კომპიუტერული პროგრამირების ტოპ 10 ენა და მათი ავტორები

წარმოგიდგენიათ, რომ პროგრამირების პირველი ენის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის და ქალბატონ ადა ლავლეისის (ბაირონის ქალიშვილი) მიერ არის შექმნილი? ამ თემას პოსტის ბოლოში მოთავსებული ბმული და ინფოგრაფიკა უფრო ეხმაურება, ხოლო მე ამ პოსტით მინდა შევეხო კომპიუტერული პროგრამირების 10 ენას და მათ შემქმნელებს.

  1. ჯავა ჯეიმს გოსლინგი. 1995 წლის 23 მაისი

დეველოპერი Sun Microsystems. (შეისყიდა Oracle Corporation 2010 წლის იანვარში). ჯავა არის პროგრამირების ერთ-ერთი პოპულარული და სრულყოფილი ენა. მასზე მუშაობს გმაილ, მინეკრაფტი, ანდროიდის აპები და საწარმოო აპლიკაციები. თავსებადია ვებ, მობილურ და დესკტოპ აპლიკაციებთან, თილისმა ყავის ჭიქაა. ჯავა პროგრამისტის ხელფასი 102კ. ჯავა შექმნილია მისიით WORA „Write Once Run Anywhere“ რაც გულისხმობს ერთხელ გამართული კოდის თავსებადობას ყველა პლატფორმაზე. შედეგად ჯავა ამ დრომდე ინარჩუნებს პოლულარობას აპლიკაციების შესაქმნელი პროგრამირების ენებს შორის



  2. C დენის რიტჩი.  1972. წ

დეველოპერი: AT&T Bell ლაბორატორიები. ამ ენის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება უკვე 1978 წელს გამოცემულ წიგნს C პროგრამირების ენა. ეს წიგნი იმდენად პოპულარულია, რომ K&R აბრევიატურითაც ცნობადია. ამ ენის ბოლო სტაბილური რელიზი C11 გამოშვებულია 2011 წლის დეკემბერში. C ძალიან პოპულარულია და ინტენსიურად გამოიყენება სისტემურ პროგრამირებაში. ის ჯავაზე ძველია მაგრამ მაინც ინარჩუნებს პოლულარობას. დენის რიტჩის და მის დიდი ხნის კოლეგას კენ ტოპმპსონს  ასევე ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილი UNIX ოპერაციული სისტემა. თუ რიტჩის პოლულარობას შეადარებთ ბილ გეიტსს ან სტივ ჯობსს, მაშინ ის ძალიან უმნიშვნელო ადამიანად გამოჩნდება, მაგრამ თუ პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მისი წვლილის შეფასებას მოინდომებთ, მას ბადალი არ ჰყავს. ასევე ამ სახელმძღვანელოს და ამ ადამიანს უკავშირდება ყველა პროგრამისტისთვის უკვე ცნობილი ფრაზა

printef ("Hello, World!"); 




  3. C++ ბაიარნ სტრაუსტრაპი. 1983 წ.

სტრაუსტრაპი დანიელი კომპიუტერული მეცნიერია. ის ცნობილია როგორც  ობიქტზე ორიენტირებული პროგრამირების ენის C++ შემქმენლი. როგორც დასახელებიდან ჩანს C++ წარმოადგენს C-ს შემდეგ თაობას. ის C-ში გამოყენებული სტრუქტურული პროგრამირების მეთოდის ნაცვლად ობიქტზე ორიენტირებული პროგრამირების ფუნქციებით გამოირჩევა. ის ფართოდ გამოიყენება საბაზრო ეკონომიკის სფეროში



  4. პაიტონი გვიდო ვან რასუმი. 1991 წ. 20 თებერვალი.

დეველოპერი CWI (ამსტედაამის კვლევითი ინსტიტუტი). პაიტონი არის უნივერსალური, მაღალი დონის პროგრამირების ენა. მისი დიზაინის ფილოსოფია კოდის ადამიანის მიერ კითხვადობას ეფუძნება. მისი სინტაქსი მაქსიმალურად  სუფთაა და აღქმადი. შეერთებულ შტატებში პატონმა ფაქტიურად ჩაანაცვლა ჯავა აკადემიურ დონეზე. 2017 წლიდან ჰარვარდის ცნობილ კურსშიც CS50, C  და ჯავა პაიტონმა შეცვალა. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, პროგრამირებისთვის რა ენა შეისწავლოთ, პაიტონი თუ ჯავა, სწორედაც იქნებ ეს ინფორმაცია გამოგადგეთ. პიტონი ფართოდ გამოიყენება ვებ აპლიკაციების შესაქმნელად. ასევე არსებობს პიტონზე შემნილი უამრავი ვებ ფრეიმვორქი. პატონს ფართოდ იყენებენ ისეთი ტექნიკური გიგანტები, როგორიცაა გუგლი, იაჰუ, სპოფითი.

 

  5. PHP  რასმუს ლერდორფი. 1995 წ.

დეველოპერი The PHP Group. შეიძლება გძულდეთ PHP, მაგრამ მაინც ვერ უარყოფთ იმ ფაქტს, რომ ინტერნეტგვერდების უმეტესობა ამ ენაზეა დაწერილი. PHP შექმნის პერიოდში ის განიხილებოდა როგორც მაიკროსოფტის Activ Server Pages (ASP) სერვერის მხარეს შესრულებადი სკრიპტის და მსგავსი ენების, მაგალითად Java Server Pages (JSP) კონკურენტად, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა და ამჟამად 20 მილიონზე მეტ ვებ საიტზე და მილიონზე მეტ ვებ სერვერზე მუშაობს. ის აგრეთვე ღია კოდის რესურსია და გამოიყენება ისეთი გიგანტების მიერ, როგორიცაა ფეისბუკი, ვიკიპედია, ვორდპრესი და ჯუმლა. PHP ფართოდ გამოიყენება დინამიური ვებ გვერდების და სერვერის მხარეს მომუშავე პროგრამებისთვის. კინაღამ მთავარის თქმა დამავიწყდა, როგორ ფიქრობთ სად არის განთავსებული PHP სრული ვერსია? მის პერსონალურ ვებ გვერდზე :)




  6 პერლი ლარრი უოლლ. 1987 წ 

დეველოპერი ლარი უოლლი. პერლი არის მაღალი დონის, უნივერსალური, ინტერპრეტირებადი დინამიური დაპროგრამების ენა. პერლის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია ტექსტების დამუშავებისთვის. UNIX სისტემებში ის კვლავინდებურად გამოიყენება რეპორტების და სცენარების დასამუშავებლად. პერლი ცნობილია როგორც დიდი ტექსტური ფაილების სინტაქსური ანალიზისა და დამუშავებისათვის, ის ასევე გამოიყენება CGI. მონაცემთა ბაზების, ქსელურ და გრაფიკულ პროგრამირებაში. პერლი ფართოდ გამოიყენება ისეთ ინტერნეტ კომპანიებში, როგორიცაა  IMDB, ამაზონი, Priceline. ჯავა დეველოპერებისთვის საკუთარ პორტფოლიოში პაიტონის ან პერლის ცოდნის მითითება მნიშვნელოვანია, რადგანაც მათ ძალიან ხშირად სჭირდებათ სცენარების ენა  მომსახურებისა და მხარდაჭერის სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად.



  7 ჯავასკრიპტი ბრენდან აიკი. 1995 4 დეკემბერი 
დეველოპერი: Netscape Communications Corporation, Mozilla Foundation, Ecma International. ეს ენა აქამდე წმინდად დომინირებდა კლიენტის მხარეს მომუშავე ბიბლიოთეკების სცენარებში. ისეთი როგორიცაა jQuery და ახალა გადადის სერვერის მხარეს მომუშავე ბიბლიოთეკებზე, როგორიცაა node.js. ჯავასკრიპტი არის პროტოტიპების საფუძველზე მომუშავე სცენარების დინამიური ენა. სუსტად ტიპიზირებულია. გააჩნია ბრენდან აიკისა და Netscape Communications Corporation-ის მიერ შექმნილი უმაღლესი კლასის ფუნქციები. ჯავასკრიპტი ძალიან ხშირად გამოიყენება კლიენტის მხარეზე სცენარების, შემოწმების, ანიმაციის, მოქმედების აღრიცხვის (event capturing), ფორმების გამოტანის და სხვა საერთო ამოცანების გადასაწყვეტად. ის მუშაობს ბრაუზერის შიგნით და მას იყენებს ძალიან ბევრი ვებ გვერდი. მაგალითად:  გმაილ. მოზილაფაიარფოქსი და ა.შ. მაიკროსოფტი თავის დროზე ეცადა ჯავას გარკვეული ელემენტების შეცვლას, მაგრამ სასამართლო პროცესი წააგო, თუმცა ბრაუზერის ახალ ვერსიებიდან ჯავას ჩაშენებული მხარდაჭერა ამოიღო და ახალა საჭირო ხდება ჯავას მხარდაჭერის ინსტალაცია

        


  8 რუბი იუკიჰირო მატსუმოტო. 1995 წლის შუა. 

დეველოპერი იუკიჰირო მატსუმოტო და სხვები. საკმაოდ სახალისოა რუბიში მუშაობა და თუ თქვენ გიმუშავიათ Ruby with Rails, მაშინ თქვენ მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ. რუბიზე გავლენას ახდენდა პერლი, ადა, ლისპი და სმოლთოლქ. ის განმკუთვნილია პროდუქტიული და სასიამოვნო მუშაობისთვის. რუბი ძირითადად განკუთვნილია ვებ ალიკაცების შესაქმენლად. ის ფართოდ გამოიყენება ისეთ საიტებზე, როგორიცაა ტვიტერი, ჰულუ და გროუპ ონ.




  9 ლისპი ჯონ მ'კარტნი.  1958 წ

დეველოპერი სტივ რასსელი, ტიმოთჰი ჰარტი, მიკი ლევინი. ლისპი მაღალიდ დონის პროგრამირების ენებში სიძველით მეორე ენაა. ლისპში პროგრამები და მონაცემები წარმოდგენილია სიმბოლოთა წრფივი ჩანაწერების სახით. მის ავტორი ხელოვნურ ინტელექტს იკვლევდა და შესაბამისად მის მიერ შექმნილი ენაც ამ დრომდე ხელოვნური ინტელექსის მოდელირების სხვადასხვა ასპექტებში ერთერთი ძირითადი საშუალებაა. ის ასევე გამოიყენება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებში. 




  10 პასკალი  ნიკლაუს ვირტი 1970წ. 

პასკალი წარმოადგენს გავლენიან იმპერატივს და პროგრამირების პროცედურულ ენას. ის მონაცემთა სტრუქტურირებისა და სტრუქტურული პროგრამირების კარგი მეთოდების წახალისების მიზნით შეიქმნა. ამ ენას სახელი ფრანგი მათემატიკოსის, ფილოსოფოსის და ფიზიკოსის ბლეზ პასკალის პატივსაცემად შეერქვა. ამ ენას ფართოდ იყენებდა მაიკროსოფტი. ის მთელ რიგ უმაღლეს სასწავლებელებში პროგრამირების ენის შესასწავლადაც კი გამოიყენებოდა.





ჯეოლაბის ვიდეო შესავალი პროგრამირებაში (გამოყენებული პრეზენტაცია)

თქვენთვის ასევე შეიძლება საინტერესო იყოს პოსტი 11 ტექნიკური სამსახური სადაც 6 ნიშნა ხელფასი გარანტირებულია (ინგ)

პოსტში გამოყენებულია პროგრამირების ენების ისტორიის ინფოგრაფიკა (სურათის შეგიძლიათ შეინახოთ თქვენს კომპიუტერში და გაადიდოთ)

გთხოვთ შემოგვიერთდეთ ფეისბუკ გვერდზე ან სულაც გამოიწეროთ ბლოგი


ვინც ბოლომდე წაიკითხა, დატოვეთ კომენტარი და თქვენი მოსაზრებები :) 

Comments

  1. ქალბატონ ადას შესახებ

    უფრო ზუსტად თუ გინდათ, ამ ქალბატონმა ბებიჯის მიერ შემუშავებული მექანიკური უნივერსალური კომპიუტერის „ანალიტიკური ძრავის“ აღწერა გააკეთა. ის პირველი მიხვდა რომ ასეთ მანქანას წმინდა არითმეტიკული გამოთვლების გარდა სხვა ოპერაციების შესრულებაც შეეძლება. მან პირველმა გამოაქვეყნა ამ მანქანისთვის ალგორითმი. პირველად გამოიყენა ტერმინები ციკლი და სამუშაო უჯრედი. შედეგად ის პირველ კომპიუტერულ პროგრამისტად ითვლება. ამას გარდა ამ ქალბათოს ბევრი საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტი აქვს

    პროგრამირების ენა ადა შეიმუშავა ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ და დაამტკიცა 1980 წლის 10 დეკემბერს. ხოლო სამხედრო სტანდარტის დასახელებად ადას დაბადების თარიღი იქნა გამოყენებული — MIL-STD-1815

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე