Posts

Showing posts from June, 2020

გუგულის 49 კვერცხი

Image
ხოდა ენგრე, გასკდით გულზე   აი მარათონში როა, ჯერ წინ ხარ, მერე გაგისწრებენ და მერე ჩემპიონი რომ ხარ, დაახლოებით ისეა ჩემი გუგლის ამბავი. მაიკროსფტი სად იყო მაშინ, როცა გუგულის საკლასო ოთახი არსებობდა, (რაღაც ორი წლის მერე მოინდომა მაიკროფტმა Classroom შექმნა მარა აბა რომელმა მაიკროსფტის ინოვაციურმა ექსპერტმა იცის, ეგ რა ხილია? ). OK. როგორც არის...  ჩემი სადარდებელია ახალა მაიკროსფტის ხახაში შარშან გადასული გითჰაბია, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა. ამასობაში კი გუგული G Suite საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის ვერსიაში ახალ სერვისებს გვთვაზობს და მე დღეს ვეცდები ზოგიერთ მათგანზე მოგიყვეთ: ყველა ეს განახლება ეხება გუგლ მითს და მასწავლებლების მიერ ბოლო თვეებში გამოთქმული სურვილების რეალიზაციას წარმოადგენს. მაშ ასე, წლის ბოლომდე მითს დაემატება: მოდერაციის ახალი საშუალებები ყველა მონაწილის ხმის ერთდროული გამორთვა ხელის აწევის ფუნქცია. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელი იქნება შეხვედრაზე ვთქვათ, კითხვის დასმა. მასწავლებელს შეეძლება შეხვედრის დასრულება ყველა მონაწილისთვის, ისე რომ მონაწილეებ...