Microsoft- 8,5 მილიარდი =Skype
დიახ, 8,5 მილიარდი ის ციფრია, რომელიც მაიკროსოფტმა გადაიხადა სკაიპის შეძენაში. ეს თანხა მაიკროსოფტის ყველა ადრინდელ გარიგებას აღემატება, რაც კი ამ კომპანიას ტავისი არსებობის 36 წლის მანძილზე უკეთებია. დაუდასტურებელი ინფორმაციით ანალოგიურ გარიგებაში მაიკროსოფტის კონკურენტები (სისკო, ფესიბუკი, გუგლი) მზად იყვნენ 4 მლრდ $ გადაეხადათ. რაში იხდის მაიკროსოფტი ამხელა თანხას? 170 მილიონ ჩვენნაირ მომხმარებელში, რომლებიც თვეში ერთხელ მაინც სარგებლობენ სკაიპით. სერვისს მოუწევს Xbox სათამაშო კონსოლთან დამეგობრება (Kinect სენსორით), საფოსტო პროგრამასთან Outlook, სმარტფონებთან Windows Phone 7 პლატფორმაზე. ყველა ამ პლატფორმას აქვს ვებ-ტელეფონიის მხარდაჭერა, უბრალოდ 170 მილიონიანი არმია მას უფრო სასარგებლოს გახდის. “Skype – ეს ზმნაა" – გადაჭრით თქვა მაიკროსოფტის გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა პრეს-კონფერენციაზე, რითაც ყველა კითხვას გასცა პასუხი. ახალი განყოფილების ხელმძღვანელად სკაიპის ამჟამინდელი ბოსი ტონი ბეიტსი დარჩება, რომელსაც უკვე ბალმერისთვის მოუწევს ანგარიშების ჩაბარება . გარიგები...