მასწავლებლის პორტფოლიოს ატვირთვა და გამოქვეყნება
ვინაიდან დიდი ინტერესია გამოიწვია მასწავლებლის პორტფოლიოს ინტერნეტში ატვირთვამ და გამოქვეყნებამ, გადავწყვიტე ეს თემა ცალკე თემად გამომეყო. ამწუთას დრაივზე არის ქართული ენის პრობლემა. ქართულენოვანი დრაივი არ აზიარებს ფაილებს. გადაწყვეტილება ამ პოსტშია . ენა უნდა გადაიყვანოთ ინგლისურზე.
აქ კი დავდებ დრაივში ფაილის, ან საქაღალდის ატვირთვის ვიდეოინსტრუქციას,
ხოლო ამ ვიდეოინსტრუქციაში საუბარია პრეზენტაციის 480 პიქსელით გამოქვეყნებაზე. ვიდეო ინტელის ტრენინგის რესურსების ფარგლებშია შესრულებული
თუ თქვენ გუგლში არ ხართ რეგისტრირებული, დაგჭირდებათ გუგლში ელფოსტის რეგისტრაცია,
ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბლოგზე მუშაობის ვიდეოინსტრუქცია, სადაც აღწერილია ბლოგის რეგისტრაცია, პოსტის გამოქვეყნება, სურათების გამოქვეყნება და ა.შ.
ზოგიერთი რეკომენდაცია:
(იყო რამდენიმე შეკითვა და შესაძლოა თქვენთვისაც საინტერესო იყოს)
1. ბლოგზე გამოქვეყნების შემდეგ PowerPoint პრეზენტაციები კარგავენ ანიმაციის ეფექტებს, ტრიგერებს, ასეთი სიტუაციებისთვის პრეზენტაციის ფაილი ატვირთეთ დრაივზე და ბლოგზე ბმულის სახით ატვირთეთ. შესაბამისი ინსტრუქციები არის ბლოგის ვიდეოგაკვეთილში.
თუ მაინცდამაინც აუცილებელია ბლოგზე გაშლილი სახით ჩაშენდეს (Embed) პრეზენტაცია, მაშინ გამოიყენეთ OneDrive. (უნდა დარეგისტრირდეთ www.live.com-ზე, და <embed> ფუნქციით ჩასვათ ბლოგზე)
2. სხვა კომპიუტერზე შრიფტი არ იკითხება... თავიდანვე გთხოვთ პრეზენტაციებში არ გამოიყენოთ მხატვრული შრიფტები. (AcadNusx, იგივე ცადუსხ). გამოიყენეთ Sylfaen.ttf და გარანტირებულად პრობლემაც არ იქნება.
თუ აუცილებელია პრეზენტაციაში სპეციფიური შრიფტების გამოყენება, მაშინ პრეზენტაცია შრიფტებთან ერთად შეინახეთ.
3. არ ჩანს ვიდეო, არ ისმის მუსიკა და ა.შ. პირველ რიგში გაარკვიეთ, პრეზენტაციას რომელ ვერსიაში აკეთებთ: 2007 და სხვა ვერსიებში არ ხდება ვიდეოს ინტეგრირება პრეზენტაციაში. ამიტომ პრეზენტაცია და ვიდეო ერთიდაიგივე საქაღალდეში უნდა განათავსოთ და შემდეგ ჩასვათ სლაიდზე.
თუ ასეთ პრეზენტაციას ინტერნეტზე (ბლოგში განათავსებთ), ხმაც და ვიდეოც არ დაუკრავს. შესაძლებელია დრაივში ატვირთოთ პრეზენტაციაც და ხმაც, შემდეგ ინტერნეტიდან ჩასვათ მუსიკის ან ვიდეოს ინტერნეტბმული. და ასე შეინახოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში პრეზენტაციის საჩვენებლად საჭირო იქნება ინტერნეტი,
პრობლემის უფრო მარტივად გადაწყვეტა შესაძლებელია PowerPoint 2013 ვერსიაშია. მაგრამ ასეთ პრეზენტაციას დრაივიდან ბლოგზე კვლავ ვერ გააზიარებთ. გადაწყვეტილებაზე პირველ პუნქტში წერია უკვე,
ზოგადად კი ვთვლი, რომ პრეზენტაციაში ვიდეოს ჩართვა უმეტეს სიტუაციაში ტვირთავს პრეზენტაციას და დიდია იმის საშიშროება, რომ მაყურებელს გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრირება. ამას პრეზენტატორის უდიდეს ძალისხმევა დასჭირდება :)
ყოველთვის ეცადეთ მიიღოთ გადაწყვეტილება ინფორმაციის წარმოდგენის ერთ-ერთი ფორმატის სასარგებლოდ: ან თავიდან ბოლომდე პრეზენტაცია, ან თავიდან ბოლომდე ვიდეო
წარმატებებს გისურვებთ!

გთხოვთ ნუ დაიზარებთ კომენტარებს, გაზიარებას და ჩამჭრელ კითხვებს. ეს ყველაფერი მაძლევს სტიმულს და სურვილს, უფრო უკეთესი და სასარგებლო გავხადო ბლოგი.

გახსოვდეთ, მე მუდამ თქვენი გულშემატკივარი ვარ
მადლობააა!ყველგან და ყოველთვის ამომწურავი პასუხები...წარმატებებიიიიი
ReplyDeleteგმადლობთ
ReplyDeleteგმადლობთ!
ReplyDeleteმადლობთ! ძალიან დამეხმარეთ!
ReplyDeleteმადლობა დიდი, დავიტანჯე და ვერ გამოვაქვეყნე დრაივიდან ინტერნეტში, ვერც პორტფოლიოში ავტვირთე. ახლა უნდა ვცადო თქვენი ინსტრუქციით. დიდი მადლობა რომ ჩემნაირების გასაჭირი გულთან მიიტანეთ.
ReplyDeleteქ-ნ ნანი, იმედია შეძლებთ პრობლემის მოგვარებას, ან თუ რამე გაუგებარი იქნება, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ. ერთად უფრო ადვილად გავართმევთ თავს
ReplyDeleteთქვენ გაიხარეთ, ისეთი ელემენტარული მეშლებოდა დამტანჯა. უღმესი მადლობა.
ReplyDeleteზოგი რამ ვიცოდი, ზოგი რამ არა, დიდი მადლობა საჭირო ინფორმაციებისთვის.
ReplyDeleteდიდი მადლობა დათო! ძალიან დამეხმარეთ :)
ReplyDeleteგმადლობთ ესე დაწვრილებით მასალის ახსნისათვის.
ReplyDeleteყოველთვის მეხმარება აქ შემოსვლა.გმადლობთ
ReplyDeleteძალიან გამეხარდა ეს ბლოგი რომ აღმოვაჩინე! მადლობა, ამდენი საჭირო რამ ერთად თავმოყრილი არსად მინახავს. მადლობა :)
ReplyDeleteუღრმესი მადლობა,ძალიან გასაგებად არის ყველა საკითხი განხილული.
ReplyDeleteლალის და ირმას მადლობები
ReplyDeleteბევრი საინტერესო რამე გავიგე, მადლობა ბატონო დავით!
ReplyDeleteდიდი მადლობა მხარში დგომისათვის, ძალიან გვეხმარებით
ReplyDeleteგაიხარეთ, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა ყველაფერი.
ReplyDeleteდიდი მადლობა.ძალიან გამომადგა თქვენი ბლოგი.
ReplyDeleteგმადლობთ
ReplyDeleteდიდი მადლობა,ძალიან საინტერესო და სასარგებლო ბლოგია.
ReplyDeleteმადლობა. მეხმარება ძალიან ეს ბლოგი.. ინფორმაციულია, საინტერესო და საქმიანი..
ReplyDeleteდიდი მადლობა, თქვენი ვიდეო გაკვეთილების დახმარებით შევძელი ბლოგის შექმნა, რაც შეეხება გაჯეტების დამატებას ვერ ვათავსებ ბლოგზე.სათაური ჩანს სურათი კი არა. გთხოვ დამეხმარო
ReplyDeleteგმადლობთ✨️
ReplyDeleteდიდი მადლობა. მაგარი ხარ რაა
ReplyDelete