა 5-მა იდეამ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და პროექტის 10 ხარისხად 100 გამარჯვებული გახდა. უკანასკნელ წელს ჩვენ განვიხილეთ ამ იდეების განხორციელების კონკრეტული წინადადებები. ჩვენ დიდი კმაყოფილებით გადავცემთ 10 მლნ აშშ დოლარს 5 ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ შემდეგი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაზე. იდეა: სასწავლო მასალები ინტერნეტის საშუალებით უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს. ფინანსირებული პროექტი: Khan Academy . ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ყველა მსურველს უფასოდ სთავაზობს ხარისხიან საგანმნათლებლო მომსახურებას ინტერნეტ-ბიბლიოთეკის საშუალებით. ამ ბიბლიოთეკას 1600 სასწავლო ხასიათის ვიდეო მასალა გააჩნია. ჩვენ 2 მლნ.აშშ დოლარს გადავცემთ Khan Academy-ს ახალი სასწავლო კურსების შესაქმნელად და ყველაზე მოთხ...

50 საუკეთესო ვებ – გვერდი მსოფლიოში

This summary is not available. Please click here to view the post.

ლურსმული დამწერლობა და უძველესი სკოლები

Image
რატომ წერდნენ ძველ შუამდინარეთში თიხაზე? ძალიან უბრალო მიზეზის გამო: მესოპოტამიში თიხის გარდა არ მოიპოვებოდა სხვა მასალა, რაც შეიძლებოდა საწერად გამომდგარიყო. ეგვიპტეში წერდნენ განსაკუთრებული ლერწმისაგან დამზადებულ პაპირუსზე. ასეთი ლერწამი უხვად ხარობდა ნილოსის ნაპირებზე. ჩინეთში წერდნენ ბამბუკზე, ხოლო ძვ.წ. მეორე საუკუნიდან ბრინჯაოს ქაღალდზე, რომელიც პირველად ჩინელებმა დაამზადეს. რომში წერდნენ პერგამენტზე, პაპირუსზე და გასანთლულ ფრიფიტებზე. დიდ ნოვგოროდსა და ძველი რუსეთის სხვა ქალაქებში წერდნენ არყის ხის ქერქზე – იაფ და მკვიდრ მასალაზე, რომელიც მისაწვდომი იყო მოსახელობის ფართო ფენებისათვის. მესოპოტამია კი მდიდარი იყო თიხით. იღებდნენ თიხის ნაჭერს, კარგად ზელდნენ, სქელი, ბლანტი ცომი რომ მიეღოთ. აძლევდნენ მას სასურველ, – ხშირად, სწორკუთხა ფილების ფორმას. ჩვეულებრივ, მათი სიგრძე ერთნახევარჯერ – ორჯერ მეტი იყო სიგანეზე.თიხა რომ ოდნავ შეშრებოდა, “ქაღალდი” საწერად მზად იყო. “ფანქრები” და “კალმები” განუსაზღვრელი რაოდენობით იყო. ლერწმის ჯოხი ცვლიდა ჩვენს საწერ მოწყობილობას. ყელაზე მოხერხებული ...

ტრენინგები ხიხაძირში

Image
ტექსტების წერა მეზარება სურათების ნაწილი არის, ნაწილი კი დავკარგე აი სლაიდშოუ

ტრენინგები ყინჩაურში

Image
მაააააააგარია სხალთის მონასტერი და ჩემი ტრენინგცენტრი

სტივ ჯობსის სამი ისტორია

Image
აქაც იყოს ეფლის სექტანტი თაყვანისმცემლისგან ეს სტატია თქვენ გეძღვნებათ მისტერ ჯობსი ჩემთვის უდაოდ დიდი ადამიანია. უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ვის გარეშე წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე კომპიუტერი და ოპერაციული სისტემები :) ამის გარდა კი — მოაზროვნე პიროვნება, შესანიშნავი მარკეტოლოგი და უბრალოდ თავზეხელაღებული ჰიპი, რომლის ახირებებმა ბევრ სფეროში ეპოქა შექმნა. 2005 წელს სტივ ჯობსმა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა წაიკითხა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან — სამი პატარა ისტორია საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც ჩემზე, ყოველი მოსმენისას, ძალიან პოზიტიურ და გამომაცოცხლებელ ეფექტს ახდენს. Bon Appétit. :) * * * ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო დღეს აქ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიალზე. თუმცა, მე უმაღლესი არ დამიმთავრებია. სიმართლე რომ ვთქვა, დღემდე ასე ახლოს არც ვყოფილვარ უნივერსიტეტის დამთავრებასთან. დღეს მინდა სამი ისტორია მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. სულ ეს არის. დიდი არაფერი. უბრალოდ, სამი ამბავი. პირველი ისტორია...

დღევანდელი ტრენინგი

საცდელი ტექსტი ტესტირება

მე-3 და მე-4 ჯგუფის ტრენინგის სლაიდშოუ

Image
ამჯერად დაგვიანებით, მაგრამ მაინც გთავაზობთ ქ. წალენჯიხაში მიმდინარე ტრენინგების სლაიდშოუს. დასათვალიერებლად 2-ჯერ სწრაფად დააჭირეთ თქვენთვის ცნობილი კლავიშით :) საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ. იმედია ტკბილ მოგონებად დაგვრჩება ეს დღეები. დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის თითოეულ მონაწილეს. შევხვდებით სერტიფიკატების გადაცემისას... კეთილი სურვილებით დათო მალანია

არა პირველი ბლოგი

ეს არ არის ჩემი პირველი ბლოგი ტექსტი ტექსტი ტექსტი
Image
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ჩემო კარგებო! უფალი გფარავდეთ!

როგორ გავააქტიუროთ ვირუსისგან დაბლოკილი ვინდოუსი

Image
რამდენიმე ხანია ნაცნობ/უცნობები მატყობინებენ კომპიუტერის დაბლოკვის თობაზე და დახმარებას მთხოვენ. როგორც ჩანს, ჩაინიკებზე ფულის კეთების ახალი მეთოდია. კომპიუტერის ჩართვის შემდეგ ამ სურათზე გამოსახულ შეტყობინებას ღებულობთ, ხოლო მისი მოცილება შეუძლებელია. ამ ყველაფერს აკეთებს Trojan ვირუსი. აქ კი მოცემულია შეტყობინების მოსახსნელი კოდები. გეტყვით რომ მე დატესტილი არ მაქვს ეს კოდები, იმედია წავა და გამოგადგებათ. აგრეთვე გთხოვთ გაააკეთოთ კომენტარები.