Posts

Showing posts from December, 2016

ტრენინგების კრედიტები

კრედიტი გამოითვლება  საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათების ერთობლიობიდან. 1. „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის“ - 24 საკონტაქტო სთ, 6 არასაკონტაქტო სთ,  1  კრედიტქულა 2. „ინფორმაციულ-საკომუნიკაცი ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ - 39 საკონტაქტო სთ, 11 არასაკონტაქტო სთ,  2  კრედიტქულა 3. „ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია“ - 36 საკონტაქტო სთ, 14 არასაკონტაქტო სთ,  2  კრედიტქულა 4. „1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა“ - 35 საკონტაქტო სთ, 10 არასაკონტაქტო სთ,  1.5  კრედიტქულა 5. „შებრუნებული საკლასო ოთახი“ - 20 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ,  1 კრედიტქულა 6. „ტექნოლოგიების (მომავლის კაბინეტი, სმარტბორდი) გამოყენება სასწავლო პროცესში“ - 6 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ,  0.5  კრედიტქულა 7. „Edmodo - ვირტუალური საკლასო ოთახი“ - 6 საკონტაქტო სთ, 5 არასაკონტაქტო სთ,  0.5 კრედიტქ...

HTML პირველი ვიდეოგაკვეთილი

Image
ეს HTML-5 ის პირველი ვიდეოგაკვეთილია საგნმანათლებლო ტექნოლოგიების პორტალიდან . ამ დღეებში კიდევ ბევრი აიტვირთება ნახეთ და აუცილებლად გამომეხმაურეთ. თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია...

დესკტოპის ცვლილება

Image

ქართულენოვანი პაკეტები სკოლებში

Image
ჩასწორება 12.12.2020 გაქართულების ივენთი   12.12.2020 2019 ოფისის გაქართულების პაკეტები (საძებნი რომ არ გაგიხდეთ) :: Office2019   გაქართულების პაკეტი (32  ბიტიანი , Office Click-to-Run)   გაქართულების პაკეტი (64 ბიტიანი, Office Click-to-Run) აქ ჩავსვამ ფეისბუკის ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტის ასლს. ხოლო თვით პოსტის გამოცხობა დილის კომენტარებმა გადამაწყვეტინა რომელიც მაიკროსფტის პროდუქტების გაქართულებას შეეხებოდა. თემა ჩემთვის კვლავ აქტუალურია და ახლა ფაზში გადადის :)   ბარემ იმ ჯგუფში მინისტრასაც მოვნიშნავ, (ახლა მოდაშია მაინც),  კიდევ ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრს და კიდევ ჩემს მოწინააღმდეგე და მომხრე მეგობრებს. ცოტა მოგვიანებით ზაზასთან ერთად გავივლი თემას გამოკითხვის ჩატარებაზე  :)   გაქართულება ჩემთვის პრიორიტეტული ამოცანაა და ვთვლი რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ქ-ნ Rusa Gonashvili და ყველა ამ ჯგუფის წევრს გთხოვთ თანადგომას ამ საკითხში. ჩემთ...

ტრენინგი მასწავლებლებისთვის

Image
წყარო ტრენინგი გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: „შესავალი ფიზიკურ გეოგრაფიაში“ რეგისტრაციას აცხადებს. ტრენინგზე მასწავლებლები გაღრმავებენ ცოდნას ფიზიკურ გეოგრაფიაში და გამოიმუშავებენ სწავლებისათვის საჭირო უნარებს. ტრენინგი მოიცავს 16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათს. მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი. რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით ტრენინგი ისტორიის მასწავლებლებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ისტორიის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: „ისტორიის სწავლების მეთოდიკა - საქართველოს ისტორიის მაგალითზე უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე“ რეგისტრაციას აცხადებს. კურსის მიზანია საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის, კერძოდ, უძველესი დროიდან - XVIII საუკუნის ბოლომდე საქართველოს ისტორიის შესწავლა სამამულო ისტორიოგრაფიის თანამედრო...

როგორ მუშაობს მყარი დისკი

Image
HHD -  H ard  D isk  D rive   -კომპიუტერის მუდმივი მეხსიერება, სადაც ინფორმაცია ინახება, სანამ არ წავშლით. არსებობს IDE, SATA, SATA II, SATA III ტიპის მყარი დისკები ისინი განსხვავდებიან ინფორმაციის გადაცემის სიჩქარით (150 mb/s, 300 mb/s, 600 mb/s) და არსებული დისკის ბრუნის მაჩვენებლით (RPM - ბრუნი/წუთში), გვხვდება 5400, 6200 და 7200 ბრუნი/წ   SSD -  S olid  S tate  D rive — ინფორმაციის მუდმივი, ფლეშ დამგროვებელი, რომელიც ჩვეულებრივი HDD-ზე (მყარი დისკზე) უმჯობესია იმით, რომ არა აქვს დისკი, სადაც ინფორმაცია მაგნიტდება. ასევე იგი (SSD), უფრო საიმედო. მოიხმარს უფრო ნაკლებ ელექტრო ენერგიას და ინფორმაციის შენახვისთვის იყენებს მეხსიერების ჩიპებს. ამ ტიპის დისკი გაცილებით სწრაფია ვიდრე HDD, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან (გაცილებით) ძვირიცაა. და თანაც ხმა არ აქვს. ჩემს ვიდეოებს ხმაური რომ გასდევს ეს სწორედაც ვინჩესტერის ხმაა. SSD რომ მქონდეს, ეგ ხმა არ ექნება  :)