Posts

Showing posts from September, 2015

Microsoft Edge ახალი ბრაუზერი

Image
Microsoft Edge ვებ-ბრაუზერია, რომელსაც აწარმოებს კომპანია Microsoft. მისი პირველი საცდელი საჯარო ვერსია გამოვიდა 2015 წლის 30 მარტს და ის საბოლოოდ შეცვლის IE-ს.  ზოგადი მახასიათებლები ვიკიპედიადან: Microsoft Edge დაყენებული იქნება ძირითადი ბრაუზერის სახით Windows 10-ის როგორც desktop, ასევე mobile ვერსიაზე, შესაბამისად, ის ჩაანაცვლებს Internet Explorer 11-სა და Internet Explorer Mobile-ს. Edge-ი იყენებს ახალ layout engine-ს, ასევე ცნობილია EdgeHTML-ის სახელით, რომელიც Trident-ის განშტოებას წარმოადგენს. Trident-ი "შექმნილია თანამედროვე ინტერნეტ ქსელთან სრული თავსებადობით". ახალი "Edge" ძრავი (engine) გამოყენებული იქნება ძირითად (default) ძრავად Windows 10-ში, და გვერდების ჩვენება (render) შესაძლებელი იქნება ძველი (legacy) MSHTML ძრავით ძველ პროგრამებთან და ვებსაიტებთან თავსებადობის მიზნით. Edge-ს არ აქვს მხარდაჭერა მოძველებული (legacy) ტექნოლოგიებისა, როგორებიცაა ActiveX და Browser Helper Object-ები, და მათ მაგივრად გამოიყენებს გაფართოების (extension) სისტემას....

ბიბლიოგრაფიის და ციტირების ვიდეო

Image
ბიბლიოგრაფიის და ციტირების  ვიდეოინსტრუქციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტურ დოკუმენტში სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან გამოყენებული ციტატების APA, ISO ან MLA სტანდარტებით ბიბლიოგრაფიის ჩასმას. განვმარტავ ცალ-ცალკე თუ რა იგულისხმება „სხვადასხვა ტიპის წყაროებში“. Word 2013-ში შესაძლებელია ციტატების აღწერა სხვადასხვა წყაროებიდან. დააკვირდით ეკრანს: თანამედროვე ციფრული დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ციტატებს: წიგნიდან, ჟურნალიდან ან პერიოდული გამოცემიდან, კონფერენციიდან, ანგარიშიდან, ვებ გვერდიდან, ელექტრონული წყაროდან, ნახატიდან, ხმოვანი ჩანაწერიდან, პერფომანსიდან, ფილმიდან, ინტერვიუდან, პატენტიდან. ამ წყაროებიდან დოკუმენტების აღწერა უნდა შეესაბამებოდეს ერთ რომელიმე სტანდარტს (აღწერის სტილს). ცნობილია ბიბლიოგრაფიის აღწერის რამოდენიმე სტილი, რომელთაგან ყველაზე ხშირად APA, ISO 690 ან MLA სტილებს იყენებენ, არსებობს აგრეთვე ინგლისური და საბჭოთა სტანდარტები. მე სპეციალურად თქვენთვის გავაკეთე ცხრილი, იმისთვის რომ ნათლად დაგენახათ განსხვავება APA, ISO ან MLA სტილებს შორის 

ბროწეულას ტელეფონი მაგარია

Image
სოციალურ ქსელში გამოჩნდა ბროწეულის ტელეფონი, რომელსაც გასაოცარი შესაძლებლობები აქვს.  ვისაც ბროწეულის ტელეფონი აქვს, ჯიბეში უდევს საკუთარი კინოთეატრი და ყავის სახარში, იმავე ჯიბეში უზის დალაქი და საკუთარი თარჯიმანი, რომელიც 50 ენაზე თარგმის. აღნიშნული მობილური კანადის ერთ-ერთი პროვინციის დაკვეთით შეიქმნა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა სახელწოდებით „ნოვასკოდია“ მსოფლიოს მიპყრობას ბროწეულის ტელეფონით ცდილობს. თუმცა ეს სარეკლამო ტრიუკია, რომელმაც გაამართლა, ინფორმაციას ბროწეულის ტელეფონის შესახებ ვებგვერდზე დღეში 150.000 ვიზიტორი ნახულობს. პირველმა ჯგუფმა ნახეთ პოსტი ჯარისკაცი კლავს ტყვე ჯარისკაცს  და პოსტზე გააკეთეთ კომენტარი მეორე ჯგუფმა ნახეთ პოსტი ჯარისკაცი წყალს ასმევს ტყვე ჯარისკაცს  და პოსტზე გააკეთეთ კომენტარი მოძებნეთ პროპაგანდა   ( New Tech Shows Why You Can't Trust Anything You See on the News)   კბილის პასტა თემა: ინფორმაციის საიმედოობა

ახალი რეკორდი 4 284 მნახევლი

Image
დღეს უპრეცედენტოი შემოსევა იყო ბლოგზე, ყველას აინტერესებდა ბლოგზე პორტფოლიოს ატვირთვა. ახალი რეკორდია 4 284 მნახველი დღის განმავლობაში. აქედან დაახლოებით ალბათ (ძველი დაკვირვების მიხედვით) ტრენინგის გავლენაა.... აი სტატისტიკა

ინტელის ტრენინგის სერტიფიკატები

Image
როგორც იტყვიან, კარგი და ცუდი ინფორმაცია გვაქვს: კარგით დავიწყოთ მინდა გაგახაროთ და გაცნობოთ რომ ინტელის სერტიფიკატები დაიბეჭდა და ამწუთას ჩემთან არის. რუკაზე ონლაინ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას სერტიფიკატების გადადგილების შესახებ  :)  თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ სად არის თქვენი სერთიფიკატი მოცემულ მომენტში ცუდი: ეს სერტიფიაკატები ვერ მოგსიწრებთ 11 სექტემბრამდე, რადაგანაც მე ისინი უნდა შევავსო და ისევ თბილისში უნდა გავაგზავნო რომ ბეჭდით დამოწმდეს. ამის შემდეგ ისევ მე გამომიგზავნიან და მე დავაგზავნი რესურცენტრებში, ხოლო რესურცენტრებიდან თქვენ მოგეწოდებათ:) სავარაუდო გრაფიკი 14:09.2015 სერტიფიკატები იქნება თბილისში. 15.09.2015 სერტიფიკატები გამოიგზავნება 17.09.2015 სერტიფიკატები გაიგზავნება რესურსცენტრებში 18.09.2015 სერტიფიკატები იქნება თვენს რესურცენტრში 18-23.09.2015   სერტიფიკატები გექნებათ თქვენ რეალური გრაფიკი 1. 2015 წლის აგვისტო -დაიბეჭდა სერტიფიკატები 2. 6.09.2015 ლევანი (ჩვენი კოლეგა-ტრენერი) წავიდა თბილისში ჩამოსატანად 3. 7-8.09.201...

მასწავლებლის პორტფოლიოს ატვირთვა და გამოქვეყნება

Image
ვინაიდან დიდი ინტერესია გამოიწვია მასწავლებლის პორტფოლიოს ინტერნეტში ატვირთვამ და გამოქვეყნებამ, გადავწყვიტე ეს თემა ცალკე თემად გამომეყო. ამწუთას დრაივზე არის ქართული ენის პრობლემა. ქართულენოვანი დრაივი არ აზიარებს ფაილებს. გადაწყვეტილება ამ პოსტშია  . ენა უნდა გადაიყვანოთ ინგლისურზე. აქ კი დავდებ დრაივში ფაილის, ან საქაღალდის ატვირთვის  ვიდეოინსტრუქციას, ხოლო ამ ვიდეოინსტრუქციაში საუბარია პრეზენტაციის 480 პიქსელით გამოქვეყნებაზე. ვიდეო ინტელის ტრენინგის რესურსების ფარგლებშია შესრულებული თუ თქვენ გუგლში არ ხართ რეგისტრირებული, დაგჭირდებათ გუგლში ელფოსტის რეგისტრაცია, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბლოგზე მუშაობის ვიდეოინსტრუქცია, სადაც აღწერილია ბლოგის რეგისტრაცია , პოსტის გამოქვეყნება, სურათების გამოქვეყნება და ა.შ. გთხოვთ ნუ დაიზარებთ კომენტარებს, გაზიარებას და ჩამჭრელ კითხვებს. ეს ყველაფერი მაძლევს სტიმულს და სურვილს, უფრო უკეთესი და სასარგებლო გავხადო ბლოგი. ზოგიერთი რეკომენდაცია: (იყო რამდენიმე შეკითვა და შესაძლოა თქვენთვისაც საინტ...

რეგისტრაცია ტრენინგზე ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლება. შემოდგომა 2015

Image
ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების რეგისტრაციის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებისთვის. ფოთში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხობის სკოლის პედაგოგებსაც, რომელთათვისაც ფოთში სიარული უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ხობში. "ინტელის ძირითადი კურსი   პროექტებით სწავლება".  მონაწილეთა  შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები: 1. პედაგოგს გავლილი აქვს: მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები   "კომპიუტერის საბაზო კურსი"                 და "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".  2. პედაგოგს შეუძლია: ტექსტების მომზადება პრეზენტაციის მომზადება ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com) ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com) საქაღალდეებში მუშაობა; ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste) 3. პედაგოგი  არ  არის: ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი) ადმინისტრაციის წარმომადგ...

დრაივის ენის შეცვლა ქართულად და ინგლისურად

Image
რამდენიმე დღეა დრაივზე ქართული ინტერფეისი შემთხვევაში არ მუშაობს გაზიარების ფუნქცია.  შემდეგი ფანჯარა გამოდის: (გასწორდა 26.11.2016 ბოლოში ნახეთ მინაწერი) წამალი კი ინგლისურ ინტერფეისზე გადართვაა. თუ აქამდე დაჟინებით გთხოვდით ქართულ ინტერფეისზე გადასვლას, ახლა, თუ ფაილის გაზიარების ფუნქცია გჭირდებათ, ინგლისურ ინტერფესიზე უნდა დარჩეთ. როცა ბაგი (შეცდომა) გამოსწორდება, ისევ ბლოგზე შეგეხმიანებით. ყოველი შემთხვევისთვის, მე .GIFF ფორმატში დავდევი ინგლისური ინტერფეისის ქართულად და ქარტული ინტერფეისის ინგლისურად გადაყვანის ინსტრუქცია. ამრიგად, გუგლს ქართველების სამი ვალი აქვს: პირველი, აანთოს ქართული ფოსტიდან სხვა აპლიკაციებზე გადასვლის არააქტიური ღილაკები.. მეორე: დრაივში გაასწოროს გაზიარების ფუნქცია მესამე: ქართულად თარგმნოს ბლოგი და ამის შემდეგ ჩვენს ტრენინგებს მაიკროსოფტიც ვერ დაჰყეფს... ძალიან გთხოვთ, გამოიყენეთ, Feedback (Settings->Help->Send Feedback) ახლა კი შეპირებული  გიფები ამ ..GIF-ებით ნაჩვენების Google Drive პროგრამის ინტერფეისის ენის შეცვლა ქა...

ეროვნული სასწავლო გეგმები 2016-2021 ისტ

Image
ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ 2016-21 წლების ისტ ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის განხილვა. ჯერჯერობით ის პროეტის სახითაა წარმოდგენილი და გარკვეულწილად გაშალაშინებას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში თქვენი მონაწილეობა და კონტრიბუცია. მიაქციეთ ყურადღება მნიშვნელოვან ცვლილებებს: პირველ კლასში ამოღებულია ისტ სწავლება როგორც ცალკე საგანი ისტ ცალკე საგნად დამატებულია 2 კლასში -- მე-7 და მე-8ში. მაგრამ ოთხივე კლასში ერთად საათების რაოდენობა იგივე რაც ადრე იყო. ანუ მომავალი სასწავლო წლიდან იქნება თითო საათი მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში. მომავალის წლის მე-6 კლასი გააგრძელებს ძველი პროგრამით კვირაში 2 საათი. სხვა მხრივ ზოგადი უნარების და საგნის  სტანდარტში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეტანილი არ არის. პროექტის მიხედვით ცვლილებები აისახება გამჭოლ კომეტენციებში და იქ ისტ-ის როლი მეტად გაძლიერდება. (მე ეჭვები მღღრნის მაგრამ ამაზე მოგვიანებით ცოტა ქვემოთ) ახლა კი გთხოვთ ყურადRებით გაეცნოთ სტანდარტის პროექტს და გამოთქვათ თქვენი აზრი, ეჭვი, კრიტიკა, ქება, კომპლიმენტ...

გუგული ახალი ლოგო

Image
პირველი სექტემბრიდან გუგლს ახალი ლოგო აქვს. მოგეწონებათ, უფრო სადა და უფრო ფერადი ჩემი თუ არ გჯერად ნახეთ ვიდეო ეს კი ბლოგის ინფორმაცია (ინგლ)