კონფიდენციალობის პოლიტიკა გუგლში
ჩემს ტრენინგებზე, როცა ინტერნეტში ინფორმაციის ძებნას ვხსნი, პირველ საძიებო სიტყვად "ლარი პეიჯს" ვიყენებ. ვთხოვ, მოძებნონ დაბადების წელი, ადგილი, თანამდებობა, სურათი. ცოტან ხანში "განწყობის შექმნის" ვარიანტში ვეუბნები რომ ამ გაბურძგნულ არასიმპაწიურ მამაკაცს მხოლოდ 16 მილიარდ აქვს. და უცებ ყველა სხვის ჯიბეში ფულის თვლას იწყებს. სხვადასხვა კითხვებს შორის "საიდან?" გამოერევა ხოლმე. აქამდე ამ კითხვას "ბანზე აგდებით" ვიცილებდი, მაგრამ პირველი მარტიდან ეს კითხვა ცალკე პოსტს იმსახურებს.
ანუ, ეს მილიარდები თქვენს მიერ გუგლში დატოვებული ნაკვალევის დეტალური ანალიზის შედეგია. "ვახ, ეს როგორ?" კითხვა ჩვეულებრივი მოძრაობით ისევ ბანზე ავაგდოთ და დღეს გუგლის კონფიდენციალობის ახალი პოლიტიკის შესახებ ვილაპარაკოთ, რომელიც ძალაში სწორედ 2012 წლის პირველი მარტიდან შედის.
დიახ, თქვენ როცა მონიშნეთ "ვღებულობ სერვისის პირობებს და ვეთანხმები კონფიდენციალობის პოლიტიკას", ღილაკი, იმავე წუთიდან გუგლს მიეცით უფლება ყოველგვარი კანომდებობის დაცვით განახორციელოს თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება. ჩვენ აქამდე მიჩვეული ვიყავით გარკვეულ დოკუმენტებზე ყოველგავრი დაკვირვებების გარეშე ხელმოწერას. ვთქვათ, როცა ხელფასს ღებულობთ, მოლარე გთხოვთ გააკეთოთ ხელმოწერა. უმეტეს სიტუაციაში ეს ხელმოწერა მექანიკურია. და არც კი უყურებთ ეს მართლა ხელფასის უწყისია, თუ საარჩევნო ბიულეტენი.
მოდით წავიკითხოთ ეს დოკუმენტი ალაგ–ალაგ :)
1. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა მომსახურებას და როგორ იყენებთ. ეს ხდება მაშინ, როცა თქვენ იმყოფებით AdWords ან AdMob რეკლამირებულ რომელიმე ვებ გვერდზე, ან ათვალიერებთ და ურთიერთობთ ჩვენს განცხადებებთან ან კონტენტთან.
\\* ტელეფონის ნომერი საკმაოდ გაყიდვადი საქონელია. მით უმეტს თუ დიდ ბაზაზეა საუბარი.
3. როცა თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს ან google დახმარებით ათვალიერებთ გვერდებს, თქვენი ზოგიერთი მოქმედება შესაძლებელია შენახულიქნეს სერვერების ჟურნალში. ამ დროს რეგისტრირდება შემდეგ ინფორმაცია: მომსახურების გამოყენების შესახებ დეტალური მონაცემები საძიებო შეკითხვის, სატელეფონო გამოძახებების შესახებ მონაცემების, მათ შორის შემომავალი, გამავალი და გადამისამართებული ზარების ტელეფონის ნომრების, თარიღის, დროის, ტიპის, და ხანგრძლივობის, აგრეთვე SMS მარშრუტის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.
ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ პოსტი, რეგისტრაციისას თუ რატომ უნდა მიუთითოთ თქვენი მონაცემები

\\* თითქოს არც არაფერი საშინელება, მაგრამ გუგლი გითვალთვალებთ, თუ რომელ საიტებზე ატარებთ დროს
2. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს მოწყობილობებზე, მოდელი, ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, ასევე მობილური ქსელის მონაცემები და ტელეფონის ნომერი. ამას გარდა მოწყობილობის იდენტიფიკატორი და ტელეფონის ნომერი შესაძლებელია მიებას თქვენს ანგარიშს გუგლში.
\\* ტელეფონის ნომერი საკმაოდ გაყიდვადი საქონელია. მით უმეტს თუ დიდ ბაზაზეა საუბარი.
3. როცა თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს ან google დახმარებით ათვალიერებთ გვერდებს, თქვენი ზოგიერთი მოქმედება შესაძლებელია შენახულიქნეს სერვერების ჟურნალში. ამ დროს რეგისტრირდება შემდეგ ინფორმაცია: მომსახურების გამოყენების შესახებ დეტალური მონაცემები საძიებო შეკითხვის, სატელეფონო გამოძახებების შესახებ მონაცემების, მათ შორის შემომავალი, გამავალი და გადამისამართებული ზარების ტელეფონის ნომრების, თარიღის, დროის, ტიპის, და ხანგრძლივობის, აგრეთვე SMS მარშრუტის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.
IP მისამართი;
აპარატული მოქმედებების, მათ შორის სისტემაში შეფერხებების და მოქმედებების, ამას გარდა ბრაუზერის ტიპის, ენის და კონფიგურაციის, შეკითხვის თარიღის და დროის, გადასული დოკუმენტის URL–ის შესახებ;
cookie ფაილები, რომლებიც გამოიყენება თქვენი ბროუზერის ან Google ანგარიშის უნიკალურ იდენტიფიკატორად.
\\* ჯობია უკომენტაროდ დავტოვოთ. SMS-ის მარშრუტი, გამოძახებები, იმ ხალხის ნომრები, ვისაც თქვენ ესაუბრეთ, ეს ყველაფერი როგორ ემსახურება სერვისის გაუმჯობესებას? IP მისამართი კი დიიიიიიიდი განსჯის საგანია.
4. Google სერვისებში, სადაც გამოიყენება გეოგრაფიული ფუნქციები, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს თქვენი ფაქტიური ადგილმდებარეობის შესახებ. მობილური მოწყობილობის მიერ გაგაზავნილი GPS მონაცემების ჩათვლით. ასევე ჩვენ ვიყენებთ კოორდინატების განსაზღვრის სხვადასხვა ტექნოლოგიებს. მაგალითად, შეკითხვას ვუგზავნით მოწყობილობის შესაბამის კომპონენტებს უახლოესი Wi-Fi ჩართვის წერტილებისა და ფიჭური კავშირის ანძების არსებობის დასადგენად.
\\* უფროსი ძმა მაშინაც გაკვირდებათ, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი GPS გამორთულია.
5. ჩვენ ვაგროვებთ და ვინახავთ მონაცემებს (მათ შორის პერსონალურსაც) თქვენს მოწყობილობებზე ისეთი საშუალებების დახმარებით, როგორიცაა პაკეტების მიერ გამოყენებული ბროუზერის ვებ საცავი (HTML5 ჩათვლით) და ქეშ მონაცემები.
\\* ვაგროვებთ და ვინახავთ, ჰეჰ, აი გამოყენებაზე კი ბუნდოვნადაა საუბარი. როგორ მოგწონთ, თქვენი თანხმობის გარეშე თქვენსავე მოწყობილობაში შენახული მონაცემები?
ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა, ბოლოსკენ მეთქვა, რომ ეს მხოლოდ საპირვემარტო ხუმრობაა. არა ეს ასე არაა ჩვენთვის
დაკომენტარება კი არ დაგავიწყდეთ, რეალური სახელები მიუთითეთ, მაინც ვიცი ვინ ხართ :)
დიახ, და ამას არავინ აპროტესტებს. არათუ საქართველოში, უცხოეთშიც ვერ ვპოულობ სერიოზულ მოძრაობებს "ტრეკინგის" (ქართულად ალბათ თვალთვალი, ან დევნა) წინააღმდეგ. მე პირადად საძიებო სისტემად Google-ს რამდენიმე წელია აღარ ვიყენებ და მშვენიერი ალტერნატივები ვიპოვე. მათ შორის DuckDuckGo http://duckduckgo.com .
ReplyDeleteმადლობა ავტორს, რომ ამ ინფორმაციას ღია ფორმით ახმოვანებს და მარტო მეგობრების წრეში არ ტოვებს.