Posts

Showing posts from May, 2018

მიქსიკეს ვიქტორინა საქართველოს დამუკიდებლობის 100 წლისთავი

Image
ვიქტორინა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, რომელიც გაიმართება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ვიქტორინაში შესაძლებელია რამოდენიმეჯერ მონაწილეობა ერთი და იგივე მომხმარებლის სახელით საკუთარი შედეგის გასაუმჯობესებლად. სწორი პასუხის შემთხვევაში გენიჭებათ 1 ქულა, ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში გაკლდებათ 1 ქულა ასევე გაითვალისწინეთ პასუხების გაცემის სისწრაფე. მონაწილეობა დასაშვებია მხოლოდ ერთი მომხმარებლის სახელით, წესების დაარღვევის შემთხვევაში მონაწილე მოხსნილი იქნება ვიქტორინიდან. ვიქტორინის დასრულების შემდეგ მოხდება პრიზების გათამაშება საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეებს შორის. ელექტრონული დიპლომები გადაეცემათ მაღალი შედეგის მქონე მონაწილეებს. ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია  (წინააღმდეგ შეთხვევაში თქვენი მონაცემები არ დაფიქსირდება) ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ  გადახვიდეთ მიქსიკეს გვერდზე

ტრენინგი: ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში (აქტივობები) (მაისი ჯგუფი)

2018 წლის 12 მაისს, წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში 12:00 საათზე დაიწყება ტრენინგი: ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში.   :: მონაწილეები მაია ყალიჩავა ჯაბა შელია აგრაფინა გოგუა ნათია მეგრელიძე მანანა კვარაცხელია ელზავეტა უბილავა ალბინა ლუკავა მაყვალა ჩიქობავა ელისო ქუთელია იზა საჯაია თამარ ხარიტონაშვილი ბადრი ზარქუა ნანა კალანდია   ტრენინგი 32 საათიანია,  თითო შეხვედრა გრძელდება 4 საათი. შეხვედრები დაგეგმილია შაბათ-კვირას   ::  ტრენინგის გრაფიკი   დღები I დღე II დღე III დღე IV დღე V დღე VI დღე VII დღე VIII დღე   რიცხვი 12.05 13.05 19.05 20.05 26.05 27.06 02.06 03.06   კვირის დღე შაბ კვ შაბ კვ შაბ კვ შაბ კვ ტრენინგის დაწყებამდე ჩამოტვირთეთ სახელმძღვანელო იფიქრეთ, ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე. რომელი გაკვეთილს ჩატარება გინდათ? რატომაა ეს გაკვეთილი მნიშვნელოვანი? რა ტექნოლოგიური რესურსის გამოყენებაა შესაძლებელი ამ გაკვეთილზე? MS პროდუქტების გაქართულება შეავსეთ მიღება-ჩაბარება შრ...

Google I/O 2018: მოკლე მიმოხილვა

Image
ავტორი: გიორგი ბურდული წყარო: ginfo.ge როგორც იცით 8-9-10 მაისს გუგლი მართავს ღონისძიებას google I/O 2018 ,   (ამ ბმულზე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებას). ქართულ ნეტში კი შემდეგი შინაარის გამოხმაურებას წავაწყდი: ალბათ უკვე იცით, რომ Google I/O 2018-ის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი keynote-ის საყურებლად გუშინ გიქები  Impact HUB-ში შევიკრიბეთ . ერთად განვიხილეთ Google-ის მიერ წარდგენილი სიახლეები, გავათამაშეთ Daydream View და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, საღამომ საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა. რა საკვირველია, დამსწრეთა უმრავლესობამ შენობა გაოცებულმა დატოვა. ახლა კი შევეცდები მოკლედ გადმოვცე ის ყველაფერი, რამაც ჩვენი გაოცება გამოიწვია. ხელოვნური ინტელექტის მიღწევები Google-ის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, პრეზენტაცია ხელოვნური ინტელექტის მიღწევების წარმოჩინებით დაიწყო. პირველი სიახლე, რასაც მომხმარებლები შეამჩნევენ, არის  Smart Compose.  აღნიშნული ფუნქცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. იგი Gmail-შია ჩაშენებული და ტექსტის წერას ...

ტრენინგები 2018

Image
ისტ მიმართულებით გამოცხადდა რეგისტრაცია შემდეგ  ტრენინგმოდულებზე: (ასევე გთხოვთ ეს ინფორმაცია გადასცეთ თქვენს კოლეგებს) 1. ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში (2 კრედიტქულა, 8 დღე 4სთ) რეგისტრაცია 2. ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება . (2 კრედიტქულა, 9 დღე 4სთ) რეგისტრაცია  3. ასევე ისტ საგნობრივი ტრენინგი:  ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ისტ-ში   (16 საკონტაქტო საათი 3 დღე 4-6-6) რეგისტრაცია: ტრენინგები განკუთვნილია საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისათვის და სქემაში ჩარტული კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის. რეგისტრაცია სრულდება 29 აპრილს . ერთდროულად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ რამდენიმე ტრენინგზე დეტალურად: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ტრენინგზე დასწრების წინა პირობა : მონაწილეს უნდა ქონდეს კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები: ტექსტის აკრეფა/რედაქტირება, ინფორმაციის შენახვა, კომპიუტერში შენახული ინფორმაციის მოძიება. არ უნდა ქონდეს გავლილი...