Posts

Showing posts from November, 2017

უფროსი და წამყვანი მასწავლებლების დამატებითი აქტივობების შეფასება

Image
ამ ვიდეოში ბატონი კახა ჟღენტი დეტალურად მოგიყვებათ უფროსი და წამყვანი მასწავლებლების დამატებითი აქტივობების შეფასების სქემას. ეს ვიდეო ძალიან კარგი რესურსია ფასილიტატორებისთვის. ყველა კითხვაზე არის ფასუხი გაცემული. ვიდეო 16 წუთს გრძელდება. ამავე არხზე შეგიძლიათ სხვა ვიდეობს სქემის ან მასწავლებელთა სახლის სხვა აქტივობების შესახებ.     გისურვებთ წარმატებას!

ვიდეორგოლების და სლოგანების კონკურსი

Image
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ვიდეორგოლებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს. ვიდეორგოლების კონკურსში გამოვლენილი I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და შესაბამისად 800, 700 და 600 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით. სლოგანის კონკურსში გამოვლენილი I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და შესაბამისად 500, 400 და 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით. გამარჯვებული სლოგანებისა და ვიდეორგოლის ინტერნეტბმულების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენის  ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 2017წ. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ  ბრძანებაში.

ზეპირი მათემატიკური ანგარიში მიკსიკე 2017

Image
-------------------- კრედიტებთან დაკავშირებით მასწავლებელთა საყურადღებოდ! მიქსიკეს კონკურსში მონაწილეობისთვის მოსწავლეთა მომზადებისთვის თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ  0.5 კრედიტი  შეფასების ჯგუფისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის სათანადოდ წარდგენის შემთხვევაში. კერძოდ: 1. ღონისძიებაში მოსწავლეთა მონაწილეობის  დამადასტურებელი საბუთის  (სერტიფიკატის, სიგელის, დიპლომის) ან ცნობის დასკანერებული ასლი; [სერტიფიკატებს გადმოგცემთ კონკურსის მე-3 ეტაპის დასრულების შემდეგ]. მასწავლებელს სერტიფიკატი მიეცემა თუ დაარეგისტრირებს 50 ზე მეტ მოსწავლეს, შესაძლებელია ერთი სკოლიდან რამდენიმე მასწავლებელმა მიიღოს სერტიფიკატი, მაგრამ თითოეულმა უნდა დაარეგისტრიროს 50 მოსწავლე, თუ სკოლიდან 150-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდება, სკოლაც (დირექტორი) მიიღებს აქტური მონაწილის დიპლომს.  მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა ოლიმპიადის სამივე ეტაპზე მიიღონ მონაწილეობა. 2. კონკურსისთვის / ოლიმპიადისთვის / შეჯიბრისთვის მოსამზადებლად ცალკეულ მოსწავლესთან ან მოსწავლეთა ჯგუფთან ჩასატარებელი  გაკვე...

კომპიუტერული პროგრამირების ტოპ 10 ენა და მათი ავტორები

Image
წარმოგიდგენიათ, რომ პროგრამირების პირველი ენის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის და ქალბატონ ადა ლავლეისის (ბაირონის ქალიშვილი) მიერ არის შექმნილი? ამ თემას პოსტის ბოლოში მოთავსებული ბმული და ინფოგრაფიკა უფრო ეხმაურება, ხოლო მე ამ პოსტით მინდა შევეხო კომპიუტერული პროგრამირების 10 ენას და მათ შემქმნელებს.    1. ჯავა ჯეიმს გოსლინგი. 1995 წლის 23 მაისი დეველოპერი Sun Microsystems. (შეისყიდა Oracle Corporation 2010 წლის იანვარში). ჯავა არის პროგრამირების ერთ-ერთი პოპულარული და სრულყოფილი ენა. მასზე მუშაობს გმაილ, მინეკრაფტი, ანდროიდის აპები და საწარმოო აპლიკაციები. თავსებადია ვებ, მობილურ და დესკტოპ აპლიკაციებთან, თილისმა ყავის ჭიქაა. ჯავა პროგრამისტის ხელფასი 102კ. ჯავა შექმნილია მისიით WORA „Write Once Run Anywhere“ რაც გულისხმობს ერთხელ გამართული კოდის თავსებადობას ყველა პლატფორმაზე. შედეგად ჯავა ამ დრომდე ინარჩუნებს პოლულარობას აპლიკაციების შესაქმნელი პროგრამირების ენებს შორის    2. C დენის რიტჩი.  1972. წ დეველოპერი: AT&T Bell ლაბორატორიები....