-->

ნაციონალური დომენები (v.2)

აქ შეგიძლიათ იხილოთ ძველი პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით

09 მარტი 2011

საქართველოს მიენიჭა ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) .გე;

მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, 2009 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო დომენური სახელების (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) ინტერნაციონალიზაცია.

პროგრამა შედგება სამი ნაწილისგან:

1. პროგრამაში მონაწილეობისთვის მომზადება

2. დომენური სტრიქონის წარდგენა შეფასებისთვის

3. მოთხოვნის წარდგენა დომენის დელეგირების თაობაზე

პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა (ITDC ჯგუფი); (პროგრამის პირველი ეტაპი);

საქართველოსთვის შეირჩა ქართული დომენური სტრიქონი .გე და სათანადო დოკუმენტაციასთან ერთად გაიგზავნა ICANN-ში შეფასებისთვის (პროგრამის მეორე ეტაპი);

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი. შესაბამისად, საქართველოს მოენიჭა ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) –

.გე;

ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღარ იფუნქციონირებს არსებული ლათინურენოვანი დომენური სტრიქონი .ge

ორივე სტრიქონი იფუნქციონირებს პარალელურად, მაგრამ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად.

ამჟამად გასავლელი დარჩა პროგრამის მესამე ეტაპი - მოთხოვნის წარდგენა დომენის დელეგირების თაობაზე.

მესამე ეტაპის წარმატებით დასრულებისთანავე დაიწყება ახალი ქართულენოვანი დომენური სტრიქონის (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) რეგისტრაცია.


ნაკადული
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=110&info_id=8831


პროგრამის საწყის ეტაპებზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა შესაძლო ვარიანტები (საქ, სქ, გე, ივერ, ივერია, საქართველო). სასურველი ვარიანტის შერჩევა (ხმის მიცემა) კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე ყველა დაინტერესებულს პირს ჰქონდა.

დაინტერესებულთა შორის საკუთარი ვარიანტით „სქ" წამოდგენილი იყო Сaucasus Online-იც. პროგრამაში მონაწილეობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი (ITDC ჯგუფი), რომელმაც შეარჩია დომენი „გე" და პროგრამის ორი ეტაპი წარმატებით გაიარა.

შედეგად ქართული ნაციონალური დომენებისთვის შერჩეულია „გე" დაბოლოება.

„ge"-დომენის მართვის უფლება 1998 წელს "სანეტმა" მოიპოვა. ამჟამად მისი სამართალმემკვიდრეა Сaucasus Online, რომელიც ამ დროისთვის „ge"-ს მართავს. (registration.ge)

კომისიის ცნობით, მიენიჭება, თუ არა „ITDC ჯგუფს" „გე"-ის რეგისტრაციისა და მართვის უფლება, სავარაუდოდ აპრილში გაირკვევა.

ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენური სახელი კი უკვე დაარეგისტრირა მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ - „рф". მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობის მქონე ქვეყნიდან მშობლიურ ენაზე დომენური სახელის დანერგვაზე უარი განაცხადა სომხეთმა. ის დომენების იდენტიფიცირებას ლათინური ტრანსკრიფციით არჩევს.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით