ტრენინგი მასწავლებლებისთვის






წყარო


ტრენინგი გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: „შესავალი ფიზიკურ გეოგრაფიაში“ რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგზე მასწავლებლები გაღრმავებენ ცოდნას ფიზიკურ გეოგრაფიაში და გამოიმუშავებენ სწავლებისათვის საჭირო უნარებს.

ტრენინგი მოიცავს 16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით

ტრენინგი ისტორიის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ისტორიის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: „ისტორიის სწავლების მეთოდიკა - საქართველოს ისტორიის მაგალითზე უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე“ რეგისტრაციას აცხადებს.

კურსის მიზანია საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის, კერძოდ, უძველესი დროიდან - XVIII საუკუნის ბოლომდე საქართველოს ისტორიის შესწავლა სამამულო ისტორიოგრაფიის თანამედროვე მიღწევათა საფუძველზე.

ტრენინგზე გათვალისწინებულია მსმენელთა ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერაქტიული მუშაობა. მსმენელები მოამზადებენ სადისკუსიო პრეზენტაციებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი და მეორადი წყაროების ანალიზს.

ტრენინგი მოიცავს 20 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.

ტრენინგი ფიზიკის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ფიზიკის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: “მექანიკის საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან ამოცანის პირობის სწორად გააზრებას, შესაბამის ფიზიკური კანონების გამოყენებას, ამოცანის ამოხსნის ოპტიმალური გზის მონახვას და მიღებული პასუხების შემოწმებას და ანალიზს. .

ტრენინგი მოიცავს 15 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.

ტრენინგი მათემატიკის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მათემატიკის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: “ალგებრა, გეომეტრია და მათი სწავლების მეთოდიკა“ რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან მონაცემთა ანალიზის, ალბათობისა და სტატისტიკის სწავლების საშუალებებს და დაეუფლებიან იმ ხერხებს რომლებიც ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას მოსწავლის მოტივაციის ამაღლების, მასალის უკეთ გააზრების და სხვადასხვა კონტექსტში მისი წარმოჩენის მიზნით.

ტრენინგი მოიცავს 26 საკონტაქტო და 14 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1,5 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.

ტრენინგი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორია და პრაქტიკა" რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან გაკვეთილის მომზადების, დაგეგმვის და ჩატარების ეტაპებს, გაკვეთილის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებს, მიზნებთან დაკავშირებულ სავარჯიშოებს და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა შეფასების სქემებს.

ტრენინგი მოიცავს 43 საკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1,5 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.

ტრენინგი ქართული ენის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე: "მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში" რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან მოსწავლის შეფასების კომპონენტებსა და შეფასების სახეებს; ისწავლიან შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების შედგენას, ასევე, შეფასების სტანდარტული ფორმების ადაპტირებას კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით.

ტრენინგი მოიცავს 15 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 7 დეკემბრის ჩათვლით.







Comments

  1. როგორ შეიძლება დავრეგისტრირდე ?

    ReplyDelete
  2. ქალბატონო ხათუნა, რეგისტრაციები 2016 წლის 7 დეკემებერს დასრულდა. ახალი რეგისტრაციისთვი დაუკავშირდით მასწავლებელთა სახლს

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე