Posts

Showing posts from 2012

37-ე გვერდის დათოს განმარტებები

ამ პოსტით მინდა გესაუბროთ მეორე დონის სახელმძღვანელოს 37-ე გვერდზე განთავსებულ მასალაზე

ორი საინტერესო პროგრამა

Image
1.  RapidTyping   ეს არის კლავიატურის ტრენაჟორი. რამდენი ხანია ქართული (უცნაური) კლავიატურის ტრენაჟორს ვეძებ და დღეს შემთხვევით გადავაწყდი. ამიტომაც არ დამზარებია ღამის სამის ნახევარზე ამ პოსტის გამოცხობა.  თუ ვერ გაიგეთ როგორ უნდა დააყენოთ ქართული კლავიატურა და დავალებები, მომმართეთ, არ მოგერიდოთ, არ დამეზარება ახსნა... ქართულ ენაზე გადაყვანუს მოკლე ინსტრუქცია: 2. http://easyquizzy.com /  ეს  კი ტესტების საკეთებელი პროგრამაა თითქმის ყველა საჭირო ფუნქციით, ინტუიციურად გასაგები და მარტივი ( ნახეთ ვიდეოგაკვეთილი ) მხიარულ თამაშს და ბედნიერად დასრულებულ ტესტირებას გისურვებთ მასწავლებელ–მოსწავლეებს. იმედია ბოროტად არ გამოიყენებთ  ;) 

სად ცხოვრობს ინტერეტი

Image
ამერიკულ მა ტრანსნაციონალურ მა საჯარო კორპორაცია გუგლ მა , რომელიც პირველ რიგში  ცნობილია, როგორც ლიდერი საძიებო სისტემა, გაუშვა საიტი „სად ცხოვრობს ინტერნეტი“ (Where the Internet lives). ეს საიტი მოგვითხრობს ამერიკაში, ფინეთში და ბელგიაში გუგლის დატაცენტრების შესახებ.   კონი ჟუს (Connie Zhou)   მიერ გადაღებულ ფოტოებზე შესაძლებელია დააათვალიეროთ კომპანიის საკუთრებაში არსებული სერვერის კარადები, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და გაცივების სისტემები.  ამას გარდა გუგლმა ქუჩის დათვალიერების სერვისსზე ჩრდილოეთ კაროლინას შტატშის ქალაქ ლენუარში მდებარე დატაცენტრის პანორამული სურათებიც განათავსა. მომხმარებელს ვირტუალურად შეუძლია გაისეირნოს შენობაში და შეიხედოს სხვადასხვა დარბაზებში. დღეისთვის გუგლი მართავს  მილიონზე მეტ სერვერს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებულ მონაცემთა დამუშავების ცენტრებში. მათი საშუალებით ის ყოველდღიურად ამუშავებს ერთ მილიარდზე მეტ შეკითხვას და 24 პეტაბაიტ შეკითხვას.     წყარო :  www.google...

მეორე დონის ტრენინგები წალენჯიხა ჩხოროწყუში

03 ნოემბერს , წალენჯიხის  N2 საჯარო სკოლაში 13 :00  საათზე    დაიწყება  პირველი და    მეორე  დონის   ტრენინგები   თემაზე  " ინფორმაციულ   საკომუნიკაციო  ტექნოლოგიები   სკოლაში ".  ტრენინგების საბაზო კურსზე მოწვეული არიან ის პედაგოგები, რომელთაც არ გაუვლიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული მსგავსი ტრენინგები. ეს ტრენინგები 24 საატიანია. სულ იქნება 8 შეხვედრა. აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ შეგიძლიათ გაიაროთ მეორე დონის ტრენიგები.  თუ თქვენ უკვე ფლობთ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, შეგიძლიათ საკუთარი სახელი და გვარი ქართულ ენაზე აკრიფოთ შეინახოთ ფაილში და შედეგ მიაგნოთ, მაშინ შეგიძლიათ გაიაროთ მეორე დონის ტრენინგები  ტრენინგების მეორე დონის კურსი   40  საათიანი .  თითო   ტრენინგი   გრძელდება  3  საათი .  სულ  ჩატარდება   13  შეხვედრა .  ტრენინგები   ჩატარ...

მეორედონის ტრენინგები ქობულეთში

24 სექტემბერს , ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში 15:00  საათზე    დაიწყება   მეორე დონის   ტრენინგები   თემაზე  " ინფორმაციულ   საკომუნიკაციო ტექნოლოგიები   სკოლაში ".  შერჩეულ   პედაგოგს   უნდა   გააჩნდეს   კომპიუტერთან   მუშაობის  ელემენტარული   უნარჩვევები : ( ქართულ   ენაზე   დაწეროს   საკუთარი  სახელი   და   გვარი   და   შეინახოს ).  არ   გამოაგზავნოთ   ტექპერსონალი ,  ინფორმატიკის   და   დაწყებითი   კლასის   ძირითადი   პედაგოგი. სასურველი პედაგოგს გავლილი ჰქონდეს კომპიუტერის საბაზო კურსი      ტრენინგები  40  საათიანი .  თითო   ტრენინგი   გრძელდება  3  საათი .  სულ  ჩატარდება   13  შეხვედრა .  ტრენინგები   ჩატარდება   ორ   ჯგუფას .  დილის   ჯგუფი  იმუშავებს  12:00  დან  15:00–...

დათოზე

Image
ჩემი  CV   PDF  ფორმატში, © ბლოგზე განთავსებული მასალები წარმოადგენს ავტორის საკუთრებას. დაუშველია მათი ნებიმიერი სახით გამოყენება, გადაკეთება და ა.შ. ავტორთან შეთანხმების გარეშე, გარდა არაკომერციული, სასწავლო ხასიათის მიზნებისა. თუმცა ამ შემთხევაში ავტორის მოხსენიება აუცილებელია! ავტორთა საყურადღებოდ: ბლოგზე გამოყენებული ყველა სხვა ავტორის მასალა გამოქვეყნებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის დაცვით. ყველა მასალაზე არსებობს შესაბამისი მიმოწერა. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ თვლით, რომ, რომელიმე პოსტი არღვევს თქვენს დადასტურებულ საავტორო უფლებას, გთხოვთ ამის შესახებ მაცნობოთ კომუნიკაციის ნებისმიერი ხერხით, თუნდაც კომენტარით. გმადლობთ, რომ დახარჯეთ დრო ამ გვერდის წასაკითხად. ვიმედოვნებთ, რომ დათოს ბლოგი და დაგიტოვებთ მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებებს.

windows 8 & office 2013

http://res2.windows.microsoft.com/resbox/en/6.2/main/66f89db7-9687-4b45-a423-ef7cb90b8e40_39.mp4

ინტერნეტის ნათლობა

Image
ინტერნეტის ისტორია 1980 წელს იწყება. ინგლისელმა ტიმ ბერნერ-ლიმ რომელსაც ქონდა გაფორმებული კონტრაქტი კომპანიასთან European Organization for Nuclear Research (CERN), შვეიცარიაში, გააკეთა ENQUIRE, რომელიც წარმოადგენდა პერსონალურ ბაზებს, მაგრამ ასევე გზას რომ “ეთამაშათ” ჰიპერტექსტთან. თითოეული ახალი ინფორმაციის გვერდი უნდა იყოს დაკავშირებული უკვე არსებულ გვერდებთან. ტიმ ბერნერ-ლი ნახე პრეზენტაცია 1984 წელს ბერნერ-ლი ბრუნდება CERN-ში და ამბობს რომ მსოფლიოში არის პრობლემა საკუთარი ინფორმაციის წარმოდგენისა: მსოფლიოს მეცნიერებს ჭირდებოდათ რომ გაეცვალათ ინფორმაცია ყოველგვარი ერთნაირი დანადგარებისა და ერთობლივი მუშაობის გარეშე. პროგრამა მან მხოლოდ და მხოლოდ 1989 წელს გამოუშვა და ის ემსახურებოდა დიდი ჰიპერტეკსტური ბაზების გალინკვასა და დაკავშირებას მაგრამ პროგრამამ ძალიან პატარა ინტერესი გამოიწვია. მისმა ბოსმა, მაიკლ სენდალმა მოუწოდა ლის რომ მისი პროგრამის წარმოება დაეწყო ახალად შეძენილ ტექნოლოგიაზე NeXT. ლი დათანხმდა, მან გადახედა მრავალ სახელს: Mesh,Mine,IS… ერთი მომენტი მას უნდოდ...

ბიოლოგიის აბიტურის გვერდი

Image
ამ გვერდზე თავმოყრილია სასწავლო მასალა აბიტურისთვის ბიოლოგიაში. როგორც ტექსტური, ასევე ვიდეოგაკვეთილები. ყველას გირჩევთ, ასევე ნახეთ ვასილ გაბუნიას იუთუბ არხი. კიდევ რამდენიმე საინტერესო ვიდეო თქვენთვის მიტოზი მიტოზი (ვიდ, 1:29, ინგლ. ) მიტოზის და მეიოზის სიმულაცია  (ვიდ 11:52. ინგ) უჯრედი (ვიდ. 10:03 ინგ)

lemill.net, რეგისტრაცია, მასალის ატვირთვა და გამოქვეყნება

Image
ამ ლინკზე 2 დღეში განთავსდება lemill.net (საგანმანათლებლო რესურსების საცავში)  რეგისტრაციის ვიდეოგაკვეთილი ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ lemill.net–ში მასალების განთავსების  ვიდეოგაკვეთილი დააჭირეთ აქ , და  ჩამოტვირთეთ  lemill.net (საგანმანათლებლო რესურსების საცავში) განთავსებული მასალის რედაქტირების და გამოქვეყნების  ვიდეოგაკვეთილი. ამავე გაკვეთილში ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა გაკეთდეს გუგლ დოკებში განთავსებული და დაშეარებული ფაილის (ვთქვათ პრეზენტაციის) ბმული. ამ ვიდეო გაკვეთილში კი ნაჩვენებია დასრულებული მასალის (გაკვეთილის გეგმის) გამოქვეყნება  lemill.net–ში, ისე რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისთვის თუ კითხვები, გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დასვვათ კომენტარებში. აუცილებლად გიპასუხებთ    

კომპიუტერის და ინგლისურის გამოცდის ტესტები და რჩევები

Image
:) :) ;-)    იკვე არაა საჭირო ვითვალისწინებ, რა ჩემი მსმენელების აქტიურობას ამ გამოცდებთან დაკავშირებით, გტავაზობთ რამდენიმე რჩევას მაშ, ასე დათოს რჩევები: გახსენით Internet Explorer სამისამართო ზოლში შეიყვანეთ საგამოცდო ცენტრის ვებ გვერდის მისამართი http://catreg.naec.ge/Integrated ვინაიდან, ზოგიერტ მსმენელს გაუკვირდა http://  თავსართი, შეგიძლიათ ეს ნაწილი გამოტოვოთ და მხოლოდ   catreg.naec.ge/Integrated   აკრიფოთ. მიაქციეტ ყურადღება, რომ ვებ გვერდის მისამართში წერტილის  შემდეგ ადგილის დატოვება არაა საჭირო., ხოლო ხაზი მარჯვნივ არის დახრილი . შემდეგ ფანჯარაში  აირჩიეთ save და არა open ან cancel. ფაილი შეინახეთ დესკტოპზე. პიადი მო ამის შემდეგ Desktop-იდან გახსენით დავალებათა ფაილი.   რაიმე გაუგებრობის გამოსარიცხად, გირჩევთ შეინახოთ ეს ფაილი. ცოტა მოგვიანებით, როცა  თქვენ ჩასვამთ პრეზენტაციის სლაიდს, დამახსოვრების მცდელობისას მიიღებთ უცნაურ შეკითხვას თქვ...

კონფიდენციალობის პოლიტიკა გუგლში

Image
ჩემს ტრენინგებზე, როცა ინტერნეტში ინფორმაციის ძებნას ვხსნი, პირველ საძიებო სიტყვად "ლარი პეიჯს" ვიყენებ. ვთხოვ, მოძებნონ დაბადების წელი, ადგილი, თანამდებობა, სურათი.  ცოტან ხანში "განწყობის შექმნის" ვარიანტში ვეუბნები რომ ამ გაბურძგნულ არასიმპაწიურ მამაკაცს მხოლოდ 16 მილიარდ აქვს. და უცებ ყველა სხვის ჯიბეში ფულის თვლას იწყებს. სხვადასხვა კითხვებს შორის "საიდან?" გამოერევა ხოლმე. აქამდე ამ კითხვას "ბანზე აგდებით" ვიცილებდი, მაგრამ პირველი მარტიდან ეს კითხვა ცალკე პოსტს იმსახურებს.  ანუ, ეს მილიარდები თქვენს მიერ გუგლში დატოვებული ნაკვალევის დეტალური ანალიზის შედეგია. "ვახ, ეს როგორ?" კითხვა ჩვეულებრივი მოძრაობით ისევ ბანზე ავაგდოთ და დღეს გუგლის კონფიდენციალობის ახალი პოლიტიკის შესახებ ვილაპარაკოთ, რომელიც ძალაში სწორედ 2012 წლის პირველი მარტიდან შედის.  დიახ, თქვენ როცა მონიშნეთ  "ვღებულობ სერვისის პირობებს და ვეთანხმები კონფიდენციალობის პოლიტიკას", ღილაკი, იმავე წუთიდან გუგლს მიეცით უფლება ყოველგვარი კანომდებობის და...

საინტერესო ფაქტები ინტერნეტის შესახებ

Image
რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ინტერნეტის ცხოვრებიდან 1. ინტერნეტის ანუ უბრალოდ ქსელის შექმნა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი მესიჯი რომელიც გაიგზავნა იყო  LOG. სინამდვილეში უნდოდათ გაეგზავნათ  LOGIN მაგრამ ქსელმა გადატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა. 2. პირველი გვერდი ინტერნეტში იყო:  http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html  გვერდი შეიცავდა ინფორმაციას მსოფლიო ქსელის შესახებ და თუ რა ადვილად შეიძლებოდა ყველას შეექმნა html გვერდები.  სამწუხაროდ ეს გვერდი არ იქნა დიდი ხნის განმავლობაში შენახული, თუმცა რეკონსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ  აქ . 3.პირველი „სმაილიკი" შეიქმნა 1979 წელს კევინ მაკინზის ( Kevin Mackenzie) მიერ და იყო მხოლოდ  )  და არ ქონდა სახის ფორმა. 3 წლის შემდეგ იგი შეიცვალა და მიიღო სტანდარტული  :)  სახე. იდეის ავტორი იყო სკოტ ფალმანი (Scott Fahlman) 4. პირველი ვებ კამერა შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იგი უყურებდა ცარიელ ყავის მადუღარას. აი კადრებიც:   ...