ქართული დომენების რეგისტრაცია (.გე) დაიწყო
მართლაც, გილოცავთ! საიტზე www.დომენი.გე დაიწყო ქართული სიმბოლოების გამოყენებით დომენების რეზერვაცია. ხოლო 2015 წლის 15 ივლისიდან დაიწყება ქართულენოვანი დომენების ღია რეგისტრაცია. დომენური სახელში გამოსაყენებლად დასაშვები სიმბოლოები: ა) მხედრული ანბანის ასოები; ბ) ციფრები; გ) დეფისი. დომენური სახელი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს მხედრული ანბანის ასოთი ან ციფრით. შუალედური სიმბოლოები შეიძლება იყოს ასოები, ციფრები ან დეფისი. დომენური სახელი უნდა შეიცავდეს ორ ან მეტ სიმბოლოს და არ აღემატებოდეს 63 სიმბოლოს. stop list-ში შემავალ დომენურ სახელებს (კერძოდ, უხამსშინაარსიანი, ანტიჰუმანური ხასიათის მოწოდებების შემცველი, ადამიანური ღირსების ან რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი სიტყვები და სხვ.) განსაზღვრავს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი ICANN-თან კონსულტაციის შემდეგ. ამწუთას მე ორი ქართულ სიმბოლოებიანი დომენი ვიცი: www.დომენი.გე და www. რეგისტრაცია.გე