ბავშვთა პორნოგრაფია, გავლენა და შედეგები — რა უნდა ვიცოდეთ
მასალის ორიგინალი ნახეთ აქ (ასლის გამოქვეყნება შეთანხმებულია) რა ხდება? საქართველოში ბავშვთა ტრეფიკინგისა და პორნოგრაფიის ბრალდებით მშობლები და ახლობლები დააკავეს, სულ 11 პირი. 8-დან 14 წლამდე არასრულწლოვნებს თვეების განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ სტუდიაში მშობლების ნებართვით პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოსა და ვიდეოებს უღებდნენ. სანაცვლოდ კი 500-დან 3 000 ლარამდე თანხას იღებდნენ. დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაა ემუქრებათ. სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ბავშვები კი ფსიქოლოგიური დახმარების მიღების მიზნით სპეციალურ სამსახურთან გადაამისამართეს. ტრეფიკინგისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გახსნილი საქმეების მიღმა ბევრი პრობლემა იყრის თავს. რთულია, იმის გააზრება, რამდენად მძიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს მსგავსი სახის სექსუალურ ექსპლუატაციას ბავშვების ფსიქოლოგიაზე და მის განვითარებაზე. ამ დროს მთავარი პასუხისმგებლობა როგორც სახელმწიფოს ისე ოჯახს და საზოგადოებას ეკისრება. პრევენციისთვის კი ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ ცნობები და ფ...