ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“. დეტალურად ნახეთ თანდართული ფაილი პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის. კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება. აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2017 წელს ჩატარებული სემინარის დასკვნით ეტაპს და მასში მონაწილეობა შეუძლია სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა პედაგოგს. პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდნენ ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქ...