ბიბლიოგრაფიის და ციტირების ვიდეო
ბიბლიოგრაფიის და ციტირების ვიდეოინსტრუქციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტურ დოკუმენტში სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან გამოყენებული ციტატების APA, ISO ან MLA სტანდარტებით ბიბლიოგრაფიის ჩასმას. განვმარტავ ცალ-ცალკე თუ რა იგულისხმება „სხვადასხვა ტიპის წყაროებში“. Word 2013-ში შესაძლებელია ციტატების აღწერა სხვადასხვა წყაროებიდან. დააკვირდით ეკრანს: თანამედროვე ციფრული დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ციტატებს: წიგნიდან, ჟურნალიდან ან პერიოდული გამოცემიდან, კონფერენციიდან, ანგარიშიდან, ვებ გვერდიდან, ელექტრონული წყაროდან, ნახატიდან, ხმოვანი ჩანაწერიდან, პერფომანსიდან, ფილმიდან, ინტერვიუდან, პატენტიდან. ამ წყაროებიდან დოკუმენტების აღწერა უნდა შეესაბამებოდეს ერთ რომელიმე სტანდარტს (აღწერის სტილს). ცნობილია ბიბლიოგრაფიის აღწერის რამოდენიმე სტილი, რომელთაგან ყველაზე ხშირად APA, ISO 690 ან MLA სტილებს იყენებენ, არსებობს აგრეთვე ინგლისური და საბჭოთა სტანდარტები. მე სპეციალურად თქვენთვის გავაკეთე ცხრილი, იმისთვის რომ ნათლად დაგენახათ განსხვავება APA, ISO ან MLA სტილებს შორის
რასაც ვეძებდი :-)
ReplyDeleteრასაც ვეძებდი :-)
ReplyDelete