გუგულის 49 კვერცხი
ხოდა ენგრე, გასკდით გულზე
2) მაკროსფტის ვიდეოსტრიმინგი (და სხვა სერვისებიც) დიდ რესურსებს მოითხოვს ცუდი ოპტიმიზაციის გამო. 720 (HD) პიქსელი შეუკუმშავი არხის გადაცემა ხდება, როცა გუგლს 8K-ს გატარებაც შეუძლია
აი მარათონში როა, ჯერ წინ ხარ, მერე გაგისწრებენ და მერე ჩემპიონი რომ ხარ, დაახლოებით ისეა ჩემი გუგლის ამბავი. მაიკროსფტი სად იყო მაშინ, როცა გუგულის საკლასო ოთახი არსებობდა, (რაღაც ორი წლის მერე მოინდომა მაიკროფტმა Classroom შექმნა მარა აბა რომელმა მაიკროსფტის ინოვაციურმა ექსპერტმა იცის, ეგ რა ხილია? ). OK. როგორც არის... ჩემი სადარდებელია ახალა მაიკროსფტის ხახაში შარშან გადასული გითჰაბია, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა. ამასობაში კი გუგული G Suite საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის ვერსიაში ახალ სერვისებს გვთვაზობს და მე დღეს ვეცდები ზოგიერთ მათგანზე მოგიყვეთ:
ყველა ეს განახლება ეხება გუგლ მითს და მასწავლებლების მიერ ბოლო თვეებში გამოთქმული სურვილების რეალიზაციას წარმოადგენს. მაშ ასე, წლის ბოლომდე მითს დაემატება:
- მოდერაციის ახალი საშუალებები
- ყველა მონაწილის ხმის ერთდროული გამორთვა
- ხელის აწევის ფუნქცია. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელი იქნება შეხვედრაზე ვთქვათ, კითხვის დასმა.
- მასწავლებელს შეეძლება შეხვედრის დასრულება ყველა მონაწილისთვის, ისე რომ მონაწილეებმა კვლავ ვერ შეძლონ შეხვედრაზე დაბრუნება.
- ანონიმური მსმენელები დაუშვებელია (თუმცა სკოლას შეეძლება ასეთი მსნელის დაშვების ფუნქციის გააქტიურება)
- ინტეგრირებული თეთრი დაფა
- ფონის შეცვლა
- 7X7 ზე ვიდეოკამერები, ანუ შესაძლებელი იქნება 49 მონაწილის კამერის ერთდროული ყურება
- მონაწილეების აღრიცხვა
- კლასის შიგნით ოთახები
- გამოკითხვა
გუგლის დღევანდელი სტატისტიკით გუგლ მითში ყოველ დღე ტარდება 1300 წლის სწავლების ექვივალენტი გაკვეთილები.
დღეშიო. (!)
1300 წელიო (!)
ამ და სხვა მიზების გამო კვლავ მგონია რომ მაიკროსფტზე გადასვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო სამინისტროს მხრიდან, რადგან კორპორტიულ დონეზე რა ფუნქციონალიც მაიკროსფტს აქვს, ყველაფერი აქვს გუგლსაც, თუმცა,
1) მაიკროსოფტის
- ბრაუზერი
- საძიებო სისტემა
- რუკები
2) მაკროსფტის ვიდეოსტრიმინგი (და სხვა სერვისებიც) დიდ რესურსებს მოითხოვს ცუდი ოპტიმიზაციის გამო. 720 (HD) პიქსელი შეუკუმშავი არხის გადაცემა ხდება, როცა გუგლს 8K-ს გატარებაც შეუძლია
3) მაიკროსოფტს
- ვიდეოსაცავი
- ბლოგი
(საძიებო სისტემაც არ აქვს (ზევით დავწერე არ ვარგათო, მაგრამ არ ვარგა კი არაა, „არ აქვს“ უფრო რეალურად აღწერს მდგომარეობას :)
4) მაიკროსოფტამდე ყველა მასწავლებელს ჰქონდა გუგლის ანგარიში და ამ ანგარიშთან (ინტერფეისთან) მუშაობის გამოცდილება. ყველა მოსწავლეს, რომლესაც აგრეთვე აქვს ანდროიდის სისტემის ანგარიში, აგრეთვე აქვს გუგლის ანგარიში
5) გუგლს აქვს ქართული ენის მხარდაჭერა.
რომ შევაჯამოთ, იგივე რესურსი რომ დახარჯულიყო, გუგლის რესურსების პოპულარიზაციაში, შეგედები ახლა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
კიდევ ერთი მიზაეზი, გუგლი უფასოა და მაიკროსოფტის სერვსები ფასიანია. ანუ მოსწავლეებს ნაკლებად მოუწევთ მაიკროსფტის გარემოში მუშაობა სკოლის შემდეგ
დეცენტრალიზაციის მხრივაც გუგლი გაცილებით უკეთესი (უფასო) ალტერნატივაა სკოლის დონეზე. ხოლო რაიონის, ან ქვეყნის დონზე მაიკროსოფტზე იაფია.
უფრო მეტი ნახეთ აქ
გამოგვეხმაურეთ, კომენტარებში, როგორია თქვენი გამოცდილება მაიკროსფტის თიმსში, ზუმში, ან სულაც ფეისბუკის მესენჯერში. კიდევ რა ფუნქციის დამატებას ისურვებდით მითში?
Comments
Post a Comment