ისტ პედაგოგის პროფესიული სტანდარტი

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

ისტ-ის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები და ცოდნა უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) სწავლების პროცესში ეფექტიან გამოყენებას; მოსწავლის ძირითად ისტ კომპეტენციების განვითარებას და მის მიერ ისტ-ის ინტეგრირების უნარებს სასწავლო, საყოფაცხოვრებო თუ სოციალურ აქტივობებში.


მუხლი 72. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

ა) მიმართულება: ძირითადი ცნებები და ოპერაციები

ა.ა) ინფორმაციის მოძიება, კვლევა და ანალიზი ისტ-ის გამოყენებით;

ა.ბ) ინფორმაციის ორგანიზება, შენახვა და გაზიარება ისტ-ის გამოყენებით;

ა.გ) ისტ-ის გამოყენების უპირატესობის და შეზღუდვების გაცნობიერება; ასევე, ინტერნეტის და ქსელური ტექნოლოგიების განვითარების ზეგავლენა საზოგადოებაზე.

) მიმართულება: ციფრული საშუალებების მართვა (ტექნიკური კომპეტენციები).

ბ.ა) კოპიუტერული მოწყობილობის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა; ძირითადი პერიფერიული მოწყობილობების - მაუსის, კლავიატურის, მონიტორის, პრინტერის, სკანერის, პროექტორის გამოყენება. ძირითადი და პერიფერიული მოწყობილობების მიერთება; ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროების გამოყენება;

ბ.ბ) შესაბამისი პორტების დანიშნულების ცოდნა და შესატყვისი გამოყენება;

ბ.გ) „ნეთბუქების“ და პორტატული ციფრული მოწყობილობების თავისებურებების გარჩევა.

ბ.დ) გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის და უტილიტების ინსტალაცია კომპიუტერზე.

ბ.ე) მარტივი კომპიუტერული ქსელების გამართვა, გამოყენება. ისტ მოწყობილობების ადეკვატური შერჩევა და გამოყენება სასწავლო ამოცანის გადასაჭრელად. ისტ მოწყობილობების ტექნიკური მხარდაჭერა სამომხმარებლო დონეზე.

) მიმართულება: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსების შექმნა და გამოყენება

გ.ა) ციფრული სასწავლო მასალის (მათ შორის: ტექსტური, აუდიო-ვიდეო ფაილის, მულტიმედიური პრეზენტაციის, სასწავლო ხასიათის ვებგვერდის და/ან ბლოგის) შექმნა ისტ-ის გამოყენებით.

გ.ბ) ტექსტური, ვიდეო, აუდიო რედაქტორების, პრეზენტაციების და ვებ-პუბლიკაციების შესაქმნელი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.

გ.გ) ვებ სივრცეში არსებული რესურსების, ონლაინ რედაქტორებისა და საგანმანათლებლო მასალების გამოყენება.

გ.დ) სხვადასხვა ტიპის ციფრული მასალების ეფექტიანი პრეზენტაცია. გაკვეთილის დაგეგმვა ისტ-ის ადეკვატური გამოყენებით.

გ.ე) მარტივი პროცესების ავტომატიზაცია სამომხმარებლო პროგრამების გამოყენებით; ციფრული მოდელების და სიმულაციების გამოყენება, მათ შორის, სხვადასხვა შესატანი პარამეტრების ცვლილებით.

გ.ვ) თავისუფლად გავრცელებადი (ღია) საგანმანათლებლო რესურსების მოძიება, გამოყენება/დამუშავება, მორგება.

გ.ზ) ისტ რესურსების სასწავლო ამოცანისადმი ადეკვატურობის და სარგებლიანობის შეფასება. ციფრული რესურსების მისადაგება სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობისადმი. სხვადასხვა საგნებში ციფრული რესურსების და ისტ ინტეგრირებული სწავლების მოდელებისა და მეთოდების გარჩევა.

დ) მიმართულება: e - ეთიკა

დ.ა) ციფრული რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენება უსაფრთხოების, კანონისა და ეთიკურობის დაცვით;

დ.ბ) ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში მიღებული ეთიკური ნორმების დაცვა ისტ-ის გამოყენებისას;

დ.გ) საკუთარი და სხვისი პერსონალური ინფორმაციის დაცვა, შესაბამისი ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა;

დ.დ) პატივისცემა საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართ და წყაროების შესაბამისი დოკუმენტირება/მითითება;

დ.ე) ღია საგანმანათლებლო რესურსების ლიცენზიის გარჩევა (მაგ.:Greative commons ნაირსახეობები) და მათი გამოყენება საკუთარი რესურსების გამოქვეყნებისას.

ე) მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია

ე.ა) ისტ-ის გამოყენების სფეროების ცოდნა, მისი უპირატესობების გაცნობიერება;

ე.ბ) საკომუნიკაციო საშუალებების შერჩევა, მათ შორის მობილური მოწყობილობების, ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტ-ფორუმების და სხვა;

ე.გ) კომუნიკაცია ისტ-ის გამოყენებით, მათ შორის, მოსწავლეებთან და მშობლებთან;

ე.დ) ისტ-ის საშუალებების გამოყენება სოციალური აქტივობისას, აგრეთვე, სოციალურ და პროფესიულ ქსელებში მოღვაწეობისას (მაგალითად: მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია, საგანმანათლებლო ფორუმებში მონაწილეობა, საგანმანათლებლო პორტალების გამოყენება რესურსების გაცვლა / გაზიარების მიზნით, ბლოგების შექმნა);

ე.ე) ეფექტიანი კვლევითი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების ფლობა – მათ შორის, ელექტრონული ბიბლიოთეკების, ენციკლოპედიებისა და საცავების გამოყენება, კვლევა ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის სისტემატიზაცია, დამუშავება, ანალიზი;

ე.ვ) გავრცელებული საძიებო სისტემის გამოყენება; საძიებო ფრაზების სინტაქსის, გაფართოებული ძიების მეთოდების ფლობა. საჭიროების შემთხვევაში სათარგმნი პროგრამების და/ან ვებსერვისების ეფექტიანი გამოყენება უცხო ენაზე მოცემული მასალის აღსაქმელად;

ე.ზ) ინფორმაციის სანდოობის ხარისხის განსაზღვრა; სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის შედარება, დახარისხება;

ე.თ) ინფორმაციის მოძიებისთვის სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის გამოყენება (მაგ.: კომპიუტერი, მობილური ტელეფონი/სმარტფონი და პორტატული ტექნიკა);

ე.ი) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით (მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლეთათვის).

ვ) დაწყებითი, საბაზო /და საშუალო საფეხურის ისტ-ის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა.

ვ.ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები და ოპერაციები;

ვ.ბ) ინფორმაცია. ინფორმაციის ერთეულები. მისი შენახვა და გაზიარება. ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები. გლობალიზაცია და ინფორმაციული საზოგადოება;

ვ.გ) ისტ-ის გამოყენების ფსიქო-ემოციური ეფექტები.

ზ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების დანიშნულება, მათი მოქმედების ძირითადი პრინციპები და მოხმარების წესები.

ზ.ა კომპიუტერი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები (პროცესორი, მეხსიერება, შეტანა-გამოტანის მოწყობილობები, პერიფერიული ტექნიკა, მონაცემთა შენახვის გარე მოწყობილობები, სხვ). კლავიატურის სტრუქტურა; თაგვის, თაჩპედის, სხვა სენსორული მოწყობილობის მახასიათებლები. ქსელისა და პერსონალური კომპიუტერის ტექნიკური უსაფრთხოების მნიშვნელობა და უსაფრთხოების დაცვის ძირითადი წესები.

თ) ოპერაციული სისტემები და მათი სტრუქტურა

თ.ა) ოპერაციული სისტემის დანიშნულება. ოპერაციული სისტემის გრაფიკული ინტერფეისი;

თ.ბ) ფაილების სისტემის იერარქია და ორგანიზება. საქაღალდეები, „ფანჯრები”; ინფორმაციის მოწესრიგებულად და დაცულად შენახვა ფაილების სისტემის გამოყენებით; ფაილების ტიპების გავრცელებული სტანდარტები. პროგრამული და მონაცემთა ფაილები.

ი) პროგრამული უზრუნველყოფა

ი.ა) ოპერაციული სისტემის თანმდევი ძირითადი პროგრამები (ფაილების მენეჯერი, ინტერნეტ-ბრაუზერი, უტილიტები, სხვ.);

ი.ბ) გავრცელებული პროგრამული საოფისე პაკეტების (მაგალითად: MS Office, Ope№ Office) ძირითადი პროგრამები (ტექსტური რედაქტორი, ელექტრონული ცხრილები, საპრეზენტაციო პროგრამები, ელექტრონული ფოსტის კლიენტი). აუდიო, ვიდეო რედაქტორები, სხვა გამოყენებითი პროგრამები (მაგალითად Adobe Acrobat).

ი.გ) პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, დეინსტალაცია.

კ) კომპიუტერული ქსელები

კ.ა) მსგავსება და განსხვავება კომპიუტერული ქსელების ტიპებს შორის (მაგალითად: ლოკალური ქსელი, ინტრანეტი, ინტერნეტი); ამ სახის ქსელებში ნავიგაციისა და ინფორმაციის გაცვლის ხერხები;

კ.ბ) უსადენო და საკაბელო ქსელები; მათი ტექნიკური შესაძლებლობები და უსაფრთხოება.

ლ) ინფორმატიკის საფუძვლები

ლ.ა) ალგორითმები, მათემატიკური ლოგიკა; რიცხვთა პოზიცირების სისტემები, სიმბოლოები, კოდირება, კომპიუტერული ენები; ადამიანის და კომპიუტერის ურთიერთქმედება; პროცესების ავტომატიზაცია; მონაცემთა ბაზები; პროგრამირების ელემენტები.

მ) ინტერნეტი

მ.ა ინტერნეტის სტრუქტურა და ინტერნეტში მონაცემთა მიღება-გადაცემასთან დაკავშირებული ცნებები და ტერმინები (მაგალითად: ინტერნეტ რესურსის მისამართი, ვებგვერდი, IP მისამართი; დომენური სახელები დაბოლოებები - .edu, .com, .net, .org, .gov - და მათთან დაკავშირებული რესურსები). მონაცემთა გაცვლის პროტოკოლები.

მ.ბ) ელექტრონული ფოსტა. ელფოსტის პროტოკოლები, სამომხმარებლო პროგრამები და ვებდაფუძნებული სერვისები;

მ.გ) ჰიპერბმულები და ჰიპერტექსტი. ინტერნეტში გამოქვეყნების საგამომცემლო პროგრამები და ვებ-ინსტრუმენტები. საოფისე პროგრამების ინტერნეტში განთავსებული სერვისები (მაგ: Google Docs, Microsoft Office Live);

მ.დ) სოციალური ქსელები და მათი სტრუქტურა. ინფორმაციის გავრცელება-გაზიარება სოციალურ ქსელებში. უპირატესობები და შეზღუდვები.

ნ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონტენტი (შიგთავსი)

ნ.ა) ისტ-ის კონტენტის კლასიფიკაცია. საგანმანათლებლო ისტ საშუალებები და პროდუქტები (მაგ: სიმულაციები, მოდელები, ვირტუალური ლაბორატორიები, აუდიო-ვიდეო მასალა, მულტიმედია, თამაშები); მათი ტექნიკური მოთხოვნები და სხვადასხვა მოწყობილობასთან ან/და ოპერაციულ სისტემასთან თავსებადობა;

ნ.ბ) ისტ კონტენტის ლიცენზიები: კერძო-კომერციული, საზოგადოებრივი საკუთრება (Public Domain), ღია-თავისუფლად გავრცელებადი (Creative Commons ძირითადი ლიცენზიები);

ნ.გ) ისტ კონტენტის ავტორიზაციის (შექმნის) და გამოქვეყნების ინსტრუმენტები;

ნ.დ) ისტ კონტენტის შეზღუდვები (მაგ.: კონტენტში დაუშვებელია დისკრიმინაციული ელემენტების, ასაკისადმი შეუფერებელი შინაარსი, აგრესია; კონტენტის კლასიფიკაციის ზოგიერთი სისტემის/აღნიშვნის ცნობა);

ნ.ე) საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალები.

ო) მონაცემთა შენახვა და დაცვა

ო.ა) მონაცემთა არქივირება და სარეზერვო ასლების შექმნა. მოხმარებლის იდენტიფიკაცია. პაროლების სისტემა. ავთენტიფიკაციის საშუალებები როგორც კომპიუტერის ან/და პორტატული ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას, ასევე ინტერნეტ სერვისებში და სოციალურ ქსელებში; ავტორიზაცია (სხვადასხვა ტიპის რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმაციაზე და სერვისებზე წვდომის დონის განსაზღვრა);

ო.ბ) ასაკობრივი შეზღუდვები სოციალურ ქსელებში და ჩატებში გასაწევრიანებლად; ინტერნეტის კონტენტის ფილტრაციის საშუალებები.


 მუხლი 73. სწავლების მეთოდები

ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

ა.ბ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შემუშავება, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს და გამოცდილებას;

ა.გ) ისტ-ის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში შესაბამისი ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება- განვითარებაზე;

ა.დ) სასწავლო პროცესისათვის იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს ციფრულ (კომპიუტერულ) წიგნიერებას;

ა.ე) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლისას სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა; განსახორციელებელი აქტივობებისადმი ისტ. ინსტრუმენტებისა და რესურსების შერჩევა/მისადაგება; გაკვეთილისათვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა;

ა.ვ) სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ისტ-ის პედაგოგთა თანამშრომლობა სხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან-ინტეგრირებული გაკვეთილებისა და სხვადასხვა არასაგაკვეთილო აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა;

ა.ზ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების მომზადებისას შესაფერისი ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა;

ა.თ) სხვადასხვა თაობების მიერ ციფრული საშუალებების გამოყენების, ასევე ინფორმაციის აღქმისა და გადამუშავების განსხვავებების გაცნობიერება და მისი გათვალისწინება სასწავლო პროცესის დაგეგმვისას;

ა.ი) კლასის ორგანიზება ტექნიკური საშუალებების ეფექტიანად გამოყენების მიზნით;

ა.კ) შესაფერისი ისტ ინსტრუმენტების და მათი ინტეგრირების სტრატეგიის შერჩევა სასწავლო პროცესის მოსამზადებლად;

ა.ლ) ციფრული რესურსების მომზადებისას მათი ურთიერთავსებადობის საკითხების გათვალისწინება.

ბ) ელექტრონული სწავლების ძირითადი პრინციპები - ელექტრონული სწავლება

ბ.ა) ელექტრონული სწავლების ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ფლობა და გამოყენება სასწავლო პროცესში: შერეული სწავლება (Blended learning); სწავლის მართვის სისტემები (LMS, VLE), სწავლების პროცესის აგება/წარმართვა ვირტუალური საშუალებით (ვებ 2.0.-ს, თავისუფალი საგანმანათლებლო რესურსების, სწავლის მართვის სისტემების საშუალებით).

გ) 1-1-ზე კომპიუტერული სწავლების მეთოდების ფლობა და გამოყენება

გ.ა) 1-1-ზე ელექტრონული სწავლების თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში; კლასის მართვა და დავალებების განაწილება 1-1-ზე სწავლებისას; ციფრული მასალების შექმნა, შენახვა და შეფასება ზოგადი და/ან სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფით; ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები, თანამშრომლობითი და თანასწორებისგან (peer-to-peer) სწავლების მეთოდები; დამოუკიდებლად სწავლების მოტივირება.

დ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების წარმართვა:

დ.ა) ისტ-ის სწავლების სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისათვის, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების საშუალებით, ხელმისაწვდომი ციფრული რესურსებითა და ხელსაწყოებით;

დ.ბ) ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც მთლიანად კლასის, ასევე მცირე ჯგუფებისა და ინდივიდუალური აქტივობებისთვის და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

დ.გ) სასწავლო ხასიათის ან/და შინაარსის ციფრული თამაშების მოძიება /შერჩევა / შექმნა გამოყენება; ელექტრონული თამაშების კლასიფიკაცია; სასწავლო შინაარსისადმი მოტივაციის გაზრდა თამაშების ელემენტების გამოყენებით. კლასის ეფექტიანი მომზადება და დებრიფინგი;

დ.დ) ისტ-ზე დაფუძნებული თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების მომზადებისას შესაფერისი ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა/ გამოყენება; მოსწავლეებისათვის სრულყოფილი ინსტრუქციების ჩამოყალიბება;

დ.ე) მოსწავლეებთან სასწავლო პროცესის შემდგომი უკუკავშირი ისტ-ის გამოყენებით მიღებულ ცოდნა/გამოცდილებაზე რეფლექსირების უზრუნველსაყოფად;

დ.ვ) მასალის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობისა და ინტერესების გათვალისწინება; მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი ხერხების გამოყენება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება – ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან შინაარსის/ინფორმაციის დაკავშირება, არსებული ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების დასმა, აზრის გამოთქმისა და მსჯელობის წახალისება და სხვა;

დ.ზ) ისტ-ის დახმარებით ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვადასხვა ტიპის და სირთულის ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა;

დ.თ) ისტ-ის სწავლებისას გამოყენებითი ასპექტის აქცენტირება და დემონსტრირება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან (მაგ.: ძირითადი სამთავრობო/სახელმწიფო ელექტრონული სერვისების დემონსტრირება, ელექტრონული ბანკინგის, ელექტრონული მაღაზიის, ფინანსური კალკულაციების ჩვენება, სხვ.).

მუხლი 74. შეფასება

ა) შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა;

ბ) ციფრული კომუნიკაციის საშუალებების, მარტივი სატესტო დავალებებისა და ვირტუალური სასწავლო გარემოს გამოყენება შეფასებისა და უკუკავშირისთვის;

გ) მობილური და პორტატული მოწყობილობების გამოყენება ინდივიდუალური შეფასებისას/ტესტირებისას;

დ) შეფასება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი მიზნების 4 დონის მიხედვით. ისტ საშუალებებით შეფასების სქემებსა და რუბრიკების ელექტრონულ ფორმატში შექმნა/ გამოყენება;

ე) ისტ საშუალებების გამოყენებით მოსწავლეთა საჭიროებების, პროგრესისა და მიღწევების აღნუსხვა და ანგარიშის სახით წარმოდგენა;

ვ) ისტ-ის სწავლების შედეგების დამოუკიდებლად გაუმჯობესების ხელშეწყობა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვა;

ზ) შეფასებისა და თვითშეფასების მონაცემების გამოყენება მომავალი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.

 მუხლი 75. პროფესიული განვითარება

ა) ისტ-ის საშუალებების გამოყენება პროფესიული განვითარებისთვის, აგრეთვე სოციალურ და პროფესიულ ქსელებში მოღვაწეობისას;

ბ) ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და განახლება;

გ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების და დისტანციური სწავლების გამოყენება საკუთარი პროფესიული ზრდისთვის; სხვადასხვა ინტერნეტფორუმების, საგანმანათლებლო პორტალებისა და სოციალური ქსელების გამოყენება საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, ციფრული მასალების და პედაგოგიური მიდგომების გასაზიარებლად და გასაცნობად;

დ) პროფესიული ცოდნის განახლება, ახალი ტექნოლოგიური საშუალებებისა და ისტ-ზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების რეგულარული გაცნობა;


ე) პროფესიული სტანდარტების ცოდნა და ამ სტანდარტების საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირება და მორგება. 

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე