Microsoft- 8,5 მილიარდი =Skype
დიახ, 8,5 მილიარდი ის ციფრია, რომელიც მაიკროსოფტმა გადაიხადა სკაიპის შეძენაში.
გარიგების თანახმად სერვისის გააგრძელებს ყველა დანარჩენი პლატფორმის მხარდაჭერას, შედეგად კი არ შეწყდება ლინუქსის და მაკ ვერსიების დეველოპმენტი.
გასულ წელს სკაიპის ის მომხმარებლებმა (სულ არის 663 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი) ისაუბრეს 207 მილიარდი წუთი (როგორც აუდიო ასევე ვიდეო). სკაიპით ჩაიწერა თოქ-შოუების უმრავლესობა – ეს ხომ უფასო კავშირია ორ კომპიუტერს შორის. საშუალოდ 8,8 მლნ მომხმარებელი 5%-ზე ცოტა მეტი კლიენტებიდან იხდის გადასახადს სკაიპის საშუალებით ჩვეულებრივი სატელეფონო ქსელში დარეკვისათვის. უმეტესად ეს არის ევროპის მოსახლეობაა სადაც სხვა ქვეყანაში დარეკვა საშინლად ძვირი ღირს.
ზუსტად იმან რამაც გახადა სკაიპი ასე ძალიან პოპულაური განაპირობა ის, რომ მისმა შემქმნელებმა (ნიკლას ზენსტრემმა და იანუს ფრისმა) თავის დროზე გადაწყვიტეს მისი გაყიდვა. რითი უნდა იშოვო ფული? ვებ-ტელეფონიასთან ორ წლიანი თამაშის შემდეგ მათ სერვისი კომპანია eBay-ს მიყიდეს $2,6 მლრდ. დოლარად. შემდეგშიც კი მისი კომერციალიზაცია წარუმატებლად მიმდინარეობდა, რამაც საბოლოოდ 2010 წლის ბოლოსკენ 7 მილიონიანი წაგება მოიტანა, როცა ამონაგები $860 მილიონის შეადგენდა.
შეძლებს თუ არა მაიკროსოფტი უკეთ მართოს ახალშეძენილი აქტივი? ჯერ-ჯერობით კორპორაციის არც ერთი ინტერნეტ ბიზნესი არ შეიძლება დასახელდეს წარმატებულად, თუნდაც გუგლთან შედარებით. გასულ წელს რედმონდელებს ისე გაუჭირდათ, რომ თანახმა იყვნენ გადაეხადათ 47,5 მილიარდი იაჰუში. დღეს იაჰუ ორჯერ უფრო იაფი ღირს.
P.S. იმის აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ბლოგერებმა ახალი პროდუქტი ხუმრობით სკაინეტ-ად (სკაინეტი - ხელოვნური ინტელექტი ტერმინატორზე შექმნილ ფილმებში) მონათლეს. საკმაოდ სიმბოლურია.
Comments
Post a Comment