Posts

Showing posts from May, 2015

სერიიდან: გუგულის კვერცხები Google Keep

Image
დღევანდელი პოსტი გუგულის ახალ კვერცხს ეძღვენება სახელწოდებით   Google Keep ანუ გუგლის ჩანიშვნები. ძალიან არ მინდა პირველივე აბზაცში კონკურენციაზე  და ა.შ. ვწერო, მაგრამ, ფაქტია ამ ვიჯეტის ანალოგი მაიკროსოფტის ვანნოუთია. თუმცა ვანნოუთი ჩემთვის პირველ რიგში მაინც დესკტოპ აპლიკაცია, ამიტომ თუ თანაბარ პირობებში შედარებაზე გექნებათ პრეტენზია (სამართლიანი), მაშინ Office Online ის OneNote ფუნქციები უნდა  შევადაროთ. შედარება სხვა დროისთვის, ახლა კი ისევ Google Keep დავუბრუნდეთ: გუგლის ჩანიშვნების დახმარებით შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ჩანიშვნები და გაუზიაროთ სხვებს. ვინაიდან გულის ჩანიშვნების სინქრონიზაცია ხდება Google-თან, თქვენ და თქვენს მიერ არჩეულ მომხმარებელებს ამ ჩანიშვნებზე წვდომა ექნებათ ყველა სახის დევაისიდან: ანდოიდის ტელეფონი, პლანშეტი,  Android Wear, დესკტოპი ქრომით და სხვა ბრაუზერებიდან. Google Keep ამ დროისთვის საშუალებას გაძლევთ თქვენს თავში არსებული :) სხვადასხვა სახის ჩანიშვნები გადაიტანოთ არა სტიკერებზე, არამედ ინტერნეტში ტექსტის, ხმოვანი შეტყობინ...

მასწავლებლის სტანდარტი

Image
ქვედა სტრიქონებზე მოცემულია პედაგოგთა საგნობრივი სტანდარტები. მასალა აღებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საიტიდან საგნობრივი სტანდარტები მასწავლებლის სტანდარტი მასწავლებლის სტანდარტი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი, ძირითადი ნაწილი საერთოა ყველა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისათვის და მოიცავს იმ აუცილებელ პედაგოგიურ უნარსა და ცოდნას, რომელიც მოეთხოვება მასწავლებელს, რათა მან მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება შეძლოს. სერტიფიცირების დროს პედაგოგიური უნარების ტესტების ნაწილი ეფუძნება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითად ნაწილს. მასწავლებლის სტანდარტის მეორე, საგნობრივი ნაწილი მოიცავს იმ საგანსა და საგნობრივ ჯგუფებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სავალდებულო საგნებად არის გათვალისწინებული. ესენია: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სტანდარტი;  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის სტანდარტი; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფ...

ტრენერთა კომპეტენციის ჩარჩო (სტანდარტი)

Image
დააჭირეთ აქ და გაეცანით ტრენერთა კომეტენციის ჩარჩოს . დოკუმენტში ნახავთ ზრდასრულთა სწავლების პრინციპების გამოყენება   ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკის მართვა მოდულის განვითარებისა და ადაპტირების შესაძლებლობა შეფასება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება საკუთარი პროფესიული განვითარების წარმართვა სპეციფიკური დარგობრივი  ცოდნა

ისტ პედაგოგის პროფესიული სტანდარტი

Image
დაწყებითი , საბაზო და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ისტ - ის მასწავლებლის პროფესიული უნარ - ჩვევები და ცოდნა უზრუნველყოფს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ( ისტ ) სწავლების პროცესში ეფექტიან გამოყენებას ; მოსწავლის ძირითად ისტ კომპეტენციების განვითარებას და მის მიერ ისტ - ის ინტეგრირების უნარებს სასწავლო , საყოფაცხოვრებო თუ სოციალურ აქტივობებში . მუხლი 72. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ა) მიმართულება: ძირითადი ცნებები და ოპერაციები ა.ა) ინფორმაციის მოძიება, კვლევა და ანალიზი ისტ-ის გამოყენებით; ა.ბ) ინფორმაციის ორგანიზება, შენახვა და გაზიარება ისტ-ის გამოყენებით; ა.გ) ისტ-ის გამოყენების უპირატესობის და შეზღუდვების გაცნობიერება; ასევე, ინტერნეტის და ქსელური ტექნოლოგიების განვითარების ზეგავლენა საზოგადოებაზე. ბ ) მიმართულება: ციფრული საშუალებების მართვა (ტექნიკური...

ორი საზიზღარი საქაღალდის ისტორია

რამდენიმე დღეა თვალში მეჩხირება ორი საქაღალდე, რომელთაც სახელები არ აქვთ  და ჩვეულებრივი საქაღალდისთვის დამახასიათებლი სხვა თვისებები, მეგონა რამე მნიშვნელოვანი  მაგრამ ვერაფერი. სხვა საქაღალდეში გადატანა ვცადე და არაო, წაშლა ვცადე და არაო, ხოდა სახელი რა გქვით-თქო და არაო. გავბრაზდი და გუგლთან ავიყვანე გუგლმა ამათ  ::{138508BC-1E03-49EA-9C8F-EA9E1D05D65D} და  ::{0875DCB6-C686-4243-9432-ADCCF0B9F2D7} ეძახიანო, ოფისი 2013 ინსტალაციის შემდეგ ჩითავენო და რეგისტრიდან უნდა წაშალოო, 1-2 წაუტყაპუნდა და ბაზარიც დაიშალა

საავტორო უფლებების ქაოსი

Image
 ეს არის Intel-ის ტრენინგზე წარმოდგენილი პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ. ის სპეციალურად „ინტელის საწყისი კურსი -- პროექტებით სწავლება“ ტრენინგისთვის არსი მომზადებული და ადაპტირებულია პედაგოთა საჭიროებებზე. აღმოჩნდა რომ იგივე მასალა შეტანილია ისტის გამოცდის პროგრამაში. ამიტომ ჩავთავალე რომ ის ბლოგზე გამომექცეყნებინა.  გაითვალისწინეთ, რომ ინტელის მიერ მომზადებული პრეზენტაცია ნშედგენილია ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ხოლო ეს პრეზენტაცია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად არის შედგენილი  ამ ბმულზე ნახეთ იუთუბის რეკომენდაციები და პირობების საავტორო უფლებების შესახებ

ოფისი 2016

Image
სულ მალე ვინდოუს 10-ს ვიხილავთ (ვინდოუს 9 რომ არ გამოვა, ეს უკვე იცით, ალბათ). ხოდა 2015 წლის შემოდგომაზე წესით Microsoft Office 2016-იც უნდა გამოჩნდეს. დღეისთვის გთავაზობთ ვორდის და პაუერპოინტის საჩვენებელ ვიდეოებს ვინდოუს 10-ის და სხვა დევაისებითვის..... კიდევ ერთი სიახლე, ფასიც სავარაუდოდ გარკვეულია, მინიმალური ვერსია 5 პროგრამით (ვორდი, ექსელი, პაუერპოინტი, ოუთლუკი და ვანნოუთი) 170$-მდე ეღირებაო, მე კი ვინდოუსის ინსაიდერად დავრეგისტრირდი და ვანახოთ აქედან რა გამოვა, რაც მთავარია ვირტუალური მანქანა უკვე გამართული მაქვს და ამაღამ ალაბათ ვინდოზაც ჩამოიზლაზნება..... სატესტო ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძიათ აქედან

Microsoft Windows-ის ვიდეოისტორია

Image
ეს არის  Microsoft Windows-ის ვიდეოისტორია, სახალისოდ და საინტერესოდ არის გადმოცემული მთელი ამბები 1985 წლიდან (Microsoft Windows-  v.1.0) 2012 წლის 26 ოქტომბრამდე, როცა გამოვიდა  Microsoft Windows 8. 1-10 ვერსიები მეორე ვარიანტი  1.0 -ის ჩატვირთვის  რეკონსტრუქცია  (დრო 10 წუთზე უნდა გაამრავლო)   აქ კი ყველა ვინდოზას ყველა ხმაა     ნახეთ სურათებიც:

სავარჯიშო პრეზენტაცია

ასეთიცო

Image
ქიმიაში მასწავლებელს რამდენი რამით შეგიძლია დააინტერესო მოწავლე, ცოტა ფანტაზიას თუ დაძაბავ, მენდელევის ცხრილს კი არა კოვალენტობაზე ლექსებსაც ამღერებ მათივე ინიციატივით......

ასეთი მასწები გვინდა

Image
ბავშვებმა თქვეს ასეთი მასწები გვინდაო, თქვენ როგორ ფიქრობთ, კიდევ ერთი მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვას შესძლებს ეს პედაგოგი? არჩევანის წინაშე რომ დადგნენ მოსწავლეები, ამ გაკვეთილის მაგივრად შატალოზე წავლენ?  ამ გაკვეთილს აკადემიურობა აკლია?

ისტ გამოცდის პროგრამა და დათოს რეკომენდაციები :)

Image
ჯერჯერობით მხოლოდ პროგრამას დავდებ და შემდეგ მასალებს, ერთგვარად  პოსტს  მოვნიშანავ, რომ არ დამავიწყდეს. მაშ ასე, ნახეთ ისტ-ის გამოცდის პროგრამ ა ამ ბმულზე მოთავსებულია საგამოცდო პროგრამის შესაბამისი ვიდეოინსტრუქციები და რესურსები , ნელნელა კიდევ შეივსება დამავიწყდა, და დავამატე, მე-5 მე-6 კლასის წიგნები ძალიან  კარგია,. ავტორი  ნინო ჯამასპაშვილი დამატება 01.06.2015 პროფესიული ცოდნა 1.  კომპიუტერისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შემადგენელი ნაწილები და მათი დანიშნულება 2 . კომპიუტერის ჩართვა/გამორთვა და სისტემის სხვადასხვა მდგომარეობა 3.  მონაცემთა შენახვის საშუალებები, მეხსიერება და მისი ზომა 4.   ოპერაციული სისტემა და მისი ფუნქციები 5.  ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები 6.  ზოგადი ტექნიკური საკითხები 7.  გრაფიკული რედაქტორი 8.  ტექსტური რედაქტორი 9.  ელექტრონული ცხრილის გამოყენება 10.  პრეზენტაცია 11.  ინტერნეტი  ასე...

ინტელის ტრენინგები ფოთში 20015 აპრილი-ფოთი ხობი

Image
აპრილი მაისი  ჩათვლით ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგები თემაზე: "ინტელის საწყისი კურსი -- პროექტებით სწავლება". მონაწილეები გადანაწილდნენ 2 ჯგუფში. ტრენინგები ტარდებოდა ხობის N2 საჯარო სკოლის და ქ.ფოთის N3 საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში.  მადლობა მინდა მოვუხადო ტრენიგის თითოეულ მონაწილეს გაწეული შრომისთვის და სკოლის ადმინისტრაციას ტრენინგების ნორმალურ გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის გთავაზობთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ მომზადებული ბლოგების მისამართებს  მიხედვით. მზია სირაძე http://imsiradze10.blogspot.com ზოია გრაფიშვილი http://izmargvelashvili.blogspot.com/ რუსუდან არზიანი http://irarziani.blogspot.com/ ლელა დევაძე http://ilelapotipoti.blogspot.com/ ნინა დოლბაია http://ininadolbaia.blogspot.com/ შორენა ჭოჭუა http://ishkutsia1977.blogspot.com/     ქეთო ტარიელაძე http://iqetotarieladze78.blogspot.com/ ნარგიზი ...