Posts

Showing posts from March, 2012

კონფიდენციალობის პოლიტიკა გუგლში

Image
ჩემს ტრენინგებზე, როცა ინტერნეტში ინფორმაციის ძებნას ვხსნი, პირველ საძიებო სიტყვად "ლარი პეიჯს" ვიყენებ. ვთხოვ, მოძებნონ დაბადების წელი, ადგილი, თანამდებობა, სურათი.  ცოტან ხანში "განწყობის შექმნის" ვარიანტში ვეუბნები რომ ამ გაბურძგნულ არასიმპაწიურ მამაკაცს მხოლოდ 16 მილიარდ აქვს. და უცებ ყველა სხვის ჯიბეში ფულის თვლას იწყებს. სხვადასხვა კითხვებს შორის "საიდან?" გამოერევა ხოლმე. აქამდე ამ კითხვას "ბანზე აგდებით" ვიცილებდი, მაგრამ პირველი მარტიდან ეს კითხვა ცალკე პოსტს იმსახურებს.  ანუ, ეს მილიარდები თქვენს მიერ გუგლში დატოვებული ნაკვალევის დეტალური ანალიზის შედეგია. "ვახ, ეს როგორ?" კითხვა ჩვეულებრივი მოძრაობით ისევ ბანზე ავაგდოთ და დღეს გუგლის კონფიდენციალობის ახალი პოლიტიკის შესახებ ვილაპარაკოთ, რომელიც ძალაში სწორედ 2012 წლის პირველი მარტიდან შედის.  დიახ, თქვენ როცა მონიშნეთ  "ვღებულობ სერვისის პირობებს და ვეთანხმები კონფიდენციალობის პოლიტიკას", ღილაკი, იმავე წუთიდან გუგლს მიეცით უფლება ყოველგვარი კანომდებობის და...

საინტერესო ფაქტები ინტერნეტის შესახებ

Image
რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ინტერნეტის ცხოვრებიდან 1. ინტერნეტის ანუ უბრალოდ ქსელის შექმნა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი მესიჯი რომელიც გაიგზავნა იყო  LOG. სინამდვილეში უნდოდათ გაეგზავნათ  LOGIN მაგრამ ქსელმა გადატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა. 2. პირველი გვერდი ინტერნეტში იყო:  http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html  გვერდი შეიცავდა ინფორმაციას მსოფლიო ქსელის შესახებ და თუ რა ადვილად შეიძლებოდა ყველას შეექმნა html გვერდები.  სამწუხაროდ ეს გვერდი არ იქნა დიდი ხნის განმავლობაში შენახული, თუმცა რეკონსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ  აქ . 3.პირველი „სმაილიკი" შეიქმნა 1979 წელს კევინ მაკინზის ( Kevin Mackenzie) მიერ და იყო მხოლოდ  )  და არ ქონდა სახის ფორმა. 3 წლის შემდეგ იგი შეიცვალა და მიიღო სტანდარტული  :)  სახე. იდეის ავტორი იყო სკოტ ფალმანი (Scott Fahlman) 4. პირველი ვებ კამერა შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იგი უყურებდა ცარიელ ყავის მადუღარას. აი კადრებიც:   ...

ინტერნეტ კაბელები წყალქვეშ

ამ საიტზე  შეგიძლიათ იხილოთ რუკა, თუ რომელი კაბელი სად ჩადის და სად ამოდის http://www.submarinecablemap.com/