რას ნიშნავს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და როგორ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს
ჩვენ ახლა ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზე ვდგავართ, რომლის შემდეგაც ჩვენი ცხოვრების წესი ფუნდამენტურად შეიცვლება. ეს ცვლილება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და მასშტაბური იქნება. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ წარიმართება ეს პროცესი, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ახალ გამოწვევებს ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ, სახელმწიფო მეთაურებმა, საჯარო და კერძო სექტორებმა, აკადემიურმა და სამოქალაქო საზოგადოებებმა. პირველმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ მრეწველობის მექანიზაციისთვის წყალი და ორთქლი გამოიყენა. მეორემ — ელექტროენერგიის საშუალებით, მასობრივი წარმოება შექმნა. მესამე რევოლუციისას, ელექტრონული და საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით, პროცესი ავტომატიზირებული გახდა. ახლა კი მეოთხე შენდება, მესამის ფუნდამენტზე, ციფრული რევოლუცია, რომელიც წინა საუკუნის შუიდან იღებს სათავეს. მის ფარგლებში ერთმანეთს რამდენიმე ტექნოლოგია ერწყმის და ფიზიკურ, ციფრულ და ბიოლოგიურ სფეროებს შორის საზღვრებს აქრობს. შემდეგი ინდუსტრიული რევოლუცია ...