სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

დღევანდელი სიურპრიზი ძალიანაც სასიხარულოა. ძალიან კი არა ჩემს სტუდენტობისას ვინმეს რომ ეთქვა სტენფორდის უნივერის ლექტორის ლექციას დაესწრებიო, მაუსს ვურტყამდი თავში მაგ სიაფანტს :) ახლა კი უბრალოდ ლექტორი კი არა თლათ Mehran Sahami წაგიკითხავთ ლექციებს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი ხელმოწერა IEEE კომპიუტერული მეცნიერებების სტანდარტს ამშვენებს, ძალიან ბევრ რამეს ამბობს ამ კაცზე. აი ჰარვარდი ხომ ძალიან მიყვარს, მალანიც ხო ჯიგარია, მაგრამ ჰარვარდი მაინც ბიზნეს უნივერია. სტენფორდის სკოლა კიდე პროგრამირებაში ძალიან მაგადია. თავად მიხვდებით, როცა დაესწრებით :)
ამიტომ თუ შენ ხარ
- ✅ დირექტორი
- ✅ დამრიგებელი
- ✅ მასწავლებელი
- ✅ მშობელი
- ✅ მოსწავლე
- ✅ ან უბრალოდ კარგი ადამიანი.
გააზიარე ამ პოსტის ბმული mokle.ge/stanford25, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს ამ სიკეთით
ნახეთ კარელის დეკომპრესია და გასაგები იქნება რომ პროგრამისტობა სინტაქსის ცოდნა არა, კარგი ლექტორი სინტაქსს არ ხსნის. კიდე ის რომ ეს კურსი სწორედაც სტენფორდის პროგრამირების მეთოდოლოგიის ნაწილია. ამიტომ თუ გინდა რომ სინტაქსს გასცდე, ეს კურსი აუცილებალად უნდა გაიარო. ბარემ იმასაც დავამატებ რომ სტენფორდს ტექნოლოგიებში MIT ჯობია (ჩემთვის) და მაგას კიდე CMU მირჩევნია. ესენი მართლა დაფრინავენ კოდებში :)
წლევანდელი წლის სიახლეც განსაკუთრებით სასიხარულოა. წელს ქართველ მოსწავლეებს სტენფორდის სახელით მენტორობას გაუწევენ თვითონის კურსდამთავრებულები. არა ბიჭო მოსკოვს დავეკითხებით :)
მაშ ასე, თქვენს წინაშეა
სტენფორდის უნივერსიტეტის პოპულარული კურსის CS106A-ის უფასო ონლაინ ვერსია - შესავალი კოდირებაში პითონით
ვისთვისაა?
მათთვის, ვისაც არ აქვს პროგრამირების გამოცდილება, მაგრამ სურს მისი სწავლა.
მათთვის, ვისაც შეუძლია დროის გამოყოფა (კვირაში მინიმუმ 7 საათი, 6 კვირის განმავლობაში). ლექცია 1 საათი, ლაივ ლაბორატორიული 1 საათი + დავალებები. (ლაბორატორიულზე ასარჩევად შემოგთავაზებენ დილის ან საღამოს დროს. ლექციის ჩანაწერი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ))
რას ვისწავლით?
პროგრამირების საფუძვლებს პითონის ენაზე (სტენფორდის კურსის CS106A-ის პირველი ნაწილი).
შექმნით პროექტების პორტფოლიოს, რომელიც სტენფორდის მიერ იქნება შეფასებული და გაზიარება შესაძლებელი იქნება.
როდის?
კურსი იწყება: 2025 წლის 21 აპრილი.
განაცხადის შესავსებად ბოლო თარიღი: 2025 წლის 9 აპრილი.
რა არის განსაკუთრებული?
ყოველ 10 მოსწავლეზე ერთი მოხალისე მასწავლებელი მუშაობს, რაც მოსწავლეებსსაშუალებას აძლევს პერსონალური ყურადღებას მიიღონ.
კურსი შეიქმნა სტენფორდის საუკეთესო ლექტორების 30 წლიანი გამოცდილების შედეგად. (ნიკ პარლანტე, ერიკ რობერტსი და სხვები). ამ კურსის ლექციებს წაიკითხავენ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები Mehran Sahami and Chris Piech.
რა ღირს მონაწილეობა?
სწავლა უფასოა.
როგორ დავრეგისტრირდე?
რეგისტრაცია ღიაა 2025 წლის 9 აპრილამდე:
ნახეთ შარშანდელი ლექციის ჩანაწერი:
ნახეთ სილაბუსი:
Week # |
Topic |
You Build |
Unit |
Week 1 |
Control Flow with Karel |
Welcome Karel |
Karel |
Week 2 |
The Art of Coding |
Puzzle Karel |
Karel |
Week 3 |
Console Programs |
Sandcastles |
Console |
Week 4 |
Understanding Variables |
Khansole Academy |
Console |
Week 5 |
Graphics |
Random Art |
Graphics |
Week 6 |
Lists + Dictionaries |
World's Hardest Game |
Graphics |
Beyond |
Continue Learning |
Final Project |
Creativity |
სერტიფიკატის მისაღებად მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ ფინალური პროეტი: პონგის თამშის დაპროგრამება:
Nini
ReplyDeleteNini
ReplyDeleteNinimamuladze201323@gmail.com
ReplyDeleteSalome
ReplyDeleteSalome
ReplyDelete